პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაია - ირაკლი ბათიაშვილი ციხეში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სკამზე ასული სვამდა
ბაჩო ახალაია - ირაკლი ბათიაშვილი ციხეში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სკამზე ასული სვამდა

ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი ცი­ხე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლოს სკამ­ზე ასუ­ლი სვამ­და, - ამის შე­სა­ხებ, ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ დღეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და და გან­მარ­ტა, რომ ტე­ლე­ფო­ნი და სხვა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი, რა­საც ბრალ­დე­ბა მას ედა­ვე­ბა, არა მხო­ლოდ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, არა­მედ სხვა პა­ტიმ­რებ­საც გა­აჩ­ნდათ, რად­გან მა­შინ კა­ნო­ნი ამას არ კრძა­ლავ­და.

"მა­შინ ტე­ლე­ფო­ნი არ იყო აკ­რძა­ლუ­ლი და მე და­ვა­წე­სე ეს აკ­რძალ­ვა", - გა­ნა­ცხა­და ბაჩო ახა­ლა­ი­ამ #10 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი და #9 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მოქ­მე­დი თა­ნამ­შრომ­ლის, რა­მაზ ჭო­ხო­ნე­ლი­ძის და­კი­თხვი­სას, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის მოწ­მეა.

"ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილს შენს ცი­ხე­ში სკამ­ზე ასულს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლო და­უ­ლე­ვია", - მი­მარ­თა ახა­ლა­ი­ამ მოწ­მეს.

ბა­თი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, იგი­ვე გა­ნა­ცხა­და გუ­შინ და­კი­თხულ­მა მოწ­მემ – მი­ხე­ილ ბი­ბი­ლუ­რი­ძემ, რო­მე­ლიც გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზეა გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი და სას­ჯელს სწო­რედ #10 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დი­და.

რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ პრო­ცესს, ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს გირ­გვლი­ა­ნის მკვე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ცი­ხე­ში პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლად ყოფ­ნის ეპი­ზოდს, დღეს ცი­ხის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ი­კი­თხე­ბი­ან. ჭო­ხო­ნე­ლი­ძის გარ­და, კი­დევ 6 პი­რის და­კი­თხვაა და­გეგ­მი­ლი. აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდ­ში ბაჩო ახა­ლა­ი­აა ბრალ­დე­ბუ­ლი.

ბრალ­დე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი სწო­რედ ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე იყო. ამ ეპი­ზოდ­ზე, სა­სა­მარ­თლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში იგეგ­მე­ბა #10 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, თე­მურ ტა­ბა­ღუ­ას და­კი­თხვაც, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბაჩო ახალაია - ირაკლი ბათიაშვილი ციხეში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სკამზე ასული სვამდა

ბაჩო ახალაია - ირაკლი ბათიაშვილი ციხეში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სკამზე ასული სვამდა

ირაკლი ბათიაშვილი ციხეში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სკამზე ასული სვამდა, - ამის შესახებ, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა და განმარტა, რომ ტელეფონი და სხვა პრივილეგიები, რასაც ბრალდება მას ედავება, არა მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებს, არამედ სხვა პატიმრებსაც გააჩნდათ, რადგან მაშინ კანონი ამას არ კრძალავდა.

"მაშინ ტელეფონი არ იყო აკრძალული და მე დავაწესე ეს აკრძალვა", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ #10 დაწესებულების ყოფილი და #9 დაწესებულების მოქმედი თანამშრომლის, რამაზ ჭოხონელიძის დაკითხვისას, რომელიც პროკურატურის მოწმეა.

"ირაკლი ბათიაშვილს შენს ციხეში სკამზე ასულს მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელო დაულევია", - მიმართა ახალაიამ მოწმეს.

ბათიაშვილის შესახებ, იგივე განაცხადა გუშინ დაკითხულმა მოწმემ – მიხეილ ბიბილურიძემ, რომელიც გირგვლიანის საქმეზეა გასამართლებული და სასჯელს სწორედ #10 დაწესებულებაში იხდიდა.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელიც მოიცავს გირგვლიანის მკველობისთვის მსჯავრდებულების მიმართ ციხეში პრივილეგირებულად ყოფნის ეპიზოდს, დღეს ციხის ყოფილი თანამშრომლები დაიკითხებიან. ჭოხონელიძის გარდა, კიდევ 6 პირის დაკითხვაა დაგეგმილი. აღნიშნულ ეპიზოდში ბაჩო ახალაიაა ბრალდებული.

ბრალდების მასალების მიხედვით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები სწორედ ახალაიას დავალებით იმყოფებოდნენ, რომელიც იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო. ამ ეპიზოდზე, სასამართლოში, სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში იგეგმება #10 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, თემურ ტაბაღუას დაკითხვაც, რომელიც ამჟამად სასულიერო პირია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ