საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადების თარიღი ცნობილი გახდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადების თარიღი ცნობილი გახდა

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი დას­რულ­და. 2014 წლის გა­მოც­დე­ბი შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა შე­ა­ჯა­მა.

მისი თქმით, 2014 წლის ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი მშვიდ და ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტარ­და. მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის თქმით, არა­ნა­ირ სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვებს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

რო­გორც ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა გან­მარ­ტა, პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა 20 ივ­ლი­სი­დან და­ი­წყე­ბა. პირ­ველ რიგ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა ზო­გა­დი უნა­რე­ბის შე­დე­გე­ბი. ამას­თან, მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მი­მარ­თა და შე­ახ­სე­ნა, რომ რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ სა­სურ­ვე­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბი და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი აირ­ჩი­ონ. "რო­გორც კი დას­რულ­დე­ბა ყვე­ლა სა­გა­მოც­დო საგ­ნის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა, კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღე ექ­ნე­ბათ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­საძ­ლე­ბო­ბა შე­ი­ტა­ნონ ცვლი­ლე­ბე­ბი ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. შემ­დეგ უკვე იწყე­ბა აპე­ლა­ცი­ის პრო­ცე­სი და ბუ­ნებ­რი­ვია, მათ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ექ­ნე­ბათ", - აღ­ნიშ­ნა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა.

ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის პრო­ცე­სი შე­წყდე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბას­თან ერ­თად.

დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა იმ სი­ახ­ლე­ებ­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც წელს ცენ­ტრმა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შეს­თა­ვა­ზა. კერ­ძოდ, წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს პირ­ვე­ლად ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­ჩე­ვით საგ­ნად სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ. წელს უცხო ენის გა­მოც­დას მოს­მე­ნის ნა­წი­ლი და­ე­მა­ტა, ასე­ვე 2014 წელს მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რის დად­გე­ნის ახა­ლი მიდ­გო­მა შე­მუ­შავ­და. კერ­ძოდ, გა­თა­ნაბ­რე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რა ქუ­ლას მი­ი­ღებ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტი ამა თუ იმ საგ­ნის ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ვა­რი­ან­ტი რომ და­ე­წე­რა, გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი ქულა არის მაქ­სი­მა­ლუ­რი იმათ­გან რაც აბი­ტუ­რი­ენ­ტმა მი­ი­ღო რე­ა­ლუ­რად და რაც შე­იძ­ლე­ბო­და მი­ე­ღო, სხვა ვა­რი­ან­ტი რომ და­ე­წე­რა.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 26 ივ­ნისს, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დით და­ი­წყო და დღეს ფი­ზი­კი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მოც­დით დას­რულ­და. რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ტის­ტი­კას, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის წელს რე­გის­ტრა­ცია 36 000 მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა გა­ი­ა­რა. ასე­ვე გა­მოც­დე­ბის­თვის და­რე­გის­ტრირ­და 20 000-მდე პე­და­გო­გი და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი, 12 000-მდე მა­გის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი და 5 000-მდე სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც გრან­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ეცა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადების თარიღი ცნობილი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადების თარიღი ცნობილი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. 2014 წლის გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა შეაჯამა.

მისი თქმით, 2014 წლის ეროვნული გამოცდები მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩატარდა. მაია მიმინოშვილის თქმით, არანაირ სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

როგორც ცენტრის დირექტორმა განმარტა, პირველადი შედეგების გამოცხადება 20 ივლისიდან დაიწყება. პირველ რიგში გამოცხადდება ზოგადი უნარების შედეგები. ამასთან, მაია მიმინოშვილმა აბიტურიენტებს მიმართა და შეახსენა, რომ რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ სასურველი ფაკულტეტები და უმაღლესი სასწავლებლები აირჩიონ. "როგორც კი დასრულდება ყველა საგამოცდო საგნის შედეგების გამოცხადება, კიდევ რამდენიმე დღე ექნებათ აბიტურიენტებს შესაძლებობა შეიტანონ ცვლილებები ჩამონათვალში. შემდეგ უკვე იწყება აპელაციის პროცესი და ბუნებრივია, მათ ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა არ ექნებათ", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

ცვლილებების შეტანის პროცესი შეწყდება სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა იმ სიახლეებზეც ისაუბრა, რომელიც წელს ცენტრმა აბიტურიენტებს შესთავაზა. კერძოდ, წელს აბიტურიენტებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ჩაებარებინათ. წელს უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილი დაემატა, ასევე 2014 წელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დადგენის ახალი მიდგომა შემუშავდა. კერძოდ, გათანაბრებისას გათვალისწინებულია რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი ამა თუ იმ საგნის ნებისმიერი სხვა ვარიანტი რომ დაეწერა, გათანაბრებული ქულა არის მაქსიმალური იმათგან რაც აბიტურიენტმა მიიღო რეალურად და რაც შეიძლებოდა მიეღო, სხვა ვარიანტი რომ დაეწერა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და დღეს ფიზიკისა და ხელოვნების გამოცდით დასრულდა. რაც შეეხება სტატისტიკას, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს რეგისტრაცია 36 000 მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ასევე გამოცდებისთვის დარეგისტრირდა 20 000-მდე პედაგოგი და მასწავლებლობის მსურველი, 12 000-მდე მაგისტრობის კანდიდატი და 5 000-მდე სტუდენტი, რომელიც გრანტის გაუმჯობესებას ეცადა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია