მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომპრომატი ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს ზურაბ ჟვანიაზე
რა კომპრომატი ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს ზურაბ ჟვანიაზე

ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გვერ­დით გა­ა­ტა­რა. დიდ პო­ლი­ტი­კა­შიც ერ­თად მო­ვიდ­ნენ და ერ­თად­ვე და­ტო­ვეს პი­ლი­ტი­კუ­რი ას­პა­რე­ზი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო დროს შო­უ­ბიზ­ნეს­შიც მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი თავს ისევ პო­ლი­ტი­კურ ვარ­სკვლა­ვად თვლის.

- ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტის გვერ­დით გა­ა­ტა­რეთ, რა გახ­სენ­დე­ბათ დღეს?

- 1994 წელს ვთქვი, რომ ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ა­ლი იყო ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე და ახ­ლაც ასე ვფიქ­რობ. 1992 წლის 7 მარტს ჩა­მო­ვი­და ედუ­არ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე­უღ­ლის, ნა­ნუ­ლის და­ბა­დე­ბის დღეს და­ამ­თხვია სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ამ დღეს არის და­ბა­დე­ბუ­ლი ჩემი მე­უღ­ლეც. პირ­ვე­ლი ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა მა­შინ მო­ვახ­დი­ნე, როცა ნო­დარ ნა­თა­ძეს ბორ­ჯო­მი შე­ვას­ხი სა­ხე­ში. მა­შინ და­ი­ნა­ხა ედუ­არ­დმა, რომ ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას აღარ აქვს მო­ნო­პო­ლია სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­ზე, ღირ­სე­ბა­ზე და წე­სი­ე­რე­ბა­ზე და ვერც ვე­რა­ვის და­ში­ნე­ბას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ. ამან, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­ხიბ­ლა შე­ვარ­დნა­ძე.

- მსგავს აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში თა­ვად თუ გი­ნახ­ვათ ბა­ტო­ნი ედუ­არ­დი?

- გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მი­ნა­ხავს, ჯა­ბას­თან და­ტა­კე­ბუ­ლი. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ედუ­არ­დმა გა­მო­ა­ცხა­და, გა­დავ­დგე­ბიო. ჯაბა მო­ვი­და, რას შვე­ბიო, შე­უ­ტია. ჯაბა ვაჟ­კა­ცი კაცი იყო, მიმ­წო­ლი. ედუ­არ­დი გა­ე­ქა­ჩა ტრი­ბუ­ნი­დან, შენ რომ ტე­ლე­ფო­ნი და­მი­კი­დეო?! რო­გორც ჩანს ეს ამ­ბა­ვი ოდეს­ღაც ყო­ფი­ლა, ედუ­არდს ჩარ­ჩე­ნი­ლი ჰქონ­და და წა­მო­ა­ძა­ხა, ვინ არის ჯაბა, მე რომ ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შო­სო, იფიქ­რა. გა­გიჟ­და ჯაბა, ნახე რას მე­უბ­ნე­ბაო. ედუ­არდს ჰქონ­და კა­ცუ­რი მო­მენ­ტე­ბი. მე რომ მკი­თხოთ, ერთ-ერთი ვაჟ­კა­ცი კაცი იყო, ვინც ცხოვ­რე­ბა­ში მი­ნა­ხავს. ამა­ში ედუ­არ­დი სა­მა­გა­ლი­თო იყო ჩემ­თვის.

- მას მერე, რაც პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, ალ­ბათ, ხში­რად სტუმ­რობ­დით რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, რო­გორ უყუ­რებ­და ახალ მთავ­რო­ბას?

- ძა­ლი­ან ცუ­დად, თუმ­ცა გან­ჭვრე­ტის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი უნა­რი ჰქონ­და. ხში­რად თავს იკა­ვებ­და, ღიად არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არ გა­მო­დი­ო­და. სა­ნამ თავ­ზე არ და­ამ­ხეს ყვე­ლა­ფე­რი და გა­დად­გო­მა არ მოს­თხო­ვეს, ხმა არ ამო­უ­ღია.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რა კომპრომატი ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს ზურაბ ჟვანიაზე

რა კომპრომატი ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს ზურაბ ჟვანიაზე

ცხოვრების საუკეთესო წლები ედუარდ შევარდნაძის გვერდით გაატარა. დიდ პოლიტიკაშიც ერთად მოვიდნენ და ერთადვე დატოვეს პილიტიკური ასპარეზი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს შოუბიზნესშიც მოსინჯა ძალები, ვახტანგ რჩეულიშვილი თავს ისევ პოლიტიკურ ვარსკვლავად თვლის.

- ბატონო ვახტანგ, ცხოვრების თითქმის ნახევარი საქართველოს მეორე პრეზიდენტის გვერდით გაატარეთ, რა გახსენდებათ დღეს?

- 1994 წელს ვთქვი, რომ ჩემი პოლიტიკური იდეალი იყო ედუარდ შევარდნაძე და ახლაც ასე ვფიქრობ. 1992 წლის 7 მარტს ჩამოვიდა ედუარდი საქართველოში, მეუღლის, ნანულის დაბადების დღეს დაამთხვია სამშობლოში დაბრუნება. ამ დღეს არის დაბადებული ჩემი მეუღლეც. პირველი ძალის დემონსტრირება მაშინ მოვახდინე, როცა ნოდარ ნათაძეს ბორჯომი შევასხი სახეში. მაშინ დაინახა ედუარდმა, რომ ეროვნულ მოძრაობას აღარ აქვს მონოპოლია სამშობლოს სიყვარულზე, ღირსებაზე და წესიერებაზე და ვერც ვერავის დაშინებას ვეღარ შეძლებენ. ამან, რასაკვირველია, მოხიბლა შევარდნაძე.

- მსგავს აფექტურ მდგომარეობაში თავად თუ გინახვათ ბატონი ედუარდი?

- გაბრაზებული მინახავს, ჯაბასთან დატაკებული. ეს ის პერიოდია, როცა ედუარდმა გამოაცხადა, გადავდგებიო. ჯაბა მოვიდა, რას შვებიო, შეუტია. ჯაბა ვაჟკაცი კაცი იყო, მიმწოლი. ედუარდი გაექაჩა ტრიბუნიდან, შენ რომ ტელეფონი დამიკიდეო?! როგორც ჩანს ეს ამბავი ოდესღაც ყოფილა, ედუარდს ჩარჩენილი ჰქონდა და წამოაძახა, ვინ არის ჯაბა, მე რომ ტელეფონი გამითიშოსო, იფიქრა. გაგიჟდა ჯაბა, ნახე რას მეუბნებაო. ედუარდს ჰქონდა კაცური მომენტები. მე რომ მკითხოთ, ერთ-ერთი ვაჟკაცი კაცი იყო, ვინც ცხოვრებაში მინახავს. ამაში ედუარდი სამაგალითო იყო ჩემთვის.

- მას მერე, რაც პოლიტიკიდან წავიდა, ალბათ, ხშირად სტუმრობდით რეზიდენციაში, როგორ უყურებდა ახალ მთავრობას?

- ძალიან ცუდად, თუმცა განჭვრეტის არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა. ხშირად თავს იკავებდა, ღიად არავის წინააღმდეგ არ გამოდიოდა. სანამ თავზე არ დაამხეს ყველაფერი და გადადგომა არ მოსთხოვეს, ხმა არ ამოუღია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა