პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეჩნები და ოსები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში ჩვენ გვებრძოდნენ, დღეს უკრაინაში ტერორისტების მხარეს იბრძვიან (+ვიდეო)
ჩეჩნები და ოსები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში ჩვენ გვებრძოდნენ, დღეს უკრაინაში ტერორისტების მხარეს იბრძვიან (+ვიდეო)

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ­მა ოპე­რა­ცი­ამ მსხვი­ლი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. შე­ტა­კე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ავი­ა­ცია, არ­ტი­ლე­რია, სა­ტან­კო და­ნა­ყო­ფე­ბი. უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის აქ­ტი­უ­რი მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის­გან და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის გა­სუფ­თა­ვე­ბა ნელი ტემ­პე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დონ­ბას­სა და ლუ­განსკში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბის სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის გარ­და, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას ოსე­ბი და ჩეჩ­ნე­ბიც ებ­რძვი­ან. ნაკ­ლებ­სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ისი­ნი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში უკ­რა­ი­ნის ნა­თე­ლი და უღ­რუბ­ლო მო­მავ­ლის­თვის იბ­რძოდ­ნენ. ისი­ნი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი არი­ან. ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ად­ვი­ლად მიხ­ვდე­ბა, თუ ვინ ური­ცხავს ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლებს უკ­რა­ი­ნა­ში ომის­თვის ფულს.

დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკში, ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლე­ბი მა­ი­სის და­სა­წყის­ში გა­მოჩ­ნდნენ. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პი­რებს წარ­წე­რით Батальон «Восток» სამ­კლა­ვე­ე­ბი ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი. დონ­ბა­სის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძოდ­ნენ. მა­ლე­ვე ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ბა­ტა­ლი­ონ "ვოს­ტო­კის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ვი­ზუ­ა­ლუ­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლე­ბიც იყ­ვნენ. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ რე­გი­ონ­ში ჩეჩ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბას, თა­ვად დონ­ბა­სის რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებ­დნენ.

2 ივ­ნისს "ვოს­ტო­კის" მე­თა­ურ­მა ალექ­სან­დრე ხო­და­კოვ­სკიმ, რე­გი­ონ­ში ჩეჩ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა და­ა­დას­ტუ­რა და დას­ძი­ნა, რომ ისი­ნი სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბას უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მისი გან­მარ­ტე­ბით, ჩეჩ­ნე­ბი მო­ხა­ლი­სე მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რია მა­ი­სის ბო­ლოს და­ტო­ვეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­ნეც­კის აე­რო­პორ­ტის­თვის გა­ჩა­ღე­ბუ­ლი მსხვი­ლი შე­ტა­კე­ბი­სას, ჩეჩ­ნებ­მა მოკ­ლუ­ლე­ბის სა­ხით 35-45 ადა­მი­ა­ნი და­კარ­გეს. უკ­რა­ი­ნა­ში ჩეჩ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა, თა­ვად ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­ურ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მაც და­ა­დას­ტუ­რა. კა­დი­რო­ვის გან­მარ­ტე­ბით, ისი­ნი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი არი­ან.

"ვოს­ტო­კის" მე­თა­უ­რის, ალექ­სან­დრე ხო­და­კოვ­სკის გან­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ნაკ­ლებ­სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ჩეჩ­ნებს ან ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს უკ­რა­ი­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თი სა­ხელ­წო­დე­ბით "ვოს­ტოკ" ჩეჩ­ნეთ­შიც არ­სე­ბობს. შე­საძ­ლოა, ეს უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვაა, რომ ჩეჩ­ნურ და დონ­ბა­სის სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბის სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თებს ერ­თნა­ი­რი სა­ხე­ლე­ბი აქვთ. შე­გახ­სე­ნებთ, შე­ნა­ერ­თი სა­ხე­ლად "ვოს­ტო­კი", 2008 წლის რუ­სეთ სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და.

ჩეჩ­ნე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ეს და­ნა­ყო­ფი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის 42-ე მო­ტომსრო­ლე­ლი დი­ვი­ზი­ის 291-ე მო­ტომსრო­ლე­ლი პოლ­კის ცალ­კე­უ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი იყო. 1999 წელს სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თი მე­თა­ურ­თან - სუ­ლიმ ია­მა­და­ევ­თან ერ­თად რუ­სუ­ლი არ­მი­ის მხა­რეს გა­და­ვი­და. 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, შე­ნა­ერ­თი სამ­ხრეთ ოსეთ­ში გა­მოჩ­ნდა. სა­კუ­თარ წარ­მო­მავ­ლო­ბას ისი­ნი არც მა­ლავ­დნენ. თა­ვი­ან­თი ტექ­ნი­კა და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი წარ­წე­რე­ბით Чечня, Восток, Ямадаевцы უხ­ვად იყო დამ­შვე­ნე­ბუ­ლი. დიდი ალ­ბა­თო­ბით შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 6 წლის წინ ჩვენ გვებ­რძოდ­ნენ და რუ­სებს ჩვე­ნი მი­წის ოკუ­პა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, დღეს უკ­რა­ი­ნა­ში, სამ­თავ­რო­ბო ჯა­რებს ებ­რძვი­ან.

წარ­წე­რე­ბით Батальон «Восток» დამ­შვე­ნე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­ში სულ უფრო ხში­რად ჩნდე­ბა. უცხო­ურ სამ­ხედ­რო ფო­რუ­მებ­ზე იდე­ბა ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ჩეჩ­ნე­ბი კო­მენ­ტა­რებს სა­კუ­თარ ენა­ზე იძ­ლე­ვი­ან.

ჩეჩ­ნებ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნა­ში ოსე­ბიც იბ­რძვი­ან. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას ინ­ტერ­ნეტ­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის პრეს­ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს. ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ორ­ზე, რო­მელ­საც წინ და გვერ­დებ­ზე წარ­წე­რა Батальон «Восток» აქვს და­ტა­ნე­ბუ­ლი, სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის დრო­შაა აღ­მარ­თუ­ლი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ჩეჩნები და ოსები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში ჩვენ გვებრძოდნენ, დღეს უკრაინაში ტერორისტების მხარეს იბრძვიან (+ვიდეო)

ჩეჩნები და ოსები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში ჩვენ გვებრძოდნენ, დღეს უკრაინაში ტერორისტების მხარეს იბრძვიან (+ვიდეო)

უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტულმა ოპერაციამ მსხვილი საბრძოლო მოქმედებების ხასიათი მიიღო. შეტაკებებში აქტიურადაა ჩართული ავიაცია, არტილერია, სატანკო დანაყოფები. უკრაინის არმიის აქტიური მცდელობების მიუხედავად, მეამბოხეებისგან დაკავებული ტერიტორიის გასუფთავება ნელი ტემპებით მიმდინარეობს.

დონბასსა და ლუგანსკში ჩამოყალიბებული სახალხო აჯანყების სამხედრო დაჯგუფებების გარდა, უკრაინის არმიას ოსები და ჩეჩნებიც ებრძვიან. ნაკლებსავარაუდოა, რომ ისინი საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის ნათელი და უღრუბლო მომავლისთვის იბრძოდნენ. ისინი დაქირავებული მებრძოლები არიან. ჭკვიანი ადამიანი ადვილად მიხვდება, თუ ვინ ურიცხავს ჩრდილოკავკასიელებს უკრაინაში ომისთვის ფულს.

დონეცკსა და ლუგანსკში, ჩრდილოკავკასიელები მაისის დასაწყისში გამოჩნდნენ. შეიარაღებულ პირებს წარწერით Батальон «Восток» სამკლავეები ჰქონდათ გაკეთებული. დონბასის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების განმარტებით, შეიარაღებული დაჯგუფება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც უკრაინის მთავრობის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მალევე ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ბატალიონ "ვოსტოკის" შემადგენლობაში, ადგილობრივი მოსახლეობისგან ვიზუალურად გამორჩეული შეიარაღებული ჩრდილოკავკასიელებიც იყვნენ. საგულისხმოა, რომ რეგიონში ჩეჩნების არსებობას, თავად დონბასის რესპუბლიკის წარმომადგენლებიც ადასტურებდნენ.

2 ივნისს "ვოსტოკის" მეთაურმა ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ, რეგიონში ჩეჩნების არსებობა დაადასტურა და დასძინა, რომ ისინი სახალხო აჯანყებას უკრაინის არმიასთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ. მისი განმარტებით, ჩეჩნები მოხალისე მებრძოლები იყვნენ და უკრაინის ტერიტორია მაისის ბოლოს დატოვეს.

არსებული ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტისთვის გაჩაღებული მსხვილი შეტაკებისას, ჩეჩნებმა მოკლულების სახით 35-45 ადამიანი დაკარგეს. უკრაინაში ჩეჩნების არსებობა, თავად ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმაც დაადასტურა. კადიროვის განმარტებით, ისინი მოხალისეები არიან.

"ვოსტოკის" მეთაურის, ალექსანდრე ხოდაკოვსკის განცხადების მიუხედავად, ნაკლებსავარაუდოა, რომ ჩეჩნებს ან ჩრდილოკავკასიის სხვა წარმომადგენლებს უკრაინა დაეტოვებინათ.

საგულისხმოა, რომ სამხედრო შენაერთი სახელწოდებით "ვოსტოკ" ჩეჩნეთშიც არსებობს. შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაა, რომ ჩეჩნურ და დონბასის სახალხო აჯანყების სამხედრო შენაერთებს ერთნაირი სახელები აქვთ. შეგახსენებთ, შენაერთი სახელად "ვოსტოკი", 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის დროს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდა.

ჩეჩნებით დაკომპლექტებული ეს დანაყოფი, რუსეთის ფედერაციის 42-ე მოტომსროლელი დივიზიის 291-ე მოტომსროლელი პოლკის ცალკეული ბატალიონი იყო. 1999 წელს სამხედრო შენაერთი მეთაურთან - სულიმ იამადაევთან ერთად რუსული არმიის მხარეს გადავიდა. 2008 წლის აგვისტოში, შენაერთი სამხრეთ ოსეთში გამოჩნდა. საკუთარ წარმომავლობას ისინი არც მალავდნენ. თავიანთი ტექნიკა და სატვირთო მანქანები წარწერებით Чечня, Восток, Ямадаевцы უხვად იყო დამშვენებული. დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც 6 წლის წინ ჩვენ გვებრძოდნენ და რუსებს ჩვენი მიწის ოკუპაციაში ეხმარებოდნენ, დღეს უკრაინაში, სამთავრობო ჯარებს ებრძვიან.

წარწერებით Батальон «Восток» დამშვენებული სამხედრო ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილების ფოტოები, ინტერნეტში სულ უფრო ხშირად ჩნდება. უცხოურ სამხედრო ფორუმებზე იდება ვიდეოები, სადაც ჩეჩნები კომენტარებს საკუთარ ენაზე იძლევიან.

ჩეჩნებთან ერთად, უკრაინაში ოსებიც იბრძვიან. ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალას ინტერნეტში ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი აქვეყნებს. ჯავშანტრანსპორტიორზე, რომელსაც წინ და გვერდებზე წარწერა Батальон «Восток» აქვს დატანებული, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის დროშაა აღმართული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა