"რეალობა კაზანტიპზე" - ასე ქვია გვერდს Facebook-ზე, რომელიც ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის, კაზანტიპის შესახებ ცნობილი ქართველების მოსაზრებებს აქვეყნებს. ცნობილი მოდელის, ეკო ფანგანის შემდეგ გვერდი თამუნა მუსერიძის ვიდეომომართვას ავრცელებს.
"უდავოა, რომ ელექტრონული მუსიკა ერთ-ერთ ყველაზე წამყვან და კომერციულ მუსიკად ითვლება, ამაზე არც ვიდავოთ და არც ის ვთქვათ, რომ ცუდია, რომ კაზანტიპი ტარდება ჩვენთან. თუნდაც ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით და თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ცოტა აზრზე მოვიდეთ ადამიანები, ვინც სიბნელეში ვცხოვრობთ,მოვხვდეთ კაზანტიპზე და მივხვდეთ რა ხდება საერთიდ საქართველოს ფარგლებს გარეთ...
მინუსი არის ის სექსუალური აქტივობა, რომელიც გააჩნია იმ მამაკაცს, რომელიც მიდის ამ საღამოებზე, ვგულისხმობ ბევრ ქართველ ბიჭს, რომ დაიკმაყოფილონ სექსულარი მოთხოვნილება და არა იმიტომ, რომ მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას, გაერთოს კაზანტიპზე მეგობრებთან ერთად და მიიღოს სიამოვნება. და გონიათ, რომ იქ რომ წავლენ, უკრაინელი გოგონები გაგიჟდებიან და მიასკდებიან, დამიჯერეთ ასე არ არის ბიჭებო..
და მეორე მინუსი, - ქართველი ბიჭების პრობლემა, რომ მათ არ ევასებათ თავის დაცვა, რის შედეგადაც უამრავ დაავადებას აიკიდებენ. გირჩევთ თან წაიღოთ დაცვის საშუალებები და თავი დაიცავით აუცილებლად", - ამბობს მიმართვაში თამუნა მუსერიძე.