ბევრს შეიძლება გაახსენდეს ეს ღიმილიანი დედა-შვილი - რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი გადაცემის ეთერში გაიცნო ფართო საზოგადოებამ. მაია ქსოვრელი მაშინ გულწრფელად ჰყვებოდა, თუ როგორია იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარას დედა. ჰყვებოდა და ჰყვება ახლაც, რადგან სურს, კიდევ მეტი გაკეთდეს ამ სფეროში და უკეთესობისკენ შეიცვალოს. სურს, უფრო ჯანსაღად და სწორად შეხედოს ამ საკითხს საზოგადოებამაც და მთავრობამაც. ის ერთ-ერთი სამაგალითო დედაა, რომელიც ცხოვრებისადმი საკუთარი დამოკიდებულებით ახერხებს, არასდროს აგრძნობინოს არც თავის შვილს და არც სხვებს მის გარშემო, რომ მათ ოჯახში რაიმე "სხვანაირად" არის - ისინი ჩვეულებრივი დედა-შვილი არიან, ბედნიერები, ღიმილიანები, მხიარულები. მაშ ასე, მაია ახლა ჩვენი საიტის მკითხველებისთვის წერს:
"არც ისე ადვილი ყოფილა, დაწერო სხვებისთვის... ამაყად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დედა ვარ... დანარჩენი წვრილმანებია...
23 წლის გავხდი დედა. რაც არ უნდა მეტი იყოს ასაკი, მაინც გაუცნობიერებელია. თუმცა, ამას მაშინვე გრძნობ, როცა მისი სუნთქვა შენს სუნთქვას ერთვის და ტირილის ხმას იგებ, რომელსაც ათასი ბავშვის ტირილში გამოარჩევ... დედობა ზრუნვით იწყება, ისე როგოც ნებისმიერი სიყვარული ზრუნვის უნარის გამოვლენაა... ერთი თვის იყო, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირველად რომ ვნახე... გარზდილი იყო, შემეშინდა, ვერ მიცნობდა... შვილსაც ყოველთვის შეუძლია, დედა იცნოს... დედის სურნელი სხვა სურნელია.
დედა ვერასდროს იქნება მზად, შვილზე ცუდი გაიგოს... მაგრამ დედობა ძალაა და რაც არ უნდა გაიგო (როგორც ამბობენ ხოლმე), გაძლიერებს და არ გკლავს.
7 თვის იყო, ექიმმა გვითხრა, რომ ბავშვს პრობლემები ჰქონდა. ზოგმა - ყველაფერი კარგად იქნებაო, ზოგმაც შეგვაშინა. ამ ქვეყანაში ყველაზე რთული სწორი დიაგნოზის დასმაა, რომ სწორად წარიმართოს მკურნალობა. დანაშაულია ილუზიებით ცხოვრება. უკეთესია რეალობის დანახვა, გაცნობიერება, დაგეგმვა, თუ რისი გაკეთება შეგიძლია, გაგება, რა ტიპის დახმარებას გთავაზობს სახელმწიფო. 10 წლის წინ კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა იყო სახელმწიფოში, გიო თავისი დიაგნოზით (ტვინის ცერებრალური დამბლა, ატაქსიური დიპლეგია) არ მიიღეს ბაღში, არც სკოლაში...
იხილეთ სრულად