კატასტროფის ადგილზე 121 მგზავრის ცხედარია აღმოჩენილი - ბოლო მონაცემები "ბოინგ 777"-ის ჩამოვარდნის ადგილიდან

კატასტროფის ადგილზე 121 მგზავრის ცხედარია აღმოჩენილი - ბოლო მონაცემები "ბოინგ 777"-ის ჩამოვარდნის ადგილიდან

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი ბოინგ 777-ის ჩამოვარდნის ადგილზე აღმოჩენილია 121 მგზავრის ცხედარი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, საძიებო სამსახურებს ართულებს ტერიტორიაზე შეიარაღებული სეპარატისტების ყოფნა, ვინაიდან ისინი წინააღმდეგობას უწევენ ქვედანაყოფების მუშაობას.

liga.net-ის ინფორმაციით, საძიებო სამსახურს უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის 95 თანამშრომელი და 18 ერთეული ტექნიკა აწარმოებს.

გარდა ამისა, ავიაკატასტროფის გამოძიებაში მონაწილეობის მიზნით, აშშ-ი უკრაინაში საკუთარი ექსპერტების გაგზავნის საკითხს განიხილავს. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა, რომ გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნებიან სპეციალისტები ნიდერლანდებიდან და მალაიზიიდან.

როგორც უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განუცხადა, აშშ-ი განიხილავს გამოძიების მიზნით აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ნაციონალური საბჭოს ექსპერტების გაგზავნის საკითხს.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

მალაზიის ავიახაზების ბოლო მონაცემებით, "ბოინგ 777"-ზე 10 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას "ბიბისის" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბორტზე დაღუპულ ნიდერლანდთა რიცხვი 173-მდე გაიზარდა. თვითმფრინავის ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ მალაიზიის 44 მოქალაქე, ავსტრალიის – 27, ინდონეზიის – 12, დიდი ბრიტანეთის – 9, გერმანიისა და ბელგიის – 4-4, ფილიპინების – 3, კანადისა და ახალი ზელანდიის 1-1 მოქალაქე.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე დაგაინტერესებთ: იმყოფებოდნენ თუ არა ჩამოვარდნილ თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეები - საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ინფორმაცია

უკრაინის პრეზიდენტის პირველი კომენტარი მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ

უკრაინის უშიშროების საბჭომ თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ტერორისტების საუბარი დააფიქსირა

ვიდეო:

-შემზარავი კადრები: დამსხვრეული მალაიზიური ”ბოინგი” და დაღუპული მგზავრები (+18)

-გავრცელდა "ბოევიკების" აუდიოჩანაწერი, სადაც ისინი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საუბრობენ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია