მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, ყვითელი ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ განუცხადა, დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, N19 სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლს მგზავრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ფონიჭალის ბოლო გაჩერებაზე მოხდა, სადაც ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.
კომპანია მძღოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყებაში ამ ეტაპზე, მკვლელობის ფაქტს არ ადასტურებენ.