პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მახინჯი და უაზროა ეს ყველაფერი უკვე" - სააკაშვილის რეაქცია ოჯახის დამხმარე ქალბატონის დაკითხვაზე
"ძალიან მახინჯი და უაზროა ეს ყველაფერი უკვე" - სააკაშვილის რეაქცია ოჯახის დამხმარე ქალბატონის დაკითხვაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მისი დაც­ვის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, დაც­ვის წევ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის დამ­ხმა­რე ქალ­ბა­ტო­ნის და­კი­თხვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"გა­ვი­გე, რომ თე­მურ ჯა­ნა­შია, ჩემი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და ახლა უბ­რა­ლოდ ჩემი თა­ნა­შემ­წე სა­ზღვარ­ზე გა­ა­ჩე­რეს და ქვეყ­ნი­დან აღარ უშ­ვე­ბენ. ის უნდა დამ­ხმა­რე­ბო­და აქ რა­ღა­ცე­ებ­ში.

წინა ჯერ­ზე რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნი წევ­რი და­ა­კა­ვეს კი­ევ­ში რომ არ ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და მე არ ვე­ნა­ხე. დღეს დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­კი­თხეს, პატ­რი­ო­ტი ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვა­შიც იყ­ვნენ. ისი­ნი ნე­ბის­მი­ერ მთავ­რო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, ისი­ნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს სამ­სა­ხურ­ში და არა რო­მე­ლი­მე ცალ­კე­უ­ლი პი­რის სამ­სა­ხურ­ში", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მისი მე­უღ­ლის, სან­დრა რუ­ლოვ­სის დამ­ლა­გე­ბე­ლია და არა მზა­რე­უ­ლი, რო­გორც გა­მო­ა­ცხა­დეს. "სან­დრა თვი­თონ აკე­თებს საჭ­მელს და მზა­რე­უ­ლი არ სჭირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხდე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ას აზა­რა­ლებს. "ყვე­ლა­ფერს ხომ აქვს რა­ღაც სა­ზღვა­რი და რა­ღაც წე­სე­ბი ხომ უნდა არ­სე­ბობ­დეს?! ძა­ლი­ან მა­ხინ­ჯი და უაზ­როა ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე. რა თქმა უნდა, ყვე­ლა მხრებს იჩე­ჩავს და ეს აზა­რა­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ას", -გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

საქ­მეს, რო­მელ­ზეც მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვის უფ­რო­სი, დაც­ვის წევ­რე­ბი და დამ­ხმა­რე ქალ­ბა­ტო­ნი და­კი­თხეს, გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ადევს.

"ძალიან მახინჯი და უაზროა ეს ყველაფერი უკვე" - სააკაშვილის რეაქცია ოჯახის დამხმარე ქალბატონის დაკითხვაზე

"ძალიან მახინჯი და უაზროა ეს ყველაფერი უკვე" - სააკაშვილის რეაქცია ოჯახის დამხმარე ქალბატონის დაკითხვაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მისი დაცვის ყოფილი უფროსის, დაცვის წევრებისა და ოჯახის დამხმარე ქალბატონის დაკითხვას გამოეხმაურა.

"გავიგე, რომ თემურ ჯანაშია, ჩემი დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი და ახლა უბრალოდ ჩემი თანაშემწე საზღვარზე გააჩერეს და ქვეყნიდან აღარ უშვებენ. ის უნდა დამხმარებოდა აქ რაღაცეებში.

წინა ჯერზე რამდენიმე ჩვენი წევრი დააკავეს კიევში რომ არ ჩამოსულიყვნენ და მე არ ვენახე. დღეს დაცვის თანამშრომლები დაკითხეს, პატრიოტი ბიჭები, რომლებიც შევარდნაძის დაცვაშიც იყვნენ. ისინი ნებისმიერ მთავრობას ემსახურებიან, ისინი არიან საქართველოს სამსახურში და არა რომელიმე ცალკეული პირის სამსახურში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს დაკითხვაზე დაბარებული ქალბატონი მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის დამლაგებელია და არა მზარეული, როგორც გამოაცხადეს. "სანდრა თვითონ აკეთებს საჭმელს და მზარეული არ სჭირდება", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის ყველაფერი, რაც ხდება, საბოლოოდ საქართველოს რეპუტაციას აზარალებს. "ყველაფერს ხომ აქვს რაღაც საზღვარი და რაღაც წესები ხომ უნდა არსებობდეს?! ძალიან მახინჯი და უაზროა ეს ყველაფერი უკვე. რა თქმა უნდა, ყველა მხრებს იჩეჩავს და ეს აზარალებს საქართველოს რეპუტაციას", -განაცხადა სააკაშვილმა.

საქმეს, რომელზეც მთავარ პროკურატურაში გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსი, დაცვის წევრები და დამხმარე ქალბატონი დაკითხეს, გრიფი "საიდუმლო" ადევს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა