პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი პაემნის წესები - 12 წუთი პარტნიორის მოსახიბლად
პირველი პაემნის წესები - 12 წუთი პარტნიორის მოსახიბლად

მოდი ვა­ღი­ა­როთ, პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი ყო­ველ­თვის ნერ­ვი­უ­ლო­ბის სა­გა­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბით დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­დე­საც წყვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ინ­ტერ­ნეტ­ში იც­ნო­ბენ და შემ­დეგ ურ­თი­ერ­თო­ბა მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე - შეხ­ვედ­რა­ზე გა­და­ყავთ.

ძი­რი­თა­დად ასე ხდე­ბა ხოლ­მე: შე­დი­ხარ შეხ­ვედ­რის ად­გი­ლას, ხე­დავ მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ცო­ტა­თი წა­ა­გავს თა­ვის ფე­ის­ბუქ პრო­ფი­ლის ფო­ტოს და იწყებ მო­რი­დე­ბუ­ლად სა­უ­ბარს იქამ­დე, სა­ნამ დი­ა­ლო­გი ინ­ტერ­ვი­უს არ და­ემ­სგავ­სე­ბა.

ახა­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი იუ­წყე­ბა, რომ პა­ემ­ნის პირ­ვე­ლი 12 წუ­თია ყვე­ლა­ზე გა­დამ­წყვე­ტი. ასე რომ, ტყუ­ი­ლად ნუ და­ხარ­ჯავთ დროს. 12 წუთი ზუს­ტად ის დროა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, უნდა თუ არა მის წინ მჯდომ პირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.

თუ თქვენ იმა­ზე ნერ­ვი­უ­ლობთ, თუ რო­გორ შე­გა­ფა­სე­ბენ პირ­ველ პა­ე­მან­ზე, იცო­დეთ, რომ მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნე­ბი, პირ­ველ რიგ­ში აკ­ვირ­დე­ბი­ან ღი­მილს (64%), თვა­ლებ­ში შე­ხედ­ვას (58%) და ხმის ტემ­ბრს (25%).

მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რომ­ლის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა და­გი­წუ­ნონ, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლი (59%), ცუდი სუნი პი­რის ღრუ­ში (53%) და ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­სას.

რა თქმა უნდა, საკ­ვირ­ვე­ლი არა­ფე­რია, ვის მო­წონს ცუდი სუნი პი­რის ღრუ­ში? ასეთ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ უნდა მო­გინ­დეს, რომ ადა­მი­ანს აკო­ცო? მოკ­ლედ, 12 წუთ­ში უნდა მო­ას­წროთ და მო­ხიბ­ლოთ ან თა­ვად გა­და­წყვი­ტოთ, მო­ი­ხიბ­ლეთ თუ არა თქვე­ნი მე­წყვი­ლით. რო­გორც არ­მოჩ­ნდა, 12 წუთი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია, რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია glamourmagazine.co.uk-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

პირველი პაემნის წესები - 12 წუთი პარტნიორის მოსახიბლად

პირველი პაემნის წესები - 12 წუთი პარტნიორის მოსახიბლად

მოდი ვაღიაროთ, პირველი პაემანი ყოველთვის ნერვიულობის საგანია. განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში, როდესაც წყვილები ერთმანეთს ინტერნეტში იცნობენ და შემდეგ ურთიერთობა მომდევნო საფეხურზე - შეხვედრაზე გადაყავთ.

ძირითადად ასე ხდება ხოლმე: შედიხარ შეხვედრის ადგილას, ხედავ მამაკაცს, რომელიც ცოტათი წააგავს თავის ფეისბუქ პროფილის ფოტოს და იწყებ მორიდებულად საუბარს იქამდე, სანამ დიალოგი ინტერვიუს არ დაემსგავსება.

ახალი გამოკვლევები იუწყება, რომ პაემნის პირველი 12 წუთია ყველაზე გადამწყვეტი.  ასე რომ, ტყუილად ნუ დახარჯავთ დროს. 12 წუთი ზუსტად ის დროა, როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, უნდა თუ არა მის წინ მჯდომ პირთან ურთიერთობის გაგრძელება.

თუ თქვენ იმაზე ნერვიულობთ, თუ როგორ შეგაფასებენ პირველ პაემანზე, იცოდეთ, რომ მარტოხელა ადამიანები, პირველ რიგში აკვირდებიან ღიმილს (64%), თვალებში შეხედვას (58%) და ხმის ტემბრს (25%).

მახასიათებლები, რომლის გამოც შეიძლება დაგიწუნონ, ასე გამოიყურება: არასასიამოვნო სურნელი (59%), ცუდი სუნი პირის ღრუში (53%) და ბილწსიტყვაობა პირველივე შეხვედრისას.

რა თქმა უნდა, საკვირველი არაფერია, ვის მოწონს ცუდი სუნი პირის ღრუში? ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოგინდეს, რომ ადამიანს აკოცო? მოკლედ, 12 წუთში უნდა მოასწროთ და მოხიბლოთ ან თავად გადაწყვიტოთ, მოიხიბლეთ თუ არა თქვენი მეწყვილით. როგორც არმოჩნდა, 12 წუთი სრულიად საკმარისია, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ.

მომზადებულია glamourmagazine.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს