კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აყენებს ეჭვქვეშ კიწმარიშვილის საქმეში ინგა გრიგოლია და რა შენიშვნებს აძლევს ეკა ხოფერია "რუსთავი 2"-ელ კოლეგებს
რას აყენებს ეჭვქვეშ კიწმარიშვილის საქმეში ინგა გრიგოლია და რა შენიშვნებს აძლევს ეკა ხოფერია "რუსთავი 2"-ელ კოლეგებს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ინგა გრი­გო­ლია ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"!!!!! პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, რომ ეს იყო სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა... როცა ამას ამ­ბობს ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი ბუ­ნებ­რი­ვად თავ­და­ყი­რა დგე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სია (((((( და რა გა­საკ­ვი­რია, რომ თვითკვლე­ლო­ბის თით­ქმის არა­ვის სჯე­რა (((((

პრე­ზი­დენ­ტი ასეთ რა­მეს შემ­თხვე­ვით იტყო­და???((((( არ ვიცი, მე მე­ეჭ­ვე­ბა

მე არა­ფე­რი ვიცი ... თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ია­რა­ღის შემ­თხვე­ვით გა­ვარ­დნის მჯე­რა", - წერს გრი­გო­ლია.

ყო­ფი­ლი "რუ­თა­ვი 2"-ელი ეკა ხო­ფე­რია კი ძველ კო­ლე­გებს მი­მარ­თავს და პრო­ფე­სი­ულ შე­ნიშ­ვნებს აძ­ლევს.

"მთე­ლი ღამე ვფიქ­რობ­დი. ბევრ რა­მე­ზე. ისეთ­ზეც, აქ რომ არ და­ი­წე­რე­ბა. ერთს გა­გი­ზი­ა­რებთ მხო­ლოდ. უცებ , წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ ისევ ერ­თად ვმუ­შა­ობთ, მოხ­და ეს ამ­ბა­ვი, ვინ გა­მა­ჩე­რებ­და ან მე ან გუნ­დის რო­მე­ლი­მე წევ­რს სახ­ლში. არც ღამე არა­ვინ წა­ვი­დო­დით. ბევ­რს ვი­სა­უბ­რებ­დით ვერ­სი­ებ­ზე, ვის რა ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და. იმა­ვე ღა­მეს და­ი­გეგ­მე­ბო­და გა­და­ცე­მე­ბი, სი­უ­ჟე­ტე­ბი, სტუმ­რე­ბი და იმა­ვე ღა­მეს გა­ვი­დო­დით ეთერ­ში. და ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც იმ გუნდს ჩვე­ო­და, 1 წუთ­ში მომ­ზად­დე­ბო­და და მომ­ზად­დე­ბო­და ხა­რის­ხი­ა­ნად. P.S. წარ­მო­მიდ­გე­ნია რას მი­ზამ­და ყო­ვე­ლი ცუდი კად­რის­თვის ან გაც­დე­ნი­ლი სტუმ­რის­თვის )))) ისე, ბევ­რი მა­გა­რი კად­რი "გა­მა­ზეთ" გუ­შინ კო­ლე­გე­ბო, ნიშ­ნის­მო­გე­ბით არ გე­უბ­ნე­ბით, უბ­რა­ლოდ იქ ვი­ყა­ვი და არ შე­მეძ­ლო, არ და­მე­წე­რა))", - წერს ხო­ფე­რია.

გარ­და ამი­სა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სხვა ნაც­ნო­ბე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის მსგავ­სად, თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხავს. ხო­ფე­რია კიწ­მა­რიშ­ვილ­თან მუ­შა­ო­ბის წლებს იხ­სე­ნებს და მას მად­ლო­ბას უხ­დის.

"თვით­მკვლე­ლო­ბა? ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა...

...დიდი მად­ლო­ბა, მე­გო­ბა­რო, რომ ოდეს­ღაც მი­მი­ღე "რუს­თა­ვი ორში", დიდი მად­ლო­ბა, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ერ­თად გა­დაწ­ვი­ტე, რომ მე ეს შე­მეძ­ლო. მად­ლო­ბა ყო­ვე­ლი შენი შე­ნიშ­ვნის­თვის­თვის დვალ­თან და ნი­კას­თან ერ­თად, რო­მელ­საც მე ზოგ­ჯერ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი (( ერთხელ მი­თხა­რი, მთა­ვა­რია, შენ რო­გორც ხე­დავ, შენ რო­გორც და­ი­ნა­ხა­ვო, ისე გა­ა­კე­თე.... ბევ­რი ვი­კა­მა­თეთ))) მო­მე­მატ­რე­ბი, ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გო­ბა­რო ვნა­ნობ ყო­ველ წამს, რო­მე­ლიც ვერ და­გით­მე(((", - წერს ეკა ხო­ფე­რია.

"რუს­თა­ვი 2"- ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი გუ­შინ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

იქვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია მისი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით (პი­როვ­ნე­ბის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა) მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ასე­ვე: "რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ჩხუ­ბეთ მაგ­რად, რამ­დენ­ჯერ­მე ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ... თავი არ მო­უკ­ლავს" - ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სიკ­ვდილ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას აყენებს ეჭვქვეშ კიწმარიშვილის საქმეში ინგა გრიგოლია და რა შენიშვნებს აძლევს ეკა ხოფერია "რუსთავი 2"-ელ კოლეგებს

რას აყენებს ეჭვქვეშ კიწმარიშვილის საქმეში ინგა გრიგოლია და რა შენიშვნებს აძლევს ეკა ხოფერია "რუსთავი 2"-ელ კოლეგებს

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას "ფეისბუქით"  ეხმაურება.

"!!!!! პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იყო საზარელი მკვლელობა... როცა ამას ამბობს ქვეყნის პირველი პირი ბუნებრივად თავდაყირა დგება თვითმკვლელობის ვერსია (((((( და რა გასაკვირია, რომ თვითკვლელობის თითქმის არავის სჯერა (((((

პრეზიდენტი ასეთ რამეს შემთხვევით იტყოდა???((((( არ ვიცი, მე მეეჭვება

მე არაფერი ვიცი ... თუმცა ყველაზე ნაკლებად იარაღის შემთხვევით გავარდნის მჯერა", - წერს გრიგოლია.

ყოფილი "რუთავი 2"-ელი ეკა ხოფერია კი ძველ კოლეგებს მიმართავს და პროფესიულ შენიშვნებს აძლევს.

"მთელი ღამე ვფიქრობდი. ბევრ რამეზე. ისეთზეც, აქ რომ არ დაიწერება. ერთს გაგიზიარებთ მხოლოდ. უცებ , წარმოვიდგინე, რომ ისევ ერთად ვმუშაობთ, მოხდა ეს ამბავი, ვინ გამაჩერებდა ან მე ან გუნდის რომელიმე წევრს სახლში. არც ღამე არავინ წავიდოდით. ბევრს ვისაუბრებდით ვერსიებზე, ვის რა ინფორმაცია გვქონდა. იმავე ღამეს დაიგეგმებოდა გადაცემები, სიუჟეტები, სტუმრები და იმავე ღამეს გავიდოდით ეთერში. და ყველაფერი, როგორც იმ გუნდს ჩვეოდა, 1 წუთში მომზადდებოდა და მომზადდებოდა ხარისხიანად. P.S. წარმომიდგენია რას მიზამდა ყოველი ცუდი კადრისთვის ან გაცდენილი სტუმრისთვის )))) ისე, ბევრი მაგარი კადრი "გამაზეთ" გუშინ კოლეგებო, ნიშნისმოგებით არ გეუბნებით, უბრალოდ იქ ვიყავი და არ შემეძლო, არ დამეწერა))", - წერს ხოფერია.

გარდა ამისა, ტელეწამყვანი ეროსი კიწმარიშვილის სხვა ნაცნობებისა და მეგობრების მსგავსად, თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. ხოფერია კიწმარიშვილთან მუშაობის წლებს იხსენებს და მას მადლობას უხდის.

"თვითმკვლელობა? ძალიან საეჭვოა...

...დიდი მადლობა, მეგობარო, რომ ოდესღაც მიმიღე "რუსთავი ორში", დიდი მადლობა, რომ პროფესიონალებთან ერთად გადაწვიტე, რომ მე ეს შემეძლო. მადლობა ყოველი შენი შენიშვნისთვისთვის დვალთან და ნიკასთან ერთად, რომელსაც მე ზოგჯერ ვეწინააღმდეგებოდი (( ერთხელ მითხარი, მთავარია, შენ როგორც ხედავ, შენ როგორც დაინახავო, ისე გააკეთე.... ბევრი ვიკამათეთ))) მომემატრები, ჩემო ძვირფასო მეგობარო ვნანობ ყოველ წამს, რომელიც ვერ დაგითმე(((", - წერს ეკა ხოფერია.

"რუსთავი 2"- ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი გუშინ სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: "რამდენჯერმე ვიჩხუბეთ მაგრად, რამდენჯერმე ვითანამშრომლეთ... თავი არ მოუკლავს" - ცნობილი ადამიანები კიწმარიშვილის სიკვდილზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს