მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გრძნობს პიკანტური სცენების გადაღებისას ვახო ჩაჩანიძე
რას გრძნობს პიკანტური სცენების გადაღებისას ვახო ჩაჩანიძე

უიღ­ბლო, უფუ­ლო, ბრა­ზი­ა­ნი, მაგ­რამ რო­მან­ტი­კუ­ლია ვახო ჩა­ჩა­ნი­ძის გმი­რი სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი". რო­მან­ტი­კაც არის და რო­მან­ტი­კაც. მიშ­კას უყ­ვარს ანკა და ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მის და­საბ­რუ­ნებ­ლად. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ვახო ჩა­ჩა­ნი­ძეს სიყ­ვა­რულ­ში და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი არა­ფე­რი აქვს. ჰყავს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი, აქვს დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი და გა­დაღ­ლი­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამა­ზე სუ­ლაც არ წუხს.

მსა­ხი­ობს მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცი­ის წინ ვეს­ტუმ­რეთ.

- ვახო, ძვი­რი სა­ნა­ხა­ვი გახ­დი, ხან ნა­ბა­ხუ­სე­ვი გვიშ­ლი­და ხელს, ხან რე­პე­ტი­ცია, ხან გა­და­ღე­ბა. მარ­თლა ასე­თი და­კა­ვე­ბუ­ლი ხარ?

- მარ­თლა იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, ვერც და­ი­ჯე­რებ, ამ­დენ საქ­მეს ერთი ადა­მი­ა­ნი თუ აკე­თებს. ეს მხო­ლოდ მა­ხა­რებს. ზოგ­ჯერ თვე­ე­ბი გა­დის ისე, რომ არა­ფერს ვა­კე­თებ.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ტიტ­რებ­ში წე­რია, დამ­დგმე­ლი ოპე­რა­ტო­რი - ვახო ჩა­ჩა­ნი­ძე...

- არა, ეს სხვა ადა­მი­ა­ნია, მე არ ვარ. ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, ოპე­რა­ტო­რო­ბა და­ი­წყეო (იცი­ნის)?

- დღეს რო­მე­ლი სპექ­ტაკ­ლის რე­პე­ტი­ცია გაქვს?

- ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი დგამს სპექ­ტაკლს "ჩვენ გვე­ლის დი­დე­ბა". მი­სი­ვე სცე­ნა­რია. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ტრა­გი­კუ­ლი გმი­რია. სტუ­დენ­ტე­ბი ვართ ყვე­ლა. კა­ნის შე­ღებ­ვა მო­მი­წევს, თავ­ზე გაც­ვე­ნი­ლი თმა რომ არ გა­მო­მიჩ­ნდეს.

- შენი ახალ­გაზ­რდო­ბა გერ­მა­ნი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

- 22 წლის ვი­ყა­ვი, რომ წა­ვე­დი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ არა­ერთ ქარ­თულ სე­რი­ალ­ში ითა­მა­შე. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" რო­გორ გრძნობ თავს მიშ­კას ამ­პლუ­ა­ში?

- ხომ გა­გი­გი­ათ, კაცი უნდა ეყოს ჯა­მა­გირს და არა ჯა­მა­გი­რი კაც­სო. რო­ლია რა, უნდა მო­ირ­გო. შე­იძ­ლე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პა­ჟი იყოს, სულ არ გგავ­დეს, მაგ­რამ უნდა შეძ­ლო და მო­ირ­გო. სა­კუ­თა­რი თა­ვის თა­მა­ში ყვე­ლას შე­უძ­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას გრძნობს პიკანტური სცენების გადაღებისას ვახო ჩაჩანიძე

რას გრძნობს პიკანტური სცენების გადაღებისას ვახო ჩაჩანიძე

უიღბლო, უფულო, ბრაზიანი, მაგრამ რომანტიკულია ვახო ჩაჩანიძის გმირი სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები''. რომანტიკაც არის და რომანტიკაც. მიშკას უყვარს ანკა და ფიქრობს, რომ ყველაფერს აკეთებს მის დასაბრუნებლად. რეალურ ცხოვრებაში ვახო ჩაჩანიძეს სიყვარულში დასაბრუნებელი არაფერი აქვს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, აქვს დატვირთული დღის რეჟიმი და გადაღლილობის მიუხედავად, ამაზე სულაც არ წუხს.

მსახიობს მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეპეტიციის წინ ვესტუმრეთ.

- ვახო, ძვირი სანახავი გახდი, ხან ნაბახუსევი გვიშლიდა ხელს, ხან რეპეტიცია, ხან გადაღება. მართლა ასეთი დაკავებული ხარ?

- მართლა იმდენად დატვირთული ვარ, ვერც დაიჯერებ, ამდენ საქმეს ერთი ადამიანი თუ აკეთებს. ეს მხოლოდ მახარებს. ზოგჯერ თვეები გადის ისე, რომ არაფერს ვაკეთებ.

- ''ჩემი ცოლის დაქალების'' ტიტრებში წერია, დამდგმელი ოპერატორი - ვახო ჩაჩანიძე...

- არა, ეს სხვა ადამიანია, მე არ ვარ. ბევრი მეკითხება, ოპერატორობა დაიწყეო (იცინის)?

- დღეს რომელი სპექტაკლის რეპეტიცია გაქვს?

- ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი დგამს სპექტაკლს ''ჩვენ გველის დიდება''. მისივე სცენარია. ჩემი პერსონაჟი ტრაგიკული გმირია. სტუდენტები ვართ ყველა. კანის შეღებვა მომიწევს, თავზე გაცვენილი თმა რომ არ გამომიჩნდეს.

- შენი ახალგაზრდობა გერმანიას უკავშირდება.

- 22 წლის ვიყავი, რომ წავედი.

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ არაერთ ქართულ სერიალში ითამაშე. ''ჩემი ცოლის დაქალებში'' როგორ გრძნობ თავს მიშკას ამპლუაში?

- ხომ გაგიგიათ, კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცსო. როლია რა, უნდა მოირგო. შეიძლება, აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟი იყოს, სულ არ გგავდეს, მაგრამ უნდა შეძლო და მოირგო. საკუთარი თავის თამაში ყველას შეუძლია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება