პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ერთობიან ქართველი მინისტრები და მაღალჩინოსანი მამაკაცები - უჩვეულო გატაცებები, რომელიც მათზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
როგორ ერთობიან ქართველი მინისტრები და მაღალჩინოსანი მამაკაცები - უჩვეულო გატაცებები, რომელიც მათზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის

Ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა არის ქარ­თვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის და დე­პუ­ტა­ტე­ბის ჰობი. რაში ხარ­ჯა­ვენ ისი­ნი თა­ვი­სუ­ფალ დროს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

ნიკა მე­ლია

თბი­ლი­სის მე­რო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ნიკა მე­ლია ბავ­შვო­ბა­ში თით­ქმის ყვე­ლა სპორტზე და­დი­ო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მისი ჰობი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ბავ­შვო­ბა­ში ეზოს და­ლა­გე­ბით ერ­თო­ბო­და და "მე­ე­ზო­ვე­ე­ბის უს­ტა­ბაშს" ეძახ­დნენ. და­დი­ო­და კა­რა­ტე­ზე, იმი­ტომ რომ მო­დუ­რი იყო, სა­კუ­თარ დას მი­ბა­ძა და ის­წავ­ლა ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნო­ტე­ბის გარ­ჩე­ვა დღემ­დე არ იცის. თა­მა­შობ­და ჩოგ­ბურთს, მაგ­რამ მწვრთნელ­მა რენა აბ­ჟან­და­ძემ თა­ვი­დან­ვე უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ მის­გან ჩოგ­ბურ­თე­ლი ვე­რას­დროს დად­გე­ბო­და. ახლა თა­ვი­სუ­ფალ დროს სპორ­ტუ­ლად ატა­რებს და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყვე­ლა­ზე ხში­რად ფეხ­ბურთს თა­მა­შობს.

კახი კა­ლა­ძე

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი და ვიცე-პრე­მი­ე­რი კახი კა­ლა­ძე თა­ვი­სუ­ფალ დროს სპორ­ტის გა­რე­შე წარ­მო­უ­გე­ნე­ლია. შე­საძ­ლოა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ კახი კა­ლა­ძეს თურ­მე ძა­ლი­ან ხიბ­ლავს დი­ჯე­ო­ბა. რო­გორც დი­ჯეი რემ­ბო ერთ-ერთ ძველ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, მას­თან ერ­თად ხში­რად მიქ­სავს კახი კა­ლა­ძე, რო­მელ­საც სახ­ლში დი­ჯე­ის აპა­რა­ტუ­რაც აქვს. რო­გორც ჩანს, კახი კა­ლა­ძეს კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო გა­ტა­ცე­ბა აქვს, თუ მისი დეკ­ლა­რა­ცი­ით ვიმ­სჯე­ლებთ, მი­ნის­ტრი ხე­ლოვ­ნე­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია, მის კო­ლექ­ცი­ა­ში ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის და ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ტი­ლო­ე­ბი არის და­ცუ­ლი. თუმ­ცა რო­მე­ლი ნა­ხა­ტე­ბია, ეს უც­ნო­ბია.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ სვამს, არ ეწე­ვა. გა­ტა­ცე­ბუ­ლია სპორ­ტით, კერ­ძოდ აღ­მო­სავ­ლუ­რი ორ­თაბ­რძო­ლე­ბით. ბავ­შვო­ბა­ში სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ტა­ცა, სულ ვარ­ჯი­შობ­და, მაგ­რამ დე­დის თხოვ­ნით, შემ­დეგ სწავ­ლას უფრო მეტი დრო და­უთ­მო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მუ­სი­კი­თაც არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი და არა­ერთ მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავს. გან­სა­კუთ­რე­ბით, კი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა უყ­ვარს.

ირაკ­ლი ალა­სა­ნია

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია თა­ვი­სუ­ფალ დროს ფილ­მებს უყუ­რებს. რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მისი მე­უღ­ლე ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ამ­ბობს, მი­ნის­ტრი ხან­და­ხან ისეთ ფილ­მებ­საც უყუ­რებს, რო­მე­ლიც არ მოს­წონს და დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ამ­ბობს კი­დეც, ეს რამ მა­ყუ­რე­ბი­ნაო. რო­გორც გა­ირ­კვა, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ფილ­მე­ბის ში­ნა­არსზე მე­ტად მისი ნახ­ვის პრო­ცე­სი მოს­წონს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" აქ­ტი­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლია და ცდი­ლობს, ყვე­ლა სე­რია ნა­ხოს. თუმ­ცა რო­მე­ლია სე­რი­ალ­ში მისი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი, უც­ნო­ბია.

და­ვით ბაქ­რა­ძე

"მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის - ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი და­ვით ბაქ­რა­ძე რამ­დე­ნი­მე წლის წინ აფ­რი­კუ­ლი ნა­დი­რო­ბის გამო სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია. აფ­რი­კა­ში ის სა­ფა­რი­ში იყო სა­ნა­დი­როდ წა­სუ­ლი, ჟურ­ნა­ლისტ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მისი ხარ­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ი­ფა­რა. 5760 დო­ლა­რი პარ­ლა­მენ­ტის სერ­ვის-ცენ­ტრი­დან იყო გა­და­რი­ცხუ­ლი, სწო­რედ ეს თან­ხა და­უჯ­და მა­შინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, კე­იპ­ტა­უნ­ში მდე­ბა­რე "სამ­ხრეთ აფ­რი­კის გოლ­ფი­სა და სა­ფა­რის ტური".

კობა ხა­ბა­ზი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი კობა ხა­ბა­ზი რამ­დე­ნი­მე წლის წინ სკან­დალ­ში, თბი­ლი­სის ზღვა­ზე გარ­თო­ბის გამო აღ­მოჩ­ნდა. ხა­ბა­ზი იახ­ტა­ზე ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებ­თან ერ­თად ერ­თო­ბო­და, რო­მელ­თა­გან ერთი ხელ­ში ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­პუ­ტატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც შუა ზღვა­ში ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი შე­იყ­ვა­ნა, არც კი იც­ნობ­და. კობა ხა­ბა­ზი თა­ვი­სუ­ფალ დროს მრა­ვალ­ფე­როვ­ნად ატა­რებს. უყ­ვარს კი­თხვა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ყო­ველ დი­ლით, სა­ნამ სამ­სა­ხურ­ში წავა, ადრე იღ­ვი­ძებს და ფეხ­ბურთს თა­მა­შობს.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჰობი ნა­დი­რო­ბა ყო­ფი­ლა. რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის დედა, ჟე­ნია მე­რა­ბიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, ვა­ნოს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს კი­თხვა, თა­მა­დო­ბა, ნა­დი­რო­ბა. თუმ­ცა არას­დროს არ თვრე­ბა უგო­ნოდ. ნა­ნა­დი­რევს კი თა­ვად ამ­ზა­დებს. ადრე ის ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან ერ­თად და­დი­ო­და სა­ნა­დი­როდ. რო­გორც ვა­ნოს ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მე­რა­ბიშ­ვილს თევ­ზა­ო­ბაც უყ­ვარს. ამ­ბო­ბენ, რომ და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გიგი უგუ­ლა­ვას­თან, მიშა სა­ა­კაშ­ვილ­თან და ერთ-ერთ იუ­მო­რის­ტთან ერ­თად კა­ხეთ­ში ითევ­ზა­ვა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

როგორ ერთობიან ქართველი მინისტრები და მაღალჩინოსანი მამაკაცები - უჩვეულო გატაცებები, რომელიც მათზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის

როგორ ერთობიან ქართველი მინისტრები და მაღალჩინოსანი მამაკაცები - უჩვეულო გატაცებები, რომელიც მათზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის

Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, რა არის ქართველი ჩინოვნიკების და დეპუტატების ჰობი. რაში ხარჯავენ ისინი თავისუფალ დროს. აღსანიშნავია, რომ ქართველი პოლიტიკოსების ინტერესები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

ნიკა მელია

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ბავშვობაში თითქმის ყველა სპორტზე დადიოდა. შესაბამისად, მისი ჰობი მრავალფეროვანია. ბავშვობაში ეზოს დალაგებით ერთობოდა და "მეეზოვეების უსტაბაშს" ეძახდნენ. დადიოდა კარატეზე, იმიტომ რომ მოდური იყო, საკუთარ დას მიბაძა და ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნოტების გარჩევა დღემდე არ იცის. თამაშობდა ჩოგბურთს, მაგრამ მწვრთნელმა რენა აბჟანდაძემ თავიდანვე უწინასწარმეტყველა, რომ მისგან ჩოგბურთელი ვერასდროს დადგებოდა. ახლა თავისუფალ დროს სპორტულად ატარებს და მეგობრებთან ერთად ყველაზე ხშირად ფეხბურთს თამაშობს.

კახი კალაძე

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე თავისუფალ დროს სპორტის გარეშე წარმოუგენელია. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ კახი კალაძეს თურმე ძალიან ხიბლავს დიჯეობა. როგორც დიჯეი რემბო ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში აღნიშნავს, მასთან ერთად ხშირად მიქსავს კახი კალაძე, რომელსაც სახლში დიჯეის აპარატურაც აქვს. როგორც ჩანს, კახი კალაძეს კიდევ ერთი საინტერესო გატაცება აქვს, თუ მისი დეკლარაციით ვიმსჯელებთ, მინისტრი ხელოვნების თაყვანისმცემელია, მის კოლექციაში ელენე ახვლედიანის და ლადო გუდიაშვილის ტილოები არის დაცული. თუმცა რომელი ნახატებია, ეს უცნობია.

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ სვამს, არ ეწევა. გატაცებულია სპორტით, კერძოდ აღმოსავლური ორთაბრძოლებით. ბავშვობაში სპორტის ამ სახეობამ განსაკუთრებით გაიტაცა, სულ ვარჯიშობდა, მაგრამ დედის თხოვნით, შემდეგ სწავლას უფრო მეტი დრო დაუთმო. როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრი მუსიკითაც არის გატაცებული და არაერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს. განსაკუთრებით, კი ფორტეპიანოზე დაკვრა უყვარს.

ირაკლი ალასანია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თავისუფალ დროს ფილმებს უყურებს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ამბობს, მინისტრი ხანდახან ისეთ ფილმებსაც უყურებს, რომელიც არ მოსწონს და დასრულების შემდეგ ამბობს კიდეც, ეს რამ მაყურებინაო. როგორც გაირკვა, ირაკლი ალასანიას ფილმების შინაარსზე მეტად მისი ნახვის პროცესი მოსწონს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი "ჩემი ცოლის დაქალების" აქტიური მაყურებელია და ცდილობს, ყველა სერია ნახოს. თუმცა რომელია სერიალში მისი საყვარელი პერსონაჟი, უცნობია.

დავით ბაქრაძე

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე  რამდენიმე წლის წინ აფრიკული ნადირობის გამო სკანდალში გაეხვია. აფრიკაში ის საფარიში იყო სანადიროდ წასული, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, მისი ხარჯები საქართველოს ბიუჯეტიდან დაიფარა. 5760 დოლარი პარლამენტის სერვის-ცენტრიდან იყო გადარიცხული, სწორედ ეს თანხა დაუჯდა მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარეს სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში მდებარე "სამხრეთ აფრიკის გოლფისა და საფარის ტური".

კობა ხაბაზი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი რამდენიმე წლის წინ სკანდალში, თბილისის ზღვაზე გართობის გამო აღმოჩნდა. ხაბაზი იახტაზე ახალგაზრდა გოგონებთან ერთად ერთობოდა, რომელთაგან ერთი ხელში ჰყავდა აყვანილი. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპუტატმა განაცხადა, რომ გოგონებს, რომლებიც შუა ზღვაში ხელში აყვანილი შეიყვანა, არც კი იცნობდა. კობა ხაბაზი თავისუფალ დროს მრავალფეროვნად ატარებს. უყვარს კითხვა. როგორც ამბობენ, ყოველ დილით, სანამ სამსახურში წავა, ადრე იღვიძებს და ფეხბურთს თამაშობს.

ვანო მერაბიშვილი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჰობი ნადირობა ყოფილა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილის დედა, ჟენია მერაბიშვილი იხსენებს, ვანოს განსაკუთრებით უყვარს კითხვა, თამადობა, ნადირობა. თუმცა არასდროს არ თვრება უგონოდ. ნანადირევს კი თავად ამზადებს. ადრე ის ზურაბ ადეიშვილთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად დადიოდა სანადიროდ. როგორც ვანოს ახლობლები ამბობენ, მერაბიშვილს თევზაობაც უყვარს. ამბობენ, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღის წინ გიგი უგულავასთან, მიშა სააკაშვილთან და ერთ-ერთ იუმორისტთან ერთად კახეთში ითევზავა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს