მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია სუხიტაშვილი მკერდის გამოჩენის გამო ბოდიშს იხდის
ია სუხიტაშვილი მკერდის გამოჩენის გამო ბოდიშს იხდის

ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის სკან­და­ლე­ბით არ მი­უღ­წე­ვია და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ასეც არის. ცდი­ლობს, საქ­მით გახ­დეს პო­პუ­ლა­რუ­ლი, თუმ­ცა ამ­ბობს იმა­საც, რომ მისი მე­უღ­ლე, ასე­ვე მსა­ხი­ო­ბი მიშა მეს­ხი, მას­ზე გა­ცი­ლე­ბით ცნო­ბი­ლია და ქუ­ჩა­შიც უფრო ხში­რად მის და­ნახ­ვა­ზე გა­მო­ხა­ტა­ვენ რე­აქ­ცი­ას, იას კი ზოგ­ჯერ, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვერც ცნო­ბენ.

- ბავ­შვო­ბა­შიც არ მქო­ნია იმის ამ­ბი­ცია, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზეც არ მი­ფიქ­რია. ძა­ლი­ან და­კოპ­ლექ­სე­ბუ­ლი გახ­ლდით. გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი და სა­დაც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ყვე­ლა ამას მე­უბ­ნე­ბო­და, ამი­ტო­მაც ისეთ პრო­ფე­სი­ა­ზეც არ მი­ფიქ­რია, რა­საც პო­პუ­ლა­რო­ბა მო­აქვს. თუმ­ცა რად­გან გა­დავ­წყვი­ტე თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ბა­რე­ბა და გავ­ხდი მსა­ხი­ო­ბი, ეს თა­ვის­თა­ვად მოხ­და.

ყო­ველ­თვის მინ­დო­და, მე­კე­თე­ბი­ნა საქ­მე და ამით გავმხდა­რი­ყა­ვი ცნო­ბი­ლი. დღეს რა­საც ვკი­თხუ­ლობ, ძი­რი­თა­დად, სკან­და­ლე­ბით ხდე­ბი­ან ცნო­ბი­ლე­ბი. ჩემს ბევრ კო­ლე­გას უთ­ქვამს, მინ­და ვიყო პო­პუ­ლა­რუ­ლიო, მაგ­რამ არას­დროს უთ­ქვამთ, რომ სურ­დათ, თა­ვი­ან­თი საქ­მით გამ­ხდა­რიყ­ვნენ ცნო­ბი­ლე­ბი. მათ გვა­რებს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი არი­ან.

მე გა­მი­მარ­თლა, რომ თე­ატ­რში რამ­დე­ნი­მე როლი შემ­ხვდა, რო­მელ­მაც გარ­კვე­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გამ­ხა­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. ნელ-ნელა ალ­ბათ ამან მო­ი­ტა­ნა ცნო­ბა­დო­ბა. პირ­ვე­ლად ეს მა­შინ ვიგ­რძე­ნი, რო­დე­საც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ოფე­ლია ვი­თა­მა­შე. პრე­მი­ე­რის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად წა­ვი­და.

- ფარ­თოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­დის გახ­დი?

- იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უამ­რა­ვი კი­ნო­რო­ლი და­მიგ­როვ­და, ვერ ვი­ტყვი, რომ ქუ­ჩა­ში ყვე­ლა მცნობს. ჩემი მე­უღ­ლე ჩემ­ზე ბევ­რად პო­პუ­ლა­რუ­ლია. არი­ან ჩემ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, ანრი ჯო­ხა­ძე.

"X ფაქ­ტორ­საც" თა­ვი­დან­ვე არ დავ­თან­ხმდი, რად­გან მგო­ნია, რომ ტე­ლე­ვი­ზია ჩემი არ არის. ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი ვარ, მყავ­და და მყავს ჩემი ფა­ვო­რი­ტე­ბი შო­უ­ში, ამას სხვა მუ­ღა­მი და­ვუ­ჭი­რე, მაგ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი ტე­ლე­ვი­ზია ვე­რას­დროს გახ­დე­ბა. აქაც გა­მი­მარ­თლა, რომ ასეთ გე­მოვ­ნე­ბი­ან გა­და­ცე­მა­ში მოვ­ხვდი, სა­დაც ყვე­ლა თა­ვის საქ­მეს ძა­ლი­ან კარ­გად აკე­თებს.

- კრი­ტი­კა მსმე­ნია შენი და გე­გას წყვილ­ზე, სხვა წამ­ყვა­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბად ენერ­გი­უ­ლე­ბი და სი­ტყვა­ძუნ­წე­ბი არი­ა­ნო.

- ვე­თან­ხმე­ბი ამ კრი­ტი­კას. წა­მი­კი­თხავს შე­და­რე­ბა ვა­ნო­სა და თი­კას წყვილ­თან. მიკ­ვირს, რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც მათ გვა­და­რე­ბენ, პრო­პორ­ცი­ა­შიც ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბით ერ­თმა­ნე­თის­გან, რე­ა­ლუ­რად მათ ცოტა სხვა სტი­ლის გა­და­ცე­მაც მიჰ­ყავ­დათ, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და, უფრო მეტი "კა­ი­ფი" და მუ­ღა­მი და­გე­ჭი­რა. მე არ შე­მიძ­ლია ზედ­მე­ტი ლა­ზღან­და­რა­ო­ბა და ოხუნ­ჯო­ბა. ამ­ბო­ბენ, ცოტა მკაც­რი ხარო. არ ვიცი, რო­გორ უნდა ვიყო მკაც­რი.

- უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, თუ შე­მა­ტა თა­ვის ცნო­ბა­დო­ბას გარ­კვე­უ­ლი ქუ­ლე­ბი, მკერ­დის დე­მონ­სტრი­რე­ბით. შენც გა­მოჩ­ნდი შო­უ­ში ისეთ სა­მოს­ში, რო­მელ­შიც მკერ­დი გა­მო­გიჩ­ნდა.

- ეს იყო ჩემი მხრი­დან ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა. რო­დე­საც მო­ზო­მე­ბა­ზე მი­ვე­დი, კა­ბას ჰქონ­და მი­ლი­სე­ბუ­რი ღრმა დე­კოლ­ტე, თუმ­ცა არა­ფე­რი ჩან­და. ჩემი შეც­დო­მა ის იყო, რომ სა­მო­სის მორ­გე­ბი­სას მოძ­რა­ო­ბა­შიც უნდა მე­ნა­ხა, რო­გო­რი იყო. გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას, ემო­ცი­ებ­ში რომ შე­ვე­დი და ხე­ლე­ბი გავ­შა­ლე, გა­და­იხ­სნა ეს კაბა. თა­ნაც, ყვე­ლა­ზე ცუდი ისაა, რომ ქვე­ვით არ და­მი­ხე­დავს. არც სკან­და­ლუ­რი ქცე­ვით ვარ ცნო­ბი­ლი, არც ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი სა­მო­სით. მინ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთხელ მა­პა­ტი­ოს, რად­გან თა­ვად ვიგ­რძე­ნი თავი უხერ­ხუ­ლად. ბო­დიშს ვუხ­დი მათ, ვი­საც არ ესი­ა­მოვ­ნა. კი­დევ კარ­გი, არ მაქვს ისე­თი ზო­მე­ბი, რომ კი­დევ უფრო მკვეთ­რად მოხ­ვედ­რო­დათ თვალ­ში.

- მსა­ხი­ო­ბი ხარ და სხე­უ­ლის მო­შიშ­ვლე­ბა, პრინ­ციპ­ში, არ უნდა გიკ­ვირ­დეს.

- კინო სულ სხვა რა­მეა, როცა სხე­უ­ლის მო­შიშ­ვლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვია და რა­ღაც კად­რე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ცაა. თან, გა­აჩ­ნია მკერდს, გა­აჩ­ნია სცე­ნას და ფილ­მს. მე საკ­მა­ოდ ხა­რის­ხი­ან ფილ­მებ­ში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე უჩ­ვე­ნე­ბი­ათ. "გა­ი­ღი­მეთ"-შიც მი­ჩანს მკერ­დი, მაგ­რამ ეს სულ სხვაა. მსა­ხი­ობს ეს არ უკ­ვირს და არც უნდა გა­უკ­ვირ­დეს, თუმ­ცა სცე­ნა­ზე ამას მე­ო­რედ არ გა­ვა­კე­თებ.

- რას არ გა­ა­კე­თებ პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის?

- რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ღი­ზი­ა­ნებს, ეს არის ტენ­დენ­ცია, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დამ­კვიდ­რდა. აქ­ვეყ­ნე­ბენ თვი­თონ­ვე რა­ღა­ცებს, მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­ფონ­ში მო­წე­რილ სკან­და­ლურ მე­სი­ჯებს, თვი­თონ­ვე იგო­ნე­ბენ ამ­ბებს და მერე სტა­ტუ­სებს დე­ბენ. ასე­თი რა­ღა­ცე­ბი მე­ზი­ზღე­ბა და ამას არას­დროს გა­ვა­კე­თებ. როცა მომ­ღე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი ხარ, უნდა შე­ე­ცა­დო, საქ­მით გახ­დე სა­ლა­პა­რა­კო, ვიდ­რე სტა­ტუ­სე­ბი­თა და მე­სი­ჯე­ბით. ისიც არ მომ­წონს, რაც "თბი­ლი­სი ლა­ივს" აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რუბ­რი­კა, სა­დაც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მათ­და­მი მი­წე­რილ კო­მენ­ტა­რებს კი­თხუ­ლო­ბენ და მერე პა­სუ­ხო­ბენ. არა­ერ­თხელ მი­მიწ­ვი­ეს ამ რუბ­რი­კა­ში და არ დავ­თან­ხმდი. რა არის, როცა ვი­ღა­ცას ეჩხუ­ბე­ბი, ამას და ამას რა­ტომ მწე­რო. ვნა­ხე, სან­დრო კა­კუ­ლია რომ კი­თხუ­ლობ­და, რა გინ­და სე­რი­ალ­შიო, სამი ასოს კომ­ბი­ნა­ცია ხარო. სან­დრო კი პა­სუ­ხობს, მე არ ვარ და შენ ხარო. რა უბე­დუ­რე­ბაა, მე­ო­რე კლას­ში ხომ არ ვართ. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი­ცაა, იმ­დე­ნი აზრი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს შენ­ზე, ვი­ღა­ცას მოს­წონ­ხარ, ვი­ღა­ცას - არა. ჩემ­თვის ნორ­მა­ლუ­რია, რომ ვინ­მეს არ მოვ­წონ­დე.

- ვისი პო­პუ­ლა­რო­ბა მოგ­წონს და არ მოგ­წონს?

- თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ად­ვი­ლი გახ­და პო­პუ­ლა­რო­ბა, იმ­დე­ნად, რომ ჩემ­თვის ძა­ლი­ან "ზერო" ადა­მი­ა­ნე­ბიც პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არი­ან. მე­ცი­ნე­ბა მათ­ზე... ალ­ბათ, ეს ტა­ტუ­სა­ვით არის, როცა ერთ ტა­ტუს იკე­თებ, მერე

- მე­ო­რეს და ბო­ლოს ვე­ღარ ჩერ­დე­ბი.

ჩემი აზ­რით, და­დე­ბი­თად პო­პუ­ლა­რუ­ლია თინა და­ლა­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი, მაგ­რამ მგო­ნი, ჩემ­ზე მეტ ფილმში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. კარ­გად მიჰ­ყვე­ბა ამ გზას და ძა­ლი­ან მაგ­რად თა­მა­შობს.

- თუმ­ცა პრე­სა­ში არას­დროს ჩნდე­ბა.

- ეს მისი ნე­ბაა, მაგ­რამ ზო­გა­დად მე ყო­ველ­თვის მირ­ჩევ­ნია, თა­ვად ვი­ლა­პა­რა­კო სა­კუ­თარ თავ­ზე, ვიდ­რე და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი გავ­რცელ­დეს.

- მახ­სოვს, რო­დე­საც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას შენს წო­ნა­ზე მთე­ლი თბი­ლი­სი ლა­პა­რა­კობ­და.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ მა­შინ მა­წყე­ნი­ნეს. იქ­ნებ, ისე­თი შსნი მჭირ­და, რომ ის შოუ ჩემი ბოლო ბა­ნა­ო­ბა იყო? ისე­თი რა­ღა­ცე­ბი წა­ვი­კი­თხე მა­შინ, ვერ მო­ვი­ტყუ­ე­ბი, რომ ვი­ტი­რე, მაგ­რამ ის წყე­ნა დღემ­დე მომ­ყვე­ბა. ძა­ლი­ან ბო­რო­ტი ხალ­ხია. არა­ფე­რი მი­მი­წე­რია, რა თქმა უნდა... ასე­თი რა და­ვუ­შა­ვე...

- ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რომ ხარ, იძა­ბე­ბი თუ არა?

- როცა ცნო­ბი­ლი სახე ხდე­ბი, რა­ღა­ცებ­ში შე­ზღუ­დუ­ლი ხარ. ზოგ­ჯერ გინ­და, აი­წყვი­ტო, ისე გა­ერ­თო, მაგ­რამ უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლო თავი. მა­გა­ლი­თის მი­ცე­მაც ხომ შე­გიძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ისე არ მო­იქ­ცე, რომ ხალ­ხს შენ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ე­კარ­გოს. ბევ­რი და­უკ­რე­ფავ­ში გა­და­ვი­და და არას­დროს უნდა და­ი­ვი­წყონ, რომ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი არი­ან. მა­გა­ლი­თად, მე მაქვს ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­დე­საც ნა­გავს ქუ­ჩა­ში, ან სახ­ლი­დან ის­ვრი­ან...

კი­დევ, კარ­გია, თუკი პო­პუ­ლა­რო­ბას გა­მო­ი­ყე­ნებ ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის. ვგიჟ­დე­ბი ბრედ პი­ტი­სა და ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის წყვილ­ზე, რომ­ლე­ბიც ქველ­მოქ­მე­დე­ბას ეწე­ვი­ან. ან­ჯე­ლი­ნა გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში რომ ჩა­დის, სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თია. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მათ­სა­ვით ბევ­რი ფული გქონ­დეს, რად­გან კე­თი­ლი საქ­მის კე­თე­ბა ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია თა­ვი­სი მცი­რე ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­თაც. მე ვარ ერთ-ერთ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და ხში­რად ვმარ­თავთ აქ­ცი­ებს.

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ია სუხიტაშვილი მკერდის გამოჩენის გამო ბოდიშს იხდის

ია სუხიტაშვილი მკერდის გამოჩენის გამო ბოდიშს იხდის

ია სუხიტაშვილი ფიქრობს, რომ პოპულარობისთვის სკანდალებით არ მიუღწევია და, რასაკვირველია, ეს ასეც არის. ცდილობს, საქმით გახდეს პოპულარული, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მისი მეუღლე, ასევე მსახიობი მიშა მესხი, მასზე გაცილებით ცნობილია და ქუჩაშიც უფრო ხშირად მის დანახვაზე გამოხატავენ რეაქციას, იას კი ზოგჯერ, თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ცნობენ.

- ბავშვობაშიც არ მქონია იმის ამბიცია, რომ პოპულარული ვყოფილიყავი. მსახიობობაზეც არ მიფიქრია. ძალიან დაკოპლექსებული გახლდით. გამხდარი ვიყავი და სადაც უნდა წავსულიყავი, ყველა ამას მეუბნებოდა, ამიტომაც ისეთ პროფესიაზეც არ მიფიქრია, რასაც პოპულარობა მოაქვს. თუმცა რადგან გადავწყვიტე თეატრალურში ჩაბარება და გავხდი მსახიობი, ეს თავისთავად მოხდა.

ყოველთვის მინდოდა, მეკეთებინა საქმე და ამით გავმხდარიყავი ცნობილი. დღეს რასაც ვკითხულობ, ძირითადად, სკანდალებით ხდებიან ცნობილები. ჩემს ბევრ კოლეგას უთქვამს, მინდა ვიყო პოპულარულიო, მაგრამ არასდროს უთქვამთ, რომ სურდათ, თავიანთი საქმით გამხდარიყვნენ ცნობილები. მათ გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან ძალიან ცნობილი სახეები არიან.

მე გამიმართლა, რომ თეატრში რამდენიმე როლი შემხვდა, რომელმაც გარკვეულ საზოგადოებაში გამხადა პოპულარული. ნელ-ნელა ალბათ ამან მოიტანა ცნობადობა. პირველად ეს მაშინ ვიგრძენი, როდესაც რუსთაველის თეატრში ოფელია ვითამაშე. პრემიერის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად წავიდა.

- ფართოდ პოპულარული როდის გახდი?

- იმის მიუხედავად, რომ უამრავი კინოროლი დამიგროვდა, ვერ ვიტყვი, რომ ქუჩაში ყველა მცნობს. ჩემი მეუღლე ჩემზე ბევრად პოპულარულია. არიან ჩემზე პოპულარული ადამიანები, მაგალითად, რუსკა მაყაშვილი, ანრი ჯოხაძე.

''X ფაქტორსაც'' თავიდანვე არ დავთანხმდი, რადგან მგონია, რომ ტელევიზია ჩემი არ არის. ძალიან აზარტული ვარ, მყავდა და მყავს ჩემი ფავორიტები შოუში, ამას სხვა მუღამი დავუჭირე, მაგრამ ჩემი ცხოვრების ნაწილი ტელევიზია ვერასდროს გახდება. აქაც გამიმართლა, რომ ასეთ გემოვნებიან გადაცემაში მოვხვდი, სადაც ყველა თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.

- კრიტიკა მსმენია შენი და გეგას წყვილზე, სხვა წამყვანებთან შედარებით, ნაკლებად ენერგიულები და სიტყვაძუნწები არიანო.

- ვეთანხმები ამ კრიტიკას. წამიკითხავს შედარება ვანოსა და თიკას წყვილთან. მიკვირს, რაღა მაინცდამაინც მათ გვადარებენ, პროპორციაშიც ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რეალურად მათ ცოტა სხვა სტილის გადაცემაც მიჰყავდათ, სადაც შეიძლებოდა, უფრო მეტი ''კაიფი'' და მუღამი დაგეჭირა. მე არ შემიძლია ზედმეტი ლაზღანდარაობა და ოხუნჯობა. ამბობენ, ცოტა მკაცრი ხარო. არ ვიცი, როგორ უნდა ვიყო მკაცრი.

- უამრავი ადამიანი გახდა პოპულარული, თუ შემატა თავის ცნობადობას გარკვეული ქულები, მკერდის დემონსტრირებით. შენც გამოჩნდი შოუში ისეთ სამოსში, რომელშიც მკერდი გამოგიჩნდა.

- ეს იყო ჩემი მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა. როდესაც მოზომებაზე მივედი, კაბას ჰქონდა მილისებური ღრმა დეკოლტე, თუმცა არაფერი ჩანდა. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ სამოსის მორგებისას მოძრაობაშიც უნდა მენახა, როგორი იყო. გადაცემის მსვლელობისას, ემოციებში რომ შევედი და ხელები გავშალე, გადაიხსნა ეს კაბა. თანაც, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ქვევით არ დამიხედავს. არც სკანდალური ქცევით ვარ ცნობილი, არც ექსტრავაგანტური სამოსით. მინდა, რომ საზოგადოებამ ერთხელ მაპატიოს, რადგან თავად ვიგრძენი თავი უხერხულად. ბოდიშს ვუხდი მათ, ვისაც არ ესიამოვნა. კიდევ კარგი, არ მაქვს ისეთი ზომები, რომ კიდევ უფრო მკვეთრად მოხვედროდათ თვალში.

- მსახიობი ხარ და სხეულის მოშიშვლება, პრინციპში, არ უნდა გიკვირდეს.

- კინო სულ სხვა რამეა, როცა სხეულის მოშიშვლება ბუნებრივია და რაღაც კადრები აუცილებელიცაა. თან, გააჩნია მკერდს, გააჩნია სცენას და ფილმს. მე საკმაოდ ხარისხიან ფილმებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე უჩვენებიათ. ''გაიღიმეთ''-შიც მიჩანს მკერდი, მაგრამ ეს სულ სხვაა. მსახიობს ეს არ უკვირს და არც უნდა გაუკვირდეს, თუმცა სცენაზე ამას მეორედ არ გავაკეთებ.

- რას არ გააკეთებ პოპულარობისთვის?

- რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, ეს არის ტენდენცია, რომელიც სოციალურ ქსელში დამკვიდრდა. აქვეყნებენ თვითონვე რაღაცებს, მაგალითად, ტელეფონში მოწერილ სკანდალურ მესიჯებს, თვითონვე იგონებენ ამბებს და მერე სტატუსებს დებენ. ასეთი რაღაცები მეზიზღება და ამას არასდროს გავაკეთებ. როცა მომღერალი, მსახიობი ხარ, უნდა შეეცადო, საქმით გახდე სალაპარაკო, ვიდრე სტატუსებითა და მესიჯებით. ისიც არ მომწონს, რაც ''თბილისი ლაივს'' აქვს გაკეთებული, რუბრიკა, სადაც ცნობილი ადამიანები მათდამი მიწერილ კომენტარებს კითხულობენ და მერე პასუხობენ. არაერთხელ მიმიწვიეს ამ რუბრიკაში და არ დავთანხმდი. რა არის, როცა ვიღაცას ეჩხუბები, ამას და ამას რატომ მწერო. ვნახე, სანდრო კაკულია რომ კითხულობდა, რა გინდა სერიალშიო, სამი ასოს კომბინაცია ხარო. სანდრო კი პასუხობს, მე არ ვარ და შენ ხარო. რა უბედურებაა, მეორე კლასში ხომ არ ვართ. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრი შეიძლება არსებობდეს შენზე, ვიღაცას მოსწონხარ, ვიღაცას - არა. ჩემთვის ნორმალურია, რომ ვინმეს არ მოვწონდე.

- ვისი პოპულარობა მოგწონს და არ მოგწონს?

- თბილისში ძალიან ადვილი გახდა პოპულარობა, იმდენად, რომ ჩემთვის ძალიან ''ზერო'' ადამიანებიც პოპულარულები არიან. მეცინება მათზე... ალბათ, ეს ტატუსავით არის, როცა ერთ ტატუს იკეთებ, მერე

- მეორეს და ბოლოს ვეღარ ჩერდები.

ჩემი აზრით, დადებითად პოპულარულია თინა დალაქიშვილი, რომელიც არ არის პროფესიონალი მსახიობი, მაგრამ მგონი, ჩემზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. კარგად მიჰყვება ამ გზას და ძალიან მაგრად თამაშობს.

- თუმცა პრესაში არასდროს ჩნდება.

- ეს მისი ნებაა, მაგრამ ზოგადად მე ყოველთვის მირჩევნია, თავად ვილაპარაკო საკუთარ თავზე, ვიდრე დამახინჯებული ფაქტები გავრცელდეს.

- მახსოვს, როდესაც ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობისას შენს წონაზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა.

- ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მაწყენინეს. იქნებ, ისეთი შსნი მჭირდა, რომ ის შოუ ჩემი ბოლო ბანაობა იყო? ისეთი რაღაცები წავიკითხე მაშინ, ვერ მოვიტყუები, რომ ვიტირე, მაგრამ ის წყენა დღემდე მომყვება. ძალიან ბოროტი ხალხია. არაფერი მიმიწერია, რა თქმა უნდა... ასეთი რა დავუშავე...

- ყურადღების ცენტრში რომ ხარ, იძაბები თუ არა?

- როცა ცნობილი სახე ხდები, რაღაცებში შეზღუდული ხარ. ზოგჯერ გინდა, აიწყვიტო, ისე გაერთო, მაგრამ უნდა გააკონტროლო თავი. მაგალითის მიცემაც ხომ შეგიძლია ადამიანებისთვის, ისე არ მოიქცე, რომ ხალხს შენზე შთაბეჭდილება დაეკარგოს. ბევრი დაუკრეფავში გადავიდა და არასდროს უნდა დაივიწყონ, რომ ცნობილი სახეები არიან. მაგალითად, მე მაქვს ცუდი დამოკიდებულება, როდესაც ნაგავს ქუჩაში, ან სახლიდან ისვრიან...

კიდევ, კარგია, თუკი პოპულარობას გამოიყენებ ქველმოქმედებისთვის. ვგიჟდები ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის წყვილზე, რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან. ანჯელინა განვითარებად ქვეყნებში რომ ჩადის, საოცარი მაგალითია. არ არის აუცილებელი, მათსავით ბევრი ფული გქონდეს, რადგან კეთილი საქმის კეთება ნებისმიერს შეუძლია თავისი მცირე ფინანსური შესაძლებლობებითაც. მე ვარ ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში და ხშირად ვმართავთ აქციებს.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება