პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლ-ქმარი, რომელიც 63 წელი იყო ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა
ცოლ-ქმარი, რომელიც 63 წელი იყო ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა

1951 წელს ბობ და ბარ­ბა­რა პე­ტი­სებ­მა ფიცი და­დეს, რომ ერ­თმა­ნე­თი მა­ნამ­დე ეყ­ვა­რე­ბო­დათ, ვიდ­რე სიკ­ვდი­ლი არ და­ა­შო­რებ­დათ და ეს ფიცი მტკი­ცედ შე­ას­რუ­ლეს.

 

82 წლის ბარ­ბა­რა 30 ივ­ნი­სის დი­ლას გარ­და­იც­ვა­ლა ოკ­ლაჰო­მის მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში. ის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს მრა­ვა­ლი წელი უჩი­ო­და. 85 წლის ბობი, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა პნევ­მო­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

ცოლ-ქმრის შვილს, კლეი პე­ტისს სულ არ აკ­ვირ­ვებს, რომ დედ-მამა ერთ დღეს გარ­და­იც­ვალ­ნენ - "მე დამ­თხვე­ვე­ბის არ მჯე­რა, მე მა­მის­თვის არ მით­ქვამს, რომ დედა გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თა­ვად იცო­და".

ბობი და ბარ­ბა­რა ორი­ვე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყ­ვნენ. "ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ რო­დე­საც ახ­ლოს გა­იც­ნობ­დი და და­აკ­ვირ­დე­ბო­დი, მიხ­ვდე­ბო­დი, რომ ის, რაც ერთი შე­ხედ­ვით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გე­გო­ნა, ძა­ლი­ა­ნაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ყო­ფი­ლა", - ამ­ბობს მათი ვაჟი.

ნამ­დვი­ლად ასეა. მათი 63 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა მარ­ტი­ვი მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია იმი­სა, თუ რამ­დე­ნად უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. "ისი­ნი ზედ­მე­ტად არ გა­მო­ხა­ტავ­დნენ ემო­ცი­ებს ხვევ­ნა-კოც­ნით, მაგ­რამ მათ ხმა­ში და მზე­რა­ში იგ­რძნო­ბო­და, თუ რამ­დე­ნად უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი", - გა­ნა­ცხა­და კლეი პე­ტის­მა.

ცოლ-ქმარს დარ­ჩა სამი შვი­ლი - კლეი, ლეს­ლი ნილი და ჯიმ კო­უ­ლი, 11 შვი­ლიშ­ვი­ლი და 5 შვილ­თაშ­ვი­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია huffingtonpost.com-ს მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ცოლ-ქმარი, რომელიც 63 წელი იყო ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა

ცოლ-ქმარი, რომელიც 63 წელი იყო ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა

1951 წელს ბობ და ბარბარა პეტისებმა ფიცი დადეს, რომ ერთმანეთი მანამდე ეყვარებოდათ, ვიდრე სიკვდილი არ დააშორებდათ და ეს ფიცი მტკიცედ შეასრულეს.

 

82 წლის ბარბარა 30 ივნისის დილას გარდაიცვალა ოკლაჰომის მოხუცთა თავშესაფარში. ის ჯანმრთელობის პრობლემებს  მრავალი წელი უჩიოდა. 85 წლის ბობი, რომელიც საავადმყოფოში იწვა პნევმონიით დაავადებული, ცოლის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.

ცოლ-ქმრის შვილს, კლეი პეტისს სულ არ აკვირვებს, რომ დედ-მამა ერთ დღეს გარდაიცვალნენ - ”მე დამთხვევების არ მჯერა, მე მამისთვის არ მითქვამს, რომ დედა გარდაიცვალა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავად იცოდა”.

ბობი და ბარბარა ორივე სკოლის მასწავლებლები იყვნენ. ”ისინი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ როდესაც ახლოს გაიცნობდი და დააკვირდებოდი, მიხვდებოდი, რომ ის, რაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გეგონა, ძალიანაც არაჩვეულებრივი ყოფილა”, - ამბობს მათი ვაჟი.

ნამდვილად ასეა. მათი 63 წლიანი ქორწინება მარტივი მიმანიშნებელია იმისა, თუ რამდენად უყვარდათ ერთმანეთი. ”ისინი ზედმეტად არ გამოხატავდნენ ემოციებს ხვევნა-კოცნით, მაგრამ მათ ხმაში და მზერაში იგრძნობოდა, თუ რამდენად უყვარდათ ერთმანეთი”, - განაცხადა კლეი პეტისმა.

ცოლ-ქმარს დარჩა სამი შვილი - კლეი, ლესლი ნილი და ჯიმ კოული, 11 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი.

მომზადებულია huffingtonpost.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს