"ახალი ტალღა 2014" ქალაქ იურმალაში სტარტს 22 ივლისს აიღებს. ცნობილია, რომ აღნიშნულ კონკურსზე საქართველო მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ უნდა წარადგინოს. მისი პროდიუსერები არიან - კახა მამულაშვილი და ლელა წურწუმია, რომლებმაც იურმალის კონკურსზე ჩვენი კონკურსანტი ოფიციალურად წარადგინეს. ნუცა და მისი პროდიუსერი - მამულიჩა იურმალაში გუშინ, 12 ივლისს ჩავიდნენ. ambebi.ge კახა მამულაშვილს იურმალაში დაუკვაშირდა:
- გუშინ, დილის 10 საათზე ჩამოვედით, საღამოს 9-საათამდე, რეპეტიცია გვქონდა და ძალიან დავიღალეთ. ფაქტობრივად, საღამოს 10 საათზე დავიძინეთ...
როგორც გაირკვა, ყოველდღიურად ასეთი რეჟიმი გვექნება. როგორც უკვე ვნახეთ და მოვუსმინეთ, წელს ძლიერი კონკურსანტები ჩამოვიდნენ. ახლა მთავრია, ფსიქოლოგიური მზადყოფნა.
ჩვენი კონკურსანტის ფონოგრამებით კმაყოფილები არიან.
საოცარი განწყობაა. ნუცა უკვე ყველამ გაიცნო და ძალიან შეუყვარდათ.
- ქართული ჯგუფი როგორ არის წარმოდგენლი?
- ჯერჯერობით ჩემოვედით ნუცა, ნუცას დედა და მე. ლელა და სოფო ხალვაში 19-ში ჩამოფრინდებიან.
ლალი ფაცია