პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალის "ჰეფი ენდი" - თამარ ივერი ლგბტ პირებისთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს
სკანდალის "ჰეფი ენდი" - თამარ ივერი ლგბტ პირებისთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ცნო­ბი­ლი სოპ­რა­ნო თა­მარ ივე­რი შარ­შან, 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ლგბტ პი­რე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი პოს­ტის გამო კი­დევ ერთხელ იხ­დის ბო­დიშს და მათ მხარ­და­სა­ჭე­რად საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერტს გა­მარ­თავს.

თა­მარ ივე­რი დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბა­ში" მი­ვი­და და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან 11 ოქ­ტომ­ბერს და­გეგ­მილ კონ­ცერტთან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ლგბტ პი­რის წე­რი­ლი მი­ი­ღო და სწო­რედ ამის შემ­დეგ და­გეგ­მა მხარ­და­სა­ჭე­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა, სა­ი­და­ნაც შე­მო­სუ­ლი თან­ხა ქველ­მოქ­მე­დე­ბას მოხ­მა­რე­ბა.

თა­მარ ივე­რის გან­ცხა­დე­ბით, უცხო­ეთ­ში აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მურ სა­კითხს მე­დია გა­გე­ბით მო­ე­კი­და, ხოლო ქარ­თულ­მა მე­დი­ამ "ბუზი სპი­ლოდ აქ­ცია".

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ამ კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა და რა­ტომ მოხ­ვე­დით "იდენ­ტო­ბის" ოფის­ში?

- აქამ­დეც მინ­დო­და აქ მოს­ვლა და ამ ახალ­გაზ­რდე­ბის გაც­ნო­ბა, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი რო­გორ შემ­ხვდე­ბოდ­ნენ ისი­ნი. მას მერე, რაც მე "ფე­ის­ბუქ­ზე" სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­ბე­ბის მი­სა­მარ­თით პოს­ტი დავ­წე­რე. ეს შარ­შან­დე­ლი პოს­ტი იყო ჩემი ტკი­ვი­ლი და მა­ღალ ემო­ცი­ურ ფონ­ზე შექ­მნი­ლი. ახლა აღარ დავ­კონ­კრეტ­დე­ბი ამ პოს­ტში რო­მე­ლი წი­ნა­და­დე­ბა დავ­წე­რე მე და რო­მე­ლი და­წე­რა ჩემ­მა მე­უღ­ლემ. ეს ჩემი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი გახ­და. ამის მერე მა­ლე­ვე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე ამ პოს­ტის ში­ნა­არ­სი. მე და ჩემ­მა ოჯახ­მა ბო­დი­შიც მო­ვი­ხა­დეთ. ამ დროს მე ვი­ყა­ვი ქა­ლაქ ტუ­ლუ­ზა­ში რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე. არ ვი­ცო­დი, რა ხდე­ბო­და თბი­ლის­ში ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ერ­თოდ აქა­ურ მე­დი­ას სჩ­ვე­ვია ბუ­ზის სპი­ლოდ გა­დაქ­ცე­ვა. წერ­დნენ, რომ ლგბტ აქ­ცია უნდა ყო­ფი­ლი­ყო თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი "პა­რა­დი", რომ უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო იქ, სა­დაც ჩვე­ნი "სალ­და­თე­ბი" და­ი­ღუპ­ნენ. ამ დროს და­გეგ­მი­ლი ყო­ფი­ლა ძა­ლი­ან მშვი­დი მდუ­მა­რე აქ­ცია. ამის მერე მსოფ­ლიო პრე­სა ობი­ექ­ტუ­რად წერ­და, რომ თა­მარ ივერს შე­ექ­მნა რა­ღაც პრობ­ლე­მა ავ­სტრა­ლი­ა­ში. ამას წერ­დნენ ობი­ექ­ტუ­რად, მშვი­დად და თა­ნაგ­რძნო­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, რო­მე­ლიც ჩემი სამ­შობ­ლოა და აქა­უ­რებს უფრო უნდა ვუყ­ვარ­დე, პი­რი­ქით მოხ­და. ქარ­თუ­ლი მე­დია წერ­და, რომ თა­მარ ივე­რის კა­რი­ე­რა ჩა­ი­ძი­რა, მას და­ენგრა ყვე­ლა­ფე­რი, გან­წი­რუ­ლია და ბო­დი­ში ამ სი­ტყვებ­ზე "და­ერ­ხა"… მე ვთვლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ასე­თი მე­სი­ჯე­ბი არ უნდა მო­დი­ო­დეს.

ვიგ­რძე­ნი, რომ ეს იარა არ გას­ვლია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს. ასე­ვე, ავ­სტრა­ლი­ა­შიც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ყო­ველ­დღი­უ­რად მე ვი­ღებ­დი წე­რი­ლებს, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი მწერ­დნენ ის­ტო­რი­ებს თა­ვი­ანთ ყო­ფა­ზე, თუ რო­გორ უარ­ყვეს ისი­ნი ოჯა­ხის წევ­რებ­მა; რო­გორ სცემ­დნენ, აშიმ­ში­ლებ­დნენ, თავ­ლა­ში აბამ­დნენ. სარ­და­ფებ­სა და სა­კუჭ­ნა­ო­ებ­ში ამ­წყვევ­დნენ. მოკ­ლედ წა­მე­ბის ის­ტო­რი­ებს ვის­მენ­დი, რო­მე­ლიც ჰგავ­და ჰიტ­ლე­რის ოს­ვენ­ცი­მის ბა­ნა­კებს. ისი­ნი თა­ვი­ანთ წე­რი­ლებს ას­რუ­ლებ­დნენ იმით, რომ ისი­ნი ჩემი "ფე­ის­ბუქ" პოს­ტის გამო კი­დევ ერთხელ ჩაც­ვივ­დნენ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში. ამის შემ­დეგ, მე თავი მო­ვა­ლედ ჩავ­თვა­ლე, ამ ადა­მი­ა­ნებს პა­სუ­ხი გავ­ცე, მათ მი­მართ ბო­დი­შიც მო­ვი­ხა­დო და თა­ნაგ­რძნო­ბაც გა­მოვ­ხა­ტო, ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით გავ­მარ­თო საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი. თა­ვი­დან ჩა­ნა­ფიქ­რი იყო ჩემი სოლო კონ­ცერ­ტი გა­მარ­თუ­ლი­ყო. თუმ­ცა მე ამა­ზე უარი გან­ვა­ცხა­დე და მინ­და სხვა მომ­ღერ­ლე­ბიც შე­მო­მი­ერ­თდნენ. ეს იქ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოვ­ლე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი. მათ შო­რის დი­დია ძა­ლა­დო­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ. ასე­ვე, ქა­ლე­ბის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც თუნ­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იც­ვა­მენ ტან­საც­მელს. ასე­ვე ხდე­ბა ძა­ლა­დო­ბა ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნით. ქვე­ყა­ნა­ში დი­დია ცხო­ვე­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი. მოკ­ლედ, მინ­და შე­მო­ვი­ერ­თო ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც გული შეს­ტკი­ვათ ძა­ლა­დო­ბის სა­კი­თხებ­ზე. ეს იდეა გაჩ­ნდა ჩემი პოს­ტის შემ­დეგ.

- სწო­რედ ფე­ის­ბუქ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი თქვე­ნი პოს­ტის გამო ავ­სტრა­ლი­ა­ში თე­ატრთან კონ­ტრაქ­ტი გა­გი­უქ­მდათ. ასე­ვე ბრი­უ­სე­ლის თე­ატრთა­ნაც შე­ჩერ­და კონ­ტრაქ­ტი…

- მწერ­დნენ, რომ თე­ატ­რში მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­ვი­დო­და კვერ­ცხე­ბით და კარ­ტო­ფი­ლე­ბით, რაც ჩემ­თვის საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხი გახ­და. თუ პუბ­ლი­კის­გან კე­თილ­გან­წყო­ბა არ იქ­ნე­ბა, იმ სცე­ნა­ზე არ გა­მო­ვალ. ჩემი კო­ლე­გა დე­ბი­უ­ტან­ტე­ბიც იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ სპექ­ტაკლში და ამის გამო არ მინ­დო­და მათ ჩრდი­ლი მიდ­გო­მო­და. მე მი­ვე­დი ხელ­მძღვა­ნე­ო­ბას­თან და გა­დავ­წყვი­ტეთ, გაგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრი­უ­სელს, აქ გა­სარ­კვე­ვია დე­ტა­ლე­ბი, რად­გან კონ­ტრაქ­ტი არ ყო­ფი­ლა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ჩემი ად­ვო­კა­ტი გა­არ­კვევს ყვე­ლა­ფერს.

- სა­პატ­რი­არ­ქოს მხრი­დან, რა რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა თქვენს შარ­შან­დელ პოსტს, რო­მე­ლიც ლგბტ პი­რებს ეხე­ბო­და?

- როცა ეს ამ­ბე­ბი ატყდა, სა­პატ­რი­არ­ქოს მხრი­დან არა­ნა­ი­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ბოლო დროს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი უფრო გამ­ღვი­ვებ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბი­ან ხოლ­მე, რომ არ და­ვუშ­ვათ ლგბტ-ები, გა­ვი­ლაშ­ქროთ ამის წი­ნა­აღ­მდეგ. ეპის­ტო­ლე­ებ­ში წე­რენ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა და იკ­რძა­ლე­ბა ეს. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვა­ზე და რა გზით წა­ვიდ­ნენ ისი­ნი, ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რო­ბენ. როცა ექ­სცე­სი მოხ­და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ავ­სტრა­ლი­ა­ში ჩვე­ნი სა­პატ­რი­არ­ქო არ გა­მო­სუ­ლა და თა­ვი­სი პო­ზი­ცია არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბას" ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძე თა­მარ ივე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა და აცხა­დებს, რომ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის მხრი­დან, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ლგბტ პი­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს და­ემ­თხვა.

"11 ოქ­ტომ­ბე­რი არის სა­ერ­თო­შო­რი­სო დღე, რო­დე­საც ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბი მათი ჩაგ­ვრის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ აცხა­დე­ბენ და ეს დღე ით­ვლე­ბა ია­ტაკ­ქვე­შე­თი­დან გა­მოს­ვლის დღედ. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია, რომ ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა სწო­რედ ამ დღეს გა­და­წყვი­ტა ჩა­ა­ტა­როს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი იმ და­ჩაგ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი დის­კრი­მან­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ვერ აცხა­დე­ბენ", - აცხა­დებს ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძე.

თა­მარ ივე­რის გან­ცხა­დე­ბით, საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ან კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

მომ­ღე­რალ­მა მე­დი­ას თხოვ­ნი­თაც მი­მარ­თა, აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ცერ­ტი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­შუქ­დეს და თუ სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცეს.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ნა­ხეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: თა­მარ ივე­რი მო­რიგ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია - ავ­სტრა­ლი­ა­ში და­გეგ­მილ წარ­მოდ­გე­ნე­ბამ­დე "ჰო­მო­ფო­ბი სოპ­რა­ნო" ად­გი­ლობ­რივ­მა პრე­სამ დაგ­მო

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი - თა­მარ ივე­რი ბო­დიშს იხ­დის იმი­ტომ, რომ მისი კა­რი­ე­რა საფრ­თხე­შია

თა­მარ ივე­რი პრე­ზი­დენტს: "ნუ ატე­ნით ქარ­თველ ხალ­ხს პირ­ში და­სავ­ლე­თი­დან წა­მო­სულ ფე­კა­ლი­ებს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სკანდალის "ჰეფი ენდი" - თამარ ივერი ლგბტ პირებისთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

სკანდალის "ჰეფი ენდი" - თამარ ივერი ლგბტ პირებისთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ცნობილი სოპრანო თამარ ივერი შარშან, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოქვეყნებული ლგბტ პირების დისკრიმინაციული პოსტის გამო კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს და მათ მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

თამარ ივერი დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობაში" მივიდა და ჟურნალისტებთან 11 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ლგბტ პირის წერილი მიიღო და სწორედ ამის შემდეგ დაგეგმა მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება, საიდანაც შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარება.

თამარ ივერის განცხადებით, უცხოეთში აღნიშნულ პრობლემურ საკითხს მედია გაგებით მოეკიდა, ხოლო ქართულმა მედიამ "ბუზი სპილოდ აქცია".

- რატომ გადაწყვიტეთ ამ კონცერტის გამართვა და რატომ მოხვედით "იდენტობის" ოფისში?

- აქამდეც მინდოდა აქ მოსვლა და ამ ახალგაზრდების გაცნობა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ შემხვდებოდნენ ისინი. მას მერე, რაც მე "ფეისბუქზე" სექსუალური უმცირებების მისამართით პოსტი დავწერე. ეს შარშანდელი პოსტი იყო ჩემი ტკივილი და მაღალ ემოციურ ფონზე შექმნილი. ახლა აღარ დავკონკრეტდები ამ პოსტში რომელი წინადადება დავწერე მე და რომელი დაწერა ჩემმა მეუღლემ. ეს ჩემი ცხოვრებისეული გაკვეთილი გახდა. ამის მერე მალევე გავაცნობიერე ამ პოსტის შინაარსი. მე და ჩემმა ოჯახმა ბოდიშიც მოვიხადეთ. ამ დროს მე ვიყავი ქალაქ ტულუზაში რეპეტიციებზე. არ ვიცოდი, რა ხდებოდა თბილისში ამ თემასთან დაკავშირებით. საერთოდ აქაურ მედიას სჩვევია ბუზის სპილოდ გადაქცევა. წერდნენ, რომ ლგბტ აქცია უნდა ყოფილიყო თეატრალიზებული "პარადი", რომ უნდა ჩატარებულიყო იქ, სადაც ჩვენი "სალდათები" დაიღუპნენ. ამ დროს დაგეგმილი ყოფილა ძალიან მშვიდი მდუმარე აქცია. ამის მერე მსოფლიო პრესა ობიექტურად წერდა, რომ თამარ ივერს შეექმნა რაღაც პრობლემა ავსტრალიაში. ამას წერდნენ ობიექტურად, მშვიდად და თანაგრძნობით. საქართველოში კი, რომელიც ჩემი სამშობლოა და აქაურებს უფრო უნდა ვუყვარდე, პირიქით მოხდა. ქართული მედია წერდა, რომ თამარ ივერის კარიერა ჩაიძირა, მას დაენგრა ყველაფერი, განწირულია და ბოდიში ამ სიტყვებზე "დაერხა"… მე ვთვლი, რომ საქართველოდან ასეთი მესიჯები არ უნდა მოდიოდეს.

ვიგრძენი, რომ ეს იარა არ გასვლია ჩვენი საზოგადოების ნაწილს. ასევე, ავსტრალიაშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყოველდღიურად მე ვიღებდი წერილებს, სადაც ადამიანები მწერდნენ ისტორიებს თავიანთ ყოფაზე, თუ როგორ უარყვეს ისინი ოჯახის წევრებმა; როგორ სცემდნენ, აშიმშილებდნენ, თავლაში აბამდნენ. სარდაფებსა და საკუჭნაოებში ამწყვევდნენ. მოკლედ წამების ისტორიებს ვისმენდი, რომელიც ჰგავდა ჰიტლერის ოსვენციმის ბანაკებს. ისინი თავიანთ წერილებს ასრულებდნენ იმით, რომ ისინი ჩემი "ფეისბუქ" პოსტის გამო კიდევ ერთხელ ჩაცვივდნენ სასოწარკვეთილებაში. ამის შემდეგ, მე თავი მოვალედ ჩავთვალე, ამ ადამიანებს პასუხი გავცე, მათ მიმართ ბოდიშიც მოვიხადო და თანაგრძნობაც გამოვხატო, ჩემი ინიციატივით გავმართო საქველმოქმედო კონცერტი. თავიდან ჩანაფიქრი იყო ჩემი სოლო კონცერტი გამართულიყო. თუმცა მე ამაზე უარი განვაცხადე და მინდა სხვა მომღერლებიც შემომიერთდნენ. ეს იქნება ძალადობის ყველანაირი გამოვლენის წინააღმდეგ მიმართული საქველმოქმედო კონცერტი. მათ შორის დიდია ძალადობა სექსუალური უმცირესობების მიმართ. ასევე, ქალების და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თუნდაც განსხვავებულად იცვამენ ტანსაცმელს. ასევე ხდება ძალადობა ეროვნული ნიშნით. ქვეყანაში დიდია ცხოველებზე ძალადობის ფაქტები. მოკლედ, მინდა შემოვიერთო ის ადამიანები, ვისაც გული შესტკივათ ძალადობის საკითხებზე. ეს იდეა გაჩნდა ჩემი პოსტის შემდეგ.

- სწორედ ფეისბუქზე გამოქვეყნებული თქვენი პოსტის გამო ავსტრალიაში თეატრთან კონტრაქტი გაგიუქმდათ. ასევე ბრიუსელის თეატრთანაც შეჩერდა კონტრაქტი…

- მწერდნენ, რომ თეატრში მაყურებელი მოვიდოდა კვერცხებით და კარტოფილებით, რაც ჩემთვის საკმაოდ პრობლემური საკითხი გახდა. თუ პუბლიკისგან კეთილგანწყობა არ იქნება, იმ სცენაზე არ გამოვალ. ჩემი კოლეგა დებიუტანტებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ სპექტაკლში და ამის გამო არ მინდოდა მათ ჩრდილი მიდგომოდა. მე მივედი ხელმძღვანეობასთან და გადავწყვიტეთ, გაგვეჩერებინა.

რაც შეეხება ბრიუსელს, აქ გასარკვევია დეტალები, რადგან კონტრაქტი არ ყოფილა გაფორმებული, ჩემი ადვოკატი გაარკვევს ყველაფერს.

- საპატრიარქოს მხრიდან, რა რეაგირება მოჰყვა თქვენს შარშანდელ პოსტს, რომელიც ლგბტ პირებს ეხებოდა?

- როცა ეს ამბები ატყდა, საპატრიარქოს მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს სასულიერო პირები უფრო გამღვივებლად მოგვევლინებიან ხოლმე, რომ არ დავუშვათ ლგბტ-ები, გავილაშქროთ ამის წინააღმდეგ. ეპისტოლეებში წერენ, რომ არ შეიძლება და იკრძალება ეს. ელემენტარულად, იმ ადამიანების დაცვაზე და რა გზით წავიდნენ ისინი,   ნაკლებად საუბრობენ. როცა ექსცესი მოხდა ამ თემასთან დაკავშირებით, ავსტრალიაში ჩვენი საპატრიარქო არ გამოსულა და თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობას" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე თამარ ივერის გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის მხრიდან, აღნიშნული გადაწყვეტილება ლგბტ პირებისთვის მნიშვნელოვან დღეს დაემთხვა.

"11 ოქტომბერი არის საერთოშორისო დღე, როდესაც ლგბტ ადამიანები მათი ჩაგვრის შესახებ საჯაროდ აცხადებენ და ეს დღე ითვლება იატაკქვეშეთიდან გამოსვლის დღედ. ჩვენთვის ძალიან ღირებულია, რომ ქალბატონმა თამარმა სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა ჩაატაროს საქველმოქმედო კონცერტი იმ დაჩაგრული ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთი დისკრიმანციის შესახებ საჯაროდ ვერ აცხადებენ", - აცხადებს ირაკლი ვაჭარაძე.

თამარ ივერის განცხადებით, საქველმოქმედო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ან კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

მომღერალმა მედიას თხოვნითაც მიმართა, აღნიშნული კონცერტი საფუძვლიანად გაშუქდეს და თუ საშუალება იქნება პირდაპირ ეთერში გადაიცეს.

გიორგი ბერიძე

ნახეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: თამარ ივერი მორიგ სკანდალში გაეხვია - ავსტრალიაში დაგეგმილ წარმოდგენებამდე "ჰომოფობი სოპრანო" ადგილობრივმა პრესამ დაგმო

თამარ ჩერგოლეიშვილი - თამარ ივერი ბოდიშს იხდის იმიტომ, რომ მისი კარიერა საფრთხეშია

თამარ ივერი პრეზიდენტს: "ნუ ატენით ქართველ ხალხს პირში დასავლეთიდან წამოსულ ფეკალიებს"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება