22 ივლისს იურმალაში კონკურსი "ახალი ტალღა 2014"-ის საზეიმოდ გაიხსნება, რისთვისაც ინტენსიური სამზადისი მიმდინარეობს. ჩვენი კონკურსანტი - ნუცა ბუზალაძე იქ თავის პროდიუსერ მამულიჩასთან ერთად, 12 ივლის ჩავიდა და იმავე დღეს რეპეტიციის გავლა მოუხდა. გუშინ, დასვენების დღე ჰქონდათ და ჩატარდა მეორე და მესამე რიგითობის კენჭიყრა. ნუცა ბუზალაძე დუეტში ერთ-ერთ სიმღერას სოფო ხალვაშთან ერთად შეასრულებს. ეს იქნება კონკურსანტის მეორე გამოსვლა და მეოთხე ნომრად გამოვლენ.
ისე, კი ნუცას სულ ოთხი ნომრის შესარულება მოუწევს. ქართულ ჯგუფს გუშინ ლელა წურწუმიაც შეუერთდა. როგორც მამულიჩა გვეუბნება, "შეფი" ჩამოგვივიდაო. ის უკვე შეხვდა იურმალის საორგანიზაციო კომიტეტის დიზაინერებს და ნუცას სამოსის ბოლო შტრიხებზე ერთობლივად შეჯერდნენ.
ლალი ფაცია