საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი დედები არიან ქართველი სექსსიმბოლოები და რას აპროტესტებენ მათი შვილები
როგორი დედები არიან ქართველი სექსსიმბოლოები და რას აპროტესტებენ მათი შვილები

ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ხში­რად იხ­სე­ნი­ე­ბი­ან ქარ­თველ სექსსიმ­ბო­ლო­ებს შო­რის. ცნო­ბი­ლი, ლა­მა­ზი, მუ­დამ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი სე­ლებ­რი­თე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხში­რად გა­ნი­ხი­ლავს ხოლ­მე, შინ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დე­დე­ბი არი­ან, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დე­დუ­რი საზ­რუ­ნა­ვე­ბით, "ხა­ლა­თით და ჩუს­ტე­ბით". ჩვენც და­ვინ­ტე­რეს­დით მათი შვი­ლებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, პრობ­ლე­მე­ბით, სა­ში­ნაო ამ­ბე­ბით და იმი­თაც, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მათი პო­პუ­ლა­რო­ბა ბავ­შვებ­ზე.

სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე:

- თუ გა­რეთ არ გავ­დი­ვარ, შე­იძ­ლე­ბა, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­ჟა­მე­ბით ვი­ა­რო. ოჯახ­ში ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, საჭ­მე­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, და­სუფ­თა­ვე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ გა­მოვ­ტყდე­ბი, ამით სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ ვი­ღებ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე და ჩემი შვი­ლი მარ­ტო­ე­ბი ვცხოვ­რობთ, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა მი­წევს. სხვა­თა შო­რის, მა­რის ძა­ლი­ან მოს­წონს ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი სა­დი­ლე­ბი და მე­უბ­ნე­ბა, მზა­რე­უ­ლე­ბის შე­ჯიბ­რზე უნდა გა­მოხ­ვი­დეო.

- შვილ­თან სიმ­კაც­რე გა­ხა­სი­ა­თებს?

- მა­რის­თან მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ ეს ად­ვი­ლი სუ­ლაც არაა, პი­რი­ქით, სირ­თუ­ლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კომ­ფორ­ტი კი გვაქვს, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვი­ძა­ბე­ბი, უნდა გა­ვა­კონ­ტრო­ლო, რამე არ შე­მე­შა­ლოს, ზედ­მე­ტი არ მო­მი­ვი­დეს, იმი­ტომ, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბა აბ­ნევთ და არ მინ­და, ჩვენს შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­დეს. მარი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და გო­ნი­ე­რი ბავ­შვია, ხში­რად მი­კი­თხავს რჩე­ვა და გო­ნივ­რუ­ლად უპა­სუ­ხია.

- მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბულ­ბა კი გაქვთ, მაგ­რამ თუ არის სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც ვერ თან­ხმდე­ბით?

- ბევრ დროს ატა­რებს დამ­ჯდარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ძი­რი­თა­დად ამა­ზე მაქვს პრო­ტეს­ტი. დღე­ვან­დელ ბავ­შვებს არ უყ­ვართ ეზო­ში ჩას­ვლა, ურ­ჩევ­ნი­ათ, სახ­ლში ის­ხდნენ და მე­გობ­რებს ტე­ლე­ფო­ნის ან ფე­ის­ბუ­ქის მეშ­ვე­ო­ბით და­უ­კავ­შირ­დნენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უფრო აქ­ტი­უ­რო­ბენ, ვიდ­რე რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის შე­სა­ხებ თუ გიყ­ვე­ბა ხოლ­მე?

- კი, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში შე­ვამ­ჩნიე, ჩემს მე­გობ­რებს უფრო მეტს უყ­ვე­ბა, ვიდ­რე მე. მარ­თა­ლია, ჯერ პა­ტა­რაა, მაგ­რამ ვინც ჰყვა­რე­ბია და მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წი­წე­ბით მოვ­ქცე­ულ­ვარ იმ ბავ­შვს. უთან­ხმო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვერ­კვე­ვი ხოლ­მე, და ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა მა­რის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვად მარი გა­მიმ­ტყუ­ნე­ბია, რა­ზეც გაბ­რა­ზე­ბუ­ლა.

- მარი რო­გორ აღიქ­ვამს დე­დის პო­პუ­ლა­რო­ბას?

- ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი არ ვარ, რომ ეს რა­მე­ში ხელს მიშ­ლი­დეს. არის მო­მენ­ტე­ბი, როცა ჩემ­ზე ჭო­რა­ო­ბენ, რა­ღა­ცებს ლა­პა­რა­კო­ბენ, მა­რამ მიჩ­ვე­უ­ლია ასეთ რა­ღა­ცებს და დი­დად არ აქვს რე­აქ­ცია. თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოქ­ცე­ვა არ სი­ა­მოვ­ნებს, სიმ­შვი­დე უყ­ვარს.

- ზო­გა­დად, რო­გორ ხვდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ანს?

- როცა ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, იც­ნობ­და მას და უყ­ვარ­და ძა­ლი­ან, მას შემ­დეგ რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცია არ მქო­ნია ამ მხრივ, ასე რომ, დის­კომ­ფორ­ტიც არ გვაქვს.

ირი­ნა ონაშ­ვი­ლი:

- სახ­ლში "ხა­ლა­თით და ჩუს­ტე­ბით" სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარს, თან არც მაქვს იმის დრო, რომ მთე­ლი დღე სა­ში­ნაო ფორ­მით გა­ვა­ტა­რო, მაგ­რამ როცა გავ­დი­ვარ სად­მე, მა­შინ უფრო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვარ, მით უმე­ტეს ზა­ფხულ­ში, როცა ცხე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მე­ტია.

იხი­ლეთ სრუ­ლად

როგორი დედები არიან ქართველი სექსსიმბოლოები და რას აპროტესტებენ მათი შვილები

როგორი დედები არიან ქართველი სექსსიმბოლოები და რას აპროტესტებენ მათი შვილები

ეს ქალბატონები ხშირად იხსენიებიან ქართველ სექსსიმბოლოებს შორის. ცნობილი, ლამაზი, მუდამ მოწესრიგებული და სექსუალური სელებრითები, რომლებსაც საზოგადოება ხშირად განიხილავს ხოლმე, შინ ჩვეულებრივი დედები არიან, ჩვეულებრივი დედური საზრუნავებით, "ხალათით და ჩუსტებით". ჩვენც დავინტერესდით მათი შვილებთან დამოკიდებულებით, პრობლემებით, საშინაო ამბებით და იმითაც, თუ რა გავლენას ახდენს მათი პოპულარობა ბავშვებზე.

სოფია სებისკვერაძე:

- თუ გარეთ არ გავდივარ, შეიძლება, მთელი დღის განმავლობაში პიჟამებით ვიარო. ოჯახში ყველაფერს ვაკეთებ, საჭმელებიდან დაწყებული, დასუფთავებით დამთავრებული, მაგრამ გამოვტყდები, ამით სიამოვნებას ვერ ვიღებ. იქიდან გამომდინარე, რომ მე და ჩემი შვილი მარტოები ვცხოვრობთ, საოჯახო საქმეების კეთება მიწევს. სხვათა შორის, მარის ძალიან მოსწონს ჩემი გაკეთებული სადილები და მეუბნება, მზარეულების შეჯიბრზე უნდა გამოხვიდეო.

- შვილთან სიმკაცრე გახასიათებს?

- მარისთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ეს ადვილი სულაც არაა, პირიქით, სირთულესთანაა დაკავშირებული. ურთიერთობაში კომფორტი კი გვაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვიძაბები, უნდა გავაკონტროლო, რამე არ შემეშალოს, ზედმეტი არ მომივიდეს, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს თავისუფლება აბნევთ და არ მინდა, ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდეს. მარი ძალიან ჭკვიანი და გონიერი ბავშვია, ხშირად მიკითხავს რჩევა და გონივრულად უპასუხია.

- მეგობრული დამოკიდებულბა კი გაქვთ, მაგრამ თუ არის საკითხი, რომელზეც ვერ თანხმდებით?

- ბევრ დროს ატარებს დამჯდარ მდგომარეობაში და ძირითადად ამაზე მაქვს პროტესტი. დღევანდელ ბავშვებს არ უყვართ ეზოში ჩასვლა, ურჩევნიათ, სახლში ისხდნენ და მეგობრებს ტელეფონის ან ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდნენ, სოციალურ ქსელში უფრო აქტიურობენ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.

- თაყვანისმცემლების შესახებ თუ გიყვება ხოლმე?

- კი, მაგრამ რაღაც მომენტში შევამჩნიე, ჩემს მეგობრებს უფრო მეტს უყვება, ვიდრე მე. მართალია, ჯერ პატარაა, მაგრამ ვინც ჰყვარებია და მე განსაკუთრებული მოწიწებით მოვქცეულვარ იმ ბავშვს. უთანხმოების შემთხვევაში კი სიტუაციაში ვერკვევი ხოლმე, და ყოფილა შემთხვევა, როცა მარის ხასიათიდან გამომდინარე, თავად მარი გამიმტყუნებია, რაზეც გაბრაზებულა.

- მარი როგორ აღიქვამს დედის პოპულარობას?

- ისეთი პოპულარული არ ვარ, რომ ეს რამეში ხელს მიშლიდეს. არის მომენტები, როცა ჩემზე ჭორაობენ, რაღაცებს ლაპარაკობენ, მარამ მიჩვეულია ასეთ რაღაცებს და დიდად არ აქვს რეაქცია. თუმცა ყურადღების ცენტრში მოქცევა არ სიამოვნებს, სიმშვიდე უყვარს.

- ზოგადად, როგორ ხვდება შენს პირად ცხოვრებაში გამოჩენილ ადამიანს?

- როცა ჩემს პირად ცხოვრებაში კონკრეტული ადამიანი იყო, იცნობდა მას და უყვარდა ძალიან, მას შემდეგ რაიმე კონკრეტული სიტუაცია არ მქონია ამ მხრივ, ასე რომ, დისკომფორტიც არ გვაქვს.

ირინა ონაშვილი:

- სახლში "ხალათით და ჩუსტებით" სიარული არ მიყვარს, თან არც მაქვს იმის დრო, რომ მთელი დღე საშინაო ფორმით გავატარო, მაგრამ როცა გავდივარ სადმე, მაშინ უფრო ჩვეულებრივი ვარ, მით უმეტეს ზაფხულში, როცა ცხელა და ყველაფერი ზედმეტია.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება