დიასახლისებმა საოჯახო საქმეები სქესობრივ ცხოვრებაში ხელისშემშლელ ფაქტორად დაასახელეს. გამოკითხული ქალების 44% აცხადებს, რომ ოჯახის რუტინა ძალას აცლის და სექსის სურვილს უკარგავს. დიასახლისების 70% კი მზადაა პარტნიორთან სექსუალური აქტები გაახშიროს, თუ სახლში ნაკლები საქმე ექნება.
ქალების 47% საერთოდ ვერ ხვდება რა საერთოა საოჯახო საქმეებსა და ინტიმურ ცხოვრებას შორის. გამოკითხულთა შორის ისეთი ქალებიც არიან, რომლებსაც სახლის დალაგება უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე ქმართან სექსი. ამ ქალების ასაკი 30-35 წელია. პირიქით ფიქრობენ 24-დან 29 წლამდე ახალგაზრდა ქალები.
ქალური გემოვნება საინტერესოდ ვლინდება თავისუფალი დროის გამოყენებაში. დიასახლისების 30% სამსახურის მერე სერიალებით ტკბება. ქალები, ვისი სქესობრივი აქტივობაც "უბორკებზეა" დამოკიდებული, ინტერსებს შორის მეორე ადგილზე სწორედ სახლის დალაგებას აყენებენ, ინტიმური სიახლოვე მათთვის მე-3 ადგილზეა.
ვინც სექსსა და დალაგებას ერთმანეთს ვერ უკავშირებს, მათთვის სერიალების შემდეგ ყველაზე სასიამოვნო "დროსტარებად" სწორედ ინტიმური სიახლოვეა. მათთვის საოჯახო საქმეები ბოლო ადგილზეა.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.