უკრაინის უშიშროების საბჭომ შეძლო დაეფიქსირებინა ტერორისტების საუბარი, როდესაც რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი ბეზლერი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკს "ბოევიკების" მიერ ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ატყობინებს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის მალაიზიური "ბოინგი" უკრაინის ტერიტორიაზე რადარებიდან გაქრა, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური.
იხილეთ ასევე: იმყოფებოდნენ თუ არა ჩამოვარდნილ თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეები - საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ინფორმაცია
"სი-ენ-ენ" – თვითმფრინავის ვარდნა რუსეთის ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ განაპირობა