მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროსი კიწმარიშვილის გარემოცვიდან შესაძლოა ერთი პირი დააკავონ - გამოძიების ახალი დეტალები
ეროსი კიწმარიშვილის გარემოცვიდან შესაძლოა ერთი პირი დააკავონ - გამოძიების ახალი დეტალები

მკვლე­ლო­ბა თუ თვით­მკვლე­ლო­ბა - ვის და­ა­კა­ვე­ბენ კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე, თუკი გა­მო­ძი­ე­ბამ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა.

კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს მალე მოხ­დე­ბა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვი­დან ვინ­მე და­ა­კა­ვონ.

წლის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ჯერ და­ზუს­ტე­ბუ­ლად არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

"ჯერ ისევ 115-ე მუხ­ლით ვმუ­შა­ობთ. ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბის შემ­დეგ, მოხ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის და აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­სუ­ხე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა", - გა­ნუ­ცხა­დეს ამ­ბე­ბი.გე-ს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მუ­შა­ობს თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ვერ­სი­ა­ზე, თუმ­ცა არა­ერ­თი დე­ტა­ლი გაჟ­ღერ­და, რო­მე­ლიც ამ ვერ­სი­ას თავ­და­ყი­რა აყე­ნებს.

ერთ-ერთი ასე­თი ის არის, რომ ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ღვედ­შეკ­რუ­ლი იყო და თუ კი თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებ­და, ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ალ­ბათ ლო­გი­კუ­რი არ იქ­ნე­ბო­და, რად­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო ფა­რე­ხი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­საყ­ვა­ნად.

კი­დევ ერთი დე­ტა­ლი ის არის, რომ ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი დას­კვნის შე­დე­გად, ირ­კვე­ვა - ია­რაღ­ზე, რომ­ლი­თაც მას სა­ფეთ­ქე­ლის არე­ში მიბ­ჯე­ნით აქვს ნას­რო­ლი, სის­ხლის კვა­ლი არ არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

ერთი დღის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ია­რა­ღის გარ­და, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კიწ­მა­რიშ­ვილს და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბე­ლი ია­რა­ღი ჰქო­ნია და თუ კი თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებ­და, ამის­თვის ახა­ლი ია­რა­ღის ყიდ­ვაც ლო­გი­კუ­რად არ უნდა დას­ჭირ­ვე­ბო­და.

კი­დევ ერთი ვერ­სია - კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მე­გობ­რის ბად­რი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახა­ლი ია­რა­ღი ერო­სის მისი ძმის­თვის და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუქ­რად უნ­დო­და, არც ისე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გახ­და, მას შემ­დეგ, რაც გავ­რცელ­და რომ ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილს და­ბა­დე­ბის დღე 4 ივ­ლისს ჰქონ­და და ათი დღის მერე ძმის­გან სა­ჩუ­ქა­რი არას­დროს მი­უ­ღია, მით უმე­ტეს, რომ რო­გორც ამ­ბო­ბენ, ზუ­რას ია­რა­ღი სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებ­და.

იცავ­და თუ არა ახა­ლი ია­რა­ღის ყიდ­ვით ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ვინ­მეს­გან თავს? - მისი მე­გო­ბა­რი ბად­რი ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას­თან გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღეს შეხ­ვედ­რა­ზე მსგავ­სი არა­ფე­რი თქმუ­ლა. ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი მხო­ლოდ ია­რა­ღის ყიდ­ვის გეგ­მა­ზე სა­უბ­რობს და კი­დევ იმა­ზე, რომ ერო­სის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ჰქონ­და, რა­ზეც ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე მო­უყ­ვა მე­გო­ბარს.

ასე­ვე, გავ­რცელ­და ფოტო, მე­ზობ­ლის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­წე­რი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლი­დან, სა­დაც ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს მა­ი­სუ­რი აც­ვია. ფო­ტო­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ფა­რეხ­ში ჩა­დი­ო­და, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ის გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ფა­რე­ბან­თე­ბულ ავ­ტო­მო­ბილ­ში. გარ­დაც­ვლილ კიწ­მა­რიშ­ვილს კი, ცნო­ბი­ლია, რომ არა მა­ი­სუ­რი, არა­მედ პი­ჯა­კი ეცვა.

მე­ზობ­ლის კა­მე­რა­ში რო­გორც ცნო­ბი­ლია, ისიც ჩანს, რომ კიწ­მა­რიშ­ვი­ლის თა­ნა­გუნ­დე­ლი, გი­ორ­გი ხე­ვი­აშ­ვი­ლი 16:00 სა­ათ­ზე, მარ­თლაც მი­დის ერო­სის­თან სახ­ლში თან­მხლებ პირ­თან ერ­თად. შემ­დეგ კი, რო­გორც ხე­ვი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, ტე­ლე­ფონს რომ არ პა­სუ­ხობ­და და სახ­ლის კარი არა­ვინ გა­უ­ღო, შე­ა­მოწ­მა, წა­სუ­ლი იყო თუ არა იგი ავ­ტო­მო­ბი­ლით. ამ მიზ­ნით ჩა­ვი­და ფა­რეხ­ში, სა­დაც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც გარ­დაც­ვლი­ლი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ნახა.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და არის ის, რომ კიწ­მა­რიშ­ვილს ავ­ტო­მო­ბილ­ში 20 ათა­სი დო­ლა­რი ედო, რო­მე­ლიც რუს­თა­ვის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის დროს, მისი კამ­პა­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. ეს თან­ხა კი, ხე­ვი­აშ­ვილს უნდა წა­ე­ღო და და­ე­რი­გე­ბი­ნა. ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ ამის გამო მი­ვი­და ხე­ვი­აშ­ვი­ლი კიწ­მა­რიშ­ვილ­თან და ძებ­ნის შემ­დეგ, ფა­რეხ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბილ­ში ეს თან­ხა აღარ იყო.

ჯერ უც­ნო­ბია, რა მა­სა­ლა ამო­ი­ღო გა­მო­ძი­ე­ბამ ფა­რეხ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი­დან.

ჟურ­ნა­ლის­ტებს მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, დაგ­ვეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა კიწ­მა­რიშ­ვი­ლის პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლი, სა­დაც ვნა­ხეთ ვი­დე­ოთ­ვა­ლი, რო­მე­ლიც სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იყო მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი - სა­ვა­რა­უ­დოდ მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ მტვრი­ან კა­მე­რას ნა­თი­თუ­რე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რაც კი­დევ ერთ სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბას ქმნის.

თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სია არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, რო­გორც კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ოჯა­ხის­თვის, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც მას კარ­გად იც­ნობ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ ერო­სი თავს არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ მო­იკ­ლავ­და.

არის თუ არა ეს მკვლე­ლო­ბა - აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და, და შე­საძ­ლოა ამას უკავ­შირ­დე­ბო­დეს მისი თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით კი - იგი ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე უნდა და­ე­კი­თხა პრო­კუ­რა­ტუ­რას და ამ მიზ­ნით მო­ი­შო­რეს თა­ვი­დან, რად­გან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და, რო­გორც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი. ამ­ბე­ბი.გე-ს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ უპა­სუ­ხეს, შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა ეს სი­მარ­თლეს.

კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მეს თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ტარ­დე­ბა ქვე­მო ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სა­დაც კიწ­მა­რიშ­ვი­ლის თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი და­კი­თხეს. კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბი­სა და სიის პირ­ვე­ლი ნომ­რის გი­ორ­გი ხე­ვი­აშ­ვი­ლის და­კი­თხვა კი, ორი­ვე უწყე­ბა­ში მოხ­და.

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ფა­რეხ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 15 ივ­ლისს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იპო­ვეს.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ეროსი კიწმარიშვილის გარემოცვიდან შესაძლოა ერთი პირი დააკავონ - გამოძიების ახალი დეტალები

ეროსი კიწმარიშვილის გარემოცვიდან შესაძლოა ერთი პირი დააკავონ - გამოძიების ახალი დეტალები

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ვის დააკავებენ კიწმარიშვილის საქმეზე, თუკი გამოძიებამ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი გადააკვალიფიცირა.

კულუარული ინფორმაციით, ეს მალე მოხდება და არ არის გამორიცხული, კიწმარიშვილის გარემოცვიდან ვინმე დააკავონ.

წლის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ჯერ დაზუსტებულად არაფერია ცნობილი.

"ჯერ ისევ 115-ე მუხლით ვმუშაობთ. ექსპერტიზის პასუხების შემდეგ, მოხდება გამოძიების მიმდინარეობაზე დამატებითი დეტალების და აღნიშნული პასუხების გასაჯაროება", - განუცხადეს ამბები.გე-ს მთავარ პროკურატურაში.

გამოძიება ამ დრომდე მუშაობს თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაზე, თუმცა არაერთი დეტალი გაჟღერდა, რომელიც ამ ვერსიას თავდაყირა აყენებს.

ერთ-ერთი ასეთი ის არის, რომ ავტომობილში გარდაცვლილი კიწმარიშვილი ღვედშეკრული იყო და თუ კი თავის მოკვლას აპირებდა, ეს მდგომარეობა ალბათ ლოგიკური არ იქნებოდა, რადგან მომზადებული იყო ფარეხიდან ავტომობილის გასაყვანად.

კიდევ ერთი დეტალი ის არის, რომ ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შედეგად, ირკვევა - იარაღზე, რომლითაც მას საფეთქელის არეში მიბჯენით აქვს ნასროლი, სისხლის კვალი არ არის აღმოჩენილი.

ერთი დღის დარეგისტრირებული იარაღის გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, კიწმარიშვილს დაურეგისტრირებელი იარაღი ჰქონია და თუ კი თავის მოკვლას აპირებდა, ამისთვის ახალი იარაღის ყიდვაც ლოგიკურად არ უნდა დასჭირვებოდა.

კიდევ ერთი ვერსია - კიწმარიშვილის მეგობრის ბადრი ნანეტაშვილის ინფორმაცია, რომ ახალი იარაღი ეროსის მისი ძმისთვის დაბადების დღის საჩუქრად უნდოდა, არც ისე დამაჯერებელი გახდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა რომ ზურაბ კიწმარიშვილს დაბადების დღე 4 ივლისს ჰქონდა და ათი დღის მერე ძმისგან საჩუქარი არასდროს მიუღია, მით უმეტეს, რომ როგორც ამბობენ, ზურას იარაღი საერთოდ არ აინტერესებდა.

იცავდა თუ არა ახალი იარაღის ყიდვით ეროსი კიწმარიშვილი ვინმესგან თავს? - მისი მეგობარი ბადრი ნანიტაშვილი ამბობს, რომ მასთან გარდაცვალების წინა დღეს შეხვედრაზე მსგავსი არაფერი თქმულა. ნანეტაშვილი მხოლოდ იარაღის ყიდვის გეგმაზე საუბრობს და კიდევ იმაზე, რომ ეროსის სამომავლო გეგმები ჰქონდა, რაზეც ბოლო შეხვედრაზე მოუყვა მეგობარს.

ასევე, გავრცელდა ფოტო, მეზობლის სათვალთვალო კამერის ჩაწერილი ვიდეომასალიდან, სადაც ეროსი კიწმარიშვილს მაისური აცვია. ფოტოზე მითითებულია, რომ კიწმარიშვილი ფარეხში ჩადიოდა, სადაც რამდენიმე საათში ის გარდაცვლილი იპოვეს ფარებანთებულ ავტომობილში. გარდაცვლილ კიწმარიშვილს კი, ცნობილია, რომ არა მაისური, არამედ პიჯაკი ეცვა.

მეზობლის კამერაში როგორც ცნობილია, ისიც ჩანს, რომ კიწმარიშვილის თანაგუნდელი, გიორგი ხევიაშვილი 16:00 საათზე, მართლაც მიდის ეროსისთან სახლში თანმხლებ პირთან ერთად. შემდეგ კი, როგორც ხევიაშვილი ამბობს, ტელეფონს რომ არ პასუხობდა და სახლის კარი არავინ გაუღო, შეამოწმა, წასული იყო თუ არა იგი ავტომობილით. ამ მიზნით ჩავიდა ფარეხში, სადაც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გარდაცვლილი კიწმარიშვილი ნახა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა არის ის, რომ კიწმარიშვილს ავტომობილში 20 ათასი დოლარი ედო, რომელიც რუსთავის მერის არჩევნების დროს, მისი კამპანიის მონაწილეებისთვის იყო განკუთვნილი. ეს თანხა კი, ხევიაშვილს უნდა წაეღო და დაერიგებინა. ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო მივიდა ხევიაშვილი კიწმარიშვილთან და ძებნის შემდეგ, ფარეხში გარდაცვლილი იპოვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვალების შემდეგ, კიწმარიშვილის ავტომობილში ეს თანხა აღარ იყო.

ჯერ უცნობია, რა მასალა ამოიღო გამოძიებამ ფარეხში დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან.

ჟურნალისტებს მოგვეცა საშუალება, დაგვეთვალიერებინა კიწმარიშვილის პარკირების ადგილი, სადაც ვნახეთ ვიდეოთვალი, რომელიც სულ სხვა მიმართულებით იყო მიბრუნებული - სავარაუდოდ მიბრუნებული იმიტომ, რომ მტვრიან კამერას ნათითურები აღენიშნებოდა, რაც კიდევ ერთ საეჭვო გარემოებას ქმნის.

თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია, როგორც კიწმარიშვილის ოჯახისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც მას კარგად იცნობდა. გარდაცვალების დღეს, ყველა ამბობდა, რომ ეროსი თავს არცერთ შემთხვევაში არ მოიკლავდა.

არის თუ არა ეს მკვლელობა - აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ კიწმარიშვილი ახალი ტელევიზიის გაკეთებას აპირებდა, და შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს მისი თავიდან მოცილება. ერთ-ერთი ვერსიით კი - იგი ჟვანიას საქმეზე უნდა დაეკითხა პროკურატურას და ამ მიზნით მოიშორეს თავიდან, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, როგორც ზურაბ ჟვანიას უახლოესი მეგობარი. ამბები.გე-ს პროკურატურაში ჯერჯერობით არ უპასუხეს, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს.

კიწმარიშვილის საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, სადაც კიწმარიშვილის თანაგუნდელები დაკითხეს. კიწმარიშვილის საარჩევნო შტაბისა და სიის პირველი ნომრის გიორგი ხევიაშვილის დაკითხვა კი, ორივე უწყებაში მოხდა.

ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ფარეხში გარდაცვლილი 15 ივლისს, დღის მეორე ნახევარში იპოვეს.

ხათუნა გაგნიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ