Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ როინიშვილი შეცდომებსა და ტკივილზე - რას ამბობს მომღერალი ყოფილი ქმრის ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზე
მარიამ როინიშვილი შეცდომებსა და ტკივილზე - რას ამბობს მომღერალი ყოფილი ქმრის ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზე

გა­ზე­თი "პრა­იმ ტა­ი­მი" მომ­ღე­რალ მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც რეს­პო­დენ­ტი გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს მისი ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დებ­ზე. მომ­ღე­რალ­მა ქმარ­თან და­შო­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ოჯა­ხის შექ­მნის ნა­ბი­ჯი ნა­ად­რე­ვად გა­დად­გა, არც დე­დო­ბის­თვის იყო მზად. ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან დღე­ვან­დელ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც ისა­უბ­რა. ამო­ნა­რი­დი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ახლა რა ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ შენ და გი­ორ­გის?

- პი­რად­ზე არ ვუყ­ვე­ბით ერ­თმა­ნეთს. ელე­ნე გვყავს და მის გამო ვკონ­ტაქ­ტობთ. მხო­ლოდ ელე­ნეს გარ­შე­მო ვტრი­ა­ლებთ.

- გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი­აო, და­ი­წე­რა. ადევ­ნებ თვალს მის პი­რად­ზე და­წე­რილ სტა­ტი­ებს?

- არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ჩემი ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლია პრობ­ლე­მე­ბით თუ სი­ახ­ლე­ე­ბით, სხვა რა­მე­ე­ბით არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბით არ და­ვინ­ტე­რეს­დე, არა თუ გი­ორ­გის ცხოვ­რე­ბით. ზოგ­ჯერ პი­რა­დის­თვის დრო არ მრჩე­ბა.

- როცა ოჯა­ხი და­გენგრა მშობ­ლე­ბის რე­აქ­ცია რო­გო­რი იყო?

- რო­მელ მშო­ბელს უხა­რია მის შვილს ოჯა­ხი რომ ენგრე­ვა? არც თამ­რი­კო ყო­ფი­ლა გა­მო­ნაკ­ლი­სი. რჩე­ვე­ბი მომ­ცა-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყვი. ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის დროს ჩემ გვერ­დი­თაა. სა­ო­ცა­რი ენერ­გე­ტი­კის პატ­რო­ნია. ყო­ველ­თვის მაძ­ლი­ე­რებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. გან­საც­დე­ლის პე­რი­ოდ­ში ჩემ გვერ­დით იდგა. ცდი­ლობ­და, რომ მე ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მე­გო­რე­ბი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მას, მე არ მინ­დო­და რომ ეს თემა მას­თან გან­მე­ხი­ლა. ეს ის თე­მაა, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ზე ახლო მე­გობ­რებ­თა­ნაც არ მი­ლა­პა­რა­კია.

თა­მარ გონ­გა­ძე, გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი"

მარიამ როინიშვილი შეცდომებსა და ტკივილზე - რას ამბობს მომღერალი ყოფილი ქმრის ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზე

მარიამ როინიშვილი შეცდომებსა და ტკივილზე - რას ამბობს მომღერალი ყოფილი ქმრის ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზე

გაზეთი "პრაიმ ტაიმი" მომღერალ მარიამ როინიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც რესპოდენტი გულახდილად საუბრობს  მისი ცხოვრების საინტერესო პერიოდებზე. მომღერალმა ქმართან დაშორებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახის შექმნის ნაბიჯი ნაადრევად გადადგა, არც დედობისთვის იყო მზად. ამავე ინტერვიუში ყოფილ მეუღლესთან დღევანდელ ურთიერთობაზეც ისაუბრა. ამონარიდი ინტერვიუდან:

- ახლა რა ურთიერთობა გაქვთ შენ და გიორგის?

- პირადზე არ ვუყვებით ერთმანეთს. ელენე გვყავს და მის გამო ვკონტაქტობთ. მხოლოდ ელენეს გარშემო ვტრიალებთ.

- გიორგი მახარაძე შეყვარებულიაო, დაიწერა. ადევნებ თვალს მის პირადზე დაწერილ სტატიებს?

- არ მაინტერესებს. ჩემი ცხოვრება იმდენად დატვირთულია პრობლემებით თუ სიახლეებით, სხვა რამეებით არ ვინტერესდები. შეიძლება ზოგჯერ საკუთარ ცხოვრებით არ დავინტერესდე, არა თუ გიორგის ცხოვრებით. ზოგჯერ პირადისთვის დრო არ მრჩება.

- როცა ოჯახი დაგენგრა მშობლების რეაქცია როგორი იყო?

- რომელ მშობელს უხარია მის შვილს ოჯახი რომ ენგრევა? არც თამრიკო ყოფილა გამონაკლისი. რჩევები მომცა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ყოველი ნაბიჯის გადადგმის დროს ჩემ გვერდითაა. საოცარი ენერგეტიკის პატრონია. ყოველთვის მაძლიერებს. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. განსაცდელის პერიოდში ჩემ გვერდით იდგა. ცდილობდა, რომ მე ეს ყველაფერი გადამეგორებინა. რაც შეეხება მამას, მე არ მინდოდა რომ ეს თემა მასთან განმეხილა. ეს ის თემაა, რომელზეც ყველაზე ახლო მეგობრებთანაც არ მილაპარაკია.

თამარ გონგაძე, გაზეთი "პრაიმტაიმი"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?