პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა სერაფიმე: "თავისუფლად მესმის არამეული ენა, რაც "ქრისტეს ვნებანშია" (+ვიდეო)
მამა სერაფიმე: "თავისუფლად მესმის არამეული ენა, რაც "ქრისტეს ვნებანშია"  (+ვიდეო)

36 წლის ბერ-დი­აკ­ვა­ნი, მამა სე­რა­ფი­მე ასუ­რე­ლია და მისი მშობ­ლი­უ­რი ენა არა­მე­უ­ლია. ბერ-დი­აკ­ვა­ნი 24 წლის ასა­კამ­დე სა­ე­რო ცხოვ­რე­ბას მის­დევ­და, აღ­მო­სავ­ლურ ორ­თაბ­რძო­ლა­ში ას­პა­რე­ზობ­და, უკ­რა­ი­ნა­ში კი დე­პუ­ტა­ტე­ბის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო. თუმ­ცა, მის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც მას მო­ნაზვნად აღ­კვე­ცა გა­და­ა­წყვე­ტი­ნეს. მამა სე­რა­ფი­მეს შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ შე­ი­ტყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ასუ­რელ ხალ­ხს ისე წა­რუდ­გი­ნა, რო­გორც "ასუ­რე­ლე­ბის მო­ძღვა­რი". უწ­მინ­დე­სის იდეა იყო, მამა სე­რა­ფი­მეს არა­მე­უ­ლი კარ­გად შე­ეს­წავ­ლა და შემ­დეგ, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ასუ­რე­ლე­ბის­თვის ამ ენა­ზე შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. ამ­ჟა­მად მამა სე­რა­ფი­მე სო­ფელ ქან­და­ში მოღ­ვა­წე­ობს, სა­დაც ვეს­ტუმ­რეთ კი­დეც:

- რო­გორც ვიცი, 24 წლამ­დე ზედ­მი­წევ­ნით მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­დით: სპორ­ტის საბ­რძო­ლო სა­ხე­ო­ბებს ეუფ­ლე­ბო­დით, დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­დით. რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ, რომ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის გზა­ზე დამ­დგა­რი­ყა­ვით?

- ადრე ღმერ­თის მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მწამ­და. შევ­დი­ო­დი ეკ­ლე­სი­ა­ში, ვან­თებ­დი სან­თელს და მე­გო­ნა, მორ­წმუ­ნე ვი­ყა­ვი. ბიბ­ლია ბავ­შვო­ბა­ში, 11 წლის ასაკ­ში უკვე წა­კი­თხუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ აღ­ვიქ­ვამ­დი, რო­გორც ზღა­პარს. შემ­დეგ, როცა მარ­თლა მივ­ხვდი, რომ ღმერ­თი არ­სე­ბობს, წა­ვე­დი და მო­ნაზვნად აღ­ვიკ­ვე­ცე.

- რამე ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა ხომ არ მომ­ხდა­რა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რა­მაც ამის­კენ გი­ბიძ­გათ?

- ლა­მის მთე­ლი ბავ­შვო­ბა და სი­ჭა­ბუ­კე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვა­ტა­რე. ყვე­ლა­ზე დიდი ტრავ­მა მა­შინ მი­ვი­ღე, როცა ბე­ტო­ნის ამ­რევ მან­ქა­ნა­ში ჩავ­ვარ­დი. იქი­დან ცო­ცხა­ლი ის­ტო­რი­ა­ში ჯერ არა­ვინ გა­მო­სუ­ლა, ჩემ გარ­და... 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბო­დი. ჯერ სა­წოლს ვი­ყა­ვი მი­ჯაჭ­ვუ­ლი, შემ­დეგ ეტლს, მერე საყ­რდე­ნად ჯო­ხე­ბი მქონ­და.

- კი­დევ რა ხი­ფა­თი გა­დაგხდე­ნი­ათ?

- ერთხელ მან­ქა­ნამ გა­მი­ტა­ნა, ერთხელ კი, შემ­თხვე­ვით, პე­რი­გიდ­რო­ლი წყა­ლი მე­გო­ნა და დავ­ლიე. ბევრ რა­მეს გა­დავ­რჩე­ნილ­ვარ ბეწ­ვზე, თუნ­დაც იმას, რომ რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­დავ­ვარ­დი. ერთი სი­ტყვით, სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის­თვის ბიძ­გის მომ­ცე­მი ბევ­რი რამ იყო. ერთხელ ძა­ლი­ან დიდ გან­საც­დელ­ში ჩავ­ვარ­დი: ახ­ლობ­ლის, ნა­თე­სა­ვის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. უკა­ნას­კნე­ლი ქარ­თვე­ლი წმინ­და­ნის, მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ავე­დი და ვთქვი: "თუ იქ­ნე­ბა სათ­ნო უფ­ლი­სათ­ვის, მე გავ­ხდე­ბი მო­ნა­ზო­ნი, ოღონდ ის გა­დარ­ჩეს". როცა ყვე­ლა­ნა­ი­რი იმე­დი გა­დაგ­ვე­წუ­რა, მა­შინ მოხ­და სას­წა­უ­ლი და ეს ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდილს გა­დარ­ჩა. ამ პე­რი­ო­დის შემ­დგომ კი­ევ­ში ვცხოვ­რობ­დი. აღ­მო­სავ­ლურ ორ­თაბ­რძო­ლებ­ში ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მქონ­და მო­გე­ბუ­ლი. უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბე­ბის გამო, იქა­ურ დე­პუ­ტატ­თა გუნ­დებს დაც­ვა სჭირ­დე­ბო­დათ. ყვე­ლამ იცო­და, რომ ვინც სა­ქარ­თვე­ლო­დან იყო, ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ამი­ტომ ამიყ­ვა­ნეს. მა­ლე­ვე დაც­ვის უფ­რო­სი გავ­ხდი. მერე მოხ­და ისე­თი რამ, რა­ზეც მე სა­ერ­თოდ არ ვსა­უბ­რობ. ეს სას­წა­უ­ლი იყო: გინდ ხილ­ვა ეძა­ხეთ, გინდ - სიზ­მა­რი. ვნა­ხე, რო­გორ მი­მა­ნიშ­ნეს და მი­თხრეს, რომ ღმერ­თს შევ­პირ­დი მო­ნაზვნო­ბას და სი­ტყვა უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. ეს ხილ­ვა თუ სიზ­მა­რი ჩემს სი­ტყვებს ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მახ­სე­ნებ­და, ამი­ტომ სა­ბო­ლო­ოდ, წმინ­და სა­მე­ბის იო­ნას მო­ნას­ტერ­ში, ასე ვთქვათ, მოხ­და ჩემი გარ­დაც­ვა­ლე­ბა და მე ხე­ლახ­ლად და­ვი­ბა­დე, რო­გორც მო­ნა­ზო­ნი.

- რა შე­გიძ­ლი­ათ, ასუ­რე­თი­სა და ასუ­რე­ლე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვიყ­ვეთ?

- ეს ერ­თა­დერ­თი ერია 21 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც ქრის­ტეს გუ­ლის­თვის ეწა­მე­ბა. აღ­მო­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა ერა­ყი, ირა­ნი, სი­რია, დღემ­დე ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ასუ­რე­ლებს ეკ­ლე­სი­ებ­ში უვარ­დე­ბი­ან, თა­ვებს აჭ­რი­ან იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი ის­ლამს არ მი­ი­ღე­ბენ. მათ მა­სობ­რი­ვად ანად­გუ­რე­ბენ. აპოკ­რი­ფი იმის შე­სა­ხებ, რომ ასუ­რუ­ლე­ბი პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი არი­ან, მო­დის იმ ამ­ბი­დან, რო­მე­ლიც მოგ­ვი­თხრობს, რო­გორ გა­და­ვი­და ქრის­ტეს სა­ხის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ტი­ლო­ზე. მან ეს ასუ­რე­ლე­ბის ბოლო მე­ფის, ავ­გა­როზ მე­ხუ­თის­თვის გა­ა­კე­თა. ამ პირ­ვე­ლი ხა­ტის თაყ­ვა­ნის­ცე­მა სწო­რედ ასუ­რე­ლე­ბის მიერ მოხ­და ქა­ლაქ ედე­სა­ში.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

იხი­ლეთ ვი­დეო

მამა სერაფიმე: "თავისუფლად მესმის არამეული ენა, რაც "ქრისტეს ვნებანშია" (+ვიდეო)

მამა სერაფიმე: "თავისუფლად მესმის არამეული ენა, რაც "ქრისტეს ვნებანშია"  (+ვიდეო)

36 წლის ბერ-დიაკვანი, მამა სერაფიმე ასურელია და მისი მშობლიური ენა არამეულია. ბერ-დიაკვანი 24 წლის ასაკამდე საერო ცხოვრებას მისდევდა, აღმოსავლურ ორთაბრძოლაში ასპარეზობდა, უკრაინაში კი დეპუტატების დაცვის სამსახურის უფროსი იყო. თუმცა, მის ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები, რომლებმაც მას მონაზვნად აღკვეცა გადააწყვეტინეს. მამა სერაფიმეს შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეიტყო და საქართველოში მცხოვრებ ასურელ ხალხს ისე წარუდგინა, როგორც "ასურელების მოძღვარი". უწმინდესის იდეა იყო, მამა სერაფიმეს არამეული კარგად შეესწავლა და შემდეგ, ღვთისმსახურება ასურელებისთვის ამ ენაზე შეესრულებინა. ამჟამად მამა სერაფიმე სოფელ ქანდაში მოღვაწეობს, სადაც ვესტუმრეთ კიდეც:

- როგორც ვიცი, 24 წლამდე ზედმიწევნით მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობდით: სპორტის საბრძოლო სახეობებს ეუფლებოდით, დაცვის სამსახურში მუშაობდით. რამ გადაგაწყვეტინათ, რომ ღვთისმსახურების გზაზე დამდგარიყავით?

- ადრე ღმერთის მაინცდამაინც არ მწამდა. შევდიოდი ეკლესიაში, ვანთებდი სანთელს და მეგონა, მორწმუნე ვიყავი. ბიბლია ბავშვობაში, 11 წლის ასაკში უკვე წაკითხული მქონდა, მაგრამ აღვიქვამდი, როგორც ზღაპარს. შემდეგ, როცა მართლა მივხვდი, რომ ღმერთი არსებობს, წავედი და მონაზვნად აღვიკვეცე.

- რამე ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხომ არ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში, რამაც ამისკენ გიბიძგათ?

- ლამის მთელი ბავშვობა და სიჭაბუკე საავადმყოფოში გავატარე. ყველაზე დიდი ტრავმა მაშინ მივიღე, როცა ბეტონის ამრევ მანქანაში ჩავვარდი. იქიდან ცოცხალი ისტორიაში ჯერ არავინ გამოსულა, ჩემ გარდა... 2 წლის განმავლობაში ფეხზე ვერ ვდგებოდი. ჯერ საწოლს ვიყავი მიჯაჭვული, შემდეგ ეტლს, მერე საყრდენად ჯოხები მქონდა.

- კიდევ რა ხიფათი გადაგხდენიათ?

- ერთხელ მანქანამ გამიტანა, ერთხელ კი, შემთხვევით, პერიგიდროლი წყალი მეგონა და დავლიე. ბევრ რამეს გადავრჩენილვარ ბეწვზე, თუნდაც იმას, რომ რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავვარდი. ერთი სიტყვით, საეკლესიო ცხოვრების დაწყებისთვის ბიძგის მომცემი ბევრი რამ იყო. ერთხელ ძალიან დიდ განსაცდელში ჩავვარდი: ახლობლის, ნათესავის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. უკანასკნელი ქართველი წმინდანის, მამა გაბრიელის საფლავზე ავედი და ვთქვი: "თუ იქნება სათნო უფლისათვის, მე გავხდები მონაზონი, ოღონდ ის გადარჩეს". როცა ყველანაირი იმედი გადაგვეწურა, მაშინ მოხდა სასწაული და ეს ადამიანი სიკვდილს გადარჩა. ამ პერიოდის შემდგომ კიევში ვცხოვრობდი. აღმოსავლურ ორთაბრძოლებში ამიერკავკასიის ჩემპიონატი მქონდა მოგებული. უკრაინაში შექმნილი ვითარებების გამო, იქაურ დეპუტატთა გუნდებს დაცვა სჭირდებოდათ. ყველამ იცოდა, რომ ვინც საქართველოდან იყო, ერთგული იქნებოდა, ამიტომ ამიყვანეს. მალევე დაცვის უფროსი გავხდი. მერე მოხდა ისეთი რამ, რაზეც მე საერთოდ არ ვსაუბრობ. ეს სასწაული იყო: გინდ ხილვა ეძახეთ, გინდ - სიზმარი. ვნახე, როგორ მიმანიშნეს და მითხრეს, რომ ღმერთს შევპირდი მონაზვნობას და სიტყვა უნდა შემესრულებინა. ეს ხილვა თუ სიზმარი ჩემს სიტყვებს ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მახსენებდა, ამიტომ საბოლოოდ, წმინდა სამების იონას მონასტერში, ასე ვთქვათ, მოხდა ჩემი გარდაცვალება და მე ხელახლად დავიბადე, როგორც მონაზონი.

- რა შეგიძლიათ, ასურეთისა და ასურელების შესახებ მოგვიყვეთ?

- ეს ერთადერთი ერია 21 საუკუნის განმავლობაში, რომელიც ქრისტეს გულისთვის ეწამება. აღმოსავლურ ქვეყნებში, როგორებიცაა ერაყი, ირანი, სირია, დღემდე ომი მიმდინარეობს, ასურელებს ეკლესიებში უვარდებიან, თავებს აჭრიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი ისლამს არ მიიღებენ. მათ მასობრივად ანადგურებენ. აპოკრიფი იმის შესახებ, რომ ასურულები პირველი ქრისტიანები არიან, მოდის იმ ამბიდან, რომელიც მოგვითხრობს, როგორ გადავიდა ქრისტეს სახის გამოსახულება ტილოზე. მან ეს ასურელების ბოლო მეფის, ავგაროზ მეხუთისთვის გააკეთა. ამ პირველი ხატის თაყვანისცემა სწორედ ასურელების მიერ მოხდა ქალაქ ედესაში.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია