მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი გვახარიას მოგონებები ეროსი კიწმარიშვილზე წიგნიდან "ცრემლიანი სათვალე"
გოგი გვახარიას მოგონებები ეროსი კიწმარიშვილზე წიგნიდან "ცრემლიანი სათვალე"

კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი, "რუს­თა­ვი 2"-ზე გა­და­ცე­მა "ფსი­ქოს" ყო­ფი­ლი წამ­ყვა­ნი გოგი გვა­ხა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი წიგ­ნი­დან "ცრემ­ლი­ა­ნი სათ­ვა­ლე" ამო­ნა­რიდს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს იხ­სე­ნებს.

"რუს­თა­ვი 2"-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი, დათო დვა­ლი და ჯარ­ჯი აქი­მი­ძე ცო­ტა­თი ჰგავ­დნენ ამ "60-ია­ნე­ლებს" - ისი­ნი ალ­პი­ნიზ­მმა და­ა­მე­გობ­რა, ანუ კი­დით-კი­დემ­დე მოძ­რა­ო­ბის სურ­ვილ­მა, სი­მაღ­ლის შეც­ნო­ბის ვნე­ბამ, იმ სი­მაღ­ლი­სა, რო­მელ­საც ვერ და­ი­პყრობ, ეს "პრო­რი­ვი" სი­ა­მოვ­ნე­ბას რომ არ გა­ნი­ჭებ­დეს. 96-ში, როცა დედა-სამ­შობ­ლოს ჯერ კი­დევ "სარ­კმლით" ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი, ნო­დარ ბე­გი­აშ­ვილ­მა მი­თხრა, რუს­თა­ვის ტე­ლე­ვი­ზი­ის ბი­ჭე­ბი გე­ძე­ბენ, იქ­ნებ და­უთ­მო რამ­დე­ნი­მე წუ­თიო. ამ "და­უთ­მეს" მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი. იცო­და ხალ­ხმა, რო­გორ მე­ზა­რე­ბა ხოლ­მე ასე­თი უპერ­სპექ­ტი­ვო შეხ­ვედ­რე­ბი.

ბო­ლოს და ბო­ლოს "და­ვუთ­მე". ნა­ხევ­რად­და­ხე­უ­ლი ჯინ­სე­ბით და "ბო­ტა­სე­ბით" სახ­ლში მეს­ტუმრნენ. ბევ­რი "ბა­ტო­ნო გოგი" იძა­ხეს და თა­ვი­სას მი­აღ­წი­ეს - მე­ო­რე დღეს მათი სტუ­დი­ის სა­ნა­ხა­ვად რუს­თა­ვის­კენ გა­ვე­მარ­თე.

ქა­ლა­ქი რუს­თა­ვი აქამ­დე მხო­ლოდ "კე­თილ ადა­მი­ა­ნებ­ში" მქონ­და ნა­ნა­ხი. ამ ფილმში ყო­ველ­თვის მომ­წონ­და კონ­ტრას­ტი სტა­ლი­ნურ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ფონ­სა და სტა­ლი­ნუ­რი კულ­ტუ­რის­თვის სრუ­ლი­ად უცხო პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის, კონ­ტრას­ტი 40-იანი წლე­ბის ფსევ­დოკ­ლა­სი­ციზმსა და 60-იანი წლე­ბის მე­ლოდ­რა­მა­ტულ რო­მან­ტი­კას შო­რის. მომ­წონ­და, რო­გორ იყო გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი, 60-ია­ნელ­თა საყ­ვა­რელ გა­რე­მო­ში - ქუ­ჩა­ში, მო­ედ­ნებ­ზე (ამ თა­ო­ბის­თვის ხომ სი­ცო­ცხლე გა­რეთ გა­მო­დის).

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რუს­თა­ვი "ქა­ლა­ქად" გა­მო­ცხად­და 1948 წელს, სწო­რედ იმ დროს, როცა სტა­ლინ­მა და­ამ­ტკი­ცა ბუ­ნე­ბის გარ­დაქ­მნის გე­ნე­რა­ლუ­რი პროგ­რა­მა - "რე­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის" თა­ვი­სე­ბუ­რი აპო­თე­ო­ზი (უდაბ­ნო­ე­ბის მორ­წყვი­თა და მდი­ნა­რე­ე­ბის "გა­დას­რო­ლით"). ბუ­ნე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბის იდე­ამ ქვეყ­ნის რუ­კა­ზე მო­ამ­რავ­ლა ახა­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი მო­ნო­ლი­თუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რით, რო­მელ­საც ხალ­ხში სა­ბო­ლო­ოდ უნდა ჩა­ეკ­ლა "პრო­რი­ვის" მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. ხალ­ხს ბუ­ტა­ფო­რულ, სი­მუ­ლა­ცი­ურ რე­ა­ლო­ბა­ში უნდა ეცხოვ­რა.

1996 წელს თით­ქმის სრუ­ლი­ად დაქ­ცე­ულ და გა­პარ­ტა­ხე­ბულ რუს­თავს არც სტა­ლი­ნის ეპო­ქას­თან ჰქონ­და რამე სა­ერ­თო და არც 60-იან წლებ­თან. მე­ტა­ლურ­გე­ბის ქა­ლაქს სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და სახე. მაგ­რამ "ორ­მა­გი სი­მუ­ლა­ცია", რო­მე­ლიც შე­ვარ­დნა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ შე­იქ­მნა, რუს­თა­ვე­ლებს აჯე­რებ­და, რომ ისი­ნი "ქა­ლაქ­ში" ცხოვ­რობ­დნენ, რომ მათ თა­ვი­ან­თი თე­ატ­რი ჰქონ­დათ, ტე­ლე­ვი­ზია... 1995 წლი­დან, უკვე ორი ტე­ლე­ვი­ზია.

ამ ქა­ლაქ­ში, სა­დაც წლე­ბის მან­ძილ­ზე იწამ­ლე­ბო­და ჰა­ე­რი, სა­დაც ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ყა­რეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც არ ჰქონ­დათ ქარ­თულ­საბ­ჭო­თა კო­რუმ­პი­რე­ბულ რე­ა­ლო­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის უნა­რი მა­გა­ლი­თად, დე­და­ქა­ლაქ­ში "ჩა­წე­რის" სა­შუ­ა­ლე­ბა), ამ მულ­ტი­კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­და პრო­ფე­სი­ით პე­დი­ატ­რი, მო­წო­დე­ბით კი მთას­ვლე­ლი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გა­ეღ­ვი­ძა და "ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­კე­თე­ბა" გა­და­წყვი­ტა - ანუ "ორ­მა­გი სი­მუ­ლა­ცი­ის" სამ­ყა­როს­თან ბრძო­ლა ასე­ვე "სი­მუ­ლი­რე­ბუ­ლი", ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­წყვი­ტა. მერე ეს ვიწ­რო და უსა­ხო სამ­ყა­რო არ ეყო და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­ზე მო­ინ­დო­მა ფრთე­ბის გაშ­ლა.

ასე­თი კა­ცის­თვის რო­გორ არ უნდა "და­მეთ­მო" ჩემი თავი. რო­გორც კი რუს­თა­ვის ყო­ფილ სას­ტუმ­რო­ში (აქ, მგო­ნი, ყვე­ლა­ფე­რი "ყო­ფი­ლი" იყო) გან­ლა­გე­ბუ­ლი სტუ­დია ვნა­ხე, ეგ­რე­ვე დავ­თან­ხმდი - "მექ­სი­კა­ში მივ­დი­ვარ. რო­გორც კი დავ­ბრუნ­დე­ბი, თქვე­ნი ვარ!"

ორი კვი­რა იყ­ვნენ ეთერ­ში.

"რუს­თა­ვი 2"-ის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ მე­ხი­კო­ში შე­ვი­ტყვე. ნე­ბის­მი­ე­რი შე­მოქ­მე­დე­ბა - წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა. ამ სამ­ყა­რო­ში სა­მო­თხე რომ იყოს, არც რო­მა­ნე­ბი და­ი­წე­რე­ბო­და და არც მუ­სი­კაო - წერ­და გო­და­რი... ჩვენს თავს უნდა მი­ვუ­ლო­ცოთ, რომ სა­მო­თხე­ში არ ვცხოვ­რობ­თო.

ჰოდა, რა მინ­დო­და იმ შავ-ყვი­თე­ლა სა­მო­თხე­ში, როცა დედა-სამ­შობ­ლო ბრძო­ლის­თვის, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის­თვის, ე.ი. შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის მიხ­მობ­და?

1997 წლის 7 მარტს მე 40 წლის იუ­ბი­ლეს ვზე­ი­მობ­დი, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის ხუთ წლის­თავს. სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ შე­ვარ­დნა­ძემ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი მო­უხ­სნა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მელს გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძეს, რო­მე­ლიც, ამე­რი­კუ­ლი მხა­რის მტკი­ცე­ბით ნას­ვა­მი იჯდა სა­ჭეს­თან, რა­მაც 16 წლის გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ვარ­დნა­ძის ეს ნა­ბი­ჯი დიპ­ლო­მა­ტი­ურ სკო­ლა­თა სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­სა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში შევა, რაც კი­დევ უფრო აწევს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი პრე­ზი­დენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრეს­ტიჟს.

მსხვერ­პლშე­წირ­ვის იდე­ო­ლო­გია, რო­მელ­საც ძვე­ლებ­თან ერ­თად, ახა­ლი თა­ო­ბის პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც ამ­კვიდ­რებ­დნენ, ჰარ­მო­ნი­უ­ლად ეწე­რე­ბო­და უსაშ­ვე­ლოდ მი­თო­ლო­გი­ზი­რე­ბულ და სი­მუ­ლა­ცი­ურ რე­ა­ლო­ბა­ში. თუმ­ცა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პრო­ცე­სი უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო; იგი­ვე ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძა­ლის­ხმე­ვა რომ არა, "რუს­თა­ვი 2" ვე­რას­დროს მო­ი­გებ­და სა­სა­მარ­თლოს და ეთერ­ში ხე­ლახ­ლა ვე­ღარ გა­ვი­დო­და.

"ცრემ­ლი­ა­ნი სათ­ვა­ლე", თავი 25

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

გოგი გვახარიას მოგონებები ეროსი კიწმარიშვილზე წიგნიდან "ცრემლიანი სათვალე"

გოგი გვახარიას მოგონებები ეროსი კიწმარიშვილზე წიგნიდან "ცრემლიანი სათვალე"

კინოკრიტიკოსი, "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "ფსიქოს" ყოფილი წამყვანი გოგი გვახარია სოციალურ ქსელში საკუთარი წიგნიდან "ცრემლიანი სათვალე" ამონარიდს აქვეყნებს, სადაც ეროსი კიწმარიშვილს იხსენებს.

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, ეროსი კიწმარიშვილი, დათო დვალი და ჯარჯი აქიმიძე ცოტათი ჰგავდნენ ამ "60-იანელებს" - ისინი ალპინიზმმა დაამეგობრა, ანუ კიდით-კიდემდე მოძრაობის სურვილმა, სიმაღლის შეცნობის ვნებამ, იმ სიმაღლისა, რომელსაც ვერ დაიპყრობ, ეს "პრორივი" სიამოვნებას რომ არ განიჭებდეს. 96-ში, როცა დედა-სამშობლოს ჯერ კიდევ "სარკმლით" ვემსახურებოდი, ნოდარ ბეგიაშვილმა მითხრა, რუსთავის ტელევიზიის ბიჭები გეძებენ, იქნებ დაუთმო რამდენიმე წუთიო. ამ "დაუთმეს" მიჩვეული ვიყავი. იცოდა ხალხმა, როგორ მეზარება ხოლმე ასეთი უპერსპექტივო შეხვედრები.

ბოლოს და ბოლოს "დავუთმე". ნახევრადდახეული ჯინსებით და "ბოტასებით" სახლში მესტუმრნენ. ბევრი "ბატონო გოგი" იძახეს და თავისას მიაღწიეს - მეორე დღეს მათი სტუდიის სანახავად რუსთავისკენ გავემართე.

ქალაქი რუსთავი აქამდე მხოლოდ "კეთილ ადამიანებში" მქონდა ნანახი. ამ ფილმში ყოველთვის მომწონდა კონტრასტი სტალინურ არქიტექტურულ ფონსა და სტალინური კულტურისთვის სრულიად უცხო პერსონაჟებს შორის, კონტრასტი 40-იანი წლების ფსევდოკლასიციზმსა და 60-იანი წლების მელოდრამატულ რომანტიკას შორის. მომწონდა, როგორ იყო გადაღებული ფილმი, 60-იანელთა საყვარელ გარემოში - ქუჩაში, მოედნებზე (ამ თაობისთვის ხომ სიცოცხლე გარეთ გამოდის).

საინტერესოა, რომ რუსთავი "ქალაქად" გამოცხადდა 1948 წელს, სწორედ იმ დროს, როცა სტალინმა დაამტკიცა ბუნების გარდაქმნის გენერალური პროგრამა - "რეკონსტრუქციული იდეოლოგიის" თავისებური აპოთეოზი (უდაბნოების მორწყვითა და მდინარეების "გადასროლით"). ბუნების დამორჩილების იდეამ ქვეყნის რუკაზე მოამრავლა ახალი დასახლებები მონოლითური არქიტექტურით, რომელსაც ხალხში საბოლოოდ უნდა ჩაეკლა "პრორივის" მოთხოვნილება. ხალხს ბუტაფორულ, სიმულაციურ რეალობაში უნდა ეცხოვრა.

1996 წელს თითქმის სრულიად დაქცეულ და გაპარტახებულ რუსთავს არც სტალინის ეპოქასთან ჰქონდა რამე საერთო და არც 60-იან წლებთან. მეტალურგების ქალაქს საერთოდ არ ჰქონდა სახე. მაგრამ "ორმაგი სიმულაცია", რომელიც შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეიქმნა, რუსთაველებს აჯერებდა, რომ ისინი "ქალაქში" ცხოვრობდნენ, რომ მათ თავიანთი თეატრი ჰქონდათ, ტელევიზია... 1995 წლიდან, უკვე ორი ტელევიზია.

ამ ქალაქში, სადაც წლების მანძილზე იწამლებოდა ჰაერი, სადაც ხელოვნურად შეყარეს ადამიანები, რომელთაც არ ჰქონდათ ქართულსაბჭოთა კორუმპირებულ რეალობასთან ინტეგრაციის უნარი მაგალითად, დედაქალაქში "ჩაწერის" საშუალება), ამ მულტიკულტურულ გარემოში გაიზარდა პროფესიით პედიატრი, მოწოდებით კი მთასვლელი ეროსი კიწმარიშვილი. ერთ მშვენიერ დღეს გაეღვიძა და "ტელევიზიის გაკეთება" გადაწყვიტა - ანუ "ორმაგი სიმულაციის" სამყაროსთან ბრძოლა ასევე "სიმულირებული", ვირტუალური რეალობის საშუალებით გადაწყვიტა. მერე ეს ვიწრო და უსახო სამყარო არ ეყო და სრულიად საქართველოზე მოინდომა ფრთების გაშლა.

ასეთი კაცისთვის როგორ არ უნდა "დამეთმო" ჩემი თავი. როგორც კი რუსთავის ყოფილ სასტუმროში (აქ, მგონი, ყველაფერი "ყოფილი" იყო) განლაგებული სტუდია ვნახე, ეგრევე დავთანხმდი - "მექსიკაში მივდივარ. როგორც კი დავბრუნდები, თქვენი ვარ!"

ორი კვირა იყვნენ ეთერში.

"რუსთავი 2"-ის დახურვის შესახებ მეხიკოში შევიტყვე. ნებისმიერი შემოქმედება - წინააღმდეგობაა. ამ სამყაროში სამოთხე რომ იყოს, არც რომანები დაიწერებოდა და არც მუსიკაო - წერდა გოდარი... ჩვენს თავს უნდა მივულოცოთ, რომ სამოთხეში არ ვცხოვრობთო.

ჰოდა, რა მინდოდა იმ შავ-ყვითელა სამოთხეში, როცა დედა-სამშობლო ბრძოლისთვის, წინააღმდეგობის გაწევისთვის, ე.ი. შემოქმედებისთვის მიხმობდა?

1997 წლის 7 მარტს მე 40 წლის იუბილეს ვზეიმობდი, ედუარდ შევარდნაძე კი საქართველოში დაბრუნების ხუთ წლისთავს. საიუბილეოდ შევარდნაძემ დიპლომატიური იმუნიტეტი მოუხსნა შეერთებულ შტატებში, საქართველოს საელჩოს თანამშრომელს გიორგი მახარაძეს, რომელიც, ამერიკული მხარის მტკიცებით ნასვამი იჯდა საჭესთან, რამაც 16 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, რომ შევარდნაძის ეს ნაბიჯი დიპლომატიურ სკოლათა სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში შევა, რაც კიდევ უფრო აწევს საქართველოსა და მისი პრეზიდენტის საერთაშორისო პრესტიჟს.

მსხვერპლშეწირვის იდეოლოგია, რომელსაც ძველებთან ერთად, ახალი თაობის პოლიტიკოსებიც ამკვიდრებდნენ, ჰარმონიულად ეწერებოდა უსაშველოდ მითოლოგიზირებულ და სიმულაციურ რეალობაში. თუმცა წინააღმდეგობის პროცესი უკვე დაწყებული იყო; იგივე ზურაბ ჟვანიას ძალისხმევა რომ არა, "რუსთავი 2" ვერასდროს მოიგებდა სასამართლოს და ეთერში ხელახლა ვეღარ გავიდოდა.

"ცრემლიანი სათვალე", თავი 25

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს