მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგვისტოს ომში მოკლული გიორგი ანწუხელიძის დედა დახმარებას ითხოვს
აგვისტოს ომში მოკლული გიორგი ანწუხელიძის დედა დახმარებას ითხოვს

2008 წელს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის დედა ლილი ან­წუ­ხე­ლი­ძე ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დახ­მა­რე­ბას 2 თვეა უშე­დე­გოდ სთხოვს. ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვან­ში მდე­ბა­რე სახ­ლი, სა­დაც გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის დედა და მა­მი­და ცხოვ­რო­ბენ, სტი­ქი­ამ და­ა­ზი­ა­ნა. სახ­ლი ისე­დაც ავა­რი­უ­ლი იყო, სტი­ქი­ის შემ­დეგ კი სა­ხუ­რა­ვი­დან წყა­ლი ჩა­დის.

"დიდი წვი­მა და ქარი იყო, სა­ხუ­რა­ვიც გა­დაგ­ვი­ხა­და და ფა­ნე­რე­ბიც ჩა­მო­ყა­რა. ზვი­ა­და­ურს გა­ვა­გე­ბი­ნე და ასე მი­თხრა, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ხე­დავ­თო. არ ვიცი ეხლა მომ­ხე­და­ვენ თუ არა და მე­ში­ნია შვი­ლო, წვი­მე­ბი რომ იყოს სახ­ლის ჭერი სულ ჩა­მო­ვა დაბ­ლა. წუ­ხელ ღამე რომ წვი­მა ჩა­მო­ვი­და, დღეს დი­ლას გა­დავღვა­რე და ეხლა ისევ დავ­დგი, თუ გა­აგ­რძე­ლებს, ალ­ბათ პირ­ველ სარ­თულ­ზეც ჩა­მო­ვა წყა­ლი. არა­ვის არ მო­უქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა ამ ძველ სახლზე. მინ­და ცოტა სა­ხუ­რა­ვი შე­ა­კე­თონ, რომ ისევ აქ გვე­ცხოვ­რა მე და ჩემს მულს, სხვა­გან წა­სას­ვლე­ლი არ გვაქვს, გი­ორ­გის და­სა­მარ­ხე­ბი ვი­ყა­ვით ორი­ვე. სა­ა­კაშ­ვილ­მა რომ სახ­ლი აუ­შე­ნა გი­ორ­გის, 2 პა­ტა­რა ოთა­ხია, ჩემი რძა­ლი და ბავ­შვე­ბი რომ მოვ­ლენ, ჩვე­ნი და­სარ­ჩე­ნი ად­გი­ლი არ იქ­ნე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ლილი ან­წუ­ხე­ლი­ძემ.

სახ­ლი, რო­მელ­შიც ლილი და ეთერ ან­წუ­ხე­ლი­ძე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ, გი­ორ­გის მა­მი­დას, ეთერ ან­წუ­ხე­ლი­ძეს ეკუთ­ვნის. გი­ორ­გის მშობ­ლებს სახ­ლი წლე­ბის წინ და­ეწ­ვათ. ლილი ან­წუ­ხე­ლი­ძის თქმით, გი­ორ­გის უნ­დო­და, რომ სა­ძირ­კვე­ლი ჩა­ე­ყა­რა და დამ­წვა­რი სახ­ლის ად­გი­ლას ახა­ლი აე­შე­ნე­ბი­ნა.

"გი­ორ­გი ჯარ­ში ამის­თვის წა­ვი­და, რომ ეს სახ­ლე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. როცა პა­ტა­რა იყო, მა­შინ დაგ­ვენგრა სახ­ლი. მა­გის ოც­ნე­ბა იყო, რომ მა­მი­დას სახ­ლიც გა­ე­რე­მონ­ტე­ბი­ნა და თა­ვი­სიც აე­შე­ნე­ბი­ნა. მი­თხრა, შენ სა­ბერ­ძნეთ­ში წადი, მე ერაყ­ში წა­ვალ, ზოგი შენ, ზოგი მე და ორი­ვე სახ­ლს გა­ვა­კე­თებ­თო, მა­გის ოც­ნე­ბა ეგ იყო, მაგ­რამ ვე­ღარ დაბ­რუნ­და შვი­ლო", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის დე­დამ.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

აგვისტოს ომში მოკლული გიორგი ანწუხელიძის დედა დახმარებას ითხოვს

აგვისტოს ომში მოკლული გიორგი ანწუხელიძის დედა დახმარებას ითხოვს

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილი 23 წლის გიორგი ანწუხელიძის დედა ლილი ანწუხელიძე ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას 2 თვეა უშედეგოდ სთხოვს. ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში მდებარე სახლი, სადაც გიორგი ანწუხელიძის დედა და მამიდა ცხოვრობენ, სტიქიამ დააზიანა. სახლი ისედაც ავარიული იყო, სტიქიის შემდეგ კი სახურავიდან წყალი ჩადის.

"დიდი წვიმა და ქარი იყო, სახურავიც გადაგვიხადა და ფანერებიც ჩამოყარა. ზვიადაურს გავაგებინე და ასე მითხრა, არჩევნების შემდეგ აუცილებლად მოგხედავთო. არ ვიცი ეხლა მომხედავენ თუ არა და მეშინია შვილო, წვიმები რომ იყოს სახლის ჭერი სულ ჩამოვა დაბლა. წუხელ ღამე რომ წვიმა ჩამოვიდა, დღეს დილას გადავღვარე და ეხლა ისევ დავდგი, თუ გააგრძელებს, ალბათ პირველ სართულზეც ჩამოვა წყალი. არავის არ მოუქცევია ყურადღება ამ ძველ სახლზე. მინდა ცოტა სახურავი შეაკეთონ, რომ ისევ აქ გვეცხოვრა მე და ჩემს მულს, სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს, გიორგის დასამარხები ვიყავით ორივე. სააკაშვილმა რომ სახლი აუშენა გიორგის, 2 პატარა ოთახია, ჩემი რძალი და ბავშვები რომ მოვლენ, ჩვენი დასარჩენი ადგილი არ იქნება", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლილი ანწუხელიძემ.

სახლი, რომელშიც ლილი და ეთერ ანწუხელიძეები ცხოვრობენ, გიორგის მამიდას, ეთერ ანწუხელიძეს ეკუთვნის. გიორგის მშობლებს სახლი წლების წინ დაეწვათ. ლილი ანწუხელიძის თქმით, გიორგის უნდოდა, რომ საძირკველი ჩაეყარა და დამწვარი სახლის ადგილას ახალი აეშენებინა.

"გიორგი ჯარში ამისთვის წავიდა, რომ ეს სახლები გაეკეთებინა. როცა პატარა იყო, მაშინ დაგვენგრა სახლი. მაგის ოცნება იყო, რომ მამიდას სახლიც გაერემონტებინა და თავისიც აეშენებინა. მითხრა, შენ საბერძნეთში წადი, მე ერაყში წავალ, ზოგი შენ, ზოგი მე და ორივე სახლს გავაკეთებთო, მაგის ოცნება ეგ იყო, მაგრამ ვეღარ დაბრუნდა შვილო", - აღნიშნა გიორგი ანწუხელიძის დედამ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა