კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეში ნახევარი მილიონი ადამიანი ონლაინთამაშით "ერთობა" - ვის არ აწყობს სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრება საქართველოში
დღეში ნახევარი მილიონი ადამიანი ონლაინთამაშით "ერთობა" - ვის არ აწყობს სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრება საქართველოში

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. ალ­ბათ თქვენც იც­ნობთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად თა­მა­შო­ბენ და წა­გე­ბუ­ლის გა­სას­ტუმ­რებ­ლად ოჯა­ხი­დან გა­აქვთ ყვე­ლა­ფე­რი - სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბიც კი. ასე­თე­ბი ხში­რად სახლ-კარ­საც ყი­დი­ან, რომ წა­გე­ბუ­ლი თან­ხა გა­ის­ტუმ­რონ.

"ლუ­დო­მა­ნია" - ასე უწო­დეს მეც­ნი­ე­რებ­მა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­სად­მი ავად­მყო­ფურ ლტოლ­ვას, რო­მელ­საც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­უ­ღუ­პავს. ლუ­დო­მა­ნი­ას ხში­რად თან ახ­ლავს დეპ­რე­სი­უ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და ალ­კოჰო­ლიზ­მი, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის, რომ ლუ­დო­მა­ნე­ბი სხვებ­ზე ხში­რად ან­გრე­ვენ ოჯახს, კარ­გა­ვენ სამ­სა­ხურს და ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­საც კი პრობ­ლე­მებს უქ­მნი­ან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაა ნე­ბა­დარ­თუ­ლი. უფრო მე­ტიც - ამ მხრივ ჩვენ­თან მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლი­ბე­რა­ლუ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ, "ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცია" სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის რე­გუ­ლი­რე­ბის გამ­კაც­რე­ბას მო­ი­თხოვს. პრობ­ლე­მის არსში უკეთ გა­სარ­კვე­ვად, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, ნო­დარ ჭი­ჭი­ნა­ძეს შევ­ხვდი.

- ბა­ტო­ნო ნო­დარ, თუ არ­სე­ბობს ციფ­რე­ბი და მო­ნა­ცე­მე­ბი - რა მო­გე­ბა აქვთ კა­ზი­ნო­ებ­სა და სა­მო­რი­ნე­ებს?

- ეს ძა­ლი­ან გა­უმჭვირ­ვა­ლე სფე­როა. ძნე­ლია მათი შე­მო­სავ­ლის დად­გე­ნა და იმის გან­სა­ზღვრა, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის კლი­ენ­ტი ან რა შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ სა­თა­მა­შო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. ეს სფე­რო აბ­სო­ლუ­ტუ­რად თვით­დი­ნე­ბა­ზეა მიშ­ვე­ბუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფო მხო­ლოდ მო­საკ­რე­ბელს იღებს, სხვა არა­ნა­ი­რი რე­გუ­ლა­ცია, მო­თხოვ­ნა და სტან­დარ­ტი მათ მი­მართ არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ, ინ­ფორ­მა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის გამო, მხო­ლოდ სა­ვა­რა­უ­დო ციფ­რებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ. კა­ზი­ნოს თი­თო­ე­ულ სა­თა­მა­შო მა­გი­და­ზე მო­საკ­რე­ბელს იხ­დი­ან კვარ­ტალ­ში ერთხელ, 15-დან 30 ათას ლა­რამ­დე. თავ­და­პირ­ვე­ლად კი, სა­მო­რი­ნეს მო­წყო­ბი­სათ­ვის 5-დან 10 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ესა­ჭი­რო­ე­ბა.

ეს გა­და­სა­ხა­დი ზღვა­ში წვე­თია მათ შე­მო­სა­ვალ­თან შე­და­რე­ბით. ერ­თა­დერ­თი, რაც ამ შე­მო­სავ­ლის გა­ან­გა­რი­შე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა, არის ამ კომ­პა­ნი­ე­ბის ვებგ­ვერ­დე­ბი, სა­დაც ონ­ლა­ინ ჩანს, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი თა­მა­შობს. ამ გათ­ვლებ­ზე დაყ­რდნო­ბით სა­ვა­რა­უ­დო ციფ­რის გა­მოყ­ვა­ნაც შე­იძ­ლე­ბა და იმის თქმაც, რომ მი­ლი­ო­ნებ­ზეა სა­უ­ბა­რი. ჩვენ ამ სა­კი­თხზე ვმუ­შა­ობთ და მი­ღე­ბულ შე­დე­გებს ახლო მო­მა­ვალ­ში გა­ვაც­ნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

- ახლა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს და არ­ნა­ხუ­ლი მო­გე­ბა ნა­ხეს ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­მა, თა­ნაც, მას­ში ხში­რად არას­რულ­წლოვ­ნე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

- მე მარ­ტო ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­ზე არ გა­ვა­მახ­ვი­ლებ­დი ყუ­რა­დღე­ბას, რად­გან ეს ჯაჭ­ვის მხო­ლოდ ერთი რგო­ლია. სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი იმი­ტომ არ­სე­ბობს, რომ უმე­ტე­სო­ბამ წა­ა­გოს: შე­იძ­ლე­ბა, მო­ი­გოს ერ­თმა, მაგ­რამ წა­ა­გებს ათი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, გა­ცი­ლე­ბით მეტი ადა­მი­ა­ნი თა­მა­შობს და ეს არ ჩანს იმი­ტომ, რომ ისი­ნი ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში თა­მა­შო­ბენ. აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სა­ი­ტებს ყო­ველ­დღი­უ­რად ძალ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სტუ­მა­რი ჰყავს. ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ერთ ფაქტს მო­გიყ­ვანთ: არ­სე­ბობს ვებგ­ვერ­დი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სა­იტ­ზე შემსვლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბას ით­ვლის;

ჰოდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვან სა­ი­ტებს შო­რის, პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში ყო­ველ­თვის არის სა­თა­მა­შო კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დი, რო­მელ­საც დღე­ში 100 ათა­სამ­დე მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. ასე­თი მსხვი­ლი მას­შტა­ბის კი­დევ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია არ­სე­ბობს, მომცრო­ებ­საც თუ და­ვუ­მა­ტებთ, მათი რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ოცამ­დე ადის. ალ­ბათ დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 500 ათა­სი იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, ვინც სხვა­დას­ხვა ონ­ლა­ინ­თა­მა­შით "ერ­თო­ბა". არ­სე­ბობს დიდი ალ­ბა­თო­ბა, რომ ამ 500 ათა­სი­დან ბევ­რი არას­რულ­წლო­ვა­ნიც იყოს, რად­გან ონ­ლა­ინ­თა­მა­შებ­ში რე­გის­ტრა­ცია სრუ­ლი­ად უკონ­ტრო­ლოდ ხდე­ბა. თუ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის პრაქ­ტი­კას ავი­ღებთ, იქ სპე­ცი­ა­ლუ­რი ბაზა იქ­მნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ხელ­მო­წე­რი­თა და მო­ნა­ცე­მე­ბით ისე­ვე, რო­გორც კო­მერ­ცი­ულ ბან­კში ხდე­ბა.

იქ პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი შე­ვი­დეს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სა­იტ­ზე და ითა­მა­შოს. ჩვენ­ში კი არა­ნა­ი­რი რე­გუ­ლა­ცია და მო­თხოვ­ნა ამ სფე­რო­ში არ არ­სე­ბობს.

- ამას წი­ნათ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, ნო­დარ ხა­დურ­მა ეკო­ნო­მი­კის ზრდის ტემ­პის შე­ნე­ლე­ბა სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვის შემ­ცი­რე­ბით ახ­სნა. რას გვე­ტყვით ამის თა­ო­ბა­ზე?

- გუ­ლახ­დი­ლად გე­ტყვით: პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბა მა­კავ­ში­რებს და დიდ პა­ტივს ვცემ ნო­დარ ხა­დურს, ვფიქ­რობ, რომ ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია ამ სფე­რო­ში, თუმ­ცა, ამ გან­ცხა­დე­ბას ვე­რა­ნა­ირ ახ­სნას და ლო­გი­კას ვერ ვუ­ძებ­ნი. სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­ზე ვე­რა­სო­დეს, ვერც ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვერ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ზრდა ან შე­ნე­ლე­ბა, რად­გან ეს ბიზ­ნე­სი ვე­რა­ნა­ირ დოვ­ლათ­სა და სი­კე­თეს ვერ ქმნის, ეს არის ჰა­ერ­ში გა­ფან­ტუ­ლი ფული: და­ვუშ­ვათ, თქვენ გაქვთ 100 ლარი; იმის ნაც­ვლად, რომ რა­ღაც შე­ი­ძი­ნოთ და ამით ეკო­ნო­მი­კა­ში მი­ზე­რუ­ლი წვლი­ლი მა­ინც შე­ი­ტა­ნოთ, ამ ფულს აგებთ და ეს 100 ლარი ვი­ღა­ცის ჯი­ბე­ში მი­დის. ასე რომ, ეკო­ნო­მი­კა აქე­დან ვე­რა­ნა­ირ სარ­გე­ბელს ვერ ნა­ხუ­ლობს.

- სა­მა­გი­ე­როდ, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში თა­მა­ში სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლუ­ლია და აქ შე­მო­დი­ან თურ­ქე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მო­რი­ნე­ებ­სა და კა­ზი­ნო­ებ­ში სო­ლი­დურ თან­ხას ხარ­ჯა­ვენ.

- რე­ლი­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი მარ­თლაც აკ­რძა­ლუ­ლია, მაგ­რამ მოდი, ლო­გი­კუ­რად ვიმ­სჯე­ლოთ: და­ვუშ­ვათ, შე­მო­ვი­და აქ თურ­ქი ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და წა­ა­გო ათა­სი დო­ლა­რი; სა­კი­თხა­ვია - სად მი­დის ეს ფული? არა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი მას ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის­თვის არ მო­აქვს. ტუ­რისტს შე­მო­სა­ვა­ლი მა­შინ მო­აქვს, როცა შე­მო­დის და ფულს ად­გი­ლობ­რივ ნა­წარმ­ში ხარ­ჯავს. თუ აქ შე­მო­სუ­ლი თურ­ქი ისევ თურ­ქულ პრო­დუქ­ცი­ას შე­ი­ძენს, ეს ფული ავ­ტო­მა­ტუ­რად ბრუნ­დე­ბა თურ­ქეთ­ში.

- ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­ში სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­ზე მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი, ჩვე­ნი კა­ნო­ნი კი მათ მი­მართ საკ­მა­ოდ რბი­ლია.

- ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ამ ბიზ­ნეს­ზე მარ­თლაც მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი. ერთი წლის წინ ჩვენ­თა­ნაც და­ი­წყო კა­მა­თი და მსჯე­ლო­ბა მკაცრ შე­ზღუდ­ვებ­ზე, მაგ­რამ შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ჩუმ­და. ჩვენ არ ვართ ამ ბიზ­ნე­სის აკ­რძალ­ვის მომ­ხრე, არც ის გვინ­და, რომ ვინ­მეს ფეხი და­ა­ჭი­რონ და გას­რი­სონ, მაგ­რამ ის ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, უნდა არ­სე­ბობ­დეს. შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ა­მოწ­მოთ, ლომ­ბარ­დებ­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა და ნა­ხავთ, რამ­დე­ნი ოჯა­ხი გა­უ­ბე­დურ­და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გამო.

- ამ­ბო­ბენ - სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ლო­ბის­ტებ­მა და წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დიდი ფული და­ხარ­ჯეს, რომ ეს თემა მი­ეჩ­ქმა­ლა­თო...

- ჭო­რის დო­ნე­ზე ეს მეც მსმე­ნია, მაგ­რამ დამ­ტკი­ცე­ბა რთუ­ლია. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან მალე მი­იჩ­ქმა­ლა აჟი­ო­ტა­ჟი, რო­მე­ლიც ამ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბას მოჰ­ყვა. მერე კი ყვე­ლა გა­ჩუმ­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერც და­ვამ­ტკი­ცებ და ვერც უარ­ვყოფ, მაგ­რამ მეც მსმე­ნია, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა დიდი თან­ხა მი­ი­ღო, რომ ამ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. ლა­პა­რა­კი იყო იმა­ზეც, რომ კა­ზი­ნო­ე­ბი და სა­მო­რი­ნე­ე­ბი ქა­ლაქ­გა­რეთ გა­ე­ტა­ნათ. აქაც, ვე­ლო­სი­პე­დის თა­ვი­დან გა­მო­გო­ნე­ბა სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო: ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ზო­ნე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის­თვის და არა ისე, რო­გორც ჩვენ­თა­ნაა - ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე და ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში გა­ფან­ტუ­ლი - იქ, სა­დაც მეტ­როს სად­გუ­რე­ბი და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბია... დი­დია ცდუ­ნე­ბა, რომ რო­დე­საც ადა­მი­ანს რა­ღაც თან­ხა აქვს, შე­ვი­დეს და და­ხარ­ჯოს. შე­დე­გი რო­გო­რი იქ­ნე­ბა?

- რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნი მი­ჯაჭ­ვუ­ლი ხდე­ბა სა­თა­მა­შო აპა­რატ­ზე.

- დიახ, ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ასო­ცი­ა­ლუ­რი; მას უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, მა­ნია, რო­გორ­მე უკან და­იბ­რუ­ნოს წა­გე­ბუ­ლი თან­ხა. ამ ჭა­ობ­ში ეშ­ვე­ბა და იქი­დან ვე­ღარ ამო­დის. ლუ­დო­მა­ნია ნარ­კო­მა­ნი­ა­ზე არა­ნაკ­ლებ მძი­მე სე­ნია. ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც სხვა მავ­ნე ჩვე­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით იო­ლად დათ­მეს, ონ­ლა­ინ­თა­მაშს კი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ეშ­ვე­ბი­ან. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ეს თა­მა­შე­ბი უნდა შე­ი­ზღუ­დოს და მკაც­რად და­რე­გუ­ლირ­დეს. და­მერ­წმუ­ნეთ ამ ბიზ­ნე­სის შე­მო­სავ­ლის მთა­ვა­რი წყა­რო სწო­რედ ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბია. მო­ზარ­დებს თა­მა­ში მკაც­რად უნდა აეკ­რძა­ლოთ, რად­გან თუ არას­რულ­წლო­ვან­მა წა­ა­გო თან­ხა, მას უჩ­ნდე­ბა შიში, რომ მშობ­ლებ­მა არ გა­ი­გონ, მერე, მო­გე­ბის იმე­დით, ისევ თა­მა­შობს და ეს მან­ქა­ნა თან­და­თან ით­რევს. ქვე­ყა­ნა­ში არ უნდა გვყავ­დეს ხალ­ხი, რო­მე­ლიც ვა­ლის გამო ყი­დის ქო­ნე­ბას და ეს პრობ­ლე­მაც სა­ხელ­მწი­ფომ უნდა მო­აგ­ვა­როს.

P.S. ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს, თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძეს ვთხო­ვეთ, რო­მელ­მაც გვი­თხრა: ამ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბა მარ­თლაც და­ი­წყო პარ­ლა­მენ­ტში, რაც კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. მას აჰ­ყვნენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მი­ვი­ღეთ ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ შექ­მნი­ლი­ყო სა­მუ­შაო ჯგუ­ფი. ამ ჯგუფს უნდა წარ­მო­ედ­გი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ხედ­ვა სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, მათ კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რი წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ და ეს სა­კი­თხი ჯერ­ჯე­რო­ბით ღიაა. ალ­ბათ ეს იმის ბრა­ლი­ცაა, რომ კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა შე­წყვი­ტა პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ.

ჩემი აზ­რით, სა­თა­მა­შო ბიზ­ნესს შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა და­უ­წეს­დეს, თუმ­ცა, მისი აკ­რძალ­ვა კარ­გს არა­ფერს მოგ­ვი­ტანს, იმი­ტომ, რომ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი აკ­რძა­ლუ­ლია, პრო­ცე­სე­ბი ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­და­დის და უფრო დიდ კრი­მი­ნალ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ერთი მხრივ, ახალ­გაზ­რდე­ბი უნდა და­ვიც­ვათ ამ მავ­ნე ჩვე­ვი­სა­გან და მე­ო­რე: თუ ვინ­მეს დიდი ფული აქვს, ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში და უნდა და­ხარ­ჯოს, - რა­ტო­მაც არა?!. ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ, რა ვა­რი­ან­ტი აჯო­ბებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მისი მო­მავ­ლი­სათ­ვის.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე, ჟურ­ნა­ლი ”გზა”

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

დღეში ნახევარი მილიონი ადამიანი ონლაინთამაშით "ერთობა" - ვის არ აწყობს სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრება საქართველოში

დღეში ნახევარი მილიონი ადამიანი ონლაინთამაშით "ერთობა" - ვის არ აწყობს სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრება საქართველოში

ჩვენს ქვეყანაში აზარტული თამაშები საკმაოდ გავრცელებულია. ალბათ თქვენც იცნობთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად თამაშობენ და წაგებულის გასასტუმრებლად ოჯახიდან გააქვთ ყველაფერი - საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი. ასეთები ხშირად სახლ-კარსაც ყიდიან, რომ წაგებული თანხა გაისტუმრონ.

"ლუდომანია" - ასე უწოდეს მეცნიერებმა აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფურ ლტოლვას, რომელსაც არაერთი ადამიანი დაუღუპავს. ლუდომანიას ხშირად თან ახლავს დეპრესიული აშლილობა და ალკოჰოლიზმი, ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ ლუდომანები სხვებზე ხშირად ანგრევენ ოჯახს, კარგავენ სამსახურს და ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი პრობლემებს უქმნიან.

საქართველოში აზარტული თამაშები ოფიციალურადაა ნებადართული. უფრო მეტიც - ამ მხრივ ჩვენთან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობაა. სწორედ ამიტომ, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" სათამაშო ბიზნესის რეგულირების გამკაცრებას მოითხოვს. პრობლემის არსში უკეთ გასარკვევად, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნოდარ ჭიჭინაძეს შევხვდი.

- ბატონო ნოდარ, თუ არსებობს ციფრები და მონაცემები - რა მოგება აქვთ კაზინოებსა და სამორინეებს?

- ეს ძალიან გაუმჭვირვალე სფეროა. ძნელია მათი შემოსავლის დადგენა და იმის განსაზღვრა, თუ რა რაოდენობის კლიენტი ან რა შემოსავალი აქვთ სათამაშო დაწესებულებებს. ეს სფერო აბსოლუტურად თვითდინებაზეა მიშვებული. სახელმწიფო მხოლოდ მოსაკრებელს იღებს, სხვა არანაირი რეგულაცია, მოთხოვნა და სტანდარტი მათ მიმართ არ არსებობს. ამიტომ, ინფორმაციის არარსებობის გამო, მხოლოდ სავარაუდო ციფრებზე შეიძლება ვისაუბროთ. კაზინოს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე მოსაკრებელს იხდიან კვარტალში ერთხელ, 15-დან 30 ათას ლარამდე. თავდაპირველად კი, სამორინეს მოწყობისათვის 5-დან 10 მილიონ ლარამდე ესაჭიროება.

ეს გადასახადი ზღვაში წვეთია მათ შემოსავალთან შედარებით. ერთადერთი, რაც ამ შემოსავლის გაანგარიშებაში გვეხმარება, არის ამ კომპანიების ვებგვერდები, სადაც ონლაინ ჩანს, თუ რამდენი ადამიანი თამაშობს. ამ გათვლებზე დაყრდნობით სავარაუდო ციფრის გამოყვანაც შეიძლება და იმის თქმაც, რომ მილიონებზეა საუბარი. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და მიღებულ შედეგებს ახლო მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას.

- ახლა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და არნახული მოგება ნახეს ტოტალიზატორებმა, თანაც, მასში ხშირად არასრულწლოვნებიც მონაწილეობენ.

- მე მარტო ტოტალიზატორებზე არ გავამახვილებდი ყურადღებას, რადგან ეს ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია. სათამაშო ბიზნესი იმიტომ არსებობს, რომ უმეტესობამ წააგოს: შეიძლება, მოიგოს ერთმა, მაგრამ წააგებს ათი. სინამდვილეში, გაცილებით მეტი ადამიანი თამაშობს და ეს არ ჩანს იმიტომ, რომ ისინი ონლაინსივრცეში თამაშობენ. აზარტული თამაშების საიტებს ყოველდღიურად ძალზე დიდი რაოდენობის სტუმარი ჰყავს. ამის დასადასტურებლად ერთ ფაქტს მოგიყვანთ: არსებობს ვებგვერდი, რომელიც სხვადასხვა საიტზე შემსვლელთა რაოდენობას ითვლის;

ჰოდა, საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან საიტებს შორის, პირველ ხუთეულში ყოველთვის არის სათამაშო კომპანიის ვებგვერდი, რომელსაც დღეში 100 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს. ასეთი მსხვილი მასშტაბის კიდევ რამდენიმე კომპანია არსებობს, მომცროებსაც თუ დავუმატებთ, მათი რაოდენობა დაახლოებით ოცამდე ადის. ალბათ დღეში საშუალოდ 500 ათასი იქნება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სხვადასხვა ონლაინთამაშით "ერთობა". არსებობს დიდი ალბათობა, რომ ამ 500 ათასიდან ბევრი არასრულწლოვანიც იყოს, რადგან ონლაინთამაშებში რეგისტრაცია სრულიად უკონტროლოდ ხდება. თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას ავიღებთ, იქ სპეციალური ბაზა იქმნება შესაბამისი ხელმოწერითა და მონაცემებით ისევე, როგორც კომერციულ ბანკში ხდება.

იქ პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ არასრულწლოვანი შევიდეს აზარტული თამაშების საიტზე და ითამაშოს. ჩვენში კი არანაირი რეგულაცია და მოთხოვნა ამ სფეროში არ არსებობს.

- ამას წინათ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება სათამაშო ბიზნესის ბრუნვის შემცირებით ახსნა. რას გვეტყვით ამის თაობაზე?

- გულახდილად გეტყვით: პირადი ნაცნობობა მაკავშირებს და დიდ პატივს ვცემ ნოდარ ხადურს, ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალია ამ სფეროში, თუმცა, ამ განცხადებას ვერანაირ ახსნას და ლოგიკას ვერ ვუძებნი. სათამაშო ბიზნესზე ვერასოდეს, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იქნება დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ან შენელება, რადგან ეს ბიზნესი ვერანაირ დოვლათსა და სიკეთეს ვერ ქმნის, ეს არის ჰაერში გაფანტული ფული: დავუშვათ, თქვენ გაქვთ 100 ლარი; იმის ნაცვლად, რომ რაღაც შეიძინოთ და ამით ეკონომიკაში მიზერული წვლილი მაინც შეიტანოთ, ამ ფულს აგებთ და ეს 100 ლარი ვიღაცის ჯიბეში მიდის. ასე რომ, ეკონომიკა აქედან ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობს.

- სამაგიეროდ, ზოგიერთ ქვეყანაში თამაში საერთოდ აკრძალულია და აქ შემოდიან თურქები, აზერბაიჯანელები, სომხები, რომლებიც სამორინეებსა და კაზინოებში სოლიდურ თანხას ხარჯავენ.

- რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ზოგიერთ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი მართლაც აკრძალულია, მაგრამ მოდი, ლოგიკურად ვიმსჯელოთ: დავუშვათ, შემოვიდა აქ თურქი ან აზერბაიჯანელი და წააგო ათასი დოლარი; საკითხავია - სად მიდის ეს ფული? არანაირი სარგებელი მას ჩვენი ეკონომიკისთვის არ მოაქვს. ტურისტს შემოსავალი მაშინ მოაქვს, როცა შემოდის და ფულს ადგილობრივ ნაწარმში ხარჯავს. თუ აქ შემოსული თურქი ისევ თურქულ პროდუქციას შეიძენს, ეს ფული ავტომატურად ბრუნდება თურქეთში.

- ცნობილი ფაქტია, რომ მოწინავე ქვეყნებში სათამაშო ბიზნესზე მკაცრი რეგულაციებია დაწესებული, ჩვენი კანონი კი მათ მიმართ საკმაოდ რბილია.

- ჩვენგან განსხვავებით, განვითარებულ ქვეყნებში ამ ბიზნესზე მართლაც მკაცრი რეგულაციებია დაწესებული. ერთი წლის წინ ჩვენთანაც დაიწყო კამათი და მსჯელობა მკაცრ შეზღუდვებზე, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი ჩაჩუმდა. ჩვენ არ ვართ ამ ბიზნესის აკრძალვის მომხრე, არც ის გვინდა, რომ ვინმეს ფეხი დააჭირონ და გასრისონ, მაგრამ ის ჩარჩო, რომელიც აუცილებელია, უნდა არსებობდეს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ლომბარდებში რა მდგომარეობაა და ნახავთ, რამდენი ოჯახი გაუბედურდა აზარტული თამაშების გამო.

- ამბობენ - სათამაშო ბიზნესის ლობისტებმა და წარმომადგენლებმა დიდი ფული დახარჯეს, რომ ეს თემა მიეჩქმალათო...

- ჭორის დონეზე ეს მეც მსმენია, მაგრამ დამტკიცება რთულია. თუმცა ფაქტია, რომ ძალიან მალე მიიჩქმალა აჟიოტაჟი, რომელიც ამ თემაზე მსჯელობას მოჰყვა. მერე კი ყველა გაჩუმდა. ამ ინფორმაციას ვერც დავამტკიცებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ მეც მსმენია, რომ რამდენიმე ადამიანმა დიდი თანხა მიიღო, რომ ამ თემაზე მსჯელობა შეჩერებულიყო. ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ კაზინოები და სამორინეები ქალაქგარეთ გაეტანათ. აქაც, ველოსიპედის თავიდან გამოგონება სულაც არ არის საჭირო: ცივილიზებულ ქვეყნებში სპეციალური ზონებია გამოყოფილი სათამაშო ბიზნესისთვის და არა ისე, როგორც ჩვენთანაა - ყოველ ნაბიჯზე და ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში გაფანტული - იქ, სადაც მეტროს სადგურები და სასწავლო დაწესებულებებია... დიდია ცდუნება, რომ როდესაც ადამიანს რაღაც თანხა აქვს, შევიდეს და დახარჯოს. შედეგი როგორი იქნება?

- რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ადამიანი მიჯაჭვული ხდება სათამაშო აპარატზე.

- დიახ, ადამიანი ხდება თამაშზე დამოკიდებული, ასოციალური; მას უჩნდება სურვილი, მანია, როგორმე უკან დაიბრუნოს წაგებული თანხა. ამ ჭაობში ეშვება და იქიდან ვეღარ ამოდის. ლუდომანია ნარკომანიაზე არანაკლებ მძიმე სენია. ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც სხვა მავნე ჩვევები გაცილებით იოლად დათმეს, ონლაინთამაშს კი ვერანაირად ვერ ეშვებიან. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს თამაშები უნდა შეიზღუდოს და მკაცრად დარეგულირდეს. დამერწმუნეთ ამ ბიზნესის შემოსავლის მთავარი წყარო სწორედ ონლაინთამაშებია. მოზარდებს თამაში მკაცრად უნდა აეკრძალოთ, რადგან თუ არასრულწლოვანმა წააგო თანხა, მას უჩნდება შიში, რომ მშობლებმა არ გაიგონ, მერე, მოგების იმედით, ისევ თამაშობს და ეს მანქანა თანდათან ითრევს. ქვეყანაში არ უნდა გვყავდეს ხალხი, რომელიც ვალის გამო ყიდის ქონებას და ეს პრობლემაც სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს.

P.S. ამ პრობლემის შესახებ კომენტარი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, თემურ მაისურაძეს ვთხოვეთ, რომელმაც გვითხრა: ამ თემაზე მსჯელობა მართლაც დაიწყო პარლამენტში, რაც კობა დავითაშვილის ინიციატივა იყო. მას აჰყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფს უნდა წარმოედგინა კონკრეტული, ჩამოყალიბებული ხედვა სათამაშო ბიზნესის მოწყობის შესახებ, თუმცა, მათ კონკრეტული არაფერი წარმოუდგენიათ და ეს საკითხი ჯერჯერობით ღიაა. ალბათ ეს იმის ბრალიცაა, რომ კობა დავითაშვილმა შეწყვიტა პოლიტიკური აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ჩემი აზრით, სათამაშო ბიზნესს შეზღუდვები უნდა დაუწესდეს, თუმცა, მისი აკრძალვა კარგს არაფერს მოგვიტანს, იმიტომ, რომ ქვეყნებში, სადაც აზარტული თამაშები აკრძალულია, პროცესები იატაკქვეშეთში გადადის და უფრო დიდ კრიმინალთანაა დაკავშირებული. ერთი მხრივ, ახალგაზრდები უნდა დავიცვათ ამ მავნე ჩვევისაგან და მეორე: თუ ვინმეს დიდი ფული აქვს, ჩამოდის საქართველოში და უნდა დახარჯოს, - რატომაც არა?!. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა ვარიანტი აჯობებს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისათვის.

ხათუნა ჩიგოგიძე, ჟურნალი ”გზა”

რა წერია წერილში, რომელიც რაიან სმიტის დედამ მალხაზ კობაურს გამოუგზავნა - "მამა ღმერთს და უფალ იესოს უყვარხარ შენ"

არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის მამას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული 4 პირი კვლავ პატიმრობაში დარჩა