სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰანს დიტრიხ გენშერი - მადლობა ყველაფრისთვის ედუარდ, ჩვენ შენ არასდროს დაგივიწყებთ
ჰანს დიტრიხ გენშერი - მადლობა ყველაფრისთვის ედუარდ, ჩვენ შენ არასდროს დაგივიწყებთ

შენ მი­ე­კუთ­ვნე­ბი, ახალ, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი მსოფ­ლი­ოს არ­ქი­ტექ­ტორ­თა რი­ცხვს, - ეს სი­ტყვე­ბი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მი­სა­მარ­თით გერ­მა­ნი­ის ყო­ფილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და ვიცე-კან­ცლერ­მა ჰანს დიტ­რიხ გენ­შერ­მა წარ­მოთ­ქვა. მან შე­ვარ­დნა­ძეს გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ჩვენ დღეს ვემ­შვი­დო­ბე­ბით ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს - ქარ­თველ პატ­რი­ოტს, რო­მელ­საც თა­ვი­სი სამ­შობ­ლო ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარ­და. ვემ­შვი­დო­ბე­ბით ევ­რო­პელ სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წეს, რო­მელ­მაც მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვ­თან ერ­თად, არა მარ­ტო მისი იმ­ჟა­მინ­დე­ლი სამ­ყა­რო, არა­მედ ახ­ლე­ბუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­თა და ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, მთე­ლი მსოფ­ლიო შეც­ვა­ლა. შეც­ვა­ლა უკე­თე­სო­ბის­კენ.

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლურ­მა კან­ცლერ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მერ­კელ­მა მე პი­რა­დად და­მა­ვა­ლა, რომ გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბი­სა და მისი სა­ხე­ლით გვირ­გვი­ნი მო­მე­ტა­ნა დღეს აქ. ეს იმ მად­ლი­ე­რე­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, რო­მელ­საც მთე­ლი ჩვე­ნი ერი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მი­მართ გრძნობს. ჩვენ ქედს ვიხ­რით დიდი ევ­რო­პე­ლის წი­ნა­შე, რო­მელ­მაც გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა ცივი ომის დას­რუ­ლე­ბა­სა და ევ­რო­პი­სა და გე­მა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის საქ­მე­ში.

ძვირ­ფა­სო მე­გო­ბა­რო ედუ­არდ, ბარ­ბა­რა და მე აქ ჩა­მო­ვე­დით, რათა მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აღ­სავ­სე პატრნი­ორს, რო­მე­ლიც მე­გობ­რად იქე­ცი. მად­ლო­ბა იმის­თვის, რაც შენ ევ­რო­პის­თვის გა­ა­კე­თე. მად­ლო­ბა იმის­თვის, რაც შენ ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის გა­ა­კე­თე. მად­ლო­ბა შენი ადა­მი­ა­ნო­ბის­თვის, გულ­ღი­ა­ო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის­თვის. ედუ­არდ, შენი გუ­ლის­ცე­მა, რო­მელ­საც მე ვგრძნობ­დი, გერ­მა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­დეგ ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ჰა­ლე­ში ერ­თმა­ნეთს რომ გა­და­ვეხ­ვი­ეთ, ახლა გა­ჩე­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩვენ გო­ნე­ბა­სა და გუ­ლებ­ში შენ გა­აგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას. შენ აჩ­ვე­ნე მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლა. ამან ჩვენ ხალ­ხს მო­უ­ტა­ნა ერ­თი­ა­ნო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ამან ევ­რო­პას გა­უხ­სნა გზა ახა­ლი მო­მავ­ლის­კენ, ამან შენს ხალ­ხს - ქარ­თველ ხალ­ხს მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­კუ­თა­რი ბედი თვი­თონ გა­ნე­კარ­გა. შენ მი­ე­კუთ­ვნე­ბი ახალ, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი მსოფ­ლი­ოს არ­ქი­ტექ­ტორ­თა რი­ცხვს. ყვე­ლას, ვინც დღეს იგი­ვეს ცდი­ლობს, შე­უძ­ლია შე­ხე­დოს შენს შე­მოქ­მე­დე­ბას, შენს ღვაწლს, ძა­ლა­სა და ადა­მი­ა­ნო­ბას. შენ აჩ­ვე­ნე მა­გა­ლი­თი თუ რისი მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა. ეს იყო რთუ­ლი, გრძე­ლი გზა, რო­მე­ლიც შენ გან­ვლე და რო­მელ­მაც ევ­რო­პას ახა­ლი მო­მა­ვა­ლი მის­ცა. ამის­თვის მად­ლო­ბას გიხ­დი და მად­ლო­ბას გიხ­დი შენი მე­გობ­რო­ბის­თვის. ჩვენს მო­გო­ნე­ბებ­ში დარ­ჩე­ბი რო­გორც დიდი ევ­რო­პე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე - რო­გორც ახა­ლი მსოფ­ლიო წყო­ბის თა­ნა­არ­ქი­ტექ­ტო­რი. რო­გორც ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტი და რო­გორც მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც ახა­ლი აზ­როვ­ნე­ბი­თა და ადა­მი­ა­ნო­ბით ჩვე­ნი ნდო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა მო­ი­პო­ვა. მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის ედუ­არდ - ჩვენ შენ არას­დროს და­გი­ვი­წყებთ", - გა­ნა­ცხა­და გენ­შერ­მა გა­მო­სა­თხო­ვარ სი­ტყვა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ჰანს დიტრიხ გენშერი - მადლობა ყველაფრისთვის ედუარდ, ჩვენ შენ არასდროს დაგივიწყებთ

ჰანს დიტრიხ გენშერი - მადლობა ყველაფრისთვის ედუარდ, ჩვენ შენ არასდროს დაგივიწყებთ

შენ მიეკუთვნები, ახალ, თანამედროვეობაზე დაფუძნებული, მშვიდობიანი მსოფლიოს არქიტექტორთა რიცხვს, - ეს სიტყვები ედუარდ შევარდნაძის მისამართით გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა ჰანს დიტრიხ გენშერმა წარმოთქვა. მან შევარდნაძეს გერმანელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ დღეს ვემშვიდობებით ედუარდ შევარდნაძეს - ქართველ პატრიოტს, რომელსაც თავისი სამშობლო ყველაზე მეტად უყვარდა. ვემშვიდობებით ევროპელ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვთან ერთად, არა მარტო მისი იმჟამინდელი სამყარო, არამედ ახლებური აზროვნებითა და ნდობაზე დაფუძნებული ქმედებებით, მთელი მსოფლიო შეცვალა. შეცვალა უკეთესობისკენ.

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ქალბატონმა მერკელმა მე პირადად დამავალა, რომ გერმანიის მთავრობისა და მისი სახელით გვირგვინი მომეტანა დღეს აქ. ეს იმ მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებაა, რომელსაც მთელი ჩვენი ერი ედუარდ შევარდნაძის მიმართ გრძნობს. ჩვენ ქედს ვიხრით დიდი ევროპელის წინაშე, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებასა და ევროპისა და გემანიის გაერთიანების საქმეში.

ძვირფასო მეგობარო ედუარდ, ბარბარა და მე აქ ჩამოვედით, რათა მადლობა გადაგიხადოთ მოლაპარაკებების დროს პასუხისმგებლობით აღსავსე პატრნიორს, რომელიც მეგობრად იქეცი. მადლობა იმისთვის, რაც შენ ევროპისთვის გააკეთე. მადლობა იმისთვის, რაც შენ ჩვენი ხალხისთვის გააკეთე. მადლობა შენი ადამიანობისთვის, გულღიაობისა და მეგობრობისთვის. ედუარდ, შენი გულისცემა, რომელსაც მე ვგრძნობდი, გერმანიის გაერთიანების შემდეგ ჩემს მშობლიურ ქალაქ ჰალეში ერთმანეთს რომ გადავეხვიეთ, ახლა გაჩერებულია, მაგრამ ჩვენ გონებასა და გულებში შენ გააგრძელებ ცხოვრებას. შენ აჩვენე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა. ამან ჩვენ ხალხს მოუტანა ერთიანობა და თავისუფლება, ამან ევროპას გაუხსნა გზა ახალი მომავლისკენ, ამან შენს ხალხს - ქართველ ხალხს მისცა შესაძლებლობა, რომ საკუთარი ბედი თვითონ განეკარგა. შენ მიეკუთვნები ახალ, თანამედროვეობაზე დაფუძნებული, მშვიდობიანი მსოფლიოს არქიტექტორთა რიცხვს. ყველას, ვინც დღეს იგივეს ცდილობს, შეუძლია შეხედოს შენს შემოქმედებას, შენს ღვაწლს, ძალასა და ადამიანობას. შენ აჩვენე მაგალითი თუ რისი მიღწევა შეიძლება. ეს იყო რთული, გრძელი გზა, რომელიც შენ განვლე და რომელმაც ევროპას ახალი მომავალი მისცა. ამისთვის მადლობას გიხდი და მადლობას გიხდი შენი მეგობრობისთვის. ჩვენს მოგონებებში დარჩები როგორც დიდი ევროპელი სახელმწიფო მოღვაწე - როგორც ახალი მსოფლიო წყობის თანაარქიტექტორი. როგორც ქართველი პატრიოტი და როგორც მეგობარი, რომელმაც ახალი აზროვნებითა და ადამიანობით ჩვენი ნდობა და პატივისცემა მოიპოვა. მადლობა ყველაფრისთვის ედუარდ - ჩვენ შენ არასდროს დაგივიწყებთ", - განაცხადა გენშერმა გამოსათხოვარ სიტყვაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა