პარტნიორები:

    მოირგეთ სუპერმინი ან მაქსიმალურად გრძელი კაბები! - დიზაინერის რჩევები

    მოირგეთ სუპერმინი ან მაქსიმალურად გრძელი კაბები! - დიზაინერის რჩევები

    დიზაინერმა ნინო სეფიაშვილმა სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მისი სადიპლომო ნამუშევარი ''კავკასიური ჩარჩო'' იტალიურმა ''ვოგმა'' წლის საუკეთესო პროექტებს შორის დაასახელა, გარდა ამისა, ეს კოლექცია წარდგენილი იყო ''არტ ჯორჯია პარიზზე'' და ლონდონის მოდის კვირეულზე გამართულ შოუქეისზე.

    მაისში ნინოს მეორე ნამუშევარი - ''რეინკარნაცია'', იტალიური პროექტების ფარგლებში, ქალაქ ვიჩენზაში გამოიფინა, სადაც 15000 დიზაინერიდან 100 საუკეთესო შეარჩიეს.

    - ძირითადად შავ ფერში ვმუშაობ. ამ ეტაპზე ეს ფერი საუკეთესოდ ასახავს ჩემს შემოქმედებას და მიდგომას ხელოვნებისადმი. ვიყენებ სრულიად განსხვავებულ ფაქტურებს, ერთი პიჯაკი შეიძლება, ოთხი-ხუთი ქსოვილით შევკერო, ეს ერთგვარი თამაშია ფორმებითა და ფაქტურებით. რაც შეეხება ახალ კოლექციას, აქტიურად ვმუშაობ ახალ ფეშენინსტალაციაზე, ასევე გავაკეთე საიმიჯო ხაზი, სადაც ჯერ მხოლოდ მაისურებია.

    - მოდის თანამედროვე ტენდენციებზე რას გვეტყვი?

    - მე ვმუშაობ როგორც არტისტი, ამიტომ ნაკლებად ვიყენებ ტენდენციებს და საერთოდ, ნაკლებად ინფორმირებული ვარ ამ საკითხში, რადგან მე არც მის წარმოებაზე ვარ ორიენტირებული და არც კომერციულ მოდას ვქმნი. ჩემთვის ტენდენციურია ის ფორმა და ფერი, რომელიც ადამიანს საკუთარი თავის სწორად წარმოჩენაში ეხმარება.

    - რომელი ფერებია აქტუალური ამ სეზონზე?

    - ამ სეზონზე ფერების ფართო გამაა აქტუალური. დომინანტია ცისფერი სხვადასხვა ტონირებით, თუმცა შავ-თეთრის დახვეწილი გრაფიკული გამა აქტუალობას არ კარგავს. ყველაზე მოდური მაინც სიჭრელეა. ამ სეზონზე დიზაინერების მუზა თანამედროვე ხელოვნებაა, პოპარტის თემაც დომინირებს, ამიტომ მოდურია პრინტი და აპლიკაცია.

    - როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?

    - მოდაშია გამჭვირვალე ქსოვილები, ჯინსი, წლის ჰიტია აპლიკაცია ქსოვილზე, რომელიც სამოსს სამგანზომილებიან იერს აძლევს.

    - რაც შეეხება ზედატანების ტენდენციებს, კაბის ფორმას, სიგრძეს?..

    - ე.წ. ''მასთ ჰევი", ანუ, ის, რაც გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ, არის პერანგის ტიპის ჩაღილული კაბები, თუმცა ასევე აქტუალურია ე.წ. ქვიშის საათის ფორმა და ''კლოში" ქვედაბოლო.

    იხილეთ სრულად

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია