ძლიერმა წვიმამ და მეწყერმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.
უამინდობამ განსაკუთრებით დააზარალა სოფლები ფანგანი და ლევშერო.
მოვარდნილმა წყალმა ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაუტბორა. წყალმა წაიღო პირუტყვი, განადგურებულია ნათესები. ამჟამად ადგილზე ტექნიკას ელოდებიან, რომ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის ამირან ჭუმბურიძის განცხადებით, რამდენიმე სოფელში საშინელი მდგომარეობაა.
ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.