პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს კოდუების დედა და რას ყვება ის ყოფილ რძალსა და ნანუკა ჟორჟოლიანთან ურთიერთობაზე
რა ქონებას ფლობს კოდუების დედა და რას ყვება ის ყოფილ რძალსა და ნანუკა ჟორჟოლიანთან ურთიერთობაზე

Ambebi.ge გა­ნაგ­რძობს სტა­ტი­ე­ბის ციკლს, რო­მელ­შიც მდი­და­რი ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ. ამ­ჯე­რად ჩვენ ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას ქო­ნე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით. გთა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც მან "კვი­რის პა­ლიტ­რას" 2010 წელს მის­ცა.

- 1989 წლი­დან მაქვს ბიზ­ნე­სი. მა­ნამ­დე, 7 წელი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ვმუ­შა­ობ­დი. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე გა­ნათ­ლე­ბის პროფ­კავ­ში­რებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და თა­ვის­თან წა­მიყ­ვა­ნა.

სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ავი­ა­ცი­ა­ში და­ვი­წყე საქ­მი­ა­ნო­ბა და აი, რო­გორ: ბელ­გი­ა­ში ავი­ა­ცი­ის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წა­ვე­დი, თარ­ჯიმ­ნად ჩემი შვი­ლი გი­ორ­გი წა­ვიყ­ვა­ნე, რო­მე­ლიც ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო ინ­გლი­სი­დან. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც ვი­ცო­დი, სად მივ­დი­ო­დი. მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ არ­სე­ბობ­და ორ­გა­ნი­ზა­ცია "100 ევ­რო­პა", რო­მელ­შიც ევ­რო­პის კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ავი­ა­ტო­რე­ბი­სა იყო, არ ვი­ცო­დი. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გი­ორ­გიმ მი­თხრა, დედა, ჩვენ იქ არა ვართ, შენ რომ გგო­ნი­აო. არ შე­იმ­ჩნიო, ბო­ლომ­დე მო­ვის­მი­ნოთ, რაზე ლა­პა­რა­კო­ბენ. არ შე­იძ­ლე­ბა რამე სა­სი­კე­თო არ გა­ვი­გოთ-მეთ­ქი. ასეც მოხ­და. ერ­თმა კა­ნა­დელ­მა მი­თხრა, თბი­ლის­ში ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას­თან ვარ სტუმ­რად ნამ­ყო­ფი. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ კერ­ძო ავი­ა­კომ­პა­ნი­ას შექ­მნით, ჩვენ გვერ­დით და­გიდ­გე­ბი­თო. მეტი რა მინ­დო­და? 1990 წლი­დან ავი­ა­კომ­პა­ნია "გა­კოს" ჩა­ვუ­დე­ქი სა­თა­ვე­ში. მოს­კო­ვი­დან ორი "ტუ-154" ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე. მა­შინ ზუ­რაბ ჭან­კო­ტა­ძე იყო ავი­ა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და ძა­ლი­ან გა­მი­ნა­წყენ­და, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ხართ და რა უფ­ლე­ბით იწყებთ ავი­ა­ცი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა­სო. რა პრობ­ლე­მაა, გვერ­დით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს და­ვი­ყე­ნებ და ისე ვი­მუ­შა­ვებ-მეთ­ქი. ასე რომ, 1998 წლამ­დე ავი­ა­კომ­პა­ნია "გა­კო­ში" ვი­მუ­შა­ვე.

დიდი ოჯა­ხი მაქვს, 11 შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. ჩემი მე­უღ­ლე ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის კა­თედ­რის გამ­გეა.

ჭო­რა­ო­ბენ, თით­ქოს ირაკ­ლი მეხ­მა­რე­ბა ბიზ­ნეს­ში. არა­და, შეგ­ნე­ბუ­ლად არ მივ­დი­ვარ მას­თან ჩემს საქ­მე­ზე.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩემ­მა შვილ­მა ოჯა­ხი რომ და­ან­გრია, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. ჩემს ყო­ფილ რძალ­თან ნინო ენუ­ქი­ძეს­თან დღე­საც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, პა­ტივს ვცემ. მან ხომ ოთხი შვი­ლიშ­ვი­ლი მა­ჩუ­ქა. ჩემი შვი­ლი ნა­ნუ­კას­თან თავს თუ კარ­გად გრძნობს, მე მათ ბედ­ნი­ე­რე­ბას ვუ­სურ­ვებ. ირაკ­ლი 5 შვი­ლის მამა და უკვე ბა­ბუ­ა­ცაა. უფ­რო­სი შვი­ლი, დათო, ექი­მია, პე­დი­ატ­რი, გია ავი­ა­კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს, ირაკ­ლი კი ყვე­ლამ იცით. ვსწავ­ლობ­დი, ვმუ­შა­ობ­დი და თან სამ ბიჭს ვზრდი­დი.

ახლა რომ ძი­ძებს აზ­რდე­ვი­ნე­ბენ შვი­ლებს, მა­შინ ისე არ იყო. ბახ­ტრი­ონ­ზე ვცხოვ­რობ­დით და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დო­ლი­ძეც და ბახ­ტრი­ო­ნიც მორ­ფი­ნის­ტე­ბით იყო სავ­სე. 45 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­ვე­ნე­ბა არ მღირ­სე­ბია, შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი. მკაც­რი, ზოგ­ჯერ სა­ზი­ზღა­რი დე­დაც ვი­ყა­ვი. ირაკ­ლი სულ მახ­სე­ნებს, მკაც­რი იყა­ვი, მე ასე არ გავზრდი ჩემს შვი­ლებ­სო. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ვი­ყა­ვი. ყო­ველ სა­ათ­ში ვა­კონ­ტრო­ლებ­დი. ბი­ჭებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ. კა­რის უკან ია­ტა­კის საწ­მენ­დი ჯოხი მედო. ირაკ­ლი ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო, უფრო რთუ­ლი გა­საზ­რდე­ლი იყო, ვიდ­რე გია და დათო.

ერთხელ, სამ­სა­ხუ­რი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, ვხე­დავ, ეზო­ში სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. თურ­მე ირაკ­ლი აივ­ნი­დან (მერ­ვე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დით) ის­რო­და ხილს და თუ ვინ­მეს მო­არ­ტყამ­და, ძა­ლი­ან ხა­ლი­სობ­და. მე­ზობ­ლე­ბი ბრა­ზობ­დნენ, რას და­ამ­სგავ­სა ეზოო. ასე გა­მი­ნად­გუ­რა ირაკ­ლიმ მთე­ლი მა­რა­გი. იმ სა­ღა­მოს სა­კუ­თა­რი თა­ვიც დავ­სა­ჯე და ირაკ­ლიც, - არც ის და­ვა­ძი­ნე და არც მე და­ვი­ძი­ნე. დი­ლით ირაკ­ლიმ მომ­წე­რა, - დედა, რო­გორც გინ­და, ისე მო­ვიქ­ცე­ვი. თუ გინ­და, ხე­თა­ში წა­ვალ და ბე­ბი­ას­თან ვის­წავ­ლიო და წე­რი­ლი ბა­ლი­შის ქვეშ ამო­მი­დო.

ირაკ­ლი და­უდ­გრო­მე­ლი იყო, ფა­თე­რა­კებ­ში ეხ­ვე­ო­და და სულ უკან დავ­დევ­დი. და­თომ და გიამ სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რეს. ირაკ­ლიმ პო­ლი­ტექ­ნი­კურ­ში ჩა­ა­ბა­რა, მაგ­რამ სულ მე­უბ­ნე­ბო­და, პო­ლი­ცი­ა­ში მინ­და მუ­შა­ო­ბაო და ჩემი მე­უღ­ლის მა­ლუ­ლად ჩა­ა­ბა­რა იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე. ირაკ­ლი ბუ­ნე­ბით ძა­ლი­ან თბი­ლია. ნინო და ირაკ­ლი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ. მე­ხუ­თე კლა­სი­დან უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. პირ­ველ კურ­სზე გა­მო­მი­ცხა­დეს, ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­სო და და­ქორ­წინ­დნენ. რო­გორც მე­ო­თხე შვი­ლი, ისე გავ­ზარ­დე ნინო, სულ ჩემ­თან იყო მო­კედ­ლე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი და ამი­ტო­მაც გა­ა­ჩი­ნა ნი­ნომ ოთხი შვი­ლი.

სა­ნამ ირაკ­ლი სახ­ლი­დან წა­ვი­დო­და, ნი­ნოს ვი­ღაც ქა­ლე­ბი ურე­კავ­დნენ, ირაკ­ლი­სა და ნა­ნუ­კას ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ. ირაკ­ლი ისე წა­ვი­და სახ­ლი­დან, ნი­ნოს საყ­ვე­დუ­რიც არ უთ­ქვამს.

ახ­ლაც ტე­ლე­ფონ­ზე ხში­რად სა­უბ­რო­ბენ. შვი­ლებს ისევ ირაკ­ლი უვ­ლის და ნი­ნო­საც ყუ­რა­დღე­ბით ექ­ცე­ვა. ფაქ­ტის წი­ნა­შე და­მა­ყე­ნა ირაკ­ლიმ, ნა­ნუ­კა შე­უყ­ვარ­და. ნა­ნუ­კა თბი­ლი გო­გოა, ირაკ­ლის შვი­ლე­ბიც კარ­გად მი­ი­ღო და მა­თაც უყ­ვართ ნა­ნუ­კა.

- რო­დე­საც ერეკ­ლე სოდ-იდან კრი­მი­ნა­ლურ დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­და­იყ­ვა­ნეს, ით­ქვა, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან არის და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლიო.

- ვფიქ­რობ, კრი­მი­ნა­ლურ დე­პარ­ტა­მენ­ტში ირაკ­ლის გა­დაყ­ვა­ნა და­წი­ნა­უ­რე­ბაა. რა­ტომ უნდა ნიშ­ნავ­დეს ეს ირაკ­ლი­სა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცუდ ურ­თი­ერ­თო­ბას? კრი­მი­ნა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი შს სა­მი­ნის­ტროს დიდი რგო­ლია, სოდ-ი კი ახა­ლი სტრუქ­ტუ­რა. იქ რომ კარ­გად იმუ­შა­ვა ირაკ­ლიმ, ეტყო­ბა, ამი­ტომ გა­და­იყ­ვა­ნეს კრი­მი­ნა­ლურ დე­პარ­ტა­მენ­ტში. ირაკ­ლის ორ­მა­გი თა­მა­ში არ შე­უძ­ლია. ამი­ტო­მაც არ მოს­წონს ზო­გი­ერთს. გა­ზე­თე­ბი მისი ლან­ძღვა-გი­ნე­ბით არის აჭ­რე­ლე­ბუ­ლი. რას ვი­ზამ, უკვე შე­ვე­გუე ამას.

- თქვენს ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე მო­მი­ყე­ვით და იქ­ნებ ისიც მი­თხრათ, რა ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი ხართ?

- დიდი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლად მხა­ტა­ვენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის. მზა არა­ფე­რი მი­ყი­დია, ყო­ველ­თვის მი­წას ვყი­დუ­ლობ­დი და ვა­შე­ნებ­დი. 2000 წლი­დან "პი­რიმ­ზეს" აქ­ცი­ო­ნე­რი ვარ. აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი და ინდმე­წარ­მე­ე­ბი თა­ვი­ანთ აქ­ცი­ებს ბირ­ჟა­ზე რომ ყიდ­დნენ, მე ვყი­დუ­ლობ­დი. ასე გავ­ხდი მფლო­ბე­ლი. და­ნარ­ჩე­ნი წილი სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ო­ნერს ეკუთ­ვნის. გა­დავ­წყვი­ტეთ, შე­ნო­ბა გაგ­ვე­რე­მონ­ტე­ბი­ნა და ამას სა­თა­ვე­ში ჩა­ვუ­დე­ქი.

ლი­ლო­ში, ჭირ­ნა­ხუ­ლის N7-ში, სა­სა­წყო­ბე დან­გრე­უ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა იყო, რო­მე­ლიც აუქ­ცი­ონ­ზე გა­მო­ი­ტა­ნა თი-ბი-სი ბან­კმა. რად­გან იქვე ბაზ­რო­ბა მქონ­და, აუქ­ცი­ონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თავ­ზეს. თი-ბი-სის შე­ვუ­თან­ხმდი, თუ გა­სა­რე­მონ­ტებ­ლად კრე­დიტს მომ­ცემ­და, შე­ნო­ბას ვი­ყიდ­დი. ასე რომ, 3 მი­ლი­ო­ნი ლარი თი-ბი-სი­დან ავი­ღე. ეს თან­ხა მთლი­ა­ნად მოხ­მარ­და გა­პარ­ტა­ხე­ბულ შე­ნო­ბას.

გა­დავ­წყვი­ტე, იქ სამ­კერ­ვა­ლო სახ­ლი გა­მეხ­სნა. ია­პო­ნი­ის ელ­ჩის დახ­მა­რე­ბით უახ­ლე­სი სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნე­ბი შე­მო­ვი­ტა­ნეთ, რო­მე­ლიც კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ზეა აწყო­ბი­ლი.

თბი­ლი­სის მეტ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ფორ­მის შე­სა­კე­რად გა­მო­ცხა­დე­ბულ მე­რი­ის ტენ­დერ­შიც ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ(!).

- ზე­მოთ ბრძა­ნეთ, ლი­ლო­ში ბაზ­რო­ბა მქონ­დაო. ამი­ტო­მაც ამ­ბო­ბენ, ლი­ლოს ბაზ­რო­ბა ლა­უ­რა ღა­ჭა­ვა­სი­აო?

- ლი­ლო­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ცენ­ტრი მაქვს, სა­დაც 42 კა­ცია და­საქ­მე­ბუ­ლი, ლი­ლოს ბაზ­რო­ბა­ზე კი - 15 ათა­სი კა­ცია. ლი­ლოს ბაზ­რო­ბას შვი­დი მე­პატ­რო­ნე ჰყავს(!).

- ამ­ბო­ბენ, რომ სა­ბა­ჟო ტერ­მი­ნა­ლი "ლილო 1"-ც თქვე­ნი იყო და ბენ­დუ­ქი­ძემ წა­გარ­თვათ.

- ტერ­მი­ნა­ლი "ლილო 1" ბენ­დუ­ქი­ძი­საა. რო­დე­საც "ლილო 1"-ზე აუქ­ცი­ო­ნი ჩა­ტარ­და, მას­ში ლი­ლოს ბაზ­რო­ბის ერ­თმა მფლო­ბელ­მა, ვაჟა უსა­ნე­თაშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა. პირ­ვე­ლად 120 ათა­სი შე­ი­ტა­ნა, მაგ­რამ მერე ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა და ის ფუ­ლიც და­კარ­გა. ხელ­მე­ო­რედ რომ გა­ი­ტა­ნეს აუქ­ცი­ონ­ზე "ლილო 1", მა­შინ იყი­და ბენ­დუ­ქი­ძემ. ამ­ბო­ბენ, დიდი თან­ხა და­უჯ­და ტერ­მი­ნა­ლის გა­კე­თე­ბაო. დიდი ტე­რი­ტო­რი­აა - 25 ჰა.

- თქვენ ამ­ბობთ, რომ ბოლო დროს ინდმე­წარ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ჭე­რე­ბი ტყუ­ი­ლად და­გაბ­რა­ლეს, მა­ინც რა­ტომ და­უ­კავ­ში­რეს გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნია "ტრანსკარ­გოს" თქვე­ნი სა­ხე­ლი?

- არ ვიცი. ვფიქ­რობ, "გაკო" და "კარ­გო" ერე­ვათ ერ­თმა­ნეთ­ში და იმი­ტომ მო­მა­წე­რეს გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლო­ბა. არა­ვის ვიც­ნობ "ტრანსკარ­გო­ში". მათი ქარ­თვე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია, შე­ვარ­დნა­ძის დროს მუ­შა­ობ­და პო­ლი­ცი­ა­შიო. ის და­კა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა. ტყუ­ი­ლია, თით­ქოს სოდ-ი ინდმე­წარ­მე­ებს ეუბ­ნე­ბო­და, "ტრანსკარ­გოს­თან" და­დეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაო. სოდ-ი თუ ვინ­მეს­თან მი­დი­ო­და, რა­ტომ არ ეუბ­ნე­ბო­და, რომ ჩემს სა­წყობ­ში შე­მო­ე­ტა­ნათ ტვირ­თი?

ჩვენ­თან "ტრანსკარ­გო­დან" ერთი მან­ქა­ნაც არ შე­მო­სუ­ლა. ვი­ღა­ცას შეგ­ნე­ბუ­ლად უნ­დო­და, რომ ინდმე­წარ­მე­ე­ბის და­კა­ვე­ბას­თან მე და­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნე და დარ­ტყმა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ირაკ­ლის­თვის. მაგ­რამ ის 170 და­კა­ვე­ბუ­ლი ხომ იტყვის, მათ ტვირთთან რომ საქ­მე არ მქო­ნია. გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნია ჩემი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ერთხელ მა­ინც ხომ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი? სა­ჯა­რო რე­ესტრში ხომ ჩანს, ვი­სია ფირ­მა და ვინ არის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი? ვი­საც არ სჯე­რა, რომ "ტრანსკარ­გო" ჩემი არ არის, მა­შინ მათ ამ მი­თურ ქო­ნე­ბას ვჩუქ­ნი.

- მაგ­რამ ხში­რად კომ­პა­ნი­ას სხვა­ზე აფორ­მე­ბენ ხოლ­მე...

- ყვე­ლა ბიზ­ნე­სი ჩემს სა­ხელ­ზე მაქვს. არა­ვინ მიკ­რძა­ლავს ბიზ­ნე­სის კე­თე­ბას და რა­ტომ უნდა დავ­მა­ლო? მთა­ვა­რია, ბი­უ­ჯეტ­ში შე­ვი­ტა­ნო კუთ­ვნი­ლი თან­ხა. აე­რო­პორ­ტში­ვე მქონ­და სა­სა­წყო­ბე მე­ურ­ნე­ო­ბა "გაკო", რო­მე­ლიც სა­ბა­ჟოს სა­წყო­ბად გა­და­ვა­კე­თე. ის 1993 წლი­დან მუ­შა­ობს. ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი პრე­სა­ში ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის გამო, თით­ქოს 170 კაცი ჩემ გამო და­ი­ჭი­რეს. ამ ხალ­ხის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხომ იფიქ­რე­ბენ, რად­გან ირაკ­ლი კო­დუ­ას დე­დაა, ვერ იჭე­რენ და ინდმე­წარ­მე­ე­ბი და­ი­ჭი­რე­სო. ჩემს ბიზ­ნეს­თან ჩემს შვი­ლებს კავ­ში­რი არა აქვთ. იმის გამო, რომ ჩემი შვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა, მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არა მაქვს?

ია­პო­ნელ­მა პარტნი­ორ­მა მი­თხრა, ორი დღეა, აქა ვარ და ისე­თი წარ­მოდ­გე­ნა შე­მექ­მნა, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ზარ­მა­ცე­ბი ხართ, რეს­ტორ­ნე­ბი გა­და­ტე­ნი­ლია ხალ­ხით, ამი­ტო­მაც გირ­ჩევ­ნი­ათ, რომ მან­ქა­ნებ­მა იმუ­შა­ო­ნო. არა, ჩემ­თან 250-მა კაც­მა უნდა იმუ­შა­ოს-მეთ­ქი.

კარ­გია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი შე­მო­დის, მაგ­რამ მინ­და ეს ინ­ვეს­ტი­ცია ქარ­თვე­ლებ­მა გა­ა­კე­თონ. ჩვენ­მა შვი­ლებ­მა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა თუ არ იყო­ჩა­ღეს, ვი­ღა­ცის მსა­ხუ­რე­ბი გავ­ხდე­ბით და ეს ძა­ლი­ან მწყინს.

:)
0

როგორ არ მჯერა ამ ზღაპრების

რა ქონებას ფლობს კოდუების დედა და რას ყვება ის ყოფილ რძალსა და ნანუკა ჟორჟოლიანთან ურთიერთობაზე

რა ქონებას ფლობს კოდუების დედა და რას ყვება ის ყოფილ რძალსა და ნანუკა ჟორჟოლიანთან ურთიერთობაზე

Ambebi.ge განაგრძობს სტატიების ციკლს, რომელშიც მდიდარი ქართველი ქალების შესახებ მოგითხრობთ. ამჯერად ჩვენ ლაურა ღაჭავას ქონებით დავინტერესდით. გთაზობთ ინტერვიუს, რომელიც მან "კვირის პალიტრას" 2010 წელს მისცა.

- 1989 წლიდან მაქვს ბიზნესი. მანამდე, 7 წელი განათლების სამინისტროში ვმუშაობდი. მინისტრის მოადგილე მანანა კობახიძე განათლების პროფკავშირებში გადაიყვანეს და თავისთან წამიყვანა.

სრულიად შემთხვევით ავიაციაში დავიწყე საქმიანობა და აი, როგორ: ბელგიაში ავიაციის კონფერენციაზე წავედი, თარჯიმნად ჩემი შვილი გიორგი წავიყვანე, რომელიც ახალი ჩამოსული იყო ინგლისიდან. სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, სად მივდიოდი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ არსებობდა ორგანიზაცია "100 ევროპა", რომელშიც ევროპის კომერციული ორგანიზაციები იყო გაერთიანებული, მაგრამ თუ ეს ორგანიზაცია ავიატორებისა იყო, არ ვიცოდი. კონფერენციაზე გიორგიმ მითხრა, დედა, ჩვენ იქ არა ვართ, შენ რომ გგონიაო. არ შეიმჩნიო, ბოლომდე მოვისმინოთ, რაზე ლაპარაკობენ. არ შეიძლება რამე სასიკეთო არ გავიგოთ-მეთქი. ასეც მოხდა. ერთმა კანადელმა მითხრა, თბილისში ელდარ შენგელაიასთან ვარ სტუმრად ნამყოფი. ძალიან კარგი იქნება, თუ კერძო ავიაკომპანიას შექმნით, ჩვენ გვერდით დაგიდგებითო. მეტი რა მინდოდა? 1990 წლიდან ავიაკომპანია "გაკოს" ჩავუდექი სათავეში. მოსკოვიდან ორი "ტუ-154" ჩამოვიყვანე. მაშინ ზურაბ ჭანკოტაძე იყო ავიაციის დეპარტამენტის უფროსი და ძალიან გამინაწყენდა, არაპროფესიონალები ხართ და რა უფლებით იწყებთ ავიაციაში საქმიანობასო. რა პრობლემაა, გვერდით პროფესიონალებს დავიყენებ და ისე ვიმუშავებ-მეთქი. ასე რომ, 1998 წლამდე ავიაკომპანია "გაკოში" ვიმუშავე.

დიდი ოჯახი მაქვს, 11 შვილიშვილი მყავს. ჩემი მეუღლე ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროენერგეტიკის კათედრის გამგეა.

ჭორაობენ, თითქოს ირაკლი მეხმარება ბიზნესში. არადა, შეგნებულად არ მივდივარ მასთან ჩემს საქმეზე.

სამწუხაროდ, ჩემმა შვილმა ოჯახი რომ დაანგრია, ძალიან განვიცადე. ჩემს ყოფილ რძალთან ნინო ენუქიძესთან დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს, პატივს ვცემ. მან ხომ ოთხი შვილიშვილი მაჩუქა. ჩემი შვილი ნანუკასთან თავს თუ კარგად გრძნობს, მე მათ ბედნიერებას ვუსურვებ. ირაკლი 5 შვილის მამა და უკვე ბაბუაცაა. უფროსი შვილი, დათო, ექიმია, პედიატრი, გია ავიაკომპანიაში მუშაობს, ირაკლი კი ყველამ იცით. ვსწავლობდი, ვმუშაობდი და თან სამ ბიჭს ვზრდიდი.

ახლა რომ ძიძებს აზრდევინებენ შვილებს, მაშინ ისე არ იყო. ბახტრიონზე ვცხოვრობდით და მოგეხსენებათ, დოლიძეც და ბახტრიონიც მორფინისტებით იყო სავსე. 45 წლის განმავლობაში დასვენება არ მღირსებია, შვილების ცხოვრებით ვცხოვრობდი. მკაცრი, ზოგჯერ საზიზღარი დედაც ვიყავი. ირაკლი სულ მახსენებს, მკაცრი იყავი, მე ასე არ გავზრდი ჩემს შვილებსო. ძალიან ყურადღებიანი ვიყავი. ყოველ საათში ვაკონტროლებდი. ბიჭებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. კარის უკან იატაკის საწმენდი ჯოხი მედო. ირაკლი ძალიან ცელქი იყო, უფრო რთული გასაზრდელი იყო, ვიდრე გია და დათო.

ერთხელ, სამსახურიდან რომ დავბრუნდი, ვხედავ, ეზოში საშინელება ხდება. თურმე ირაკლი აივნიდან (მერვე სართულზე ვცხოვრობდით) ისროდა ხილს და თუ ვინმეს მოარტყამდა, ძალიან ხალისობდა. მეზობლები ბრაზობდნენ, რას დაამსგავსა ეზოო. ასე გამინადგურა ირაკლიმ მთელი მარაგი. იმ საღამოს საკუთარი თავიც დავსაჯე და ირაკლიც, - არც ის დავაძინე და არც მე დავიძინე. დილით ირაკლიმ მომწერა, - დედა, როგორც გინდა, ისე მოვიქცევი. თუ გინდა, ხეთაში წავალ და ბებიასთან ვისწავლიო და წერილი ბალიშის ქვეშ ამომიდო.

ირაკლი დაუდგრომელი იყო, ფათერაკებში ეხვეოდა და სულ უკან დავდევდი. დათომ და გიამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. ირაკლიმ პოლიტექნიკურში ჩააბარა, მაგრამ სულ მეუბნებოდა, პოლიციაში მინდა მუშაობაო და ჩემი მეუღლის მალულად ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე. ირაკლი ბუნებით ძალიან თბილია. ნინო და ირაკლი კლასელები იყვნენ. მეხუთე კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი. პირველ კურსზე გამომიცხადეს, ერთმანეთი გვიყვარსო და დაქორწინდნენ. როგორც მეოთხე შვილი, ისე გავზარდე ნინო, სულ ჩემთან იყო მოკედლებული. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ამიტომაც გააჩინა ნინომ ოთხი შვილი.

სანამ ირაკლი სახლიდან წავიდოდა, ნინოს ვიღაც ქალები ურეკავდნენ, ირაკლისა და ნანუკას ურთიერთობაზე ელაპარაკებოდნენ. ირაკლი ისე წავიდა სახლიდან, ნინოს საყვედურიც არ უთქვამს.

ახლაც ტელეფონზე ხშირად საუბრობენ. შვილებს ისევ ირაკლი უვლის და ნინოსაც ყურადღებით ექცევა. ფაქტის წინაშე დამაყენა ირაკლიმ, ნანუკა შეუყვარდა. ნანუკა თბილი გოგოა, ირაკლის შვილებიც კარგად მიიღო და მათაც უყვართ ნანუკა.

- როდესაც ერეკლე სოდ-იდან კრიმინალურ დეპარტამენტში გადაიყვანეს, ითქვა, ვანო მერაბიშვილთან არის დაპირისპირებულიო.

- ვფიქრობ, კრიმინალურ დეპარტამენტში ირაკლის გადაყვანა დაწინაურებაა. რატომ უნდა ნიშნავდეს ეს ირაკლისა და ვანო მერაბიშვილის ცუდ ურთიერთობას? კრიმინალური დეპარტამენტი შს სამინისტროს დიდი რგოლია, სოდ-ი კი ახალი სტრუქტურა. იქ რომ კარგად იმუშავა ირაკლიმ, ეტყობა, ამიტომ გადაიყვანეს კრიმინალურ დეპარტამენტში. ირაკლის ორმაგი თამაში არ შეუძლია. ამიტომაც არ მოსწონს ზოგიერთს. გაზეთები მისი ლანძღვა-გინებით არის აჭრელებული. რას ვიზამ, უკვე შევეგუე ამას.

- თქვენს ბიზნესსაქმიანობაზე მომიყევით და იქნებ ისიც მითხრათ, რა ქონების მფლობელი ხართ?

- დიდი ქონების მფლობელად მხატავენ, სინამდვილეში ასე არ არის. მზა არაფერი მიყიდია, ყოველთვის მიწას ვყიდულობდი და ვაშენებდი. 2000 წლიდან "პირიმზეს" აქციონერი ვარ. აქციონერები და ინდმეწარმეები თავიანთ აქციებს ბირჟაზე რომ ყიდდნენ, მე ვყიდულობდი. ასე გავხდი მფლობელი. დანარჩენი წილი სხვადასხვა აქციონერს ეკუთვნის. გადავწყვიტეთ, შენობა გაგვერემონტებინა და ამას სათავეში ჩავუდექი.

ლილოში, ჭირნახულის N7-ში, სასაწყობე დანგრეული მეურნეობა იყო, რომელიც აუქციონზე გამოიტანა თი-ბი-სი ბანკმა. რადგან იქვე ბაზრობა მქონდა, აუქციონში მონაწილეობა შემომთავზეს. თი-ბი-სის შევუთანხმდი, თუ გასარემონტებლად კრედიტს მომცემდა, შენობას ვიყიდდი. ასე რომ, 3 მილიონი ლარი თი-ბი-სიდან ავიღე. ეს თანხა მთლიანად მოხმარდა გაპარტახებულ შენობას.

გადავწყვიტე, იქ სამკერვალო სახლი გამეხსნა. იაპონიის ელჩის დახმარებით უახლესი საკერავი მანქანები შემოვიტანეთ, რომელიც კომპიუტერულ სისტემაზეა აწყობილი.

თბილისის მეტროს თანამშრომლების ფორმის შესაკერად გამოცხადებულ მერიის ტენდერშიც ჩვენ გავიმარჯვეთ(!).

- ზემოთ ბრძანეთ, ლილოში ბაზრობა მქონდაო. ამიტომაც ამბობენ, ლილოს ბაზრობა ლაურა ღაჭავასიაო?

- ლილოში კომერციული ცენტრი მაქვს, სადაც 42 კაცია დასაქმებული, ლილოს ბაზრობაზე კი - 15 ათასი კაცია. ლილოს ბაზრობას შვიდი მეპატრონე ჰყავს(!).

- ამბობენ, რომ საბაჟო ტერმინალი "ლილო 1"-ც თქვენი იყო და ბენდუქიძემ წაგართვათ.

- ტერმინალი "ლილო 1" ბენდუქიძისაა. როდესაც "ლილო 1"-ზე აუქციონი ჩატარდა, მასში ლილოს ბაზრობის ერთმა მფლობელმა, ვაჟა უსანეთაშვილმა გაიმარჯვა. პირველად 120 ათასი შეიტანა, მაგრამ მერე ვეღარ მოახერხა და ის ფულიც დაკარგა. ხელმეორედ რომ გაიტანეს აუქციონზე "ლილო 1", მაშინ იყიდა ბენდუქიძემ. ამბობენ, დიდი თანხა დაუჯდა ტერმინალის გაკეთებაო. დიდი ტერიტორიაა - 25 ჰა.

- თქვენ ამბობთ, რომ ბოლო დროს ინდმეწარმეებთან დაკავშირებული დაჭერები ტყუილად დაგაბრალეს, მაინც რატომ დაუკავშირეს გადამზიდავ კომპანია "ტრანსკარგოს" თქვენი სახელი?

- არ ვიცი. ვფიქრობ, "გაკო" და "კარგო" ერევათ ერთმანეთში და იმიტომ მომაწერეს გადამზიდავი კომპანიის მფლობელობა. არავის ვიცნობ "ტრანსკარგოში". მათი ქართველი წარმომადგენელი ყოფილი პოლიციელია, შევარდნაძის დროს მუშაობდა პოლიციაშიო. ის დაკავებული ყოფილა. ტყუილია, თითქოს სოდ-ი ინდმეწარმეებს ეუბნებოდა, "ტრანსკარგოსთან" დადეთ ხელშეკრულებაო. სოდ-ი თუ ვინმესთან მიდიოდა, რატომ არ ეუბნებოდა, რომ ჩემს საწყობში შემოეტანათ ტვირთი?

ჩვენთან "ტრანსკარგოდან" ერთი მანქანაც არ შემოსულა. ვიღაცას შეგნებულად უნდოდა, რომ ინდმეწარმეების დაკავებასთან მე დავეკავშირებინე და დარტყმა მიეყენებინათ ირაკლისთვის. მაგრამ ის 170 დაკავებული ხომ იტყვის, მათ ტვირთთან რომ საქმე არ მქონია. გადამზიდავი კომპანია ჩემი რომ ყოფილიყო, ერთხელ მაინც ხომ დაველაპარაკებოდი? საჯარო რეესტრში ხომ ჩანს, ვისია ფირმა და ვინ არის დამფუძნებელი? ვისაც არ სჯერა, რომ "ტრანსკარგო" ჩემი არ არის, მაშინ მათ ამ მითურ ქონებას ვჩუქნი.

- მაგრამ ხშირად კომპანიას სხვაზე აფორმებენ ხოლმე...

- ყველა ბიზნესი ჩემს სახელზე მაქვს. არავინ მიკრძალავს ბიზნესის კეთებას და რატომ უნდა დავმალო? მთავარია, ბიუჯეტში შევიტანო კუთვნილი თანხა. აეროპორტშივე მქონდა სასაწყობე მეურნეობა "გაკო", რომელიც საბაჟოს საწყობად გადავაკეთე. ის 1993 წლიდან მუშაობს. ძალიან შევწუხდი პრესაში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, თითქოს 170 კაცი ჩემ გამო დაიჭირეს. ამ ხალხის ოჯახის წევრები ხომ იფიქრებენ, რადგან ირაკლი კოდუას დედაა, ვერ იჭერენ და ინდმეწარმეები დაიჭირესო. ჩემს ბიზნესთან ჩემს შვილებს კავშირი არა აქვთ. იმის გამო, რომ ჩემი შვილი თანამდებობაზეა, მუშაობის უფლება არა მაქვს?

იაპონელმა პარტნიორმა მითხრა, ორი დღეა, აქა ვარ და ისეთი წარმოდგენა შემექმნა, რომ ქართველები ზარმაცები ხართ, რესტორნები გადატენილია ხალხით, ამიტომაც გირჩევნიათ, რომ მანქანებმა იმუშაონო. არა, ჩემთან 250-მა კაცმა უნდა იმუშაოს-მეთქი.

კარგია, რომ საქართველოში ინვესტიციები შემოდის, მაგრამ მინდა ეს ინვესტიცია ქართველებმა გააკეთონ. ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა თუ არ იყოჩაღეს, ვიღაცის მსახურები გავხდებით და ეს ძალიან მწყინს.