პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა ცისკარიძის პირველი კომენტარი დაკითხვაზე მისი დაბარების შემდეგ
კახა ცისკარიძის პირველი კომენტარი დაკითხვაზე მისი დაბარების შემდეგ

"მე არ მინ­და ვი­ფიქ­რო, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით", - ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა კახა ცის­კა­რი­ძემ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ცის­კა­რი­ძე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში და­კი­თხვა­ზე მისი კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნია შპს "არ­ტფო­რუ­მის" და­ვა­ლი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე და­ი­ბა­რეს. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი აცხა­დებს, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ რა 3 მი­ლი­ონ­ზეა სა­უ­ბა­რი და გან­მარ­ტავს, რომ მის კომ­პა­ნი­ას და­ვა­ლი­ა­ნე­ბა არ აქვს.

"მინ­და გა­ვერ­კვიო, რა­შია საქ­მე, იმი­ტომ რომ, დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. და­მი­რე­კეს გუ­შინ და მთხო­ვეს მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, კომ­პა­ნი­ას აქვს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, უნდა გა­ვი­სა­უბ­რო­თო. არა­ნა­ი­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა არ აქვს. მე ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ და ძა­ლი­ან კარ­გად იცით, რომ ჩემ­თვის მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე არ მინ­და ვი­ფიქ­რო, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნა კახა ცის­კა­რი­ძემ.

რო­გორც სა­ჯა­რო რე­ესტრის ამო­ნა­წე­რი­დან ირ­კვე­ვა, შპს "არ­ტფო­რუ­მი" 2005 წელს და­არ­სდა და კომ­პა­ნი­ა­ში 50-50%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლე­ბი სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი და კახა ცის­კა­რი­ძე არი­ან.

ამ სა­კით­თან და­კავ­ში­რე­ბით bpn.ge შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც ამ უწყე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ე­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, კახა ცის­კა­რი­ძის კომ­პა­ნი­ის მიერ გა­მოვ­ლინ­და სხვა­დას­ხვა ტი­პის დარ­ღვე­ვე­ბი, რის გა­მოც "არ­ტფო­რუმს" გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­ე­კის­რა. მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა არ და­ა­კონ­კრე­ტა. "მოდი და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი და­კი­თხვა­ზე არა­ვის იბა­რებს. კახა ცის­კა­რი­ძის კომ­პა­ნი­ას ჩა­უ­ტარ­და შე­მოწ­მე­ბა, ისე­ვე რო­გორც ძა­ლი­ან ბევრ სხვა კომ­პა­ნი­ას. შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და სხვა­დახ­ვა ტი­პის დარ­ღვე­ვე­ბი ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის გამო "არ­ტფო­რუმს" და­ე­კის­რა და­ვა­ლი­ა­ნე­ბა", - აცხა­დებს ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი.

სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი­სა და კახა ცის­კა­რი­ძის შპს "არტ ფო­რუ­მის" მიერ სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ღე­ბულ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - თბი­ლი­სის" თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი მუს­ხე­ლიშ­ვი­ლიც სა­უბ­რობ­და. რო­გორც საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი აცხა­დებ­და, ეს კომ­პა­ნია უკონ­კურ­სოდ, ყო­ველ­გვა­რი ტენ­დერე­ბის გა­რე­შე სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან სხვა­დას­ხვა კონ­ცერ­ტე­ბის­თვის ღე­ბუ­ლობ­და სე­რი­ო­ზულ თან­ხებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

კახა ცისკარიძის პირველი კომენტარი დაკითხვაზე მისი დაბარების შემდეგ

კახა ცისკარიძის პირველი კომენტარი დაკითხვაზე მისი დაბარების შემდეგ

"მე არ მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური მოტივაცია შეიძლება იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით", - ამის შესახებ მომღერალმა კახა ცისკარიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ცისკარიძე საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მისი კუთვნილი კომპანია შპს "არტფორუმის" დავალიანების საკითხზე დაიბარეს. როგორც მომღერალი აცხადებს, მისთვის გაუგებარია, თუ რა 3 მილიონზეა საუბარი და განმარტავს, რომ მის კომპანიას დავალიანება არ აქვს.

"მინდა გავერკვიო, რაშია საქმე, იმიტომ რომ, დაწვრილებითი ინფორმაცია არ მაქვს. დამირეკეს გუშინ და მთხოვეს მოვსულიყავი, კომპანიას აქვს დავალიანება და შესაბამისად, უნდა გავისაუბროთო. არანაირი დავალიანება არ აქვს. მე ხელოვანი ადამიანი ვარ და ძალიან კარგად იცით, რომ ჩემთვის მსგავსი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური მოტივაცია შეიძლება იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა კახა ცისკარიძემ.

როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, შპს "არტფორუმი" 2005 წელს დაარსდა და კომპანიაში 50-50%-იანი წილის მფლობელები სტეფანე მღებრიშვილი და კახა ცისკარიძე არიან.

ამ საკითთან დაკავშირებით bpn.ge შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, კახა ცისკარიძის კომპანიის მიერ გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რის გამოც "არტფორუმს" გარკვეული რაოდენობის დავალიანება დაეკისრა. მოისწრაფიშვილმა თანხის რაოდენობა არ დააკონკრეტა. "მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ შემოსავლების სამსახური დაკითხვაზე არავის იბარებს. კახა ცისკარიძის კომპანიას ჩაუტარდა შემოწმება, ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვა კომპანიას. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვადახვა ტიპის დარღვევები ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. ამის გამო "არტფორუმს" დაეკისრა დავალიანება", - აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.

სტეფანე მღებრიშვილისა და კახა ცისკარიძის შპს "არტ ფორუმის" მიერ სახელმწიფოსგან მიღებულ დაფინანსებაზე ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისის" თავმჯდომარე, გიორგი მუსხელიშვილიც საუბრობდა. როგორც საკრებულოს წევრი აცხადებდა, ეს კომპანია უკონკურსოდ, ყოველგვარი ტენდერების გარეშე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა კონცერტებისთვის ღებულობდა სერიოზულ თანხებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება