39 წლის ნადია სულემანი, რომელსაც მსოფლიო "ოქტოდედის" სახელით იცნობს, 14 შვილს ზრდის მარტო. თუმცა როგორი დედაა, ეს ცალკე საკითხია, რადგან ხშირად კიცხავენ სხვადასხვა არაადეკვატური ნაბიჯის გამო და ადანაშაულებენ იმაში, რომ შვილებიც სახელის მოსახვეჭად გააჩინა.
ნადიამ რამდენიმე წლის წინ ანჯელინა ჯოლისთან მიმსგავსება გადაწყვიტა და რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ძირითადად, მკერდი და ტუჩები გაიდიდა, სახის ნაკვთებიც შეიცვალა და მსოფლიოს გააცნო თავი, როგორც ანჯელინა ჯოლის ორეულმა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა მისთვის საკმარისი.
1996 წელს გათხოვდა და სანამ ქმართან ცხოვრობდა, ხელოვნური განაყოფიერებით მოასწრო სამი შვილის გაჩენა. მერე ქმარს გაეყარა და ამ ბავშვებს კიდევ სამი მიუმატა. მაგრამ არც ეს იკმარა – როდესაც მისი უფროსი შვილების ასაკი 2-დან 7 წლამდე იყო, სწორედ მაშინ დაგეგმა "გრანდიოზული პროექტი" - 8 ტყუპის გაჩენა. მშობიარობის შემდეგ რეალური შოუს ჩვენება იგეგმებოდა, რომელიც ნადიასა და მისი 14 შვილის ცხოვრებას ასახავდა.
ნადია მთელი ორსულობის პერიოდში იღებდა ფოტოებს.
იხილეთ სრულად