Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხაზარაძის შვილმა მიმტანად მუშაობა გადაწყვიტა
მამუკა ხაზარაძის შვილმა მიმტანად მუშაობა გადაწყვიტა

ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ახლა გი­ამ­ბობთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იშ­ვი­ა­თო­ბაა. იშ­ვი­ა­თო­ბაა, იმი­ტომ, რომ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი არ თან­ხმდე­ბი­ან ყვე­ლა­ნა­ირ სამ­სა­ხურს. Ambebi.ge-თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა, ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ბარ­ში "Down Town" მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და. წყა­როს ცნო­ბით, ანა ხა­ზა­რა­ძემ მან­ქა­ნა და­ამ­ტვრია და მისი შე­სა­კე­თე­ბე­ლი ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა სა­კუ­თა­რი შრო­მით გა­და­წყვი­ტა და ამი­ტო­მაც და­ი­წყო მიმ­ტა­ნად მუ­შა­ო­ბა.

Ambebi.ge შე­ე­ცა­და თა­ვად ანა ხა­ზა­რა­ძეს და­კავ­ში­რე­ბო­და, მაგ­რამ ის თბი­ლის­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. ამი­ტომ ინ­ფორ­მა­ცია "Down Town"-ის დი­რექ­ტორ­თან, ანა მა­ი­საშ­ვილ­თან გა­და­ვა­მოწ­მეთ.

- ანა ჩვენ­თან აღარ მუ­შა­ობს. სულ ახ­ლა­ხანს წა­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან. და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხე­ვა­რი იმუ­შა­ვა ჩვენ­თან, თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო სწავ­ლის­გან და გა­და­წყვი­ტა ეს დრო გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, ამი­ტომ ჩვენ­თან და­ი­წყო მიმ­ტა­ნად მუ­შა­ო­ბა.

- შეძ­ლე­ბულ ოჯახ­ში გაზ­რდი­ლია ანა, ხომ არ უჭირ­და ასე­თი მძი­მე სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა?

- ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მიმ­ტა­ნი იყო ჩვენ­თვის. ეს უბ­რა­ლო ნათ­ქვა­მი ნამ­დვი­ლად არ არის. გო­გო­ნა მუ­შა­ობ­და დი­ლის 9 სა­ა­თი­დან ღა­მის ოთხ სა­ა­თამ­დე. ბოლო სტუ­მა­რი სწო­რედ ამ დროს მი­დის ჩვენ­გან. ძა­ლი­ან ბევრ მიმ­ტანს აჯო­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე გო­გო­ნაა.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს, მისი კა­რი­ე­რა ბიზ­ნეს­ში 23 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, როცა გა­და­წყვი­ტა ფული ნა­ხა­ტე­ბის გა­ყიდ­ვით ეშო­ვა, მაგ­რამ არ გა­უ­მარ­თლა. შემ­დეგ იყო ლუ­დის ბიზ­ნე­სი, ტე­ლე­ვი­ზი­ით მო­ის­მი­ნა, რომ თბი­ლის­ში ამე­რი­კუ­ლი ლუდი ჩა­მო­ი­ტა­ნეს, რო­მელ­საც კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი­დან ვერ ცლიდ­ნენ, და­უ­კავ­შირ­და მე­გობ­რებს და ლუდი სა­ქარ­თვე­ლო­დან პე­ტერ­ბურ­გში გა­ი­ტა­ნა. ამ საქ­მი­დან მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თი იშო­ვა.

შემ­დეგ იყო კა­რა­ქის ბიზ­ნე­სი, 90-იან წლებ­ში ბან­კი­დან სეს­ხის სა­ხით აიღო 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, სა­ნაც­ვლოდ კი მა­მის სახ­ლი ჩადო გი­რა­ო­ში, ქარ­თუ­ლი კო­ნი­ა­კი ეს­ტო­ნეთ­ში გა­ი­ტა­ნა და კა­რაქ­ში გა­დაც­ვა­ლა. ამ ბიზ­ნეს­მაც გა­ა­მარ­თლა. ამის შემ­დეგ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა "თი ბი სი" ბან­კი, ამ­ბობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მისი სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლი 500 დო­ლა­რი იყო.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ასე­ვე არის "სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და რე­კონ­სტრუქ­ცი­ის კომ­პა­ნი­ის" პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც მან 2003 წელს და­ა­ფუძნა ჰო­ლან­დი­ელ ფი­ნან­სისტ ბობ მე­ი­ერსსა და ქარ­თველ პარტნი­ორ ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად. ეს კომ­პა­ნია თბი­ლის­ში 22 მსხვილ ობი­ექტს ფლობს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

მამუკა ხაზარაძის შვილმა მიმტანად მუშაობა გადაწყვიტა

მამუკა ხაზარაძის შვილმა მიმტანად მუშაობა გადაწყვიტა

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ საქართველოსთვის იშვიათობაა. იშვიათობაა, იმიტომ, რომ გაჭირვებული ოჯახის შვილები არ თანხმდებიან ყველანაირ სამსახურს. Ambebi.ge-თვის ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ქალიშვილი ანა, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ბარში "Down Town" მიმტანად მუშაობდა. წყაროს ცნობით, ანა ხაზარაძემ მანქანა დაამტვრია და მისი შესაკეთებელი ფულის შეგროვება საკუთარი შრომით გადაწყვიტა და ამიტომაც დაიწყო მიმტანად მუშაობა.

Ambebi.ge შეეცადა თავად ანა ხაზარაძეს დაკავშირებოდა, მაგრამ ის თბილისში არ იმყოფება. ამიტომ ინფორმაცია "Down Town"-ის დირექტორთან, ანა მაისაშვილთან გადავამოწმეთ.

- ანა ჩვენთან აღარ მუშაობს. სულ ახლახანს წავიდა სამსახურიდან. დაახლოებით თვენახევარი იმუშავა ჩვენთან, თავისუფალი იყო სწავლისგან და გადაწყვიტა ეს დრო გამოეყენებინა, ამიტომ ჩვენთან დაიწყო მიმტანად მუშაობა.

- შეძლებულ ოჯახში გაზრდილია ანა, ხომ არ უჭირდა ასეთი მძიმე სამუშაოს შესრულება?

- ერთ-ერთი საუკეთესო მიმტანი იყო ჩვენთვის. ეს უბრალო ნათქვამი ნამდვილად არ არის. გოგონა მუშაობდა დილის 9 საათიდან ღამის ოთხ საათამდე. ბოლო სტუმარი სწორედ ამ დროს მიდის ჩვენგან. ძალიან ბევრ მიმტანს აჯობა, შრომისმოყვარე გოგონაა.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მისი კარიერა ბიზნესში 23 წლის ასაკში დაიწყო, როცა გადაწყვიტა ფული ნახატების გაყიდვით ეშოვა, მაგრამ არ გაუმართლა. შემდეგ იყო ლუდის ბიზნესი, ტელევიზიით მოისმინა, რომ თბილისში ამერიკული ლუდი ჩამოიტანეს, რომელსაც კონტეინერებიდან ვერ ცლიდნენ, დაუკავშირდა მეგობრებს და ლუდი საქართველოდან პეტერბურგში გაიტანა. ამ საქმიდან მილიონი მანეთი იშოვა.

შემდეგ იყო კარაქის ბიზნესი, 90-იან წლებში ბანკიდან სესხის სახით აიღო 2 მილიონი დოლარი, სანაცვლოდ კი მამის სახლი ჩადო გირაოში, ქართული კონიაკი ესტონეთში გაიტანა და კარაქში გადაცვალა. ამ ბიზნესმაც გაამართლა. ამის შემდეგ ჩამოაყალიბა "თი ბი სი" ბანკი, ამბობს, რომ თავდაპირველად მისი საწესდებო კაპიტალი 500 დოლარი იყო.

მამუკა ხაზარაძე ასევე არის "საქართველოს განვითარებისა და რეკონსტრუქციის კომპანიის" პრეზიდენტი, რომელიც მან 2003 წელს დააფუძნა ჰოლანდიელ ფინანსისტ ბობ მეიერსსა და ქართველ პარტნიორ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. ეს კომპანია თბილისში 22 მსხვილ ობიექტს ფლობს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია