პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველდღე გამორჩეულ კერძებს მიმზადებდა" - ვინ გაატარა 4 დაუვიწყარი დღე პარიზში ჯაბა ქარსელაძესთან ერთად
"ყოველდღე გამორჩეულ კერძებს მიმზადებდა" - ვინ გაატარა 4 დაუვიწყარი დღე პარიზში ჯაბა ქარსელაძესთან ერთად

მას მერე, რაც თაკო დო­ლა­ბე­რი­ძემ "ორ ვარ­სკვლავ­ში" მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილ­სა და მის მე­უღ­ლეს, მარი ოშხნელს ქორ­წი­ლი აჩუ­ქა, სულ მალე თავს დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა და უცხო­ეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. ის პა­რიზ­ში მომ­ღე­რალ ჯაბა ქარ­სე­ლა­ძეს ეს­ტუმ­რა.

თაკო დო­ლა­ბე­რი­ძე:

- შვე­ბუ­ლე­ბა სამ ქვე­ყა­ნა­ში გვა­ტა­რე: პორ­ტუ­გა­ლია, ჰო­ლან­დია, საფ­რან­გე­თი. პორ­ტუ­გა­ლი­ა­სა და ჰო­ლან­დი­ა­ში (ამ­სტერ­და­მი) სტუმ­რად ჩემს მე­გობ­რებ­თან (თა­მუ­ნა და ერი­კი) ერ­თად ვი­ყა­ვი. სა­ო­ცა­რი ქვეყ­ნე­ბია. მოვ­ხვდი გრან­დი­ო­ზულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე - White Sensation, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ერთხელ ტარ­დე­ბა... შემ­დეგ პა­რი­ზის­კენ და­ვი­ძა­რი, რამ­დე­ნი წე­ლია, მინ­დო­და იქ ჩას­ვლა და კონ­კრე­ტუ­ლად კი, ჩვენ მე­გო­ბარ ჯაბა ქარ­სე­ლა­ძეს­თან. სულ მე­პა­ტი­ჟე­ბო­და და რო­გორც იქნა, ჩა­ვე­დი, მო­ვი­ნა­ხუ­ლე.

- რო­გორ ცხოვ­რობს ჯაბა იქ და რო­გორ გი­მას­პინ­ძლა?

- ჯაბა პა­რიზ­ში დოქ­ტუ­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლობს და იქვე მუ­შა­ობს. ძა­ლი­ან მო­ნატ­რე­ბუ­ლია მე­გობ­რებს, ოჯახს. შრო­მა ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და და ახ­ლაც თავ­გა­და­დე­ბუ­ლია. ამ­ბობს, რომ იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დაბ­რუნ­დეს და თა­ვის ქვე­ყა­ნას გა­მო­ად­გეს.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­პინ­ძე­ლია, ეს ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, მაგ­რამ პი­რა­დად მე მისი სტუ­მა­რი პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი და მისი კომ­ფორ­ტუ­ლი მას­პინ­ძლო­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი.

ის ზუს­ტად ისე ცხოვ­რობს, რო­გორც უნდა იცხოვ­რო ევ­რო­პა­ში. კვი­რის დღე­ებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია სწავ­ლი­თა და მუ­შა­ო­ბით, პა­რას­კევ სა­ღა­მო­დან კი შა­ბათ-კვი­რას ის­ვე­ნებს და ერ­თო­ბა. ვი­ნა­ი­დან მას­თან მხო­ლოდ 4 დღე ვი­ყა­ვი, ყო­ვე­ლი სა­ღა­მო და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და, სად წა­ვეყ­ვა­ნე. ვწუხ­ვარ, რომ უა­მინ­დო­ბის გამო "დის­ნეი" ვერ ვნა­ხეთ, და­ნარ­ჩე­ნი რაც ჯა­ბამ და­გეგ­მა, ყვე­ლა­ფე­რი აას­რუ­ლა, ყველ­გან წა­მიყ­ვა­ნა...

ალ­ბათ იცით, რომ ის სე­რი­ო­ზუ­ლად ვარ­ჯი­შობს. ამ საქ­მი­ა­ნო­ბას დღე­ში 2 სა­ათს უთ­მობს და საკ­მა­ოდ კარგ ტან­ზე დგას...

- რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან შე­ვი­ტყვეთ, თა­ვად­ვე გიმ­ზა­დებ­და კერ­ძებს და გემ­სა­ხუ­რე­ბო­და. და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბამ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­წა­ფა?

- მის კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე შე­ვი­შა­ლე, ისე ამ­ზა­დებს, ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი კერ­ძი ვერც კი შევ­თა­ვა­ზე. სა­ო­ცა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით მდი­დარ კერ­ძებს მთა­ვა­ზობ­და. რაც მთა­ვა­რია, იცის, რა და რო­გორ გა­ა­კე­თოს. ყო­ველ­დღე მიმ­ზა­დებ­და ახალ-ახალ და გა­მორ­ჩე­ულ სა­დილს. ისე, რომ აქ უკვე მე­ნატ­რე­ბა მისი სამ­ზა­რე­უ­ლო.

- მოკ­ლედ, 4 დღე მაქ­სი­მა­ლუ­რად დატ­ვირ­თუ­ლი გქონ­და, ხომ?

- კი, ყო­ვე­ლი დღე იმ­დე­ნად კარ­გი და ში­ნა­არ­სი­ა­ნი გახ­ლდათ, რომ ვერც ერთს გა­მო­ვარ­ჩევ... ისე, ყვე­ლა­ზე მა­ტად ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მის­მა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბამ, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბის უნარ­მა და სახ­ლმა მი­იქ­ცია, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია ნა­ქი­რა­ვე­ბია, მაგ­რამ უთ­ბი­ლე­სი და უკარ­გე­სია. სა­ო­ცა­რი გა­რე­მო აქვს იქ შექ­მნი­ლი. მინ­და, ვუ­სურ­ვო, რომ მალე ასე­თი სა­კუ­თა­რი სახ­ლი შე­ე­ძი­ნოს.

მოკ­ლედ, პა­რიზ­ში ჯა­ბას­თან ერ­თად, მო­ნატ­რე­ბუ­ლი, თბი­ლი და ტკბი­ლი არ­და­დე­გე­ბი გა­ვა­ტა­რე და კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა ჩემს მე­გო­ბარს ამის­თვის.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ასე­ვე: ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბა - ჯაბა ქარ­სე­ლა­ძის ახა­ლი, ევ­რო­პუ­ლი იმი­ჯი

ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილს ქორ­წი­ლი აჩუ­ქა

"ყოველდღე გამორჩეულ კერძებს მიმზადებდა" - ვინ გაატარა 4 დაუვიწყარი დღე პარიზში ჯაბა ქარსელაძესთან ერთად

"ყოველდღე გამორჩეულ კერძებს მიმზადებდა" - ვინ გაატარა 4 დაუვიწყარი დღე პარიზში ჯაბა ქარსელაძესთან ერთად

მას მერე, რაც თაკო დოლაბერიძემ "ორ ვარსკვლავში" მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯავახიშვილსა და მის მეუღლეს, მარი ოშხნელს ქორწილი აჩუქა, სულ მალე თავს დასვენების უფლება მისცა და უცხოეთში გაემგზავრა. ის პარიზში მომღერალ ჯაბა ქარსელაძეს ესტუმრა.

თაკო დოლაბერიძე:

- შვებულება სამ ქვეყანაში გვატარე: პორტუგალია, ჰოლანდია, საფრანგეთი. პორტუგალიასა და ჰოლანდიაში (ამსტერდამი) სტუმრად ჩემს მეგობრებთან (თამუნა და ერიკი) ერთად ვიყავი. საოცარი ქვეყნებია. მოვხვდი გრანდიოზულ ღონისძიებაზე - White Sensation, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება... შემდეგ პარიზისკენ დავიძარი, რამდენი წელია, მინდოდა იქ ჩასვლა და კონკრეტულად კი, ჩვენ მეგობარ ჯაბა ქარსელაძესთან. სულ მეპატიჟებოდა და როგორც იქნა, ჩავედი, მოვინახულე.

- როგორ ცხოვრობს ჯაბა იქ და როგორ გიმასპინძლა?

- ჯაბა პარიზში დოქტურანტურაში სწავლობს და იქვე მუშაობს. ძალიან მონატრებულია მეგობრებს, ოჯახს. შრომა ყოველთვის უყვარდა და ახლაც თავგადადებულია. ამბობს, რომ იქ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით საქართველოში უნდა დაბრუნდეს და თავის ქვეყანას გამოადგეს.

არაჩვეულებრივი მასპინძელია, ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ პირადად მე მისი სტუმარი პირველად ვიყავი და მისი კომფორტული მასპინძლობით აღფრთოვანებული დავრჩი.

ის ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც უნდა იცხოვრო ევროპაში. კვირის დღეებში დაკავებულია სწავლითა და მუშაობით, პარასკევ საღამოდან კი შაბათ-კვირას ისვენებს და ერთობა. ვინაიდან მასთან მხოლოდ 4 დღე ვიყავი, ყოველი საღამო დაგეგმილი ჰქონდა, სად წავეყვანე. ვწუხვარ, რომ უამინდობის გამო "დისნეი" ვერ ვნახეთ, დანარჩენი რაც ჯაბამ დაგეგმა, ყველაფერი აასრულა, ყველგან წამიყვანა...

ალბათ იცით, რომ ის სერიოზულად ვარჯიშობს. ამ საქმიანობას დღეში 2 საათს უთმობს და საკმაოდ კარგ ტანზე დგას...

- როგორც ფოტოებიდან შევიტყვეთ, თავადვე გიმზადებდა კერძებს და გემსახურებოდა. დამოუკიდებლად ცხოვრებამ კულინარიული მიმართულებითაც გაწაფა?

- მის კულინარიაზე შევიშალე, ისე ამზადებს, ჩემი გაკეთებული კერძი ვერც კი შევთავაზე. საოცარი ინგრედიენტებით მდიდარ კერძებს მთავაზობდა. რაც მთავარია, იცის, რა და როგორ გააკეთოს. ყოველდღე მიმზადებდა ახალ-ახალ და გამორჩეულ სადილს. ისე, რომ აქ უკვე მენატრება მისი სამზარეულო.

- მოკლედ, 4 დღე მაქსიმალურად დატვირთული გქონდა, ხომ?

- კი, ყოველი დღე იმდენად კარგი და შინაარსიანი გახლდათ, რომ ვერც ერთს გამოვარჩევ... ისე, ყველაზე მატად ჩემი ყურადღება მისმა ორგანიზებულობამ, დამოუკიდებლად ცხოვრების უნარმა და სახლმა მიიქცია, რომელიც მართალია ნაქირავებია, მაგრამ უთბილესი და უკარგესია. საოცარი გარემო აქვს იქ შექმნილი. მინდა, ვუსურვო, რომ მალე ასეთი საკუთარი სახლი შეეძინოს.

მოკლედ, პარიზში ჯაბასთან ერთად, მონატრებული, თბილი და ტკბილი არდადეგები გავატარე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს მეგობარს ამისთვის.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: ათლეტური აღნაგობა - ჯაბა ქარსელაძის ახალი, ევროპული იმიჯი

ქალბატონი, რომელმაც ლევან ჯავახიშვილს ქორწილი აჩუქა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება