ჯეიმს ბეიკერი - საქართველო არ იქნებოდა თავისუფალი, რომ არა ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ გორბაჩოვი

ჯეიმს ბეიკერი - საქართველო არ იქნებოდა თავისუფალი, რომ არა ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ გორბაჩოვი

საქართველო დღეს არ იქნებოდა თავისუფალი, რომ არა ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ გორბაჩოვი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ გორბაჩოვი და ედუარდ შევარდნაძე არიან ის ადამიანები, რომლებაც უარი თქვეს ძალის გამოყენებაზე.

"რომ არა მათი პირადი პოლიტიკური სიმამაცე, ვერ მოხდებოდა იმ ცვლილებების განხორციელება, რომელიც შემდგომში მოხდა. უნდა გვახსოვდეს, ცივი ომი დასრულდა მშვიდობიანად, რაც სრულიადაც არ იყო სავალდებულო და აუცილებელი, ასე მომხდარიყო, შეიძლება სულ სხვაინარდ განვითარებულიყო მოვლენები. გორბაჩოვი და შევარდნაძე იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც უარყვეს ძალის გამოყენება და მათ ეს რომ არ გაეკეთებინათ არ მოხდებოდა ცივი ომის მშვიდობიანი დასრულება", - განაცხადა ბეიკერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა