კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''სუხიშვილების'' სოლისტის არაჩვეულებრივი სიურპრიზი დიდი ხნის უნახავ დედას
''სუხიშვილების'' სოლისტის არაჩვეულებრივი სიურპრიზი დიდი ხნის უნახავ დედას

24 წლის მურ­მან გა­გო­ში­ძე, იგი­ვე მუ­რი­კო, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ფი­ნალ­ში ამა­ვე პრო­ექ­ტის წინა სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბულ­თან, ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. მათ შე­ას­რუ­ლეს ცეკ­ვა მო­დერ­ნი, რომ­ლის დად­გმაც მთლი­ა­ნად მუ­როს ეკუთ­ვნის. ამ ნომ­რით კმა­ყო­ფი­ლი გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვი ბი­ჭის ვი­ნა­ო­ბას კი­თხუ­ლობ­და. სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სო­ლის­ტი­აო, მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია პრო­ექ­ტის წამ­ყვა­ნებ­მა. მურო სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ახალ პროგ­რა­მა "რა­მიშ­ვი­ლებ­შიც" ცეკ­ვავს.

ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნოთ ეს ნი­ჭი­ე­რი მო­ცეკ­ვა­ვე.

- ქუ­თა­ი­სი­დან ვარ. მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი ხე­ლოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მა­მა­ჩე­მი, ბად­რი გა­გო­ში­ძე, მო­ცეკ­ვა­ვეა, ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლსა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ან­სამ­ბლში ცეკ­ვავ­და. ერთხელ ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი და ნინო რა­მიშ­ვი­ლი ყო­ფი­ლან მი­სუ­ლი ე.წ "ზაკ­ვო­ში", სა­ი­და­ნაც აარ­ჩი­ეს ბი­ჭე­ბი ან­სამ­ბლის­თვის. მათ შო­რის მოხ­ვდა მა­მაც, მაგ­რამ შემ­დეგ მა­მას ჯარ­ში უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­და და ან­სამ­ბლში ვე­ღარ მი­ვი­და. მა­მა­ჩე­მის აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა მე ავახ­დი­ნე. დე­და­ჩე­მი, დოდო გი­ორ­გა­ძე, მომ­ღე­რა­ლია, მუ­სი­კო­სი. ბე­ბი­ა­ჩე­მი - პო­ე­ტი. 5 წლი­საც არ ვი­ყა­ვი, მშობ­ლებ­მა ცეკ­ვა­ზე რომ მი­მიყ­ვა­ნეს. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვი­ცეკ­ვე ქუ­თა­ის­ში. მერე თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად და "პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში" მი­მიყ­ვა­ნეს თა­მაზ ჟორ­ჟო­ლი­ან­თან. ბა­ტო­ნი თა­მა­ზი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე გახ­ლდათ. ხუთი წელი ვი­ცეკ­ვე მის ან­სამ­ბლ "იბე­რი­ა­ში", რო­მე­ლიც მერე და­ი­შა­ლა.

მივ­ხვდი, რომ ცეკ­ვის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მეძ­ლო. ვცეკ­ვავ­დი სახ­ლში, მე­გობ­რებ­ში, სო­ფელ­ში, სკო­ლა­ში, ყველ­გან, სა­დაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და. ჩემი ოც­ნე­ბა იყო, "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" მე­ცეკ­ვა. როცა ამ ან­სამ­ბლმა პირ­ვე­ლი "ასა ფარ­თი" გა­მო­ი­ტა­ნა სცე­ნა­ზე, ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა კონ­ცერ­ტზე წა­მიყ­ვა­ნა, "პირ­ვე­ლი არ­ხის" ოპე­რა­ტო­რი იყო. კონ­ცერ­ტზე სი­ცხი­ა­ნი წა­ვე­დი. მა­შინ ბა­ტო­ნი თენ­გიზ სუ­ხიშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლი იყო. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა მი­მიყ­ვა­ნა ბა­ტონ თენ­გიზ­თან და უთხრა, ამ ბიჭს ცეკ­ვის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლი­აო. მე­ო­რე დღეს სტუ­დი­ა­ში და­მი­ბა­რა. იმ ღა­მეს სი­ხა­რუ­ლის­გან ვერ და­ვი­ძი­ნე. 2 წელი ვი­ცეკ­ვე სტუ­დი­ა­ში. 16 წლის უკვე ან­სამ­ბლში გად­მო­მიყ­ვა­ნეს.

- რო­გორ?

- ერთ დღეს და­მი­რე­კა ჩემ­მა ქო­რე­ოგ­რაფ­მა, დათო უგ­რე­ხე­ლი­ძემ, და მი­თხრა, რა­ტომ აგ­ვი­ა­ნებ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, ხვალ ან­სამ­ბლში გა­სინ­ჯვა გაქ­ვსო. სი­ცხი­ა­ნი ვი­ყა­ვი ისევ და არ ვა­პი­რებ­დი მის­ვლას. სი­ცხე კარ­გად მაქვს დაც­დი­ლი (იცი­ნის). სახ­ლში რაღა გა­მა­ჩე­რებ­და, ავად­მყო­ფო­ბაც კი და­მა­ვი­წყდა. მე­ო­რე დი­ლის­თვის და­მი­ბა­რეს გა­სინ­ჯვა­ზე. ოჯახ­ში არ ვთქვი, სი­ურპრი­ზის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რომ ან­სამ­ბლში მოვ­ხვდე­ბო­დი, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი მა­ინც მქონ­და.

დარ­ბაზ­ში რომ შე­ვე­დი, არა­ვინ იყო, მარ­ტო ილი­კო, ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი და ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ის­ხდნენ. შევ­ბრუნ­დი, სა­მუხ­ლე­ე­ბი გა­ვი­კე­თე, ბენ­დე­ნა წა­ვი­კა­რი თავ­ზე, შე­მოვ­ბრუნ­დი და რას ვხე­დავ, ას ოცი კაცი ზის დარ­ბაზ­ში. თან ისე­თი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, რომ­ლებ­თან ვარ­ჯიშ­ზეც მხო­ლოდ ვი­ოც­ნე­ბებ­დი. ავ­ნერ­ვი­ულ­დი, ენერ­გია წა­მერ­თვა, ფერი დავ­კარ­გე, კან­კალ­მა ამი­ტა­ნა. დათო უგ­რე­ხე­ლი­ძე მო­ვი­და და მი­თხრა, მურო, არ შე­მარ­ცხვი­ნოო. გამ­სინ­ჯეს. ბა­ტონ­მა თენ­გიზ­მა და­მი­ძა­ხა, თავ­ზე ხელი გა­და­მის­ვა და ან­სამ­ბლში მი­ღე­ბუ­ლი ხარო, მი­თხრა. იმ სი­ხა­რუ­ლის ემო­ცი­ას ვერ გად­მოგ­ცემთ. და­ვუ­რე­კე მა­მა­ჩემს და ახა­ლი ამ­ბა­ვი ვა­ხა­რე. სახ­ლში დე­დაც და მა­მაც ტი­რი­ლით დამ­ხვდნენ. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ მე ეს სი­ხა­რუ­ლი გან­მე­ცა­და. ბევ­რი რამ მო­იკ­ლეს, ძა­ლი­ან დიდი გა­ჭირ­ვე­ბა გა­მო­ი­ა­რეს. რომ და­ვუ­ფა­სე, ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მი­ხა­რო­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

''სუხიშვილების'' სოლისტის არაჩვეულებრივი სიურპრიზი დიდი ხნის უნახავ დედას

''სუხიშვილების'' სოლისტის არაჩვეულებრივი სიურპრიზი დიდი ხნის უნახავ დედას

24 წლის მურმან გაგოშიძე, იგივე მურიკო, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ფინალში ამავე პროექტის წინა სეზონის გამარჯვებულთან, ქეთი ხატიაშვილთან ერთად გამოჩნდა. მათ შეასრულეს ცეკვა მოდერნი, რომლის დადგმაც მთლიანად მუროს ეკუთვნის. ამ ნომრით კმაყოფილი გოჩა ჩერტკოევი ბიჭის ვინაობას კითხულობდა. სუხიშვილების სოლისტიაო, მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის წამყვანებმა. მურო სუხიშვილების ახალ პროგრამა ''რამიშვილებშიც'' ცეკვავს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგაცნოთ ეს ნიჭიერი მოცეკვავე.

- ქუთაისიდან ვარ. მთელი ჩემი ოჯახი ხელოვნებას ემსახურებოდა. მამაჩემი, ბადრი გაგოშიძე, მოცეკვავეა, ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლსა და შეიარაღებული ძალების ანსამბლში ცეკვავდა. ერთხელ ბატონი თენგიზი და ნინო რამიშვილი ყოფილან მისული ე.წ ''ზაკვოში'', საიდანაც აარჩიეს ბიჭები ანსამბლისთვის. მათ შორის მოხვდა მამაც, მაგრამ შემდეგ მამას ჯარში უთანხმოება მოუვიდა და ანსამბლში ვეღარ მივიდა. მამაჩემის აუხდენელი ოცნება მე ავახდინე. დედაჩემი, დოდო გიორგაძე, მომღერალია, მუსიკოსი. ბებიაჩემი - პოეტი. 5 წლისაც არ ვიყავი, მშობლებმა ცეკვაზე რომ მიმიყვანეს. წელიწად-ნახევარი ვიცეკვე ქუთაისში. მერე თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და ''პიონერთა სასახლეში'' მიმიყვანეს თამაზ ჟორჟოლიანთან. ბატონი თამაზი სუხიშვილების მოცეკვავე გახლდათ. ხუთი წელი ვიცეკვე მის ანსამბლ ''იბერიაში'', რომელიც მერე დაიშალა.

მივხვდი, რომ ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. ვცეკვავდი სახლში, მეგობრებში, სოფელში, სკოლაში, ყველგან, სადაც ამის საშუალება მქონდა. ჩემი ოცნება იყო, ''სუხიშვილებში'' მეცეკვა. როცა ამ ანსამბლმა პირველი ''ასა ფართი'' გამოიტანა სცენაზე, ჩემმა ბიძაშვილმა კონცერტზე წამიყვანა, ''პირველი არხის'' ოპერატორი იყო. კონცერტზე სიცხიანი წავედი. მაშინ ბატონი თენგიზ სუხიშვილი ცოცხალი იყო. კონცერტის შემდეგ ჩემმა ბიძაშვილმა მიმიყვანა ბატონ თენგიზთან და უთხრა, ამ ბიჭს ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიაო. მეორე დღეს სტუდიაში დამიბარა. იმ ღამეს სიხარულისგან ვერ დავიძინე. 2 წელი ვიცეკვე სტუდიაში. 16 წლის უკვე ანსამბლში გადმომიყვანეს.

- როგორ?

- ერთ დღეს დამირეკა ჩემმა ქორეოგრაფმა, დათო უგრეხელიძემ, და მითხრა, რატომ აგვიანებ რეპეტიციაზე, ხვალ ანსამბლში გასინჯვა გაქვსო. სიცხიანი ვიყავი ისევ და არ ვაპირებდი მისვლას. სიცხე კარგად მაქვს დაცდილი (იცინის). სახლში რაღა გამაჩერებდა, ავადმყოფობაც კი დამავიწყდა. მეორე დილისთვის დამიბარეს გასინჯვაზე. ოჯახში არ ვთქვი, სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ანსამბლში მოვხვდებოდი, მაგრამ საკუთარი თავის იმედი მაინც მქონდა.

დარბაზში რომ შევედი, არავინ იყო, მარტო ილიკო, ბატონი თენგიზი და ქალბატონი ნინო ისხდნენ. შევბრუნდი, სამუხლეები გავიკეთე, ბენდენა წავიკარი თავზე, შემოვბრუნდი და რას ვხედავ, ას ოცი კაცი ზის დარბაზში. თან ისეთი მოცეკვავეები, რომლებთან ვარჯიშზეც მხოლოდ ვიოცნებებდი. ავნერვიულდი, ენერგია წამერთვა, ფერი დავკარგე, კანკალმა ამიტანა. დათო უგრეხელიძე მოვიდა და მითხრა, მურო, არ შემარცხვინოო. გამსინჯეს. ბატონმა თენგიზმა დამიძახა, თავზე ხელი გადამისვა და ანსამბლში მიღებული ხარო, მითხრა. იმ სიხარულის ემოციას ვერ გადმოგცემთ. დავურეკე მამაჩემს და ახალი ამბავი ვახარე. სახლში დედაც და მამაც ტირილით დამხვდნენ. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მე ეს სიხარული განმეცადა. ბევრი რამ მოიკლეს, ძალიან დიდი გაჭირვება გამოიარეს. რომ დავუფასე, ყველაზე მეტად ის მიხაროდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია