პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 წლის თბილისელი ნუდისტი ბიჭი, რომელიც ლისის ტბაზე შიშველი ბანაობს - "დამიმტკიცონ, რომ შიშველი ბანაობა გარყვნილებაა"
25 წლის თბილისელი ნუდისტი ბიჭი, რომელიც ლისის ტბაზე შიშველი ბანაობს - "დამიმტკიცონ, რომ შიშველი ბანაობა გარყვნილებაა"

ალექს შტორ­მი 25 წლის თბი­ლი­სე­ლი ბი­ჭია, ბი­ჭის­თვის ცოტა უც­ნა­უ­რი საქ­მით, ნა­ტუ­რიზ­მით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ალექ­სი "ამ­ბე­ბი.გე"-ს თა­ვად და­უ­კავ­შირ­და და გა­და­წყვი­ტა, მისი ის­ტო­რია მკი­თხვე­ლის­თვის მო­ე­თხრო.

- 25 წლის თბი­ლი­სე­ლი ბიჭი ვარ, ვა­კე­ში ვცხოვ­რობ, პრო­ფე­სი­ით სო­ცი­ო­ლო­გი ვარ, ახლა არ­სად არ ვმუ­შა­ობ. და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ ნა­ტუ­რიზ­მით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად არ იცი­ან, რა არის ნა­ტუ­რიზ­მი, მისი ფეს­ვე­ბი ან­ტი­კურ ხა­ნა­ში იკარ­გე­ბა.

- რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დი ამ საქ­მით?

- გარე ფაქ­ტო­რე­ბის გამო არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ ამ საქ­მით, 13-14 წლის ასა­კი­დან მი­ზი­დავ­და, მერე გა­ვე­ცა­ნი ნა­ტუ­რის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბას და გა­დავ­წყვი­ტე, მეც მათ გზას გავ­ყო­ლო­დი. ნა­ტუ­რიზ­მი იმით არის კარ­გი, რომ ის ნე­ბის­მი­ე­რი ზო­მის, წო­ნის, ფორ­მის და აღმსა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გახ­დეს. ათე­ის­ტიც და თე­ის­ტიც. მე პი­რა­დად თე­ის­ტი ვარ, ვინ­მე თუ მე­ტყვის, რომ შიშ­ვე­ლი ბა­ნა­ო­ბა გარ­ყვნი­ლე­ბაა, და­მიმ­ტკი­ცონ.

- რა გან­სხვა­ვე­ბაა ნა­ტუ­რისტსა და ნუ­დისტს შო­რის?

- ნუ­დის­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გავა სა­ნა­პი­რო­ზე და გა­იხ­დის, მა­ნი­ა­კიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ნუ­დის­ტი. ნა­ტუ­რის­ტი კი ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას ქა­და­გებს. ძი­რი­თა­დად, ვე­გე­ტა­რი­ე­ნე­ლე­ბი არი­ან და ცდი­ლო­ბენ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა და­ამ­კვიდ­რონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მე არც ვე­წე­ვი, არც ვსვამ, ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბე­ბი და ა.შ.

- ამის გარ­და რას აკე­თებ?

- იმის გარ­და, რომ ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბე­ბი, შიშ­ვლად ვბა­ნა­ობ ლი­სის ტბა­ზე. მიყ­ვარს ხე­ლოვ­ნე­ბა, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტებს ვეხ­მა­რე­ბი და შიშ­ველს მხა­ტა­ვენ. სამ­წუ­ხა­როდ, ლი­სის ტბა­ზე არ არის ისე­თი ად­გი­ლი, რომ შენ­თვის მყუდ­როდ იბა­ნა­ვო, ამი­ტომ შორს გავ­დი­ვარ წყალ­ში, ხალ­ხმა რომ არ და­მი­ნა­ხოს. არ ვიცი, ვინ­მეს შე­ვუმ­ჩნე­ვი­ვარ თუ არა შიშ­ვე­ლი წყალ­ში. უკვე 3-4 წე­ლია ასე ვცუ­რავ ლი­სის ტბა­ზე და ჩემ­თვის ვხა­ლი­სობ.

- ზღვა­შიც შიშ­ვე­ლი ბა­ნა­ობ?

- არ მიყ­ვარს ზღვა, რად­გან, ნეს­ტია, ხმა­უ­რია და სი­ცხე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ამ საქ­მით, ერთ ნამ­დვილ ნა­ტუ­რისტს ვიც­ნობ, რო­მე­ლიც ჩემ­ზე დი­დია, 40 წლის არის. სხვა ადა­მი­ა­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უყ­ვართ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რე­ბა და არც არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ნა­ტუ­რიზ­მით.

- ლის­ზე შიშ­ვე­ლი ბა­ნა­ო­ბაა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა?

- არა მხო­ლოდ ეს.

- სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სტუ­დენ­ტე­ბი როცა გხა­ტა­ვენ, ანა­ზღა­უ­რე­ბა გაქვს?

- არის ანა­ზღა­უ­რე­ბა, მაგ­რამ ისე­თი მცი­რეა, არც ღირს ამ თან­ხის აღე­ბა. მგო­ნი 2 ლარს იხ­დი­ან ერთ ნა­ხატ­ში. მე ფული სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ვერც იმას ვხვდე­ბი, ტე­ლე­ვი­ზორ­ში, რომ გა­მო­დი­ან შიშ­ვლე­ბი, ფუ­ლის გამო ამას რა­ტომ აკე­თე­ბენ. ნა­ტურ­ში სულ სხვა მიზ­ნით შიშ­ვლდე­ბი­ან, ეს ხე­ლოვ­ნე­ბაა.

- გინ­და თქვა რომ შენი სი­შიშ­ვლე ხე­ლოვ­ნე­ბაა და ვინც ტე­ლე­ვი­ზი­ით შიშ­ვლდე­ბა, იმის არა?

- არა მგო­ნია ეს ხე­ლოვ­ნე­ბა იყოს. იქ ძი­რი­თა­დად ფული და პო­პუ­ლა­რო­ბა აინ­ტე­რე­სებთ.

- დღის მან­ძილ­ზე რამ­დე­ნი ხანი ზი­ხარ სტუ­დენ­ტე­ბის წინ შიშ­ვე­ლი, რომ დაგ­ხა­ტონ?

- დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5 ადა­მი­ა­ნი მხა­ტავს. და­ახ­ლო­ე­ბით სამი სა­ა­თი ვზი­ვარ შიშ­ვე­ლი და მხა­ტა­ვენ. ნა­ტუ­რა­ლიზმს ნუ გა­ა­ი­გი­ვებთ ეგ­ზი­ბი­ცი­ო­ნიზ­მთან, ნა­ტუ­რის­ტე­ბი ვცდი­ლობთ, სა­უ­თა­რი სი­შიშ­ვლე არ იყოს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის, ისე მი­ვა­წო­დოთ სხვას. სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ნა­ტუ­რის­ტე­ბი უფრო თა­ვი­სუფ­ლად გრძნო­ბენ თავს. ხალ­ხიც ლი­ბე­რა­ლუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი. თუნ­დაც კა­ნო­ნის მხრივ.

- კა­ნო­ნი კრძა­ლავს სი­შიშ­ვლეს სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- მე რო­გორც ვიცი, არის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კრძა­ლავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შიშ­ვლად გა­მო­ჩე­ნას. სო­ლი­დუ­რი ჯა­რი­მაა, რო­გორც ვიცი და თუ და­მა­ჯა­რი­მე­ბენ, ვერც გა­და­ვიხ­დი. და­ვუ­ჯა­რი­მე­ბი­ვარ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მათ არ ეს­მით, ეს რა არის. ჩემი დე­ვი­ზია - მე ვარ სრუ­ლი კომ­ფორ­ტი ჩემს კან­ში.

- ოჯახს რა­ტომ უმა­ლავ ამ ყვე­ლა­ფერს?

- ვერ გა­ი­გე­ბენ ზუს­ტად ვიცი, რო­გორც არ უნდა ავუხ­სნა, ეს რა არის. ამი­ტომ არ ვე­უბ­ნე­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

25 წლის თბილისელი ნუდისტი ბიჭი, რომელიც ლისის ტბაზე შიშველი ბანაობს - "დამიმტკიცონ, რომ შიშველი ბანაობა გარყვნილებაა"

25 წლის თბილისელი ნუდისტი ბიჭი, რომელიც ლისის ტბაზე შიშველი ბანაობს - "დამიმტკიცონ, რომ შიშველი ბანაობა გარყვნილებაა"

ალექს შტორმი 25 წლის თბილისელი ბიჭია, ბიჭისთვის ცოტა უცნაური საქმით, ნატურიზმით არის გატაცებული. ალექსი "ამბები.გე"-ს თავად დაუკავშირდა და გადაწყვიტა, მისი ისტორია მკითხველისთვის მოეთხრო.

- 25 წლის თბილისელი ბიჭი ვარ, ვაკეში ვცხოვრობ, პროფესიით სოციოლოგი ვარ, ახლა არსად არ ვმუშაობ. დაკავებული ვარ ნატურიზმით, საქართველოში კარგად არ იციან, რა არის ნატურიზმი, მისი ფესვები ანტიკურ ხანაში იკარგება.

- რატომ დაინტერესდი ამ საქმით?

- გარე ფაქტორების გამო არ დავინტერესებულვარ ამ საქმით, 13-14 წლის ასაკიდან მიზიდავდა, მერე გავეცანი ნატურისტების ცხოვრებას და გადავწყვიტე, მეც მათ გზას გავყოლოდი. ნატურიზმი იმით არის კარგი, რომ ის ნებისმიერი ზომის, წონის, ფორმის და აღმსარებლობის ადამიანს შეუძლია გახდეს. ათეისტიც და თეისტიც. მე პირადად თეისტი ვარ, ვინმე თუ მეტყვის, რომ შიშველი ბანაობა გარყვნილებაა, დამიმტკიცონ.

- რა განსხვავებაა ნატურისტსა და ნუდისტს შორის?

- ნუდისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გავა სანაპიროზე და გაიხდის, მანიაკიც შეიძლება იყოს ნუდისტი. ნატურისტი კი ჯანსაღ ცხოვრებას ქადაგებს. ძირითადად, ვეგეტარიენელები არიან და ცდილობენ ჯანსაღი ცხოვრება დაამკვიდრონ საზოგადოებაში, მე არც ვეწევი, არც ვსვამ, ჯანსაღად ვიკვებები და ა.შ.

- ამის გარდა რას აკეთებ?

- იმის გარდა, რომ ჯანსაღად ვიკვებები, შიშვლად ვბანაობ ლისის ტბაზე. მიყვარს ხელოვნება, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ვეხმარები და შიშველს მხატავენ. სამწუხაროდ, ლისის ტბაზე არ არის ისეთი ადგილი, რომ შენთვის მყუდროდ იბანავო, ამიტომ შორს გავდივარ წყალში, ხალხმა რომ არ დამინახოს. არ ვიცი, ვინმეს შევუმჩნევივარ თუ არა შიშველი წყალში. უკვე 3-4 წელია ასე ვცურავ ლისის ტბაზე და ჩემთვის ვხალისობ.

- ზღვაშიც შიშველი ბანაობ?

- არ მიყვარს ზღვა, რადგან, ნესტია, ხმაურია და სიცხე. საქართველოში ბევრი ადამიანი არ არის დაინტერესებული ამ საქმით, ერთ ნამდვილ ნატურისტს ვიცნობ, რომელიც ჩემზე დიდია, 40 წლის არის. სხვა ადამიანებს რაც შეეხება, საქართველოში არ უყვართ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და არც არიან დაინტერესებული ნატურიზმით.

- ლისზე შიშველი ბანაობაა ჯანსაღი ცხოვრება?

- არა მხოლოდ ეს.

- სამხატვრო აკადემიაში სტუდენტები როცა გხატავენ, ანაზღაურება გაქვს?

- არის ანაზღაურება, მაგრამ ისეთი მცირეა, არც ღირს ამ თანხის აღება. მგონი 2 ლარს იხდიან ერთ ნახატში. მე ფული საერთოდ არ მაინტერესებს. ვერც იმას ვხვდები, ტელევიზორში, რომ გამოდიან შიშვლები, ფულის გამო ამას რატომ აკეთებენ. ნატურში სულ სხვა მიზნით შიშვლდებიან, ეს ხელოვნებაა.

- გინდა თქვა რომ შენი სიშიშვლე ხელოვნებაა და ვინც ტელევიზიით შიშვლდება, იმის არა?

- არა მგონია ეს ხელოვნება იყოს. იქ ძირითადად ფული და პოპულარობა აინტერესებთ.

- დღის მანძილზე რამდენი ხანი ზიხარ სტუდენტების წინ შიშველი, რომ დაგხატონ?

- დღეში დაახლოებით 5 ადამიანი მხატავს. დაახლოებით სამი საათი ვზივარ შიშველი და მხატავენ. ნატურალიზმს ნუ გააიგივებთ ეგზიბიციონიზმთან, ნატურისტები ვცდილობთ, საუთარი სიშიშვლე არ იყოს სექსუალური ხასიათის, ისე მივაწოდოთ სხვას. საზღვარგარეთ მცხოვრები ნატურისტები უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს. ხალხიც ლიბერალურად არის განწყობილი. თუნდაც კანონის მხრივ.

- კანონი კრძალავს სიშიშვლეს საქართველოში?

- მე როგორც ვიცი, არის კანონი, რომელიც კრძალავს საზოგადოებაში შიშვლად გამოჩენას. სოლიდური ჯარიმაა, როგორც ვიცი და თუ დამაჯარიმებენ, ვერც გადავიხდი. დავუჯარიმებივარ. საზოგადოებას რაც შეეხება, მათ არ ესმით, ეს რა არის. ჩემი დევიზია - მე ვარ სრული კომფორტი ჩემს კანში.

- ოჯახს რატომ უმალავ ამ ყველაფერს?

- ვერ გაიგებენ ზუსტად ვიცი, როგორც არ უნდა ავუხსნა, ეს რა არის. ამიტომ არ ვეუბნები.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია