პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი აფიორა კასპის მუნიციპალიტეტში - "ლებე" ბრუნდება
დიდი აფიორა კასპის მუნიციპალიტეტში - "ლებე" ბრუნდება

ახ­ტა­ლის სარ­წყა­ვი არ­ხის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის დიდი ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს ბრძო­ლა 2014 წლის მა­ი­სი­დან (თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში) და­ი­წყო და დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ას­პა­რეზ­ზე საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი წევ­რი ლე­ვან დე­მეტ­რაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვის გამო იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

ლე­ვან დე­მეტ­რაშ­ვი­ლი კომ­პა­ნია "ლე­ბეს" მე­წი­ლე იყო. მან მას შემ­დეგ და­ტო­ვა ეს კომ­პა­ნია, რო­დე­საც შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი სა­ჯა­რო გა­მო­აქ­ვეყ­ნა (2013 წლის მარ­ტი). ცოტა ხან­ში ამ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი (მათ შო­რის ლე­ვან დე­მეტ­რაშ­ვი­ლი) და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, "ლე­ბემ" არა­მიზ­ნობ­რი­ვად და­ხარ­ჯა სა­ხელ­მწი­ფო თან­ხა და სტი­ქი­ის შე­დე­გად (2013 წლის 23 მარ­ტის ქარი) და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უხა­რის­ხოდ შე­ას­რუ­ლა.

2014 წლის და­სა­წყის­ში "ლე­ბეს" ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ცი­ხი­დან გა­მო­ვიდ­ნენ (და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე). 2014 წლის 23 აპ­რილს კომ­პა­ნია "ლე­ბეს" ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ბე­სიკ იორ­და­ნაშ­ვილ­მა სა­ჯა­რო რე­ესტრს კომ­პა­ნი­ის­თვის სა­ხე­ლის შეც­ვლის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა. თა­ვის დრო­ზე სა­ხელ­წო­დე­ბა "ლებე" წარ­მო­იშ­ვა სა­ხე­ლე­ბის­გან - ლე­ვა­ნი (დე­მეტ­რაშ­ვი­ლი) და ბე­სი­კი (იორ­და­ნაშ­ვი­ლი). 2014 წლის აპ­რი­ლის ბო­ლოს "ლე­ბეს" მი­ე­ნი­ჭა ახა­ლი სა­ხე­ლი შპს "აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი 2014".

სა­ხე­ლის შეც­ვლა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ტყუ­ი­ლად არ დას­ჭირ­ვე­ბი­ათ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 2014 წლის 5 მა­ისს, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა გა­მო­ა­ცხა­და ტენ­დე­რი კას­პში ახ­ტა­ლის სარ­წყა­ვი არ­ხის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, რომ­ლის სა­წყი­სი ფასი 326 000 ლარს შე­ად­გენ­და. ტენ­დე­რი 2014 წლის 9 ივ­ნისს გა­ი­მარ­თა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სამ­მა კომ­პა­ნი­ამ, მათ შო­რის შპს "აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი 2014"-მა მი­ი­ღო.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

დიდი აფიორა კასპის მუნიციპალიტეტში - "ლებე" ბრუნდება

დიდი აფიორა კასპის მუნიციპალიტეტში - "ლებე" ბრუნდება

ახტალის სარწყავი არხის რეაბილიტაციის სამუშაოების უფლების მოპოვებისთვის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. ეს ბრძოლა 2014 წლის მაისიდან (თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში) დაიწყო და დღემდე გრძელდება. ასპარეზზე საკრებულოს ყოფილი წევრი ლევან დემეტრაშვილი გამოჩნდა, რომელიც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის გამო იყო დაკავებული.

ლევან დემეტრაშვილი კომპანია ”ლებეს" მეწილე იყო. მან მას შემდეგ დატოვა ეს კომპანია, როდესაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები საჯარო გამოაქვეყნა (2013 წლის მარტი). ცოტა ხანში ამ კომპანიის ხელმძღვანელები (მათ შორის ლევან დემეტრაშვილი) დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ”ლებემ" არამიზნობრივად დახარჯა სახელმწიფო თანხა და სტიქიის შედეგად (2013 წლის 23 მარტის ქარი) დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა.

2014 წლის დასაწყისში "ლებეს" ხელმძღვანელები ციხიდან გამოვიდნენ (დაუზუსტებელი ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე). 2014 წლის 23 აპრილს კომპანია "ლებეს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბესიკ იორდანაშვილმა საჯარო რეესტრს კომპანიისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. თავის დროზე სახელწოდება "ლებე" წარმოიშვა სახელებისგან - ლევანი (დემეტრაშვილი) და ბესიკი (იორდანაშვილი). 2014 წლის აპრილის ბოლოს "ლებეს" მიენიჭა ახალი სახელი შპს "აღმაშენებელი 2014".

სახელის შეცვლა კომპანიის წარმომადგენლებს ტყუილად არ დასჭირვებიათ. რამდენიმე დღეში, 2014 წლის 5 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი კასპში ახტალის სარწყავი არხის რეაბილიტაციის სამუშაოებზე, რომლის საწყისი ფასი 326 000 ლარს შეადგენდა. ტენდერი 2014 წლის 9 ივნისს გაიმართა და მასში მონაწილეობა სამმა კომპანიამ, მათ შორის შპს "აღმაშენებელი 2014"-მა მიიღო.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა