საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიგორი ლეპსი დღეს საკუთარ იუბილეს საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნავს
გრიგორი ლეპსი დღეს საკუთარ იუბილეს საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნავს

16 ივ­ლისს გრი­გო­რი ლეპ­სის და­ბა­დე­ბის დღეა. წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღე­რა­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად სა­კუ­თარ იუ­ბი­ლეს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტით აღ­ნიშ­ნავს.

ამ­ჯე­რად კონ­ცერ­ტი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხით ონ­კო­ლო­გი­უ­რად და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს და­ეხ­მა­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი გრი­გო­რი ლეპ­სი 7 დე­კემ­ბერს პირ­ვე­ლად გა­მარ­თავს კონ­ცერტს, რო­მე­ლიც სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში შედ­გე­ბა. კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო საპ­რო­დი­უ­სე­რო ფირ­მა "ტრი­და პრო­მო­უ­შე­ნი".

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის აპა­რა­ტუ­რით. სპე­ცი­ა­ლუ­რად კონ­ცერ­ტის­თვის იც­ვლე­ბა სპორ­ტის სა­სახ­ლის დარ­ბა­ზის გან­ლა­გე­ბა, რის შე­დე­გა­დაც და­მონ­ტაჟ­დე­ბა სპეც. აპა­რა­ტუ­რა ხმის მშთან­თქა­ვი ეკ­რა­ნით, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის ხმის ჟღე­რა­დო­ბას. სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა ხმის ხა­რისხზე.

წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი, ქ. სოჭ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი გრი­გო­რი ლეპ­სი დღე­ი­სათ­ვის წარ­მო­ად­გენს პირ­ვე­ლი ეშე­ლო­ნის ტოპ შემ­სრუ­ლე­ბელს რო­მე­ლიც გა­ყი­დუ­ლი დის­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით წელს მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე ად­გილ­ზეა. ამით აიხ­სნე­ბა ბი­ლე­თე­ბის მა­ღა­ლი ფასი, თუმ­ცა ლეპ­სის თბი­ლი­სის კონ­ცერ­ტი წარ­მო­ად­გენს იმ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვას როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის ტოპ შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის ზე­ნი­ტში.

დარ­ბაზ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა კლი­მატ კონ­ტრო­ლი.

ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის ჯი­ხუ­რებ­სა და biletebi.ge -ზე.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

გრიგორი ლეპსი დღეს საკუთარ იუბილეს საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნავს

გრიგორი ლეპსი დღეს საკუთარ იუბილეს საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნავს

16 ივლისს გრიგორი ლეპსის დაბადების დღეა. წარმოშობით ქართველი რუსეთში მოღვაწე მომღერალი ტრადიციულად საკუთარ იუბილეს საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნავს.

ამჯერად კონცერტიდან შემოსული თანხით ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება.

საქართველოში კი გრიგორი ლეპსი 7 დეკემბერს პირველად გამართავს კონცერტს, რომელიც სპორტის სასახლეში შედგება. კონცერტის ორგანიზატორია საერთაშორისო საპროდიუსერო ფირმა „ტრიდა პრომოუშენი“.

პირველად საქართველოში კონცერტი ჩატარდება საერთაშორისო დონის, უმაღლესი ხარისხის აპარატურით. სპეციალურად კონცერტისთვის იცვლება სპორტის სასახლის დარბაზის განლაგება, რის შედეგადაც დამონტაჟდება სპეც. აპარატურა ხმის მშთანთქავი ეკრანით, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის ხმის ჟღერადობას. სპორტის სასახლეში გამართული კონცერტების ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ხმის ხარისხზე.

წარმოშობით ქართველი, ქ. სოჭში დაბადებული გრიგორი ლეპსი დღეისათვის წარმოადგენს პირველი ეშელონის ტოპ შემსრულებელს რომელიც გაყიდული დისკების რაოდენობით წელს მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ამით აიხსნება ბილეთების მაღალი ფასი, თუმცა ლეპსის თბილისის კონცერტი წარმოადგენს იმ იშვიათ შემთხვევას როცა საქართველოში ჩამოდის ტოპ შემსრულებელი თავისი შემოქმედების ზენიტში.

დარბაზში უზრუნველყოფილი იქნება კლიმატ კონტროლი.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია საქართველოს ფოსტის ჯიხურებსა და biletebi.ge -ზე.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი