სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანამდებობის პირები ავტომობილებს ახლობლების აგარაკზე წასაყვანად მოიხმარენ"
"თანამდებობის პირები ავტომობილებს ახლობლების აგარაკზე წასაყვანად მოიხმარენ"

პი­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად თავ­მჯდო­მა­რი­სა და მო­ად­გი­ლე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს ხმარ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, საკ­რე­ბუ­ლოს ემ­სა­ხუ­რე­ბა 38 მან­ქა­ნა, რომ­ლის­თვი­საც გა­მო­ყო­ფი­ლია 432 000 ლა­რის საწ­ვა­ვი, რაც დიდი თან­ხაა.

"ჩვენ ვცხოვ­რობთ ძა­ლი­ან ღა­რიბ ქვე­ყა­ნა­ში და თი­თო­ე­ულ თეთ­რს სჭირ­დე­ბა გაფრ­თხი­ლე­ბა. ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არ იცხოვ­რონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. ჩვენ ვცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ვი­ანთ პოს­ტებს ზო­მა­ვენ არა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, არა­მედ "ჯი­პე­ბის" სი­დი­დით. ღა­რიბ ქვე­ყა­ნა­ში საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი და დე­პუ­ტა­ტე­ბი არ უნდა ცხოვ­რობ­დნენ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საკ­რე­ბუ­ლოს ემ­სა­ხუ­რე­ბა 38 მან­ქა­ნა, რაც არა­ნორ­მა­ლუ­რია. მხო­ლოდ საწ­ვავ­ში იხარ­ჯე­ბა 432 000 ლარი. დღე­ში იხარ­ჯე­ბა იმ­დე­ნი საწ­ვა­ვი, რაც პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟის­თვის. რე­ა­ლუ­რად, თავ­მჯდო­მა­რე და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, მან­ქა­ნას ძი­რი­თა­დად მო­იხ­მა­რენ სამ­სა­ხურ­ში მო­სას­ვლე­ლად და წა­სას­ვლე­ლად. და­ნარ­ჩე­ნი საწ­ვა­ვი იხარ­ჯე­ბა მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის აგა­რაკ­ზე, მა­ღა­ზი­ებ­ში, ბაზ­რო­ბა­სა და სხვა ად­გი­ლებ­ში წა­საყ­ვა­ნად", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე უნდა ფიქ­რობ­დეს ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე.

"საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბა ვნა­ხე, რომ ქვე­ყა­ნა როცა დამ­შვიდ­დე­ბა, მერე იტყვის უარს ასეთ რა­მე­ებ­ზე. ქვეყ­ნე­ბი იმი­ტომ გან­ვი­თარ­დნენ, რომ მე­რებ­მა, მი­ნის­ტრებ­მა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უარი თქვეს ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე და და­დი­ან ფე­ხით, ვე­ლი­სი­პე­დით, მეტ­რო­თი და ა.შ. შე­ვარ­დნა­ძის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ცალი კა­ლო­შით მო­ვიდ­ნენ და მი­ლი­ო­ნე­რე­ბი გახ­დნენ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ფეხშვე­ლე­ბი და მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რე­ბი გახ­დნენ, ახლა კი ახა­ლი მთავ­რო­ბა ცდი­ლობს, რომ მი­ლი­ო­ნე­რე­ბი გახ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საკ­რე­ბუ­ლო­ში, წინა მოწ­ვე­ვის მსგავ­სად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აპი­რებს 12 ფრაქ­ცი­ის, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 2 ფრაქ­ცი­ის შექ­მნას, რომ თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ია­რონ.

რაც შე­ე­ხე­ბა "სითი პარ­კის" სა­კითხს, რო­გორც ელი­საშ­ვი­ლი აცხა­დებს, ის ამ სა­კი­თხსაც და­ა­ყე­ნებს საკ­რე­ბუ­ლო­ში.

"ყვე­ლა­ფე­რი რაც არე­ულ­და­რე­უ­ლია ქა­ლაქ­ში, უნდა გა­მოს­წორ­დეს. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი არის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, რო­მე­ლიც არის "სითი პარკთან" და­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გა­რი­გე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა. დას­ვავთ ახვლე­დი­ანს და მო­ვა­ყო­ლებთ რა და რო­გორ იყო", - აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თანამდებობის პირები ავტომობილებს ახლობლების აგარაკზე წასაყვანად მოიხმარენ"

"თანამდებობის პირები ავტომობილებს ახლობლების აგარაკზე წასაყვანად მოიხმარენ"

პირადი ავტომობილები ძირითადად თავმჯდომარისა და მოადგილეების ოჯახის წევრებს ხმარდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკრებულოს ემსახურება 38 მანქანა, რომლისთვისაც გამოყოფილია 432 000 ლარის საწვავი, რაც დიდი თანხაა.

"ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ღარიბ ქვეყანაში და თითოეულ თეთრს სჭირდება გაფრთხილება. ჩემი ინიციატივა ემსახურება იმას, რომ ფუფუნებაში არ იცხოვრონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ პოსტებს ზომავენ არა პასუხისმგებლობით, არამედ "ჯიპების" სიდიდით. ღარიბ ქვეყანაში საკრებულოს თავმჯდომარეები და დეპუტატები არ უნდა ცხოვრობდნენ ფუფუნებაში. ჩემი ინფორმაციით, საკრებულოს ემსახურება 38 მანქანა, რაც არანორმალურია. მხოლოდ საწვავში იხარჯება 432 000 ლარი. დღეში იხარჯება იმდენი საწვავი, რაც პატრულის ეკიპაჟისთვის. რეალურად, თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, მანქანას ძირითადად მოიხმარენ სამსახურში მოსასვლელად და წასასვლელად. დანარჩენი საწვავი იხარჯება მათი ოჯახის წევრების, ახლობლების აგარაკზე, მაღაზიებში, ბაზრობასა და სხვა ადგილებში წასაყვანად", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე უნდა ფიქრობდეს ხარჯების შემცირებაზე.

"საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება ვნახე, რომ ქვეყანა როცა დამშვიდდება, მერე იტყვის უარს ასეთ რამეებზე. ქვეყნები იმიტომ განვითარდნენ, რომ მერებმა, მინისტრებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი თქვეს ძვირადღირებულ ავტომობილებზე და დადიან ფეხით, ველისიპედით, მეტროთი და ა.შ. შევარდნაძის ჩინოვნიკები ცალი კალოშით მოვიდნენ და მილიონერები გახდნენ, სააკაშვილის ჩინოვნიკები ფეხშველები და მულტიმილიონერები გახდნენ, ახლა კი ახალი მთავრობა ცდილობს, რომ მილიონერები გახდნენ", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საკრებულოში, წინა მოწვევის მსგავსად, "ქართული ოცნება" აპირებს 12 ფრაქციის, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" 2 ფრაქციის შექმნას, რომ თავმჯდომარეებმა ავტომობილებით იარონ.

რაც შეეხება "სითი პარკის" საკითხს, როგორც ელისაშვილი აცხადებს, ის ამ საკითხსაც დააყენებს საკრებულოში.

"ყველაფერი რაც არეულდარეულია ქალაქში, უნდა გამოსწორდეს. ძალიან კარგია, რომ მამუკა ახვლედიანი არის საკრებულოს წევრი, რომელიც არის "სითი პარკთან" დადებული დანაშაულებრივი გარიგების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. დასვავთ ახვლედიანს და მოვაყოლებთ რა და როგორ იყო", - აღნიშნა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა