საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4 თვის იყო ნიკოლოზი, რომ სასტიკად გამებუტა" - როგორი მამაა მამუკა ლომაშვილი
"4 თვის იყო ნიკოლოზი, რომ სასტიკად გამებუტა" - როგორი მამაა მამუკა ლომაშვილი

პა­რო­დისტ მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლის ვაჟი მალე 8 თვის გახ­დე­ბა. ის შარ­შან, იტა­ლი­ა­ში გაჩ­ნდა. მამა შვი­ლის და­ბა­დე­ბას იტა­ლი­ა­ში არ დას­წრე­ბია, თბი­ლის­ში გახ­ლდათ და აქე­დან გულ­შე­მატ­კივ­რობ­და მე­უღ­ლეს...

ბავ­შვი ცოტა რომ წა­მო­ი­ჩი­ტა, დედა-შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და მა­მამ რო­გორც იქნა, ნახა ნანტრი ვაჟ­კა­ცი. ახლა კი, აქ­ტი­უ­რად არის შვი­ლის აღ­ზრდის საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი. ამ­ჟა­მად პა­ტა­რა ქო­ბუ­ლეთ­ში ჰყავს და­სას­ვე­ნებ­ლად წაყ­ვა­ნი­ლი.

მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი:

- ნი­კო­ლო­ზი ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი ბავ­შვია, უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, დედა და გა­რეთ წან­წა­ლი... ჭა­მის დროს აუ­ცი­ლებ­ლად მულ­ტფილ­მს - "წუნა და წრუ­წუ­ნას" უნდა ყუ­როს და ძი­ლის დროს ალ­ბა­ნოს "ჩი სა­რას". რო­გორც ჩანს, მა­ინც თა­ვი­სას შვრე­ბა ის ამ­ბა­ვი, რომ იტა­ლი­ა­ში და­ი­ბა­და.

- შენ­სა­ვით პა­რო­დი­ის უნარს ხომ არ ავ­ლენს?

- პა­რო­დი­ის ნიჭ­ზე რა გი­თხრათ. ჯერ დე­დას, მა­მას და ბა­ბას ვი­მე­ო­რებთ. ძი­ლის წინ უყ­ვარს ღი­ღი­ნი... სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, რა­ი­მე ნივ­თი გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი თუ დახ­ვდა, მა­შინ­ვე შე­ამ­ჩნევს. სახ­ლი­დან რომ გავ­დი­ვართ, იცის მერ­ცხლე­ბის ბუდე სად არის და ეძა­ხის ხოლ­მე ჩი­ტებს.

- ვინ ზრდის უშუ­ა­ლოდ პა­ტა­რას?

- დე­და­მი­სი ზრდის და მეც ვეხ­მა­რე­ბი. საჭ­მელ­საც ვუმ­ზა­დებ, პამ­პერ­საც ვუც­ვლი, პუ­რის სა­ყიდ­ლად, მა­ღა­ზი­ა­შიც მიმ­ყავს და რა ვიცი... ჰო, ვე­თა­მა­შე­ბი "პარ­კებ­ში" დავ­სე­ირ­ნობთ. ერთი სი­ტყვით, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ვცდი­ლობთ, თბი­ლი და და­დე­ბი­თი ატ­მოს­ფე­რო შე­ვუქ­მნათ.

- რო­გორც ჩანს, კარ­გი ხა­სი­ა­თი ბავ­შვია.

- კი, თბი­ლია ძა­ლი­ან, ყვე­ლას უღი­მის, კონ­ტაქ­ტუ­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს ბავ­შვე­ბი და მათ თა­ვის ენა­ზე ელა­პა­რა­კე­ბა. ნი­კო­ლოზ­თან უფრო მა­მუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, ვიდ­რე მა­მაშ­ვი­ლუ­რი, სა­ნამ გა­იზ­რდე­ბა და მერე ვნა­ხოთ. ისე დე­და­მი­სის ფა­ნია...

- არა­და, ჯერ არ იცის, რომ ვარ­სკვლა­ვი მამა ჰყავს...

- აბა (სი­ცი­ლით ამ­ბობს)?.. ერთი სი­ტყვით, ვცდი­ლობ, კარ­გი მამა ვიყო და მინ­და, რომ მყავ­დეს კარ­გი შვი­ლი... ამის­თვის მეც და ჩემი მე­უღ­ლეც ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ და ვცი­ლობთ...

ჰო, კი­დევ ერთი რამ გა­მომ­რჩა: - 4 თვის იყო, რომ სას­ტი­კად გა­მე­ბუ­ტა.

- რა­ტომ?

- ხმა­მაღ­ლა ვუ­საყ­ვე­დუ­რე: - ნი­კო­ლოზ, დი­ლის 5 სა­ათ­ზე რომ იღ­ვი­ძებ, რა ამ­ბა­ვია-მეთ­ქი? 2 დღე ზედ არ მი­ყუ­რებ­და. მერე ძლივს შე­ვი­რი­გე. რას არ ვა­კე­თებ­დი, რომ შე­მო­ე­რი­გე­ბი­ნა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

"4 თვის იყო ნიკოლოზი, რომ სასტიკად გამებუტა" - როგორი მამაა მამუკა ლომაშვილი

"4 თვის იყო ნიკოლოზი, რომ სასტიკად გამებუტა" - როგორი მამაა მამუკა ლომაშვილი

პაროდისტ მამუკა ლომაშვილის ვაჟი მალე 8 თვის გახდება. ის შარშან, იტალიაში გაჩნდა. მამა შვილის დაბადებას იტალიაში არ დასწრებია, თბილისში გახლდათ და აქედან გულშემატკივრობდა მეუღლეს...

ბავშვი ცოტა რომ წამოიჩიტა, დედა-შვილი საქართველოში დაბრუნდა და მამამ როგორც იქნა, ნახა ნანტრი ვაჟკაცი. ახლა კი, აქტიურად არის შვილის აღზრდის საქმეში ჩართული. ამჟამად პატარა ქობულეთში ჰყავს დასასვენებლად წაყვანილი.

მამუკა ლომაშვილი:

- ნიკოლოზი ძალიან მხიარული ბავშვია, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, დედა და გარეთ წანწალი... ჭამის დროს აუცილებლად მულტფილმს - "წუნა და წრუწუნას" უნდა ყუროს და ძილის დროს ალბანოს "ჩი სარას". როგორც ჩანს, მაინც თავისას შვრება ის ამბავი, რომ იტალიაში დაიბადა.

- შენსავით პაროდიის უნარს ხომ არ ავლენს?

- პაროდიის ნიჭზე რა გითხრათ. ჯერ დედას, მამას და ბაბას ვიმეორებთ. ძილის წინ უყვარს ღიღინი... სხვათა შორის, ძალიან დაკვირვებულია, რაიმე ნივთი გადაადგილებული თუ დახვდა, მაშინვე შეამჩნევს. სახლიდან რომ გავდივართ, იცის მერცხლების ბუდე სად არის და ეძახის ხოლმე ჩიტებს.

- ვინ ზრდის უშუალოდ პატარას?

- დედამისი ზრდის და მეც ვეხმარები. საჭმელსაც ვუმზადებ, პამპერსაც ვუცვლი, პურის საყიდლად, მაღაზიაშიც მიმყავს და რა ვიცი... ჰო, ვეთამაშები "პარკებში" დავსეირნობთ. ერთი სიტყვით, შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, თბილი და დადებითი ატმოსფერო შევუქმნათ.

- როგორც ჩანს, კარგი ხასიათი ბავშვია.

- კი, თბილია ძალიან, ყველას უღიმის, კონტაქტურია. განსაკუთრებით უყვარს ბავშვები და მათ თავის ენაზე ელაპარაკება. ნიკოლოზთან უფრო მამური დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე მამაშვილური, სანამ გაიზრდება და მერე ვნახოთ. ისე დედამისის ფანია...

- არადა, ჯერ არ იცის, რომ ვარსკვლავი მამა ჰყავს...

- აბა (სიცილით ამბობს)?.. ერთი სიტყვით, ვცდილობ, კარგი მამა ვიყო და მინდა, რომ მყავდეს კარგი შვილი... ამისთვის მეც და ჩემი მეუღლეც ყველაფერს ვაკეთებთ და ვცილობთ...

ჰო, კიდევ ერთი რამ გამომრჩა: - 4 თვის იყო, რომ სასტიკად გამებუტა.

- რატომ?

- ხმამაღლა ვუსაყვედურე: - ნიკოლოზ, დილის 5 საათზე რომ იღვიძებ, რა ამბავია-მეთქი? 2 დღე ზედ არ მიყურებდა. მერე ძლივს შევირიგე. რას არ ვაკეთებდი, რომ შემოერიგებინა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება