მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ ერთი სექს-სიმბოლო გოგიჩაიშვილებისგან - "შეყვარებული არ ვარ"
კიდევ ერთი სექს-სიმბოლო გოგიჩაიშვილებისგან - "შეყვარებული არ ვარ"

ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა მო­დე­ლო­ბა ახ­ლა­ხან და­ი­წყო. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რო­გორც ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის და, ისე გა­იც­ნო. ამ­ბობს, რომ ეს არ აღი­ზი­ა­ნებს. ნინი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია. უყ­ვარს კი­თხვა, მოს­წონს ენე­ბის შეს­წავ­ლა და არას­დროს კმა­ყო­ფილ­დე­ბა მიღ­წე­უ­ლით.

- როცა ნა­ნუ­კას­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა ჩვე­ნე­ბა­ზე დავ­დი­ო­დი, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი­დან უამ­რავ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას ვი­ღებ­დი. თუმ­ცა, ყვე­ლას უარს ვე­უბ­ნე­ბო­დი, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში მო­დე­ლო­ბის­თვის არ მე­ცა­ლა, სწავ­ლით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი. როცა სტუ­დენ­ტი გავ­ხდი, მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­დე­ლის პრო­ფე­სი­აც შე­მე­თავ­სე­ბი­ნა. 3-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­ფორ­მე "ლუკ­მო­დელ­თან", რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ის ყვე­ლა­ფერ­ში მი­წყობს ხელს; მეხ­მა­რე­ბა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი გავ­ხდე. სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს დახ­მა­რე­ბით უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა­საც ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ სწავ­ლი­სა და სამ­სა­ხუ­რის გამო ეს ვერ მო­ვა­ხერ­ხე.

- სად მუ­შა­ობ?

- "ჯი­დი­ეს­ზე" გა­დის გა­და­ცე­მა - "ბინა 18", რომ­ლის წამ­ყვა­ნე­ბიც არი­ან კო­ტი­კო და ფაქო. მე კი დი­ჯე­ის მო­ვა­ლე­ო­ბა მა­კის­რია.

- რო­გორც ვიცი, რამ­დე­ნი­მე უცხო ენა­საც ფლობ...

- დიახ, ვფლობ გერ­მა­ნულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებს. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ეს­პა­ნუ­რიც ვის­წავ­ლო. ვფიქ­რობ, არ გა­მი­ჭირ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გერ­მა­ნულ ენას ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გრა­მა­ტი­კა აქვს. ჩემს ყვე­ლა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბად მი­მაჩ­ნია ის, რომ მაქვს "სპრაჩ­დიპ­ლო­მი", რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც შე­მიძ­ლია, გერ­მა­ნი­ის ნე­ბის­მი­ერ პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ენის გა­მოც­და არ ჩა­ვა­ბა­რო, ისე­დაც მი­მი­ღე­ბენ. ეს ზღვა­ში წვე­თია იმას­თან შე­და­რე­ბით, რისი მიღ­წე­ვაც მო­მა­ვალ­ში მსურს.

- ეს დიპ­ლო­მი გერ­მა­ნი­ა­ში მოგ­ცეს?

- არა, უბ­რა­ლოდ, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს და იქი­დან მო­ვი­და პა­სუ­ხი, რომ ჩემ­თვის ამ დიპ­ლო­მის გად­მო­ცე­მა შე­ეძ­ლოთ.

- რო­მელ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ?

- "ჯი­პა­ში". სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ვსწავ­ლობ, მე­სა­მე კურ­სზე გა­და­ვე­დი. ისე კი, ფსი­ქო­ლო­გია და ჟურ­ნა­ლის­ტი­კაც მა­ინ­ტე­რე­სებს.

- შენი და - ნა­ნუ­კა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ხომ არ გწყინს, როცა შენ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ნუ­კას და ხარ?

- არა, ეს რო­გორ უნდა მწყინ­დეს? პი­რი­ქით, მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ასე­თი კარ­გი და მყავს. ჩვენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ვგა­ვართ. მხო­ლოდ იმით გან­ვსხვავ­დე­ბით, რომ ჩემ­ზე მე­ტად ემო­ცი­უ­რია. ყვე­ლა­ფერ­ში ვუ­გებთ და ვავ­სებთ ერ­თმა­ნეთს... პა­ტა­რა გო­გი­ჩას რომ მე­ძა­ხი­ან, არც ეს მწყინს, რა თქმა უნდა (იღი­მის).

- გა­რეგ­ნო­ბით თუ გამ­სგავ­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს?

- როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლას ვართ, ყვე­ლა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ვგა­ვართ. ბოლო დროს, რო­გორც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, სახ­ლშიც ვე­ღარ გვარ­ჩე­ვენ (იცი­ნის). თა­ვად კი მიგ­ვაჩ­ნია, რომ გა­რეგ­ნუ­ლად ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბით, მხო­ლოდ სა­უბ­რის მა­ნე­რა და სი­ცი­ლი გვაქვს ზუს­ტად ერ­თნა­ი­რი.

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასაკ­ში წახ­ვე­დი სას­წავ­ლებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში. შენი მშობ­ლე­ბი ამას რო­გორ შე­ე­გუვ­ნენ?

- 16 წლის ვი­ყა­ვი, როცა სას­წავ­ლებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დი. კო­ლე­ჯში ყვე­ლა სა­განს გერ­მა­ნულ ენა­ზე ვსწავ­ლობ­დი. რაც შე­ე­ხე­ბათ მშობ­ლებს: რა თქმა უნდა, ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, მაგ­რამ იმა­საც ხვდე­ბოდ­ნენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის­თვის იყო სა­ჭი­რო. გერ­მა­ნი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და შთამ­ბეჭ­და­ვი გახ­ლდათ.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც გერ­მა­ნი­ა­ში უნდა წა­სუ­ლი­ყა­ვი?

- სკო­ლა­ში გერ­მა­ნულს ვსწავ­ლობ­დი. ჩა­ვა­ბა­რე და­მა­ტე­ბი­თი გა­მოც­დე­ბი და გერ­მა­ნი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად ამის შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რე. ჩემ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვად სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა აიღო. გერ­მა­ნია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს.

- და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- დიახ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ. ყვე­ლა ჩემს პრობ­ლე­ბას თა­ვად ვაგ­ვა­რებ, არა­ვის ვა­წუ­ხებ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი მშობ­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი ოჯა­ხი ყო­ველ­თვის მხარ­ში მიდ­გას, დედა სულ მე­უბ­ნე­ბა, - ადა­მი­ანს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი უნდა ჰქონ­დე­სო. ვიდ­რე რა­ი­მე საქ­მის გა­კე­თე­ბას და­ვი­წყებ, ბევ­რს ვფიქ­რობ იმა­ზე, რა­ი­მე გა­მო­ვა თუ არა, მო­გე­ბუ­ლი დავ­რჩე­ბი თუ წა­გე­ბუ­ლი... სწო­რედ გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლამ გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. 16 წლის ბავ­შვი კარ­გად ვხვდე­ბო­დი, რა დროს რა მჭირ­დე­ბო­და და რო­გორ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. მად­ლო­ბე­ლი ვარ მშობ­ლე­ბის, რომ ასეთ პა­ტა­რა ასაკ­ში უცხო ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლის უფ­ლე­ბა მომ­ცეს.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თუ გყავს?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ.

იხი­ლეთ ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის გა­მომ­წვე­ვი ფო­ტო­ე­ბი

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე რას გვე­ტყვი?

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ ვუ­ჩი­ვი. ისი­ნი სხვა­დას­ხვა ხერ­ხით ცდი­ლო­ბენ ჩემი გუ­ლის მო­გე­ბას. თუმ­ცა, ეს ვე­რა­ვინ მო­ა­ხერ­ხა. არ ვარ რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ის რა­ღა­ცე­ბი, რი­თაც ისი­ნი ჩემი გუ­ლის მო­გე­ბას ცდი­ლო­ბენ, ჩემ­ზე არ მოქ­მე­დებს (თუმ­ცა, სხვა გო­გო­ნებს გულს "უდნობს").

- მა­ინც, რას აკე­თე­ბენ შენი გუ­ლის მო­სა­გე­ბად?

- ლექ­სებს მი­ძღვნი­ან, ყვა­ვი­ლებს მიგ­ზავ­ნი­ან და ა.შ.

- ფან­ჯრე­ბის წინ სე­რე­ნა­დებ­საც ხომ არ გიმ­ღე­რი­ან?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი აზრი არც ერთ მათ­განს არ მოს­ვლია თავ­ში. ვფიქ­რობ, როცა ადა­მი­ა­ნი მოგ­წონს, ზედ­მე­ტი რა­ღა­ცე­ბი არ არის სა­ჭი­რო.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონს?

- მომ­წონს ვაჟ­კა­ცუ­რი ტი­პე­ბი. არ შე­მიძ­ლია ვი­ცხოვ­რო ისე­თი ეჭ­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით, ვი­საც შე­უძ­ლია, ფო­თოლ­ზეც კი იეჭ­ვი­ა­ნოს, თუ შე­გე­ხე­ბა (იცი­ნის). ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და თუ ვინ­მე შე­მიყ­ვარ­დე­ბა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბაბს ნამ­დვი­ლად არ მივ­ცემ.

- შენ და ნა­ნუ­კა ხში­რად კა­მა­თობთ?

- ალ­ბათ იშ­ვი­ა­თად. სა­ლა­პა­რა­კო თემა არას­დროს გვე­ლე­ვა. ძი­რი­თა­დად, იმა­ზე ვკა­მა­თობთ, რომ სხვა­დას­ხვა სტი­ლის მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­ვწონს. ჩემი აზ­რით, მა­მა­კა­ცი პირ­ველ რიგ­ში, ერუ­დი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს და აუ­ცი­ლებ­ლად ჰქონ­დეს იუ­მო­რის გრძნო­ბა! მო­გა­ტყუ­ებ, რომ გი­თხრა, - გა­რეგ­ნო­ბას ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ-მეთ­ქი. ჩემი რჩე­უ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად, სიმ­პა­თი­უ­რიც უნდა იყოს.

- იმის­თვის, რომ ყო­ველ­თვის კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, რას აკე­თებ?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლა და სის­ტე­მა­ტუ­რად ვვარ­ჯი­შობ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუვ­ლი კანს და თმას. ჩემი პრო­ფე­სია მო­ი­თხოვს იმას, რომ სულ ფორ­მა­ში ვიყო. ამ მხრივ დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

კიდევ ერთი სექს-სიმბოლო გოგიჩაიშვილებისგან - "შეყვარებული არ ვარ"

კიდევ ერთი სექს-სიმბოლო გოგიჩაიშვილებისგან - "შეყვარებული არ ვარ"

ნინი გოგიჩაიშვილმა მოდელობა ახლახან დაიწყო. ის საზოგადოებამ როგორც ნანუკა გოგიჩაიშვილის და, ისე გაიცნო. ამბობს, რომ ეს არ აღიზიანებს. ნინი დამოუკიდებელი ადამიანია. უყვარს კითხვა, მოსწონს ენების შესწავლა და არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით.

- როცა ნანუკასთან ერთად სხვადასხვა ჩვენებაზე დავდიოდი, სამოდელო სააგენტოებიდან უამრავ შემოთავაზებას ვიღებდი. თუმცა, ყველას უარს ვეუბნებოდი, რადგან იმ პერიოდში მოდელობისთვის არ მეცალა, სწავლით ვიყავი დაკავებული და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. როცა სტუდენტი გავხდი, მომეცა საშუალება, მოდელის პროფესიაც შემეთავსებინა. 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე "ლუკმოდელთან", რომლის ხელმძღვანელი ნინო ცქიტიშვილი გახლავთ. ის ყველაფერში მიწყობს ხელს; მეხმარება, რომ წარმატებული მოდელი გავხდე. სამოდელო სააგენტოს დახმარებით უცხოეთში გამგზავრებასაც ვაპირებდი, მაგრამ სწავლისა და სამსახურის გამო ეს ვერ მოვახერხე.

- სად მუშაობ?

- "ჯიდიესზე" გადის გადაცემა - "ბინა 18", რომლის წამყვანებიც არიან კოტიკო და ფაქო. მე კი დიჯეის მოვალეობა მაკისრია.

- როგორც ვიცი, რამდენიმე უცხო ენასაც ფლობ...

- დიახ, ვფლობ გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. დიდი სურვილი მაქვს, ესპანურიც ვისწავლო. ვფიქრობ, არ გამიჭირდება. მოგეხსენებათ, გერმანულ ენას ყველაზე რთული გრამატიკა აქვს. ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია ის, რომ მაქვს "სპრაჩდიპლომი", რომლის წყალობითაც შემიძლია, გერმანიის ნებისმიერ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ენის გამოცდა არ ჩავაბარო, ისედაც მიმიღებენ. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რისი მიღწევაც მომავალში მსურს.

- ეს დიპლომი გერმანიაში მოგცეს?

- არა, უბრალოდ, ჩემი ნამუშევრები გერმანიაში გაგზავნეს და იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ჩემთვის ამ დიპლომის გადმოცემა შეეძლოთ.

- რომელ უნივერსიტეტში სწავლობ?

- "ჯიპაში". საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობ, მესამე კურსზე გადავედი. ისე კი, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკაც მაინტერესებს.

- შენი და - ნანუკა ძალიან პოპულარულია. ხომ არ გწყინს, როცა შენზე ამბობენ, რომ ნანუკას და ხარ?

- არა, ეს როგორ უნდა მწყინდეს? პირიქით, მეამაყება, რომ ასეთი კარგი და მყავს. ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ძალიან ვგავართ. მხოლოდ იმით განვსხვავდებით, რომ ჩემზე მეტად ემოციურია. ყველაფერში ვუგებთ და ვავსებთ ერთმანეთს... პატარა გოგიჩას რომ მეძახიან, არც ეს მწყინს, რა თქმა უნდა (იღიმის).

- გარეგნობით თუ გამსგავსებენ ერთმანეთს?

- როცა საზოგადოების თავშეყრის ადგილას ვართ, ყველა გვეუბნება, რომ ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ბოლო დროს, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, სახლშიც ვეღარ გვარჩევენ (იცინის). თავად კი მიგვაჩნია, რომ გარეგნულად ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით, მხოლოდ საუბრის მანერა და სიცილი გვაქვს ზუსტად ერთნაირი.

- ძალიან პატარა ასაკში წახვედი სასწავლებლად გერმანიაში. შენი მშობლები ამას როგორ შეეგუვნენ?

- 16 წლის ვიყავი, როცა სასწავლებლად გერმანიაში წავედი. კოლეჯში ყველა საგანს გერმანულ ენაზე ვსწავლობდი. რაც შეეხებათ მშობლებს: რა თქმა უნდა, ნერვიულობდნენ, მაგრამ იმასაც ხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმატებული მომავლისთვის იყო საჭირო. გერმანიაში გატარებული სტუდენტობა საინტერესო და შთამბეჭდავი გახლდათ.

- რატომ გადაწყვიტე, რომ მაინცდამაინც გერმანიაში უნდა წასულიყავი?

- სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი. ჩავაბარე დამატებითი გამოცდები და გერმანიაში სასწავლებლად ამის შემდეგ გავემგზავრე. ჩემზე პასუხისმგებლობა თავად სკოლის დირექტორმა აიღო. გერმანია განვითარებული ქვეყანაა, სადაც უამრავი ქართველი და უცხოელი სტუდენტი სწავლობს.

- დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

- დიახ, დამოუკიდებელი ვარ. ყველა ჩემს პრობლებას თავად ვაგვარებ, არავის ვაწუხებ. ეს ყველაფერი ჩემი მშობლებისა და ოჯახის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარში მიდგას, დედა სულ მეუბნება, - ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდესო. ვიდრე რაიმე საქმის გაკეთებას დავიწყებ, ბევრს ვფიქრობ იმაზე, რაიმე გამოვა თუ არა, მოგებული დავრჩები თუ წაგებული... სწორედ გერმანიაში სწავლამ განაპირობა ჩემი, როგორც დამოუკიდებელი ადამიანის ჩამოყალიბება. 16 წლის ბავშვი კარგად ვხვდებოდი, რა დროს რა მჭირდებოდა და როგორ უნდა გამეკეთებინა. მადლობელი ვარ მშობლების, რომ ასეთ პატარა ასაკში უცხო ქვეყანაში წასვლის უფლება მომცეს.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული არ ვარ.

იხილეთ ნინი გოგიჩაიშვილის გამომწვევი ფოტოები

- თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი?

- თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ ვუჩივი. ისინი სხვადასხვა ხერხით ცდილობენ ჩემი გულის მოგებას. თუმცა, ეს ვერავინ მოახერხა. არ ვარ რომანტიკული ადამიანი და ის რაღაცები, რითაც ისინი ჩემი გულის მოგებას ცდილობენ, ჩემზე არ მოქმედებს (თუმცა, სხვა გოგონებს გულს "უდნობს").

- მაინც, რას აკეთებენ შენი გულის მოსაგებად?

- ლექსებს მიძღვნიან, ყვავილებს მიგზავნიან და ა.შ.

- ფანჯრების წინ სერენადებსაც ხომ არ გიმღერიან?

- საბედნიეროდ, ასეთი აზრი არც ერთ მათგანს არ მოსვლია თავში. ვფიქრობ, როცა ადამიანი მოგწონს, ზედმეტი რაღაცები არ არის საჭირო.

- საინტერესოა, როგორი მამაკაცები მოგწონს?

- მომწონს ვაჟკაცური ტიპები. არ შემიძლია ვიცხოვრო ისეთი ეჭვიანი ადამიანის გვერდით, ვისაც შეუძლია, ფოთოლზეც კი იეჭვიანოს, თუ შეგეხება (იცინის). ძალიან ერთგული ადამიანი ვარ და თუ ვინმე შემიყვარდება, ეჭვიანობის საბაბს ნამდვილად არ მივცემ.

- შენ და ნანუკა ხშირად კამათობთ?

- ალბათ იშვიათად. სალაპარაკო თემა არასდროს გველევა. ძირითადად, იმაზე ვკამათობთ, რომ სხვადასხვა სტილის მამაკაცები მოგვწონს. ჩემი აზრით, მამაკაცი პირველ რიგში, ერუდირებული უნდა იყოს და აუცილებლად ჰქონდეს იუმორის გრძნობა! მოგატყუებ, რომ გითხრა, - გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევ-მეთქი. ჩემი რჩეული აუცილებლად, სიმპათიურიც უნდა იყოს.

- იმისთვის, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდე, რას აკეთებ?

- ძალიან მიყვარს საკუთარი თავის მოვლა და სისტემატურად ვვარჯიშობ, განსაკუთრებულად ვუვლი კანს და თმას. ჩემი პროფესია მოითხოვს იმას, რომ სულ ფორმაში ვიყო. ამ მხრივ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ საკუთარი თავის მიმართ.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება