სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის ანდობდა თამუნა მუსერიძე საკუთარ სხეულს გიორგი ლიფონავას
რისთვის ანდობდა თამუნა მუსერიძე საკუთარ სხეულს გიორგი ლიფონავას

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე პო­პუ­ლა­რო­ბის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა. მის­თვის ცნო­ბა­დო­ბას უფრო მეტი ნე­გა­ტი­ვი მო­უ­ტა­ნია, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ ამას ალ­ბათ იმ შემ­თხვე­ვა­შიც ვერ ას­ცდე­ბო­და, პო­პუ­ლა­რუ­ლი სახე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო.

- ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­დი პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, ამა­ზე ბავ­შვო­ბა­ში არ მი­ფიქ­რია. ვოც­ნე­ბობ­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე, მაგ­რამ მა­მამ სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე არ ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნა. ვე­ცა­დე, მო­მე­ძებ­ნა ამას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პრო­ფე­სია, სა­დაც ჩემს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­მო­ვავ­ლენ­დი და ეს იყო ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა. პო­პუ­ლა­რო­ბა ჩემი იდე­ფიქ­სი არას­დროს ყო­ფი­ლა, მსა­ხი­ო­ბო­ბაც არ მინ­დო­და ამის გამო, მსურ­და, კი­ნო­ში გა­და­ვე­ღე, მქო­ნო­და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა, მე­მუ­შა­ვა კა­მე­რე­ბის წინ და არა - ავ­მდგა­რი­ყა­ვი ცხრა სა­ათ­ზე და ექ­ვსზე სახ­ლში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- თუ გა­იხ­სე­ნებ მო­მენტს, როცა იგ­რძე­ნი, რომ ქუ­ჩა­ში გიც­ნეს?

- ეს იყო მა­შინ, როცა "პირ­ველ სტე­რე­ო­ში" და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მა­ნამ­დეც ვმუ­შა­ობ­დი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, მაგ­რამ ჩემს პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე გავ­ლე­ნა სწო­რედ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­მა არ­ხმა იქო­ნია. მახ­სოვს, რომ დიდი აჟი­ო­ტა­ჟი იყო ჩემ ირ­გვლივ. მა­შინ არხზე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია მი­დი­ო­და და ვი­ყა­ვით ორი წამ­ყვა­ნი, უფრო სწო­რად, სხვე­ბიც იყ­ვნენ, მაგ­რამ ალ­ბათ, არა იმ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რე­ბი. თუმ­ცა ისიც მახ­სოვს, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე იმის გამო მო­დი­ოდ­ნენ, რომ აჩი ფურ­ცე­ლა­ძის ყო­ფი­ლი ცოლი ვი­ყა­ვი და ასე იწყე­ბო­და ყვე­ლა ინ­ტერ­ვიუ. აჩის ვე­უბ­ნე­ბო­დი, დად­გე­ბა დრო და პი­რი­ქით და­წე­რენ-მეთ­ქი. მარ­თლაც ასე მოხ­და - რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერთ-ერ­თმა სა­იტ­მა და­წე­რა, თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ყო­ფი­ლი ქმა­რი, აჩი ფურ­ცე­ლა­ძე... და­ვუ­კო­პი­რე ეს ნა­წი­ლი და გა­და­ვუგ­ზავ­ნე (იღი­მის).

- თვი­თტ­კბო­ბამ მო­გიც­ვა?

- თა­ვის­თა­ვად. აჩიმ ძა­ლი­ან იხა­ლი­სა. ორი­ვემ ვი­ცი­ნეთ ამ თე­მა­ზე. მი­თხრა, იმი­ტომ არ ვახ­სო­ვარ ხალ­ხს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან დიდი ხნის წა­სუ­ლი ვარო.

- პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ბევ­რი სა­უბ­რობს ამ ყვე­ლაფ­რის უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე.

- შე­საძ­ლოა, უფრო მეტი უარ­ყო­ფი­თიც აქვს, ვიდ­რე და­დე­ბი­თი. რამ­დე­ნი­მეს ჩა­მოთ­ვლა შე­მიძ­ლია - მა­გა­ლი­თად, ყო­ველ­თვის უნდა იყო ფორ­მა­ში, ვი­ღაც რომ და­გი­ნა­ხავს, არ თქვას, ვა­ი­მე, რას ჰგავ­სო. რად­გან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხარ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს, მო­იქ­ცე ისე, რო­გორც ხალ­ხი ითხოვს და არა შენი სურ­ვი­ლი­სა­მებრ. გარ­და ამი­სა, ურე­კა­ვენ ოჯახს და ათას სი­სუ­ლე­ლეს ეუბ­ნე­ბი­ან. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხაზი გაქვს გა­დას­მუ­ლი. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ასეა, ალ­ბათ, 80%-ის შემ­თხვე­ვა­ში. მგო­ნია, რომ ბევ­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო­ნა და­მე­თან­ხმე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რისთვის ანდობდა თამუნა მუსერიძე საკუთარ სხეულს გიორგი ლიფონავას

რისთვის ანდობდა თამუნა მუსერიძე საკუთარ სხეულს გიორგი ლიფონავას

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე პოპულარობის დადებით და უარყოფით მხარეებზე გვესაუბრება. მისთვის ცნობადობას უფრო მეტი ნეგატივი მოუტანია, თუმცა მიიჩნევს, რომ ამას ალბათ იმ შემთხვევაშიც ვერ ასცდებოდა, პოპულარული სახე რომ არ ყოფილიყო.

- ბავშვობიდან ოცნებობდი პოპულარობაზე?

- სიმართლე გითხრა, ამაზე ბავშვობაში არ მიფიქრია. ვოცნებობდი მსახიობობაზე, მაგრამ მამამ სამსახიობო ფაკულტეტზე არ ჩამაბარებინა. ვეცადე, მომეძებნა ამასთან დაახლოებული პროფესია, სადაც ჩემს შესაძლებლობებს გამოვავლენდი და ეს იყო ჟურნალისტობა. პოპულარობა ჩემი იდეფიქსი არასდროს ყოფილა, მსახიობობაც არ მინდოდა ამის გამო, მსურდა, კინოში გადავეღე, მქონოდა მრავალფეროვანი ცხოვრება, მემუშავა კამერების წინ და არა - ავმდგარიყავი ცხრა საათზე და ექვსზე სახლში ვყოფილიყავი.

- თუ გაიხსენებ მომენტს, როცა იგრძენი, რომ ქუჩაში გიცნეს?

- ეს იყო მაშინ, როცა ''პირველ სტერეოში'' დავიწყე მუშაობა, მანამდეც ვმუშაობდი ტელევიზიაში, მაგრამ ჩემს პოპულარობაზე გავლენა სწორედ ზემოხსენებულმა არხმა იქონია. მახსოვს, რომ დიდი აჟიოტაჟი იყო ჩემ ირგვლივ. მაშინ არხზე რეორგანიზაცია მიდიოდა და ვიყავით ორი წამყვანი, უფრო სწორად, სხვებიც იყვნენ, მაგრამ ალბათ, არა იმდენად აქტუალურები. თუმცა ისიც მახსოვს, ჟურნალისტები ჩემთან ინტერვიუზე იმის გამო მოდიოდნენ, რომ აჩი ფურცელაძის ყოფილი ცოლი ვიყავი და ასე იწყებოდა ყველა ინტერვიუ. აჩის ვეუბნებოდი, დადგება დრო და პირიქით დაწერენ-მეთქი. მართლაც ასე მოხდა - რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა საიტმა დაწერა, თამუნა მუსერიძის ყოფილი ქმარი, აჩი ფურცელაძე... დავუკოპირე ეს ნაწილი და გადავუგზავნე (იღიმის).

- თვითტკბობამ მოგიცვა?

- თავისთავად. აჩიმ ძალიან იხალისა. ორივემ ვიცინეთ ამ თემაზე. მითხრა, იმიტომ არ ვახსოვარ ხალხს, რომ საქართველოდან დიდი ხნის წასული ვარო.

- პოპულარობის მოპოვების შემდეგ ბევრი საუბრობს ამ ყველაფრის უარყოფით მხარეებზე.

- შესაძლოა, უფრო მეტი უარყოფითიც აქვს, ვიდრე დადებითი. რამდენიმეს ჩამოთვლა შემიძლია - მაგალითად, ყოველთვის უნდა იყო ფორმაში, ვიღაც რომ დაგინახავს, არ თქვას, ვაიმე, რას ჰგავსო. რადგან ყურადღების ცენტრში ხარ, ვალდებულება გაქვს, მოიქცე ისე, როგორც ხალხი ითხოვს და არა შენი სურვილისამებრ. გარდა ამისა, ურეკავენ ოჯახს და ათას სისულელეს ეუბნებიან. პირად ცხოვრებაზე კი, ფაქტობრივად, ხაზი გაქვს გადასმული. უმეტეს შემთხვევაში ასეა, ალბათ, 80%-ის შემთხვევაში. მგონია, რომ ბევრი პოპულარული გოგონა დამეთანხმება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება