მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უზენაესმა სასამართლომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა
უზენაესმა სასამართლომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ე.წ. სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­მე­ბის საქ­მე­ზე ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში დარ­ჩა.

სა­სა­მარ­თლომ ერთი პი­რის, ორი ინ­სტან­ცი­ის მიერ გა­მარ­თლე­ბუ­ლი მე­რაბ კი­კა­ბი­ძის მი­მართ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა და მას ჯა­რი­მა და­ა­კის­რა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კი­კა­ბი­ძე დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბა­ში, რის­თვი­საც მას 10 000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა.

ამას­თან, უზე­ნას­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა ალექ­სან­დრე გორ­გა­ძის ნა­წილ­ში. კერ­ძოდ, გორ­გა­ძეს, რო­მელ­საც სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 3 წლით და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და, 5 თვე და­აკ­ლდა. სა­ა­პე­ლა­ცი­ოს გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში დარ­ჩა ზუ­რაბ შა­მა­თა­ვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მელ­საც 3 წლი­თა და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა სწო­რედ მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ შე­უ­ფარ­და. და­ნარ­ჩენ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში დარ­ჩა, მათ შო­რის გიგი კა­ლან­და­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მა და­ე­კის­რა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლია.

ე.წ. სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­მე­ბის საქ­მე­ზე ბაჩო ახა­ლა­ი­ას და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბულ 7 სამ­ხედ­რო პირს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში გა­მო­უ­ტა­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რა, რო­მელ­მაც გა­ნა­ჩე­ნი გორ­გა­ძეს­თან და შა­მა­თა­ვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში შეც­ვა­ლა და 3 წლი­თა და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. გორ­გა­ძე და შა­მა­თა­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს.

სა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს შემ­დეგ კი პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა.

ე.წ. სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­მე­ბის საქ­მე 3 ეპი­ზოდს მო­ი­ცავს: სე­ნა­კის საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­მე­ბას, ვა­ზი­ა­ნის საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე ასე­ვე სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­მე­ბას და ასე­ვე ზვი­ად აბე­სა­ძის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

უზენაესმა სასამართლომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

უზენაესმა სასამართლომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. სამხედროების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა.

სასამართლომ ერთი პირის, ორი ინსტანციის მიერ გამართლებული მერაბ კიკაბიძის მიმართ გადაწყვეტილება შეცვალა და მას ჯარიმა დააკისრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიკაბიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივ გულგრილობაში, რისთვისაც მას 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ამასთან, უზენასმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა ალექსანდრე გორგაძის ნაწილში. კერძოდ, გორგაძეს, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, 5 თვე დააკლდა. სააპელაციოს განაჩენი ძალაში დარჩა ზურაბ შამათავასთან მიმართებაში, რომელსაც 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სწორედ მეორე ინსტანციის სასამართლომ შეუფარდა. დანარჩენ პირებთან მიმართებაში გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა, მათ შორის გიგი კალანდაძესთან მიმართებაში, რომელსაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა, თუმცა აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია.

ე.წ. სამხედროების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ 7 სამხედრო პირს საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გასული წლის აგვისტოში გამოუტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც განაჩენი გორგაძესთან და შამათავასთან მიმართებაში შეცვალა და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გორგაძე და შამათავა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში დააკავეს.

საპელაციო სასამართლოს შემდეგ კი პროკურატურამ გამამართლებელი განაჩენის შეცვლის შუამდგომლობით უზენაეს სასამართლოს მიმართა.

ე.წ. სამხედროების წამების საქმე 3 ეპიზოდს მოიცავს: სენაკის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროების წამებას, ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ასევე სამხედროების წამებას და ასევე ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ