Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მეუღლე სპორტის დედოფალზე ეჭვიანობს" - რისთვის ემზადება საქართველოს მძლეოსნობის შეფი
"ჩემი მეუღლე სპორტის დედოფალზე ეჭვიანობს" - რისთვის ემზადება საქართველოს მძლეოსნობის შეფი

ალექ­სი ახვლე­დი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მძლე­ოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ახლა მხო­ლოდ იმით ცხოვ­რობს, რომ "თბი­ლი­სი 2015"-მა, ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდულ­მა ოლიმ­პი­ურ­მა ფეს­ტი­ვალ­მა ჩვენ­ში წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­როს.

"ამ­ბე­ბი.გე"-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბა­ტო­ნი ალექ­სი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტა­პებ­სა და პრო­ექ­ტებს იხ­სე­ნებს, რომ­ლებ­შიც დიდი წარ­მა­ტე­ბით მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ გან­სა­ზღვრა...

- სფე­რო, რო­მელ­შიც მოღ­ვა­წე­ობთ, გე­ტყო­ბათ, რომ მოგ­წონთ და გიყ­ვართ. არა­და, ვიცი, რომ სპორ­ტსმე­ნი არ ხართ...

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე სპორ­ტსმე­ნი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. და­ახ­ლო­ე­ბით 8 წელი დავ­დი­ო­დი კა­ლათ­ბურთზე. მერ­ვე კლა­სი­დან კი ჩვენს თა­ო­ბა­ში არ­ჩე­ვა­ნი დგე­ბო­და, ან სწავ­ლას უნდა გაჰ­ყო­ლო­დი - ან სპორ­ტს. მე სწავ­ლის­კენ გა­და­ვი­ხა­რე და პრო­ფე­სი­ულ სპორტზე უარი ვთქვი...

რო­დე­საც სამი წლის წინ სა­თა­ვე­ში ჩა­ვუ­დე­ქი მძლე­ოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ას, მა­შინ ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ეს სფე­რო გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­დე­ბო­და და მით უფრო, ჩემი ოჯა­ხის ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი "წევ­რი". იცით, რომ ბოლო 5 წე­ლი­წა­დი უკ­რა­ი­ნა­ში ვმოღ­ვა­წე­ობ­დი, მაგ­რამ მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, რომ ჩემი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ვალი ქვეყ­ნის წი­ნა­შე მო­მე­ხა­და და გა­მოც­დი­ლე­ბა და კონ­ტაქ­ტე­ბი სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბა­ში გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ასე მოვ­ხვდი მძლე­ოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, სა­დაც რაც დაგ­ვხვდა, ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა. მერე კი უკვე ჩემი ძა­ლე­ბი­თა და თვალ­თა­ხედ­ვით მივ­ყე­ვი საქ­მეს. სა­ერ­თოდ მუ­შა­ო­ბის ასე­თი სტი­ლი მაქვს, ან იდე­ა­ლუ­რად უნდა შე­ვის­წავ­ლო სფე­რო, რო­მელ­შიც ვმუ­შა­ობ და საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო, ან არა­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში მი­ვი­ღო, შევ­ძლებთ თუ არა ამ საქ­მი­ა­ნო­ბას...

დღეს კი უკვე არა­ვინ იჯე­რებს, რომ ამ სფე­რო­ში მხო­ლოდ სამი წე­ლია, რაც ვმუ­შა­ობ. ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ო­ნალს შე­მიძ­ლია მძლე­ოს­ნო­ბა­ზე სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ვე­სა­უბ­რო.

- პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ბრძან­დე­ბით?

- იუ­რის­ტი ვარ და შემ­დეგ ფი­ნან­სის­ტიც გავ­ხდი. სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მა­ში მისი და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან ვმუ­შა­ობ­დი, მა­ნამ­დე დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი. თურ­ქეთ­ში თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრში ვმსა­ხუ­რობ­დი. პირ­ვე­ლი ოთხი სა­გადსა­ხა­დო კო­დექ­სის თა­ნა­ავ­ტო­რიც კი გახ­ლა­ვართ. შემ­დგომ სა­მუ­შა­ოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ვე­დი - ეს იყო ეკო­ნო­მი­ურ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა. იქ 2005 წლამ­დე სხვა­დას­ხვა მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვე.

- თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რიც ხომ იყა­ვით?

- დიახ, შემ­დგომ საქ­მი­ა­ნო­ბა თბილ­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად გა­ვაგ­რძე­ლე. ჩემ­თვის ესეც უცხო სფე­რო იყო, რო­მე­ლიც ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­და. ახა­ლი, მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ვა­გო­ნე­ბის მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში შე­მოყ­ვა­ნა ჩვენ და­ვი­წყეთ... ეს ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც დღემ­დე ასე­ვე მუ­შა­ობს. დიდი სი­კე­თე მო­ი­ტა­ნა ვა­გო­ნე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბამ.

- ამის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში გა­ემ­გზავ­რეთ?

- დიახ და იქ ორი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. უკ­რა­ი­ნის მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. მერე ჩემს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია შევ­ქმე­ნი, რო­მე­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი დღემ­დე ვარ. 2011 წელს კი ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე უკ­რა­ი­ნი­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ვი­ნა­ი­დან იქ ოჯა­ხით გახ­ლდით, ჩემი უფ­რო­სი შვი­ლე­ბი კი­ევ­ში დარ­ჩნენ, მე, მე­უღ­ლე და უმ­ცრო­სი შვი­ლი აქ დავ­ბრუნ­დით.

ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ არ მყავს ეჭ­ვი­ა­ნი მე­უღ­ლე, 23 წე­ლია, ერ­თად ვცხოვ­რობთ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბა­ბიც ხან­და­ხან ჰქო­ნია, მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, არ არის ეჭ­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ბოლო სამი წე­ლია, შე­ვა­ტყვე, მთლად ასეც არ ყო­ფი­ლა საქ­მე, სპორ­ტის დე­დო­ფალ­ზე - მძლე­ოს­ნო­ბა­ზე მარ­თლა ეჭ­ვი­ა­ნობს. ხში­რად მე­უბ­ნე­ბა: ვერ გა­ვი­გე, ოჯა­ხი უფრო გიყ­ვარს თუ შენი დღე­ვან­დე­ლი სამ­სა­ხუ­რიო. მოკ­ლედ, შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებ, რომ ეს სფე­რო პრეს­ტი­ჟუ­ლი გახ­დეს და მძლე­ოს­ნე­ბის­თვის - კომ­ფორ­ტუ­ლი. სტი­მულს მაძ­ლევს ის, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა კო­ლე­გის­გან, ფე­დე­რა­ცი­ის­გან ცუდ შე­ფა­სე­ბებს არ ვი­ღებთ. ვინც კი ჩა­მო­დის, ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბით ყვე­ლა მო­ხიბ­ლუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს ფე­დე­რა­ცია კი­დევ ორ ევ­რო­პის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ერ­თად, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ფე­დე­რა­ცია ნო­მი­ნა­ცი­ა­ზეა წარ­დგე­ნი­ლი. ეს კი დიდი პა­ტი­ვია.

- რო­გორც ჩანს, მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა თქვე­ნი მო­წო­დე­ბაა...

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბავ­შვო­ბი­დან ვშრო­მობ, 1993-94 წლებ­ში, სა­ში­ნე­ლი და ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი რომ იყო, 23-24 წლის ვი­ყა­ვი და სწო­რედ მა­შინ მი­წევ­და დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში თურ­ქეთ­ში მუ­შა­ო­ბა. ოფი­სი ან­კა­რა­ში გვქონ­და. თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრი, სა­დაც უამ­რა­ვი ზარი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, მათ შო­რის ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის­გა­ნაც. და­რე­კავ­და და გვე­ტყო­და, ახლა სას­წარ­ფოდ თუ არ ჩახ­ვალთ იზ­მირ­ში და არ გა­დატ­ვირ­თავთ ხორ­ბალს, რო­მე­ლიც მექ­სი­კი­დან მო­დის, ხვალ თქვე­ნი ოჯა­ხე­ბი თბი­ლის­ში მში­ე­რი დარ­ჩე­ბა. კო­ლექ­ტი­ვი ახალ­გაზ­რდე­ბის­გან იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და საქ­მი­ა­ნო­ბა ფორ­სმა­ჟორ­ში გვი­წევ­და. იყო ღა­მის თე­ნე­ბა და დიდი შრო­მა...

- რო­გორც ვიცი, ახლა ბევ­რი პრო­ექ­ტი და გეგ­მა გაქვთ...

- კი, ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ექ­ტი გვაქვს: თბი­ლის­ში რაც კეთ­დე­ბა, ხომ იცით და რე­გი­ო­ნებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი­სა და სტა­დი­ო­ნე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ახალ­ცი­ხე­ში, ბა­თუმ­ში, ყვე­ლა­ფე­რი უნდა მომ­ზად­დეს, რომ 2015 წლის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა გა­ვი­ა­როთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ. ახალ­გაზ­რდულ ოლიმ­პი­ურ ფეს­ტი­ვალს თბი­ლი­სი 2015-ს უნდა ვუ­მას­პინ­ძლოთ.

ამას­თან, გა­და­წყვე­ტი­ლია სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში ბა­ზის აშე­ნე­ბა. მინ­და, ყვე­ლა ადა­მი­ანს, სამ­თავ­რო­ბო ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა თუ კერ­ძო სექ­ტო­რი, უდი­დე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გვერ­დში დგო­მის­თვის.

- 2015 წლის გრან­დი­ო­ზულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ, - რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ის და აქე­დან რო­გორ ჩანს ეს ფეს­ტი­ვა­ლი?

- ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მო­ვი­გეთ და მო­ვუ­გეთ ქა­ლაქ ბრნოს, რო­მელ­საც ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და. ჩვენ კი სპორ­ტის 9-ვე სა­ხე­ო­ბა­ში ინ­ფას­ტრუქ­ტუ­რა არ გვქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვეყ­ნებს გა­მარ­თუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა აქვთ და ასე­თი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ერ­თვე­ბი­ან, სამ­ზა­დისს 4 წლით ადრე იწყე­ბენ. არ მინ­და, თა­ვის ქე­ბა­ში ჩა­მო­მერ­თვას, მაგ­რამ სამ­ზა­დი­სი ორი წლით ადრე და­ვი­წყეთ. ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მელ­საც კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რი აკე­თებს, წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი არე­ნის ხე­ლა­ხა­ლი აშე­ნე­ბა, მი­წის ფარ­თო­ბის გა­მო­ყო­ფა, დაპ­რო­ექ­ტე­ბა, და­ტენ­დერე­ბა მოხ­და და ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მცი­რე დრო­ში. მოკ­ლედ, ყვე­ლა ობი­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა მკაც­რი გრა­ფი­კით მი­დის და ვფიქ­რობ, რომ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის. რო­დე­საც ბოლო ინ­სპექ­ტი­რე­ბა, შე­მოწ­მე­ბა გა­ვი­ა­რეთ, იქ არა­ნა­ი­რი შე­ნიშ­ვნა აღარ ჰქონ­დათ... 12 ახა­ლი ობი­ექ­ტი პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში კეთ­დე­ბა და იმ დო­ნე­ზე, რომ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს. ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი და ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პით მივ­დი­ვართ. ვფიქ­რობ, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტარ­დე­ბა იმი­ტომ, რომ "თბი­ლი­სი 2014"-ის (ევ­რო­პის მძლე­ოს­ნო­ბის გუნ­დუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტი) ჩა­ტა­რე­ბამ მთელს სტაფს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, რომ ენა­ხათ, დაკ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ, თუ რას­თან ჰქონ­დათ და მო­მა­ვალ­შიც ექ­ნე­ბათ საქ­მე. "თბი­ლი­სი 2015" მას­შტა­ბით 8-ჯერ მე­ტია, რაც არც ისე იოლი საქ­მეა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი დღის­თვის არ კეთ­დე­ბა და არც მარ­ტო შიდა მოხ­მა­რე­ბის­თვის. მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პას უნდა ვაჩ­ვე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის სპორ­ტუ­ლი ივენ­თე­ბის ჩამ­ტა­რე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა. რომ ყვე­ლა­ფე­რი ქვეყ­ნის სა­ერ­თო პრო­დუქ­ტის შექ­მნის­თვის, ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგრა­დო­ბის­თვის და სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის კეთ­დე­ბა.

- ეს ცოტა ხნის წინ ჩა­ტა­რე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნულ­მა ჩემ­პი­ო­ნატ­მაც აჩ­ვე­ნა.

- ამ ორ­დღი­ან­მა ღო­ნის­ძი­ე­ბამ, ემო­ცი­ებ­მა, შე­ფა­სე­ბებ­მა ჩვენს ქვე­ყა­ნას პრეს­ტი­ჟი აუ­წია. ჩვე­ნი საქ­მით რამ­დე­ნი ვინ­მე და­ინ­ტერსდა.

- ისე ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ სპორ­ტი ბი­უ­ჯეტ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი დო­ტა­ცი­უ­რი სფე­როა.

- არა ბა­ტო­ნო, ერთ მუშ­ტად მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლაფ­რის ზუს­ტი და­გეგ­მვა, სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ეს არ არის ილუ­ზია. დიახ, იმ ღო­ნის­ძი­ე­ბამ, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ჩა­ტარ­და, მი­ლი­ონ­ზე მეტი შე­მო­ი­ტა­ნა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი.

- ისე, ბევ­რი იმა­საც ამ­ბობს, რომ რაში ვდებთ ამ­დენ თან­ხებ­სო.

- გა­სულ წელს შეხ­ვედ­რა მქონ­და უფ­როს მე­გო­ბარ­თან, ბა­ტონ კო­ეს­თან, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ოლიმ­პი­უ­რი ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტია. ვსა­უბ­რობ­დით და რო­დე­საც პრო­ექ­ტის სა­ფი­ნან­სო ნა­წილ­ზე გა­და­ვე­დით, მი­თხრა, რომ ერთხელ ერთ-ერთი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე მიგ­დე­ბუ­ლი უბა­ნი აი­ღეს იმის­თვის, რომ იქ ოლიმ­პი­უ­რი სო­ფე­ლი გა­შე­ნე­ბუ­ლი­ყო, სა­დაც მი­წის ფასი ერთი ფუნ­ტიც არ იყო... მოკ­ლედ, ერთი მი­ლი­ო­ნი 7 მი­ლი­არ­დად იქცა. ფეს­ტი­ვალ "თბი­ლი­სი 2015"-ის შემ­დეგ ად­გი­ლი, სა­დაც დღეს ოლიმ­პი­უ­რი და­სახ­ლე­ბა შენ­დე­ბა, ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი უბა­ნი გახ­დე­ბა. უკვე აუც­ქი­ო­ნებ­ზე მი­წის ფას­მა იმ ად­გი­ლებ­ში მო­ი­მა­ტა კი­დეც. ასე რომ, თან­და­თან ვრწმუნ­დე­ბით, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სწო­რად და­ვი­წყეთ ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ მო­გე­ბას მო­ი­ტანს.

მერე, სხვა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, თვი­თონ იმ დო­ნის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა, რომ ოლიმ­პი­უ­რი ოჯა­ხის მას­პინ­ძე­ლი ქვე­ყა­ნა ვხდე­ბით.

"თბი­ლი­სი 2014"-მა ევ­რო­პის მძლე­ოს­ნო­ბის გუნ­დურ­მა ჩემ­პი­ო­ნატ­მა შოკი მი­მა­ღე­ბი­ნა. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­ხა­ლი­სე­ებ­მა სა­ო­ცა­რი მონ­დო­მე­ბა და უნა­რი გა­მო­ავ­ლი­ნეს. სპორ­ტსმე­ნებს სა­ოც­რად ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. აე­რო­პორ­ტში დახ­ვდნენ, მი­ი­ღეს, სას­ტუმ­რო­ში და­ა­ბი­ნა­ვეს, გი­დე­ბად მო­ემ­სა­ხურ­ნენ, ბო­ლოს კი ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვის ფან­ტას­ტი­კუ­რი ცე­რე­მო­ნია ჩა­ა­ტა­რეს. სა­დაც მცი­რე­დი ინ­ცი­დენ­ტიც არ მომ­ხდა­რა. მოკ­ლედ, ეს ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა, რო­მე­ლიც მო­დის, ის ახა­ლი ტალ­ღაა, რო­მელ­საც "გრუ­ზი­ნებს" ვე­ღარ და­არ­ქმევ. ისი­ნი "ჯორ­ჯი­ას" წარ­მო­ად­გე­ნენ. მოკ­ლედ, გა­დამ­რი­ეს, ლა­მის მენ­ტა­ლო­ბა შე­მიც­ვა­ლეს. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, ბა­თუმ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბას ვუ­ტა­რებთ, გვინ­და, ვუ­თხრათ, რომ ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

- მათ სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ იმუ­შა­ვეს?

- დიახ. სა­ნამ მათ მო­ვიწ­ვევ­დით, ვბჭობ­დით, მიგ­ვე­ცა თუ არა მათ­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბა, ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, თუ გინ­და ხა­რის­ხი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე უნდა იყოს. რო­გორც კი ანა­ზღა­უ­რე­ბას ჩარ­თავ, იქ ფუ­ლის გამო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ბევ­რი თაღ­ლი­თი, ყვე­ლა­ნა­ი­რი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნი ჩნდე­ბა. მოკ­ლედ, მათ გა­ი­ა­რეს გა­სა­უბ­რე­ბა, უცხო ენის ცოდ­ნა მო­ე­თხო­ვე­ბო­დათ და პირ­და­პირ საქ­მე­ში ჩა­ერ­თნენ. ეს ის ნა­წი­ლია, რო­მელ­მაც მო­მა­ვალ­ში ქვე­ყა­ნა უნდა ასა­ხე­ლოს...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ჩემი მეუღლე სპორტის დედოფალზე ეჭვიანობს" - რისთვის ემზადება საქართველოს მძლეოსნობის შეფი

"ჩემი მეუღლე სპორტის დედოფალზე ეჭვიანობს" - რისთვის ემზადება საქართველოს მძლეოსნობის შეფი

ალექსი ახვლედიანი საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის თავმჯდომარე გახლავთ, რომელიც ახლა მხოლოდ იმით ცხოვრობს, რომ "თბილისი 2015"-მა, ევროპის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა ჩვენში წარმატებით ჩაიაროს.

"ამბები.გე"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონი ალექსი კარიერის მანძილზე მნიშვნელოვან ეტაპებსა და პროექტებს იხსენებს, რომლებშიც დიდი წარმატებით მიუღია მონაწილეობა და მის ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა...

- სფერო, რომელშიც მოღვაწეობთ, გეტყობათ, რომ მოგწონთ და გიყვართ. არადა, ვიცი, რომ სპორტსმენი არ ხართ...

- პროფესიონალურ დონეზე სპორტსმენი არასდროს ვყოფილვარ. დაახლოებით 8 წელი დავდიოდი კალათბურთზე. მერვე კლასიდან კი ჩვენს თაობაში არჩევანი დგებოდა, ან სწავლას უნდა გაჰყოლოდი - ან სპორტს. მე სწავლისკენ გადავიხარე და პროფესიულ სპორტზე უარი ვთქვი...

როდესაც სამი წლის წინ სათავეში ჩავუდექი მძლეოსნობის ფედერაციას, მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ეს სფერო გარკვეული მიზეზების გამო, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა და მით უფრო, ჩემი ოჯახის ერთ-ერთი აქტიური "წევრი". იცით, რომ ბოლო 5 წელიწადი უკრაინაში ვმოღვაწეობდი, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლებისგან შემოთავაზება მივიღე, რომ ჩემი საზოგადოებრივი ვალი ქვეყნის წინაშე მომეხადა და გამოცდილება და კონტაქტები სპორტის რომელიმე სახეობაში გამომეყენებინა. ასე მოვხვდი მძლეოსნობის ფედერაციაში, სადაც რაც დაგვხვდა, ყველას კარგად მოეხსენება. მერე კი უკვე ჩემი ძალებითა და თვალთახედვით მივყევი საქმეს. საერთოდ მუშაობის ასეთი სტილი მაქვს, ან იდეალურად უნდა შევისწავლო სფერო, რომელშიც ვმუშაობ და საქმე ბოლომდე მივიყვანო, ან არადა, გადაწყვეტილება რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღო, შევძლებთ თუ არა ამ საქმიანობას...

დღეს კი უკვე არავინ იჯერებს, რომ ამ სფეროში მხოლოდ სამი წელია, რაც ვმუშაობ. ნებისმიერ პროფესიონალს შემიძლია მძლეოსნობაზე საფუძვლიანად ვესაუბრო.

- პროფესიით იურისტი ბრძანდებით?

- იურისტი ვარ და შემდეგ ფინანსისტიც გავხდი. საგადასახადო სისტემაში მისი დაფუძნების დღიდან ვმუშაობდი, მანამდე დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი. თურქეთში თურქეთ-საქართველოს საქმიან ურთიერთობათა საკოორდინაციო ცენტრში ვმსახურობდი. პირველი ოთხი საგადსახადო კოდექსის თანაავტორიც კი გახლავართ. შემდგომ სამუშაოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩემი მიმართულებით გადავედი - ეს იყო ეკონომიურ დანაშაულთან ბრძოლა. იქ 2005 წლამდე სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ვიმუშავე.

- თბილისის მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორიც ხომ იყავით?

- დიახ, შემდგომ საქმიანობა თბილსის მეტროპოლიტენის გენერალურ დირექტორად გავაგრძელე. ჩემთვის ესეც უცხო სფერო იყო, რომელიც ერთ-ერთი უსაყვარლესი საქმიანობა გახდა. ახალი, მოდერნიზებული, თანამედროვე ვაგონების მეტროპოლიტენში შემოყვანა ჩვენ დავიწყეთ... ეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი გახლდათ, რომელიც დღემდე ასევე მუშაობს. დიდი სიკეთე მოიტანა ვაგონების მოდერნიზებამ.

- ამის შემდეგ უკრაინაში გაემგზავრეთ?

- დიახ და იქ ორი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი ვიყავი. უკრაინის მასშტაბურ პროექტებში ვმონაწილეობდით. მერე ჩემს პარტნიორებთან ერთად, საფინანსო ორგანიზაცია შევქმენი, რომელის დამფუძნებელი დღემდე ვარ. 2011 წელს კი ჩემი ცხოვრება შეიცვალა - გადაწყვეტილება მივიღე უკრაინიდან წამოვსულიყავი. ვინაიდან იქ ოჯახით გახლდით, ჩემი უფროსი შვილები კიევში დარჩნენ, მე, მეუღლე და უმცროსი შვილი აქ დავბრუნდით.

ბედნიერი ვარ იმით, რომ არ მყავს ეჭვიანი მეუღლე, 23 წელია, ერთად ვცხოვრობთ, ეჭვიანობის საბაბიც ხანდახან ჰქონია, მაგრამ ხომ ვამბობ, არ არის ეჭვიანი ადამიანი, მაგრამ ბოლო სამი წელია, შევატყვე, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე, სპორტის დედოფალზე - მძლეოსნობაზე მართლა ეჭვიანობს. ხშირად მეუბნება: ვერ გავიგე, ოჯახი უფრო გიყვარს თუ შენი დღევანდელი სამსახურიო. მოკლედ, შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ ეს სფერო პრესტიჟული გახდეს და მძლეოსნებისთვის - კომფორტული. სტიმულს მაძლევს ის, რომ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა კოლეგისგან, ფედერაციისგან ცუდ შეფასებებს არ ვიღებთ. ვინც კი ჩამოდის, ჩვენი მუშაობით ყველა მოხიბლულია. საქართველოს ფედერაცია კიდევ ორ ევროპის ფედერაციასთან ერთად, როგორც საუკეთესო ფედერაცია ნომინაციაზეა წარდგენილი. ეს კი დიდი პატივია.

- როგორც ჩანს, მასშტაბური პროექტებზე მუშაობა თქვენი მოწოდებაა...

- შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან ვშრომობ, 1993-94 წლებში, საშინელი და ურთულესი პერიოდი რომ იყო, 23-24 წლის ვიყავი და სწორედ მაშინ მიწევდა დიპლომატიურ სამსახურში თურქეთში მუშაობა. ოფისი ანკარაში გვქონდა. თურქეთ-საქართველოს საქმიან ურთიერთობათა საკოორდინაციო ცენტრი, სადაც უამრავი ზარი ხორციელდებოდა, მათ შორის ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისგანაც. დარეკავდა და გვეტყოდა, ახლა სასწარფოდ თუ არ ჩახვალთ იზმირში და არ გადატვირთავთ ხორბალს, რომელიც მექსიკიდან მოდის, ხვალ თქვენი ოჯახები თბილისში მშიერი დარჩება. კოლექტივი ახალგაზრდებისგან იყო დაკომპლექტებული და საქმიანობა ფორსმაჟორში გვიწევდა. იყო ღამის თენება და დიდი შრომა...

- როგორც ვიცი, ახლა ბევრი პროექტი და გეგმა გაქვთ...

- კი, ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს: თბილისში რაც კეთდება, ხომ იცით და რეგიონებშიც მიმდინარეობს სპორტული მოედნებისა და სტადიონების რეაბილიტაცია. ახალციხეში, ბათუმში, ყველაფერი უნდა მომზადდეს, რომ 2015 წლისთვის შესაბამისი სერტიფიცირება გავიაროთ, საერთაშორისო სტანდარტები დავაკმაყოფილოთ. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 2015-ს უნდა ვუმასპინძლოთ.

ამასთან, გადაწყვეტილია სამეგრელოს რეგიონში ბაზის აშენება. მინდა, ყველა ადამიანს, სამთავრობო ნაწილი იქნება თუ კერძო სექტორი, უდიდესი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის.

- 2015 წლის გრანდიოზულ ღონისძიებაზე ვისაუბროთ, - როგორ წარიმართება ის და აქედან როგორ ჩანს ეს ფესტივალი?

- ამ ღონისძიების ჩატარების უფლება მოვიგეთ და მოვუგეთ ქალაქ ბრნოს, რომელსაც ინფრასტრუქტურა უკვე მომზადებული ჰქონდა. ჩვენ კი სპორტის 9-ვე სახეობაში ინფასტრუქტურა არ გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს გამართული ინფრასტრუქტურა აქვთ და ასეთი ტიპის ღონისძიებაში ერთვებიან, სამზადისს 4 წლით ადრე იწყებენ. არ მინდა, თავის ქებაში ჩამომერთვას, მაგრამ სამზადისი ორი წლით ადრე დავიწყეთ. ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, რომელსაც კერძო ინვესტორი აკეთებს, წარმატებით მიმდინარეობს.

ყველა სახეობისთვის შესაბამისი არენის ხელახალი აშენება, მიწის ფართობის გამოყოფა, დაპროექტება, დატენდერება მოხდა და ვიმეორებ, ყველაფერი ძალიან მცირე დროში. მოკლედ, ყველა ობიექტზე მუშაობა მკაცრი გრაფიკით მიდის და ვფიქრობ, რომ არანაირი პრობლემა არ არის. როდესაც ბოლო ინსპექტირება, შემოწმება გავიარეთ, იქ არანაირი შენიშვნა აღარ ჰქონდათ... 12 ახალი ობიექტი პარალელურ რეჟიმში კეთდება და იმ დონეზე, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამებოდეს. ამ საქმიანობაში რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული და ნორმალური ტემპით მივდივართ. ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდება იმიტომ, რომ "თბილისი 2014"-ის (ევროპის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატი) ჩატარებამ მთელს სტაფს იმის საშუალება მისცა, რომ ენახათ, დაკვირვებოდნენ, თუ რასთან ჰქონდათ და მომავალშიც ექნებათ საქმე. "თბილისი 2015" მასშტაბით 8-ჯერ მეტია, რაც არც ისე იოლი საქმეა.

ეს ყველაფერი ერთი დღისთვის არ კეთდება და არც მარტო შიდა მოხმარებისთვის. მსოფლიოს და ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის სპორტული ივენთების ჩამტარებელი ქვეყანა. რომ ყველაფერი ქვეყნის საერთო პროდუქტის შექმნისთვის, ეკონომიკური მდგრადობისთვის და საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის კეთდება.

- ეს ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა აღნიშნულმა ჩემპიონატმაც აჩვენა.

- ამ ორდღიანმა ღონისძიებამ, ემოციებმა, შეფასებებმა ჩვენს ქვეყანას პრესტიჟი აუწია. ჩვენი საქმით რამდენი ვინმე დაინტერსდა.

- ისე ხშირად ამბობენ, რომ სპორტი ბიუჯეტზე დაკიდებული დოტაციური სფეროა.

- არა ბატონო, ერთ მუშტად მუშაობა, ყველაფრის ზუსტი დაგეგმვა, სწორი მიმართულებები და შედეგები აჩვენებს, რომ ეს არ არის ილუზია. დიახ, იმ ღონისძიებამ, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა, მილიონზე მეტი შემოიტანა. უამრავი ადამიანი იყო ამ საქმიანობაში ჩართული.

- ისე, ბევრი იმასაც ამბობს, რომ რაში ვდებთ ამდენ თანხებსო.

- გასულ წელს შეხვედრა მქონდა უფროს მეგობართან, ბატონ კოესთან, რომელიც მსოფლიო ოლიმპიური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. ვსაუბრობდით და როდესაც პროექტის საფინანსო ნაწილზე გადავედით, მითხრა, რომ ერთხელ ერთ-ერთი ქვეყნის ყველაზე მიგდებული უბანი აიღეს იმისთვის, რომ იქ ოლიმპიური სოფელი გაშენებულიყო, სადაც მიწის ფასი ერთი ფუნტიც არ იყო... მოკლედ, ერთი მილიონი 7 მილიარდად იქცა. ფესტივალ "თბილისი 2015"-ის შემდეგ ადგილი, სადაც დღეს ოლიმპიური დასახლება შენდება, ყველაზე პრესტიჟული უბანი გახდება. უკვე აუცქიონებზე მიწის ფასმა იმ ადგილებში მოიმატა კიდეც. ასე რომ, თანდათან ვრწმუნდებით, რომ იმ ტერიტორიაზე სწორად დავიწყეთ ოლიმპიური სოფლის მშენებლობა. მოკლედ, ეს ყველაფერი დიდ მოგებას მოიტანს.

მერე, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, თვითონ იმ დონის ისტორიული მოვლენაა, რომ ოლიმპიური ოჯახის მასპინძელი ქვეყანა ვხდებით.

"თბილისი 2014"-მა ევროპის მძლეოსნობის გუნდურმა ჩემპიონატმა შოკი მიმაღებინა. ამ ღონისძიებაზე მოხალისეებმა საოცარი მონდომება და უნარი გამოავლინეს. სპორტსმენებს საოცრად ემსახურებოდნენ. აეროპორტში დახვდნენ, მიიღეს, სასტუმროში დააბინავეს, გიდებად მოემსახურნენ, ბოლოს კი ფესტივალის დახურვის ფანტასტიკური ცერემონია ჩაატარეს. სადაც მცირედი ინციდენტიც არ მომხდარა. მოკლედ, ეს ახალგაზრდა თაობა, რომელიც მოდის, ის ახალი ტალღაა, რომელსაც "გრუზინებს" ვეღარ დაარქმევ. ისინი "ჯორჯიას" წარმოადგენენ. მოკლედ, გადამრიეს, ლამის მენტალობა შემიცვალეს. აგვისტოს ბოლოს, ბათუმში ღონისძიებას ვუტარებთ, გვინდა, ვუთხრათ, რომ ღირსეული ადამიანები არიან.

- მათ სრულიად უსასყიდლოდ იმუშავეს?

- დიახ. სანამ მათ მოვიწვევდით, ვბჭობდით, მიგვეცა თუ არა მათთვის ანაზღაურება, ყველა მეუბნება, თუ გინდა ხარისხი, ეს ყველაფერი ანაზღაურების გარეშე უნდა იყოს. როგორც კი ანაზღაურებას ჩართავ, იქ ფულის გამო დაინტერესებული ადამიანი და ბევრი თაღლითი, ყველანაირი კატეგორიის ადამიანი ჩნდება. მოკლედ, მათ გაიარეს გასაუბრება, უცხო ენის ცოდნა მოეთხოვებოდათ და პირდაპირ საქმეში ჩაერთნენ. ეს ის ნაწილია, რომელმაც მომავალში ქვეყანა უნდა ასახელოს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"