პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს - ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა
შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს - ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა

ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში ახა­ლი სა­ტა­რი­ფო მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა დას­რულ­და, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია შე­იც­ვლე­ბა თუ არა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფი. სე­მე­კის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის პრე­ზენ­ტა­ცია დღეს სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინში" მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრე­ზენ­ტა­ცი­ას სე­მე­კის წევ­რე­ბი, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მა­რი­ამ ვა­ლიშ­ვი­ლი, ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ეს­წრე­ბი­ან.

რო­გორც მა­რი­ამ ვა­ლიშ­ვი­ლი აცხა­დებს, ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია და იცავს რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სებს, რომ და­ცუ­ლი იყოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბი­სა და არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯე­ბის­გან, ასე­ვე გარ­კვე­ულ მო­ტი­ვა­ცი­ას და გა­რან­ტი­ას აძ­ლევს ინ­ვეს­ტორს, რომ ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი თან­ხა გარ­კვე­უ­ლი მო­გე­ბის ოდე­ნო­ბით ამო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ვა­ლიშ­ვი­ლის თქმით, მე­თო­დო­ლო­გი­ა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი შე­მო­დის. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, იმოქ­მე­დებს, თუ არა ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რიფ­ზე, ვა­ლიშ­ვი­ლის თქმით, ტა­რი­ფის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდა ნამ­დვი­ლად არ მოხ­დე­ბა.

"ტა­რი­ფი პრაქ­ტი­კუ­ლად არ გა­და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლა რამ­დე­ნი­მე წე­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ინ­ვეს­ტი­ცია, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და, ის ხარ­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ოპ­ტი­მი­ზირ­და და ა.შ. რე­ა­ლუ­რად უნდა აი­სა­ხოს ტა­რიფ­ზე. ახლა მი­დის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გა­და­ან­გა­რი­შე­ბა ყვე­ლა იმ კომ­პო­ნენ­ტის, რო­მე­ლიც ტა­რი­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის. მე ვერ გე­ტყვით შე­დეგს იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტია, მაგ­რამ ფაქ­ტი არის ერთი, რომ თუ ვთქვათ, ინ­ვეს­ტი­ცია იდე­ბა, იმან უნდა მო­ი­ტა­ნოს შე­დე­გი ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გე­ბი, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სერ­ვი­სი, კარ­გი ხა­რის­ხი და შე­სა­ბა­მი­სად, ზედ­მე­ტი ხარ­ჯის კომ­პენ­სა­ცია, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი ცალ­სა­ხად არ უნდა მოქ­მე­დებ­დეს ტა­რიფ­ზე და არ უნდა იზ­რდე­ბო­დეს. ტა­რი­ფის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდა ნამ­დვი­ლად არ მოხ­დე­ბა. ამის გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­მო­ნა­ხა­ზე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც კომ­პო­ნენ­ტე­ბი გა­ი­ზარ­დოს, ეს არ ნიშ­ნავს, რომ მთლი­ა­ნად ტა­რიფს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა ემუქ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვა­ლიშ­ვილ­მა.

სე­მე­კის წევ­რის, გოჩა შო­ნი­ას თქმით, იქ­ნე­ბა თუ არა ცვლი­ლე­ბე­ბი ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ უც­ნო­ბია.

"ჩვენ ახლა შე­ვი­მუ­შა­ვეთ ახა­ლი წესი ტა­რი­ფე­ბის დად­გე­ნის, შე­სა­ბა­მი­სად, ამ წე­სის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ ვნა­ხავთ პრაქ­ტი­კა­ში, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ტა­რი­ფე­ბი. ახა­ლი წესი არის ძა­ლი­ან ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წა­ხა­ლი­სე­ბი­თი რე­გუ­ლი­რე­ბა, რო­მე­ლიც აძ­ლევს ინ­ვეს­ტორს გარ­კვე­ულ სტი­მუ­ლი­რე­ბას, რომ მო­ი­ზი­დონ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ქსელ­ში, სა­დაც ისი­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და გოჩა შო­ნი­ამ.

შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს - ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა

შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს - ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა

ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი. სემეკის ორგანიზებით, ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარეობს. პრეზენტაციას სემეკის წევრები, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ელექტროენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.

როგორც მარიამ ვალიშვილი აცხადებს, ახალი მეთოდოლოგია დაბალანსებულია და იცავს როგორც მომხმარებლის ინტერესებს, რომ დაცული იყოს მომხმარებელი გაზრდილი ფასებისა და არამიზნობრივი ხარჯებისგან, ასევე გარკვეულ მოტივაციას და გარანტიას აძლევს ინვესტორს, რომ ინვესტირებული თანხა გარკვეული მოგების ოდენობით ამოღებული იქნება.

ვალიშვილის თქმით, მეთოდოლოგიაში სამართლიანობის მაღალი ხარისხი შემოდის. რაც შეეხება იმას, იმოქმედებს, თუ არა ახალი მეთოდოლოგია ელექტროენერგიის ტარიფზე, ვალიშვილის თქმით, ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება.

"ტარიფი პრაქტიკულად არ გადაანგარიშებულა რამდენიმე წელია, შესაბამისად, ყველა ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა, ის ხარჯები, რომლებიც ოპტიმიზირდა და ა.შ. რეალურად უნდა აისახოს ტარიფზე. ახლა მიდის ფართომასშტაბიანი გადაანგარიშება ყველა იმ კომპონენტის, რომელიც ტარიფის შემადგენლობაში შედის. მე ვერ გეტყვით შედეგს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კომპონენტია, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ თუ ვთქვათ, ინვესტიცია იდება, იმან უნდა მოიტანოს შედეგი ნაკლები დანაკარგები, გაუმჯობესებული სერვისი, კარგი ხარისხი და შესაბამისად, ზედმეტი ხარჯის კომპენსაცია, მიღებული შედეგი ცალსახად არ უნდა მოქმედებდეს ტარიფზე და არ უნდა იზრდებოდეს. ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება. ამის გარკვეული წინამონახაზები არსებობს, მაგრამ გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად ტარიფს მნიშვნელოვანი ზრდა ემუქრება", - განაცხადა ვალიშვილმა.

სემეკის წევრის, გოჩა შონიას თქმით, იქნება თუ არა ცვლილებები ტარიფებთან დაკავშირებით ჯერ უცნობია.

"ჩვენ ახლა შევიმუშავეთ ახალი წესი ტარიფების დადგენის, შესაბამისად, ამ წესის ამოქმედების შემდეგ ვნახავთ პრაქტიკაში, თუ როგორი იქნება ტარიფები. ახალი წესი არის ძალიან ფართოდ გავრცელებული წახალისებითი რეგულირება, რომელიც აძლევს ინვესტორს გარკვეულ სტიმულირებას, რომ მოიზიდონ ინვესტიციები ქსელში, სადაც ისინი ფუნქციონირებენ", - განაცხადა გოჩა შონიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია