საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვლელი BMW" თუ თავხედი მძღოლი - რატომ არის BMW დაწყევლილი მანქანა
"მკვლელი BMW" თუ თავხედი მძღოლი - რატომ არის BMW დაწყევლილი მანქანა

ამ სტა­ტი­ას გუ­შინ სარ­თი­ჭა­ლა­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის ფაქ­ტით ვი­წყებ, რო­მელ­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა: ერ­თმა­ნეთს სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი და BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილ­ში მჯდა­რი მა­მა­კა­ცი და 2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვი. ამა­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი ერთი ქალ­ბა­ტო­ნი კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მამა-შვი­ლი არი­ან...

ეს ერთი სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტია იმ უამ­რა­ვი­დან, რო­მელ­საც BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი არა მარ­ტო სა­ქარ­თე­ლო­ში, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ახ­დე­ნენ. თუ რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამას და რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ხი­ფა­თი, ამ სა­კი­თხებ­ზე შალ­ვა ბუ­ა­ჩი­ძე, ჟურ­ნალ "AUTO BILD სა­ქარ­თვე­ლოს" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- BMW ერთ-ერთი ყველ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მარ­კაა. ჰყავს ბევ­რი მოხ­მა­რე­ბე­ლი. ბრენ­დი ყო­ველ­თვის სპორ­ტუ­ლო­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მან­ქა­ნა მოქ­ნი­ლია, მა­ნევ­რუ­ლია და კარ­გი აჩ­ქა­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამი­ტომ, მას გა­მოც­დი­ლი, გა­წა­ფუ­ლი და ალ­ღო­ი­ა­ნი მძღო­ლი სჭირ­დე­ბა. თუ BMW-ს მძღო­ლი გა­მო­უც­დე­ლია, არ აქვს მას შე­სა­ბა­მი­სი ალღო, ავ­ტო­მო­ბი­ლის­კენ მიდ­რე­კი­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, ავა­რი­აც ხში­რად ხდე­ბა. დიახ, ეს მან­ქა­ნა მძღოლს იმის­კენ იწ­ვევს, რომ კი­დევ უფრო სწრა­ფად მარ­თოს ის. რო­გორც კი მის სა­ჭეს­თან დაჯ­დე­ბი, გიწ­ვევს, რომ სიჩ­ქა­რეს მო­უ­მა­ტო, გას­წრე­ბა­ზეც ხში­რად გახ­ვი­დე. შე­სა­ბა­მი­სად, BMW-ს სჭირ­დე­ბა მარ­თვის ცოდ­ნა. თა­ვის­თა­ვად BMW ცუდი და სა­ში­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი არ არის. მა­გა­ლი­თად, "ფერ­ა­რი" გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­რის­კოა და უფრო სპორ­ტუ­ლიც, უბ­რა­ლოდ საქ­მე ის არის, რომ მას­ზე ამ­დე­ნი ავა­რი­ის წილი არ მო­დის - იმის გამო, რომ ცოტა იყი­დე­ბა... BMW კი, "ფერ­ა­რის­გან" გან­სხვა­ვე­ბით, მა­სობ­რი­ვია და მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ბევ­რის­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

- მოკ­ლედ, BMW-ს ისე­თი გა­წე­ვა აქვს, რომ მა­მა­კა­ცე­ბი მის სა­ჭეს რომ მი­უს­ხდე­ბი­ან, აზარ­ტში შე­დი­ან...

- კი, ასეა, ვი­საც მან­ქა­ნა და სიჩ­ქა­რე უყ­ვარს, ეს მოს­წონს. ადა­მი­ა­ნებს ამის ხარ­ჯზე მე­ტის გა­რის­კვა უწევთ. სხვა­დას­ხვა მო­დელს სის­წრა­ფი­სა და აჩ­ქა­რე­ბის სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს (ზოგს მეტი, ზოგს - ნაკ­ლე­ბი).

- იმ შემ­თხვევაში თუ არ ხარ გა­მოც­დი­ლი მძღო­ლი, მა­შინ რა ხდე­ბა?..

- შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი 10 წელი მარ­თავ­დეს ავ­ტო­მო­ბილს, მაგ­რამ ის ალღო არ გა­ნუ­ვი­თარ­დეს, რო­მე­ლიც ამ საქ­მეს სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ზოგს ორი თვეც ეყოს ალ­ღო­სა და ნი­ჭის გა­მო­სავ­ლე­ნად, ანუ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის ტექ­ნი­კას ვგუ­ლის­ხმობ. თუ ადა­მი­ა­ნი ატყობს, რომ რის­კზე წას­ვლით მან­ქა­ნას ვერ იმორ­ჩი­ლებს, მომ­დევ­ნო რის­კი აღარ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. სა­ნამ რა­ღაც მი­ნი­მა­ლურ ნა­ბიჯს კონ­კრე­ტუ­ლად არ აით­ვი­სებს, მა­ნამ­დე არ გა­დად­გას შემ­დე­გი და შე­ე­ცა­დოს ალღო ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად გა­მო­ი­მუ­შა­ვოს. ასე­ვე, გა­მო­უც­დელ­მა მძღოლ­მა პირ­ველ მან­ქა­ნად BMW არ უნდა შე­ი­ძი­ნოს. მოკ­ლედ, ავა­რია ძი­რი­თა­დად გა­მო­უც­დე­ლო­ბის ან, რა თქმა უნდა, მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო ხდე­ბა.

- "მკვლე­ლი მან­ქა­ნა", - მას ასე უწო­დე­ბენ. თუმ­ცა ამ მარ­კას "მკვლე­ლად" ადა­მი­ა­ნე­ბი აქ­ცე­ვენ...

- დიახ, BMW-ს ბრა­ლი არ არის, რომ ის ავა­რი­ა­ში ხვდე­ბა. ეს მარ­კა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და მთელ მსოფ­ლი­ო­ში კარ­გად იყი­დე­ბა. BMW უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენ­ტე­ბი­დან "მერ­სე­დეს­ზე" და "აუ­დი­ზე" მეტ მო­დელს ჰყი­დის. თუ ამას იმა­საც და­ვუ­მა­ტებთ, რომ სპორ­ტუ­ლო­ბის­კე­ნაა მიდ­რე­კი­ლი, აღარ გაგ­ვიკ­ვირ­დე­ბა, რომ ბევრ ავა­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. სა­შუ­ა­ლო ფა­სის მქო­ნეა და ამი­ტომ მას ბევ­რი ყი­დუ­ლობს. ისევ გა­ვი­მე­ო­რებ: შე­იძ­ლე­ბა უტო­პი­უ­რი შე­და­რე­ბაა, მაგ­რამ უტ­რი­რე­ბას ვახ­დენ: "ფერ­ა­რი" რომ BMW-ს ფასი ღირ­დეს, გა­ცი­ლე­ბით მეტ ავა­რი­ა­ში მოყ­ვე­ბო­და, იმი­ტომ რომ, სუ­პერ­სპორ­ტუ­ლი კლა­სია.

- ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, მა­მამ შვილს პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა BMW არ უნდა უყი­დო­სო...

- ჰო, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოთ­ქმა: "თუ გინ­და, რომ შვი­ლი უსაფრ­თხოდ იყოს, პირ­ველ მან­ქა­ნას BMW-ს ნუ უყი­დი!" გერ­მა­ნი­ა­შიც არ­სე­ბობს გა­მონთქვა­მი, " BMW - ბა­ვა­რი­ის და­წყევ­ლი­ლი მან­ქა­ნა". ეს ყვე­ლა­ფე­რი იქი­დან მო­დის, რომ BMW სპორ­ტუ­ლია, დი­ნა­მი­კუ­რია, მა­ნევ­რუ­ლია, მძღო­ლი აზარ­ტში შეჰ­ყავს და თუ გა­მო­უც­დე­ლია, ალღო არ აქვს ან წე­სებს არ­ღვევს, დი­დია მისი ავა­რი­ა­ში მო­ყო­ლის შან­სი.

- რა რჩე­ვებს მის­ცემ მათ, ვინც BMW-ს მარ­თავს...

- პირ­ვე­ლი რჩე­ვა - ნუ­რას­დროს წავა ზედ­მეტ რის­კზე; მე­ო­რე რჩე­ვა, - მან­ქა­ნას­თან ერ­თად, ეტა­პობ­რი­ვად ის­წავ­ლოს სწრა­ფად მარ­თვა და მო­სახ­ვევ­ში შეს­ვლა. ტექ­ნი­კა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ალღო ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ გა­მო­მუ­შავ­დე­ბა; მე­სა­მე და უმ­თავ­რე­სი, - ნუ და­არ­ღვევს მოძ­რა­ო­ბის წე­სებს, რად­გა­ნაც ავა­რია მა­ინც ხში­რად მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა არა­გო­ნივ­რუ­ლი აჩ­ქა­რე­ბა, გას­წრე­ბა­ზე გას­ვლა მა­შინ, როცა ვხვდე­ბით, რომ ეს სა­რის­კოა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში BMW-ს კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს კარ­გი მიდ­გო­მა აქვთ: სწო­რად ურ­ჩე­ვენ, რო­გორ უნდა მარ­თონ მან­ქა­ნა ისე, რომ მის სა­ჭეს­თან ჯდო­მა არ იყოს სა­ხი­ფა­თო და არ იყოს რისკთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვი­საც ამ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს, უმ­ჯო­ბე­სია, გა­ერ­თი­ან­დეს ამ კლუბ­ში და იქ სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს მი­ი­ღე­ბენ.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი სა­ჭეს­თან ხში­რად სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცი­ებს ქმნი­ან. მით უფრო ისი­ნი, ვინც ამ მარ­კის ამ­ტო­მან­ქა­ნას უს­ხე­დან...

- არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი იმ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ რად­გან ქა­ლია სა­ჭეს­თან, ტრა­სა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბა. უბ­რა­ლოდ ის არის, რომ მან­დი­ლო­სა­ნი სა­ჭეს­თან ფრთხი­ლია, ძი­რი­თა­დად ზედ­მე­ტად ფრთხი­ლიც კი, რაც მის დაბ­ნე­უ­ლო­ბას იწ­ვევს...

- ბო­ლოს და ბო­ლოს, არ­სე­ბობს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ტი­ო­სა­ნი მძღო­ლი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან პა­ტი­ოს­ნად სი­ა­რუ­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლია. ყვე­ლა­ზე დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა კი თავ­ხე­დი და ეგო­ის­ტი მძღო­ლია. სწო­რედ ასე­თე­ბი უშ­ლი­ან სხვებს ნერ­ვებს ყვე­ლა­ზე მე­ტად და ასე­თე­ბი ქმნი­ან სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცი­ებს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"მკვლელი BMW" თუ თავხედი მძღოლი - რატომ არის BMW დაწყევლილი მანქანა

"მკვლელი BMW" თუ თავხედი მძღოლი - რატომ არის BMW დაწყევლილი მანქანა

ამ სტატიას გუშინ სართიჭალაში მომხდარი ავარიის ფაქტით ვიწყებ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა: ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და BMW-ს მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალნენ მსუბუქ ავტომობილში მჯდარი მამაკაცი და 2 წლამდე ასაკის ბავშვი. ამავე ავტომობილში მყოფი ერთი ქალბატონი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, მამა-შვილი არიან...

ეს ერთი საშინელი ფაქტია იმ უამრავიდან, რომელსაც BMW-ს მარკის ავტომანქანები არა მარტო საქართელოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახდენენ. თუ რა განაპირობებს ამას და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხიფათი, ამ საკითხებზე შალვა ბუაჩიძე, ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" მთავარი რედაქტორი გვესაუბრება:

- BMW ერთ-ერთი ყველზე პოპულარული მარკაა. ჰყავს ბევრი მოხმარებელი. ბრენდი ყოველთვის სპორტულობაზე აკეთებს აქცენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანა მოქნილია, მანევრულია და კარგი აჩქარებით გამოირჩევა. ამიტომ, მას გამოცდილი, გაწაფული და ალღოიანი მძღოლი სჭირდება. თუ BMW-ს მძღოლი გამოუცდელია, არ აქვს მას შესაბამისი ალღო, ავტომობილისკენ მიდრეკილი ადამიანი არ არის, შესაბამისად, ავარიაც ხშირად ხდება. დიახ, ეს მანქანა მძღოლს იმისკენ იწვევს, რომ კიდევ უფრო სწრაფად მართოს ის. როგორც კი მის საჭესთან დაჯდები, გიწვევს, რომ სიჩქარეს მოუმატო, გასწრებაზეც ხშირად გახვიდე. შესაბამისად, BMW-ს სჭირდება მართვის ცოდნა. თავისთავად BMW ცუდი და საშიში ავტომობილი არ არის. მაგალითად, "ფერარი" გაცილებით უფრო სარისკოა და უფრო სპორტულიც, უბრალოდ საქმე ის არის, რომ მასზე ამდენი ავარიის წილი არ მოდის - იმის გამო, რომ ცოტა იყიდება... BMW კი, "ფერარისგან" განსხვავებით, მასობრივია და მარტივად რომ ვთქვათ, ბევრისთვისაა ხელმისაწვდომი.

- მოკლედ, BMW-ს ისეთი გაწევა აქვს, რომ მამაკაცები მის საჭეს რომ მიუსხდებიან, აზარტში შედიან...

- კი, ასეა, ვისაც მანქანა და სიჩქარე უყვარს, ეს მოსწონს. ადამიანებს ამის ხარჯზე მეტის გარისკვა უწევთ. სხვადასხვა მოდელს სისწრაფისა და აჩქარების სხვადასხვა მაჩვენებელი აქვს (ზოგს მეტი, ზოგს - ნაკლები).

- იმ შემთხვევაში თუ არ ხარ გამოცდილი მძღოლი, მაშინ რა ხდება?..

- შეიძლება ადამიანი 10 წელი მართავდეს ავტომობილს, მაგრამ ის ალღო არ განუვითარდეს, რომელიც ამ საქმეს სჭირდება, მაგრამ ზოგს ორი თვეც ეყოს ალღოსა და ნიჭის გამოსავლენად, ანუ ავტომობილის მართვის ტექნიკას ვგულისხმობ. თუ ადამიანი ატყობს, რომ რისკზე წასვლით მანქანას ვერ იმორჩილებს, მომდევნო რისკი აღარ უნდა განახორციელოს. სანამ რაღაც მინიმალურ ნაბიჯს კონკრეტულად არ აითვისებს, მანამდე არ გადადგას შემდეგი და შეეცადოს ალღო ამ ყველაფერთან ერთად გამოიმუშავოს. ასევე, გამოუცდელმა მძღოლმა პირველ მანქანად BMW არ უნდა შეიძინოს. მოკლედ, ავარია ძირითადად გამოუცდელობის ან, რა თქმა უნდა, მოძრაობის წესების დარღვევის გამო ხდება.

- "მკვლელი მანქანა", - მას ასე უწოდებენ. თუმცა ამ მარკას "მკვლელად" ადამიანები აქცევენ...

- დიახ, BMW-ს ბრალი არ არის, რომ ის ავარიაში ხვდება. ეს მარკა ძალიან პოპულარულია და მთელ მსოფლიოში კარგად იყიდება. BMW უშუალო კონკურენტებიდან "მერსედესზე" და "აუდიზე" მეტ მოდელს ჰყიდის. თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ სპორტულობისკენაა მიდრეკილი, აღარ გაგვიკვირდება, რომ ბევრ ავარიაში მონაწილეობს. საშუალო ფასის მქონეა და ამიტომ მას ბევრი ყიდულობს. ისევ გავიმეორებ: შეიძლება უტოპიური შედარებაა, მაგრამ უტრირებას ვახდენ: "ფერარი" რომ BMW-ს ფასი ღირდეს, გაცილებით მეტ ავარიაში მოყვებოდა, იმიტომ რომ, სუპერსპორტული კლასია.

- ამბობენ ხოლმე, მამამ შვილს პირველი მანქანა BMW არ უნდა უყიდოსო...

- ჰო, საქართველოში არსებობს ასეთი გამოთქმა: "თუ გინდა, რომ შვილი უსაფრთხოდ იყოს, პირველ მანქანას BMW-ს ნუ უყიდი!" გერმანიაშიც არსებობს გამონთქვამი, " BMW - ბავარიის დაწყევლილი მანქანა". ეს ყველაფერი იქიდან მოდის, რომ BMW სპორტულია, დინამიკურია, მანევრულია, მძღოლი აზარტში შეჰყავს და თუ გამოუცდელია, ალღო არ აქვს ან წესებს არღვევს, დიდია მისი ავარიაში მოყოლის შანსი.

- რა რჩევებს მისცემ მათ, ვინც BMW-ს მართავს...

- პირველი რჩევა - ნურასდროს წავა ზედმეტ რისკზე; მეორე რჩევა, - მანქანასთან ერთად, ეტაპობრივად ისწავლოს სწრაფად მართვა და მოსახვევში შესვლა. ტექნიკა, შესაძლებლობები და ალღო ამ ყველაფრის შემდეგ გამომუშავდება; მესამე და უმთავრესი, - ნუ დაარღვევს მოძრაობის წესებს, რადგანაც ავარია მაინც ხშირად მოძრაობის წესების დარღვევით არის გამოწვეული. არ შეიძლება არაგონივრული აჩქარება, გასწრებაზე გასვლა მაშინ, როცა ვხვდებით, რომ ეს სარისკოა.

საქართველოში BMW-ს კლუბის ხელმძღვანელებს კარგი მიდგომა აქვთ: სწორად ურჩევენ, როგორ უნდა მართონ მანქანა ისე, რომ მის საჭესთან ჯდომა არ იყოს სახიფათო და არ იყოს რისკთან დაკავშირებული. ვისაც ამ მარკის ავტომობილი ჰყავს, უმჯობესია, გაერთიანდეს ამ კლუბში და იქ სასარგებლო რჩევებს მიიღებენ.

- არსებობს მოსაზრება, რომ ქართველი ქალბატონები საჭესთან ხშირად საავარიო სიტუაციებს ქმნიან. მით უფრო ისინი, ვინც ამ მარკის ამტომანქანას უსხედან...

- არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც ამბობს, რომ რადგან ქალია საჭესთან, ტრასაზე აუცილებლად საავარიო სიტუაცია შეიქმნება. უბრალოდ ის არის, რომ მანდილოსანი საჭესთან ფრთხილია, ძირითადად ზედმეტად ფრთხილიც კი, რაც მის დაბნეულობას იწვევს...

- ბოლოს და ბოლოს, არსებობს თუ არა საქართველოში პატიოსანი მძღოლი?

- საქართველოში ძალიან პატიოსნად სიარული შეუძლებელია. ყველაზე დიდი საშინელება კი თავხედი და ეგოისტი მძღოლია. სწორედ ასეთები უშლიან სხვებს ნერვებს ყველაზე მეტად და ასეთები ქმნიან საავარიო სიტუაციებს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია