სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეთრხალათიანი "მოწმე": "პოლიციელებმა მთვრალი გოგოები მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს"
თეთრხალათიანი "მოწმე": "პოლიციელებმა მთვრალი გოგოები მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს"

"კვი­რის პა­ლიტ­რის" პრო­ექ­ტი "ჟურ­ნა­ლის­ტი პრო­ფე­სი­ას იც­ვლის" გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად ექი­მო­ბა გა­დავ­წყვი­ტე და სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში ერთი დღე-ღამე დავ­ყა­ვი. რუს­თა­ვის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის მთა­ვა­რი ექი­მი ალექ­სან­დრე (საშა) ბა­რავ­კო­ვი სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდა, ერთი დღით ახა­ლი "თა­ნამ­შრო­მე­ლი" მი­ე­ღო.

ჩემი სა­მუ­შაო დღე ჩვე­უ­ლებ­რივ, დი­ლის 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე კონ­ფე­რენ­ცი­ით (წი­ნათ "ხუ­თწუ­თი­ანს" უწო­დებ­დნენ) და­ი­წყო. მა­ნამ­დე ექი­მის შე­სა­ფე­რი­სად აღმჭურ­ვეს - თეთ­რი ხა­ლა­თი, პირ­ბა­დე, ქუდი მომ­ცეს და წარ­მა­ტე­ბაც მი­სურ­ვეს. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ მედ­პერ­სო­ნალს ახა­ლი "თა­ნამ­შრომ­ლის" და­ნახ­ვა გა­უკ­ვირ­და, თუმ­ცა, ჩვე­უ­ლი რე­ჟი­მი არ და­ურ­ღვე­ვია და მთა­ვარ ექიმს ყვე­ლა გან­ყო­ფი­ლე­ბამ ღა­მის მო­რი­გე­ო­ბის ან­გა­რი­ში ჩა­ა­ბა­რა. სა­გან­გა­შო არა­ფე­რი იყო, გარ­და ერთი შემ­თხვე­ვი­სა - ღა­მით 22 კვი­რის ორ­სუ­ლი შე­მო­უყ­ვა­ნი­ათ, რო­მელ­საც ნა­ყო­ფის გა­მო­ძე­ვე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა ელო­და (მას­ზე ქვე­მოთ შე­ი­ტყობთ).

კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ სა­ა­ვად­მყო­ფოს უფ­როს­მა ექთან­მა ფიქ­რი­ამ გი­დო­ბა ითა­ვა და ყვე­ლა გან­ყო­ფი­ლე­ბა და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­ვოც­დი, რად­გან 5 წლის წინ ამ სამ­შო­ბი­ა­რო­ში ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი ახ­ლობ­ლის სა­ნა­ხა­ვად ვი­ყა­ვი და იქა­უ­რო­ბა მა­შინ­დე­ლის­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა, თავი ევ­რო­პულ კლი­ნი­კა­ში მე­გო­ნა. სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში მშო­ბი­ა­რე ტკი­ვილს ებ­რძო­და - ის მე­სა­მე შვილს ელო­და...

შემ­დე­გი "გა­ჩე­რე­ბა" ახალ­შო­ბილ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა გახ­ლდათ. ჩვი­ლებ­თან იმ­დენ ხანს გავ­ჩერ­დი, რომ ჩემ­მა გიდ­მა მო­მი­ბო­დი­შა და წა­ვი­და... ახალ­შო­ბილ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წი­ნა­დღეს და­ბა­დე­ბუ­ლი პა­ტა­რა ინ­კუ­ბა­ტორ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, დრო­ზე ადრე და­ი­ბა­და და სუნ­თქვა გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და.

ორი­ო­დე წუთ­ში მედ­დამ თეთრ ქსო­ვილ­ში გახ­ვე­უ­ლი პა­წა­წი­ნა არ­სე­ბა შე­მო­იყ­ვა­ნა. ექთანს ცრემ­ლით ჰქონ­და თვა­ლე­ბი სავ­სე.

- ასე­თი პა­ტა­რა რა­ტომ არის? თი­თე­ბი და სახე ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი რა­ტომ აქვს? - და­ვა­ყა­რე კი­თხვე­ბი.

- ეს 22 კვი­რის ჩა­ნა­სა­ხია, დე­დის ორ­გა­ნიზ­მმა ორ­სუ­ლო­ბა ბო­ლომ­დე ვერ მი­იყ­ვა­ნა და ბავ­შვი გა­მო­ა­ძე­ვა.

- გა­დარ­ჩე­ბა? - დავ­ხე­დე პა­წა­წუ­ნას, რო­მე­ლიც, რო­გორც ექთან­მა მი­თხრა, 400 გრამ­საც არ იწო­ნი­და.

- მისი გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია, - მი­ვი­ღე პა­სუ­ხად.

არ ვიცი, მო­მეჩ­ვე­ნა თუ მარ­თლა ასე იყო, მაგ­რამ ბავ­შვმა პირი გა­ა­ღო და თით­ქოს ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თქვას ლა­მობ­და... სი­ცო­ცხლეს ებღა­უ­ჭე­ბო­და... ამის და­ნახ­ვა­ზე მუხ­ლი მო­მეკ­ვე­თა და ცრემ­ლი წამსკდა. შე­ვე­ხე, ჯერ კი­დევ არ ჩას­დგო­მო­და სი­ცი­ვე პა­წა­წი­ნა სხე­ულ­ში...

ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა აქვს მხო­ლოდ მღვდელს ან მღვდელმთა­ვარს, მაგ­რამ თუ ღვთის მსა­ხუ­რის მოყ­ვა­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ვერ იცო­ცხლებს, მო­ნათ­ვლის უფ­ლე­ბა აქვს ერის­კაც­საც (ქალ­საც და მა­მა­კაც­საც), რო­მე­ლიც თა­ვად მო­ნათ­ლუ­ლია. სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რულ პა­ტა­რას ლოც­ვა წა­უ­კი­თხეს, ნა­კურ­თხი წყა­ლი სამ­ჯერ აპ­კუ­რეს და ასე მო­ნათ­ლეს...

ძნე­ლია, ამ ყვე­ლა­ფერს მშვი­დად უყუ­რო... ცო­ტაც და ავ­ბღავ­ლდე­ბო­დი. ამი­ტომ სას­წრა­ფოდ დავ­ტო­ვე ახალ­შო­ბილ­თა ოთა­ხი... დათ­რგუნ­ვილ­მა ისიც კი გა­ვი­ფიქ­რე, წა­ვალ აქე­დან-მეთ­ქი, მაგ­რამ ვიდ­რე წა­მო­ვი­დო­დი, გა­დავ­წყვი­ტე, პა­წი­ას დედა მე­ნა­ხა...

ორ­სულ­თა პა­თო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­სას­ვლელ­ში დედა-შვი­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იდ­გნენ. თურ­მე ცოლ-ქმარს 6 წელი შვი­ლი არ ჰყავ­და, ეს პირ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა იყო და ისიც ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოჯახ­მა ბავ­შვის ცხე­და­რი მო­ი­თხო­ვა, სუ­რა­თე­ბი გა­და­უ­ღეს და და­ი­მუქრნენ, ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წა­ვიყ­ვანთ და და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ მისი და­ღუპ­ვა თქვე­ნი ბრა­ლი­აო... მედ­პერ­სო­ნალს დანა კბილს არ უხ­სნი­და...

დე­რე­ფან­ში გზა ქალ­მა გა­და­მი­ღო­ბა: - უკაც­რა­ვად, ექი­მო, ექიმ ცე­ფა­მედს ვე­ძებ და ხომ არ იცით, სად ვნა­ხო?

- ასე­თი ექი­მი არ გა­მი­გო­ნია-მეთ­ქი, - გა­ო­ცე­ბულ­მა მხრე­ბი ავი­ჩე­ჩე.

ქალ­მა სწრა­ფად ამი­ა­რა გვერ­დი და სხვა თეთრხა­ლა­თი­ანს მი­ად­გა, ექიმ ცე­ფა­მედს ვე­ძე­ბო... იმა­ნაც გა­ო­ცე­ბის­გან პირი და­ა­ღო, უცებ ქალი ტყვი­ა­სა­ვით მოს­წყდა ად­გილს და თეთრხა­ლა­თი­ან მა­მა­კაცს გა­ე­კი­და: - ექი­მო ცე­ფა­მე­დი, ექი­მო ცე­ფა­მე­დი, ექოს­კო­პი­ის პა­სუ­ხი უკვე გვაქვს! - რად­გან ექი­მი მის და­ძა­ხილ­ზე არ შე­მობ­რუნ­და, მა­მა­კაცს მკლავ­ში ჩა­ე­ჭი­და, მო­აბ­რუ­ნა და ქა­ღალ­დე­ბი ხელ­ში შე­ა­ჩე­ჩა... ექი­მი სი­ცილს ძლივს იკა­ვებ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხვდი, რა­შიც იყო საქ­მე: მედ­პერ­სო­ნალს ხა­ლა­თე­ბი­სა თუ ფორ­მის ზედა ჯი­ბე­ზე წამ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა აქვთ ამო­ქარ­გუ­ლი. ამ ექიმს "ცე­ფა­მე­დი" ეწე­რა გუ­ლის ჯი­ბე­ზე და ქალს უფიქ­რია, ასე ჰქვი­აო...

ექიმ "ცე­ფა­მედს" გავ­ცდი და ბა­ტო­ნი სა­შას გა­მოგ­ზავ­ნილ ექთანს გა­და­ვე­ყა­რე, ოპე­რა­ცი­ას ვი­წყებთ და დაგ­ვეს­წა­რი­თო... სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ად­გი­ლი მო­მი­ჩი­ნეს და ოპე­რა­ცი­აც და­ი­წყო...

პა­ცი­ენ­ტი 43 წლის ქალი გახ­ლდათ, რო­მელ­საც ექ­სტერ­პა­ცი­ას (საშ­ვი­ლოს­ნოს სრუ­ლი ამოკ­ვე­თა, რო­დე­საც საკ­ვერ­ცხე­ებ­სა და საშ­ვი­ლოს­ნოს ყელ­საც იღე­ბენ) უკე­თებ­დნენ. ექი­მე­ბი უხ­მოდ, ოს­ტა­ტუ­რად აკე­თებ­დნენ თა­ვი­ანთ საქ­მეს... ბა­ტო­ნი საშა ხშირ-ხში­რად გად­მომ­ხე­დავ­და ხოლ­მე, გული არ წა­უ­ვი­დეს ამ ყვე­ლაფ­რის დამ­ნა­ხავ­სო, მაგ­რამ მე თვალ­საც არ ვა­ხამ­ხა­მებ­დი, რომ რამე არ გა­მომ­რჩე­ნო­და. იმ­დე­ნი ინ­სტრუ­მენ­ტის თავი მო­ჩან­და მუც­ლის ღრუ­დან, უნე­ბუ­რად დათ­ვლა და­ვი­წყე, რომ რო­მე­ლი­მე ჭრი­ლო­ბა­ში არ ჩარ­ჩე­ნო­დათ... თუმ­ცა, სათ­ვა­ლა­ვი ამე­რია, თა­ნაც მივ­ხვდი, რომ ჩემი კონ­ტრო­ლი სუ­ლაც არ იყო სა­ჭი­რო... ოპე­რა­ცია ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში დას­რულ­და... საშა და ლა­უ­რა ექი­მებ­მა შუბ­ლზე მომ­სკდა­რი ოფლი მო­იწ­მინ­დეს და შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქეს.

- ნერ­ვი­უ­ლობთ? - გა­მიკ­ვირ­და, რად­გან თი­თო­ე­ულ მათ­გა­ნი უკვე 20 წელ­ზე მე­ტია, ამ საქ­მეს აკე­თებს და მე­რამ­დე­ნე ოპე­რა­ცია და­ას­რუ­ლეს, ვინ იცის...

- რა თქმა უნდა, ვნერ­ვი­უ­ლობთ, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს­თან გვაქვს საქ­მე... ყვე­ლა ოპე­რა­ცია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ისე­ვე, რო­გორც პა­ცი­ენ­ტი, - მი­პა­სუ­ხა ბა­ტონ­მა სა­შამ...

ამა­სო­ბა­ში იმ მშო­ბი­ა­რეს, რო­მელ­საც ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი და რამ­დენ­ჯერ­მე მი­ვა­კი­თხე გა­სამ­ხნე­ვებ­ლად, უკვე ამ­ზა­დებ­დნენ. გი­ნე­კო­ლო­გი­ურ სა­ვარ­ძელ­ზე იწვა, თავ­თან მე­უღ­ლე ედგა, მისი ხელი ეჭი­რა და რა­ღა­ცას ეჩურ­ჩუ­ლე­ბო­და... რო­დე­საც ქალს ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი და­ე­წყო, მო­უ­ბო­დი­შა, - გა­ვალ, არ შე­მიძ­ლია ამის ყუ­რე­ბაო...

სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე, რო­გორ იბ­რძო­და პა­ტა­რა, რომ მოვ­ლე­ნი­ლი­ყო ამ­ქვეყ­ნად... თა­ვით დე­დის სა­შოს კედ­ლებს აწ­ვე­ბო­და, წინ მო­ი­წევ­და... დედა ეხ­მა­რე­ბო­და... რამ­დე­ნი­მე წამ­ში ბავ­შვის ტი­რილ­მა აახ­მა­უ­რა იქა­უ­რო­ბა... ჭიპ­ლა­რი გა­დაჭ­რეს თუ არა, დე­დის მკერ­დზე და­აწ­ვი­ნეს და თბი­ლი პლე­დი გა­და­ა­ფა­რეს. ქალ­მა პირ­მ­შოს ნა­ზად მოხ­ვია მკლა­ვე­ბი, ნა­ტანჯ სა­ხე­ზე ყვე­ლა ტკი­ვი­ლი წაშ­ლო­და.

ასე და­ი­ბა­და პა­ტა­რა ლა­ზა­რე ტა­ბა­ტა­ძე...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თეთრხალათიანი "მოწმე": "პოლიციელებმა მთვრალი გოგოები მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს"

თეთრხალათიანი "მოწმე": "პოლიციელებმა მთვრალი გოგოები მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს"

"კვირის პალიტრის" პროექტი "ჟურნალისტი პროფესიას იცვლის" გრძელდება. ამჯერად ექიმობა გადავწყვიტე და სამშობიარო სახლში ერთი დღე-ღამე დავყავი. რუსთავის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ალექსანდრე (საშა) ბარავკოვი სიამოვნებით დამთანხმდა, ერთი დღით ახალი "თანამშრომელი" მიეღო.

ჩემი სამუშაო დღე ჩვეულებრივ, დილის 10-ის ნახევარზე კონფერენციით (წინათ "ხუთწუთიანს" უწოდებდნენ) დაიწყო. მანამდე ექიმის შესაფერისად აღმჭურვეს - თეთრი ხალათი, პირბადე, ქუდი მომცეს და წარმატებაც მისურვეს. კონფერენციაზე შეკრებილ მედპერსონალს ახალი "თანამშრომლის" დანახვა გაუკვირდა, თუმცა, ჩვეული რეჟიმი არ დაურღვევია და მთავარ ექიმს ყველა განყოფილებამ ღამის მორიგეობის ანგარიში ჩააბარა. საგანგაშო არაფერი იყო, გარდა ერთი შემთხვევისა - ღამით 22 კვირის ორსული შემოუყვანიათ, რომელსაც ნაყოფის გამოძევების საშიშროება ელოდა (მასზე ქვემოთ შეიტყობთ).

კონფერენციის შემდეგ საავადმყოფოს უფროსმა ექთანმა ფიქრიამ გიდობა ითავა და ყველა განყოფილება დამათვალიერებინა. სიმართლე გითხრათ, გავოცდი, რადგან 5 წლის წინ ამ სამშობიაროში ნაოპერაციები ახლობლის სანახავად ვიყავი და იქაურობა მაშინდელისგან ძალიან განსხვავდება, თავი ევროპულ კლინიკაში მეგონა. სამშობიარო ბლოკში მშობიარე ტკივილს ებრძოდა - ის მესამე შვილს ელოდა...

შემდეგი "გაჩერება" ახალშობილთა განყოფილება გახლდათ. ჩვილებთან იმდენ ხანს გავჩერდი, რომ ჩემმა გიდმა მომიბოდიშა და წავიდა... ახალშობილთა განყოფილებაში წინადღეს დაბადებული პატარა ინკუბატორში იყო მოთავსებული, დროზე ადრე დაიბადა და სუნთქვა გაძნელებული ჰქონდა.

ორიოდე წუთში მედდამ თეთრ ქსოვილში გახვეული პაწაწინა არსება შემოიყვანა. ექთანს ცრემლით ჰქონდა თვალები სავსე.

- ასეთი პატარა რატომ არის? თითები და სახე ჩალურჯებული რატომ აქვს? - დავაყარე კითხვები.

- ეს 22 კვირის ჩანასახია, დედის ორგანიზმმა ორსულობა ბოლომდე ვერ მიიყვანა და ბავშვი გამოაძევა.

- გადარჩება? - დავხედე პაწაწუნას, რომელიც, როგორც ექთანმა მითხრა, 400 გრამსაც არ იწონიდა.

- მისი გადარჩენა შეუძლებელია, - მივიღე პასუხად.

არ ვიცი, მომეჩვენა თუ მართლა ასე იყო, მაგრამ ბავშვმა პირი გააღო და თითქოს ჰაერის ჩასუნთქვას ლამობდა... სიცოცხლეს ებღაუჭებოდა... ამის დანახვაზე მუხლი მომეკვეთა და ცრემლი წამსკდა. შევეხე, ჯერ კიდევ არ ჩასდგომოდა სიცივე პაწაწინა სხეულში...

ნათლობის საიდუმლოს შესრულების უფლება აქვს მხოლოდ მღვდელს ან მღვდელმთავარს, მაგრამ თუ ღვთის მსახურის მოყვანამდე ადამიანი ვერ იცოცხლებს, მონათვლის უფლება აქვს ერისკაცსაც (ქალსაც და მამაკაცსაც), რომელიც თავად მონათლულია. სასიკვდილოდ განწირულ პატარას ლოცვა წაუკითხეს, ნაკურთხი წყალი სამჯერ აპკურეს და ასე მონათლეს...

ძნელია, ამ ყველაფერს მშვიდად უყურო... ცოტაც და ავბღავლდებოდი. ამიტომ სასწრაფოდ დავტოვე ახალშობილთა ოთახი... დათრგუნვილმა ისიც კი გავიფიქრე, წავალ აქედან-მეთქი, მაგრამ ვიდრე წამოვიდოდი, გადავწყვიტე, პაწიას დედა მენახა...

ორსულთა პათოლოგიის განყოფილების შესასვლელში დედა-შვილის გულშემატკივრები იდგნენ. თურმე ცოლ-ქმარს 6 წელი შვილი არ ჰყავდა, ეს პირველი ორსულობა იყო და ისიც ვერ შეინარჩუნა. მოგვიანებით ოჯახმა ბავშვის ცხედარი მოითხოვა, სურათები გადაუღეს და დაიმუქრნენ, ექსპერტიზაზე წავიყვანთ და დავამტკიცებთ, რომ მისი დაღუპვა თქვენი ბრალიაო... მედპერსონალს დანა კბილს არ უხსნიდა...

დერეფანში გზა ქალმა გადამიღობა: - უკაცრავად, ექიმო, ექიმ ცეფამედს ვეძებ და ხომ არ იცით, სად ვნახო?

- ასეთი ექიმი არ გამიგონია-მეთქი, - გაოცებულმა მხრები ავიჩეჩე.

ქალმა სწრაფად ამიარა გვერდი და სხვა თეთრხალათიანს მიადგა, ექიმ ცეფამედს ვეძებო... იმანაც გაოცებისგან პირი დააღო, უცებ ქალი ტყვიასავით მოსწყდა ადგილს და თეთრხალათიან მამაკაცს გაეკიდა: - ექიმო ცეფამედი, ექიმო ცეფამედი, ექოსკოპიის პასუხი უკვე გვაქვს! - რადგან ექიმი მის დაძახილზე არ შემობრუნდა, მამაკაცს მკლავში ჩაეჭიდა, მოაბრუნა და ქაღალდები ხელში შეაჩეჩა... ექიმი სიცილს ძლივს იკავებდა.

მოგვიანებით მივხვდი, რაშიც იყო საქმე: მედპერსონალს ხალათებისა თუ ფორმის ზედა ჯიბეზე წამლის სახელწოდება აქვთ ამოქარგული. ამ ექიმს "ცეფამედი" ეწერა გულის ჯიბეზე და ქალს უფიქრია, ასე ჰქვიაო...

ექიმ "ცეფამედს" გავცდი და ბატონი საშას გამოგზავნილ ექთანს გადავეყარე, ოპერაციას ვიწყებთ და დაგვესწარითო... საოპერაციოში ადგილი მომიჩინეს და ოპერაციაც დაიწყო...

პაციენტი 43 წლის ქალი გახლდათ, რომელსაც ექსტერპაციას (საშვილოსნოს სრული ამოკვეთა, როდესაც საკვერცხეებსა და საშვილოსნოს ყელსაც იღებენ) უკეთებდნენ. ექიმები უხმოდ, ოსტატურად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს... ბატონი საშა ხშირ-ხშირად გადმომხედავდა ხოლმე, გული არ წაუვიდეს ამ ყველაფრის დამნახავსო, მაგრამ მე თვალსაც არ ვახამხამებდი, რომ რამე არ გამომრჩენოდა. იმდენი ინსტრუმენტის თავი მოჩანდა მუცლის ღრუდან, უნებურად დათვლა დავიწყე, რომ რომელიმე ჭრილობაში არ ჩარჩენოდათ... თუმცა, სათვალავი ამერია, თანაც მივხვდი, რომ ჩემი კონტროლი სულაც არ იყო საჭირო... ოპერაცია ნახევარ საათში დასრულდა... საშა და ლაურა ექიმებმა შუბლზე მომსკდარი ოფლი მოიწმინდეს და შვებით ამოისუნთქეს.

- ნერვიულობთ? - გამიკვირდა, რადგან თითოეულ მათგანი უკვე 20 წელზე მეტია, ამ საქმეს აკეთებს და მერამდენე ოპერაცია დაასრულეს, ვინ იცის...

- რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ, ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს საქმე... ყველა ოპერაცია ინდივიდუალურია, ისევე, როგორც პაციენტი, - მიპასუხა ბატონმა საშამ...

ამასობაში იმ მშობიარეს, რომელსაც ვგულშემატკივრობდი და რამდენჯერმე მივაკითხე გასამხნევებლად, უკვე ამზადებდნენ. გინეკოლოგიურ სავარძელზე იწვა, თავთან მეუღლე ედგა, მისი ხელი ეჭირა და რაღაცას ეჩურჩულებოდა... როდესაც ქალს ძლიერი ტკივილი დაეწყო, მოუბოდიშა, - გავალ, არ შემიძლია ამის ყურებაო...

საკუთარი თვალით ვნახე, როგორ იბრძოდა პატარა, რომ მოვლენილიყო ამქვეყნად... თავით დედის საშოს კედლებს აწვებოდა, წინ მოიწევდა... დედა ეხმარებოდა... რამდენიმე წამში ბავშვის ტირილმა აახმაურა იქაურობა... ჭიპლარი გადაჭრეს თუ არა, დედის მკერდზე დააწვინეს და თბილი პლედი გადააფარეს. ქალმა პირმშოს ნაზად მოხვია მკლავები, ნატანჯ სახეზე ყველა ტკივილი წაშლოდა.

ასე დაიბადა პატარა ლაზარე ტაბატაძე...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია