მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ფრაზა, რომელიც არ უნდა თქვათ ხელფასზე მოლაპარაკებისას
10 ფრაზა, რომელიც არ უნდა თქვათ ხელფასზე მოლაპარაკებისას

წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეთ გა­სა­უბ­რე­ბა და მი­ი­ღეთ სამ­სა­ხუ­რი. ახლა დგე­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მო­მენ­ტი: მო­ლა­პა­რა­კე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. ქვე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლია ათი ფრა­ზა, რო­მე­ლიც არ უნდა წარ­მოთ­ქვათ დამ­საქ­მე­ბელ­თან სა­უბ­რის დროს.

1. თა­ნახ­მა ვარ (პირ­ვე­ლი­ვე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე)

და­ი­მახ­სოვ­რეთ: ეს არის მო­ლა­პა­რა­კე­ბა, ამი­ტომ ფრთხი­ლად იყა­ვით, იქამ­დე არ და­ას­რუ­ლოთ ის, სა­ნამ და­ი­წყე­ბა.

2. სულ ესაა, რა­საც მთა­ვა­ზობთ?

არა­სო­დეს უთხრათ დამ­საქ­მე­ბელს მსგავ­სი ფრა­ზა, რო­მე­ლიც გა­ა­ნა­წყე­ნებს, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ თვლით, რომ ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­სა­ცი­ლოდ და­ბა­ლია.

3. არა

მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს თქვენ უნდა იყოთ მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და მზად გქონ­დეთ კონ­ტრშე­თა­ვა­ზე­ბა იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ თქვენ­თვის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი არ გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. არას თქმით თქვენ ნა­ად­რე­ვად ხუ­რავთ კარს მო­რი­გი წი­ნა­და­დე­ბის­თვის.

4. სხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც მაქვს, რო­მე­ლიც უფრო მომ­გე­ბი­ა­ნია

სი­მარ­თლეც რომ იყოს, ეს ხერ­ხი არ გა­მო­ი­ყე­ნოთ დამ­საქ­მე­ბელ­ზე ზე­წო­ლის­თვის.

5. მე მჭირ­დე­ბა...

არა­სო­დეს უნდა თქვა, რომ გჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხა ხარ­ჯე­ბის­თვის ან ვა­ლე­ბის და­სა­ფა­რად. პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი არ წა­მოჭ­რათ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, მხო­ლოდ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და ცოდ­ნა­ზე ისა­უბ­რეთ.

6. მე მგო­ნია...

არა­სო­დეს გა­მო­ი­ყე­ნოთ სი­ტყვე­ბი "მე მგო­ნია", "ალ­ბათ" და მსგავ­სი ფრა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ურ­კვევ­ლო­ბას ბა­დებს. ყო­ველ­თვის სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბულ­მა ისა­უბ­რეთ.

7. ამ თან­ხა­ზე ნაკ­ლებ­ზე არ ვი­მუ­შა­ვებ

თუ დამ­საქ­მე­ბელს გა­უმ­ხელთ მი­ნი­მა­ლურ სა­ხელ­ფა­სო ზღვარს, რო­მელ­ზეც თა­ნახ­მა ხართ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ ზუს­ტად მი­ნი­მა­ლურ თან­ხას და­გი­ნიშ­ნა­ვენ.

8. მე გა­ცი­ლე­ბით ძვი­რად ვფა­სობ

რა თქმა უნდა, გექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნოთ, მაგ­რამ ეცა­დეთ, ეს ისე ქნათ, რომ უხე­შად არ გა­მო­გი­ვი­დეთ. არა­ვის მო­წონს ამ­პარ­ტა­ვა­ნი ხალ­ხი.

9. ეს ჩემი უკა­ნას­კნე­ლი წი­ნა­და­დე­ბაა

ასე­თი ფრა­ზე­ბი მუ­ქა­რა­სა­ვით ჟღერს და ძი­რი­თა­დად მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს. თუ მსგავს რა­ი­მეს იტყვით და თქვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა არ და­ემ­თხვე­ვა დამ­საქ­მებ­ლის მო­თხოვ­ნას, მო­გი­წევთ ად­გეთ და სა­მუ­შაო ად­გი­ლის გა­რე­შე წახ­ვი­დეთ.

10. მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა ამის თხოვ­ნა, მაგ­რამ...

მარ­თა­ლია, მარ­ტი­ვი არაა მეტი ფული მო­ი­თხო­ვოთ, მაგ­რამ იმის თქმა, რომ ეს გე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბათ, სიც­რუ­ეა. პლუს, ძა­ლი­ან ცუდი ხერ­ხია მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბის­თვის.

 

მომ­ზა­დე­ბუ­ლია businessinsider.com-ს მი­ხედ­ვით.

10 ფრაზა, რომელიც არ უნდა თქვათ ხელფასზე მოლაპარაკებისას

10 ფრაზა, რომელიც არ უნდა თქვათ ხელფასზე მოლაპარაკებისას

წარმატებით გაიარეთ გასაუბრება და მიიღეთ სამსახური. ახლა დგება ყველაზე რთული მომენტი: მოლაპარაკება ანაზღაურების თაობაზე. ქვემოთ  მოყვანილია ათი ფრაზა, რომელიც არ უნდა წარმოთქვათ დამსაქმებელთან საუბრის დროს.

1. თანახმა ვარ (პირველივე შემოთავაზებაზე)

დაიმახსოვრეთ: ეს არის მოლაპარაკება, ამიტომ ფრთხილად იყავით, იქამდე არ დაასრულოთ ის, სანამ დაიწყება.

2. სულ ესაა, რასაც მთავაზობთ?

არასოდეს უთხრათ დამსაქმებელს მსგავსი ფრაზა, რომელიც  გაანაწყენებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ ანაზღაურება სასაცილოდ დაბალია.

3. არა

მოლაპარაკების დროს თქვენ უნდა იყოთ მოხერხებული და მზად გქონდეთ კონტრშეთავაზება იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენთვის შემოთავაზებული პირობები არ გაკმაყოფილებთ. არას თქმით თქვენ ნაადრევად ხურავთ კარს მორიგი წინადადებისთვის.

4. სხვა შემოთავაზებებიც მაქვს, რომელიც უფრო მომგებიანია

სიმართლეც რომ იყოს, ეს ხერხი არ გამოიყენოთ დამსაქმებელზე ზეწოლისთვის.

5. მე მჭირდება...

არასოდეს უნდა თქვა, რომ გჭირდება კონკრეტული თანხა ხარჯებისთვის ან ვალების დასაფარად. პერსონალური საკითხები არ წამოჭრათ გასაუბრებაზე, მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე და ცოდნაზე ისაუბრეთ.

6. მე მგონია...

არასოდეს გამოიყენოთ სიტყვები ”მე მგონია”, ”ალბათ” და მსგავსი ფრაზები, რომლებიც გაურკვევლობას ბადებს. ყოველთვის საკუთარ თავში დარწმუნებულმა ისაუბრეთ.

7. ამ თანხაზე ნაკლებზე არ ვიმუშავებ

თუ დამსაქმებელს გაუმხელთ მინიმალურ სახელფასო ზღვარს, რომელზეც თანახმა ხართ, დარწმუნებული იყავით, რომ ზუსტად მინიმალურ თანხას დაგინიშნავენ.

8. მე გაცილებით ძვირად ვფასობ

რა თქმა უნდა, გექნებათ სურვილი საკუთარი ღირებულება წარმოაჩინოთ, მაგრამ ეცადეთ, ეს ისე ქნათ, რომ უხეშად არ გამოგივიდეთ. არავის მოწონს ამპარტავანი ხალხი.

9. ეს ჩემი უკანასკნელი წინადადებაა

ასეთი ფრაზები მუქარასავით ჟღერს და ძირითადად მოლაპარაკებაზე ცუდად მოქმედებს. თუ მსგავს რაიმეს იტყვით და თქვენი წინადადება არ დაემთხვევა დამსაქმებლის მოთხოვნას, მოგიწევთ ადგეთ და სამუშაო ადგილის გარეშე წახვიდეთ.

10. მეუხერხულება ამის თხოვნა, მაგრამ...

მართალია, მარტივი არაა მეტი ფული მოითხოვოთ, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს გეუხერხულებათ, სიცრუეა. პლუს, ძალიან ცუდი ხერხია მოლაპარაკების დაწყებისთვის.

 

მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"